1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.
2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.
კარი მეორე
ვალდებულების შესრულება
თავი პირველი
ზოგადი დებულება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(29)
საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
…დათარიღებულია ისეთი პერიოდით, როდესაც 2006 წლის სექტემბრიდან ამხანაგობის მშენებლობა შეჩერებული იყო. 61. კასატორმა მხარემ მიუთითა სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 131-ე მუხლზე, სსკ-ის 50-ე, 52- 54-ე, 59-ე, 68-ე, 72-ე, 325-ე, 360-ე მუხლებზე და განმარტა, რომ 2012 წლის 30 აპრილს ამხანაგობა ვერ შეიტანდა ცვლილებებს 2004 წლის 3 დეკემბერს შპს-სა და მოსარჩელეს შორის დადებულ ერთობლივი საქმიანობის…
საქმე №ას-1376-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021
…შემთხვევებში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარითქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (ხელშეკრულებიდან გასვლა). ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი საფუძვლები და შედეგები მოცემულია სსკ-ის 352-ე - 360-ე, 405-ე მუხლებში. ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე) მონაწილეთა შორის ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა…
საქმე №ას-1095-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2021
…შესახებ, რომელსაც მოსარჩელე კომპანია გ.მ–ძესთან ერთად რ. ჯგუფის მიმართ ახორციელებდა. მოპასუხეს აღნიშნული გარემოებები რომ სცოდნოდა, იგი არ გააფორმებდა სადავო შეთანხმებას (იხ.: შეგებებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 338-358). 16. სსკ-ის 360 მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების…
…თანხის გადახდის ვალდებულება. სწორედ ამგვარად ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, სადაც კრედიტორი ვალდებულების დეტალური აღწერის მაგივრად ზოგადად წერს, რომ მან მიიღო ნივთი/შესრულება და არ გააჩნია პრეტენზია მასთან დაკავშირებით. სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მორიგების ხელშეკრულების ბათილობა ხდება მაშინ, როცა ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს. ამგვარი…
…იქნა), რომ მხარეს, რომელსაც გადაეცა მეურვეობა, მოეთხოვოს მცირეწლოვანთა ქონების ამსახველი ინფორმაციის ჟურნალის წარდგენა, ბავშვის ქონების მართვაზე საკმარისი ყურადღების მოუქცევლობის შემთხვევაში, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 360 და 361 მუხლებში აღნიშნული ზომების მიღება მოხდება ჩვენი სასამართლოს მიერ, ამ წინადადებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ისე როგორც მოთხოვნილ იქნას ქონების გადაცემა,…