განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
330299913173739
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330299913173739

საქმე №2ბ/2738-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავჯდომარე, მომხსენებელი - გოდერძი გიორგიშვილი

მოსამართლეები - ნათია გუჯაბიძე

ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტები - ლ--–----------ა (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში), ნ------–--–------ე (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში)

წარმომადგენელი - დ--------ალაბაძე

მოწინააღმდეგე მხარე - გ---- კ------–---–ი (მოსარჩელე თავდაპირველ სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენლები - თ----- გ-----–-–---–ი, ა-----– ს--------–--ე,მოპასუხე შეგებებულ სარჩელში - შპს ,,მ-------------------------ა’’

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. გ---- კ------–---–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ლ--–----------ასა და ნ------–--–------ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

ა) მოპასუხე ნ------–--–------ეს მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 8 100 აშშ დოლარის გადახდა;

ბ) მოპასუხე ნ------–--–------ეს გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 27 152.06 ლარის ოდენობით;

გ) მოპასუხე ნ------–--–------ეს მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი აღსრულების საფასურის და აუქციონის ხარჯის ანაზღაურება 901 ლარის ოდენობით;

დ) მოპასუხე ლ--–----------ას მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 46 546.25 ლარის ოდენობით;

ე) მოპასუხე ნ------–--–------ეს მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 750 ლარის ოდენობით.

 

2. გ---- კ------–---–ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ და ნ------–--–------ეს შორის 2--------- წელს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №4--, რომლითაც კრედიტის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 50 000 ლარი 60 თვეზე 60%-იანი მაქსიმალური განაკვეთით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-იანი პირგასამტეხლოთი.

სესხად გასაცემი 50 000 ლარიანი საკრედიტო ხაზით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. თბილისი, ფ--–--–---–--------, ბ-----, რაზედაც 2--------- წელს დაიდო №5-- იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

2--------- წლის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მ-----------------------------–-----------------------ამ“ ნ------–--–------ეზე კრედიტის სახით სულ 33 526 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 55 764.25 ლარი გასცა, ნაცვლად 50 000 ლარისა.

2012 წლის 24 აგვისტოს ნ------–--–------ეს ჩაბარდა მისი წერილი, რომლითაც გაფრთხილებული იქნა გრაფიკის დარღვევის გამო ვალის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის საფრთხის შესახებ და ეთხოვა 7 დღის ვადაში უზრუნველეყო 6 509.38 აშშ დოლარის დაფარვა ან იპოთეკისგან გაეთავისუფლებინა მისი ქონება სხვა ქონების ჩანაცვლების გზით.

ნ------–--–------ემ არ განახორციელა აღნიშნული ლ--–----------ას მსგავსად და ამ უმოქმედებით დაუშვა მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციის ფაქტი.

იმისათვის, რომ აეცილებინა უძრავი ნივთის რეალიზაცია, მიიღო პრაქტიკული და გონივრული გადაწყვეტილება - 2012 წლის 29 ოქტომბერს გააფორმა კრედიტორთან ხელშეკრულება გადახდის გრაფიკის შეთანხმების შესახებ, თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მხოლოდ 1 900 აშშ დოლარის გადახდა შეძლო, რის შედეგადაც განახლდა სააღსრულებო წარმოება.

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა დაიწყო აღსრულება. აღმასრულებლის წინადადებით მოვალეებს, ნ------–--–------ეს და მას, მიეცათ წინადადება კრედიტორის სასარგებლოდ 7 534.87 აშშ დოლარის გადახდის შესახებ. ამ თანხაში შედიოდა 2--------- წლის №---- ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების თანხა - 7 534.87 აშშ დოლარი, მათ შორის: ხელშეკრულების ძირითადი თანხა - 5 931.22 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 567.45 აშშ დოლარი, დარიცხული საურავი/ჯარიმა - 1 036.2 აშშ დოლარი, ასევე, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მისი გაცემიდან აღსრულების დაწყებამდე ანუ 2012 წლის 15 ოქტომბრიდან - 2012 წლის 23 ოქტომბრამდე სესხის ძირითად თანხას ერიცხებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებელი წლიური 36%-ის პროპორციით და საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლით კრედიტორი ასევე ითხოვდა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასაც 7 534.87 აშშ დოლარის 5%-ის ოდენობით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე იძულებითი საჯარო აუქციონი მოპასუხე ნ------–--–------ის ნაწილში ჩატარდა 8 100 აშშ დოლარის, ხოლო ლ--–----------ას ნაწილში - 14 682.26 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით.

2013 წლის 16 იანვრიდან მიმდინარეობდა პირველი იძულებითი საჯარო ელექტრონული აუქციონი, სადაც იპოთეკით დატვირთული ქონების საწყის ფასად განისაზღვრა კანონიდან გამომდინარე შეფასების 50% - 200 000 ლარი, ბიჯი - 4 000 ლარი. ქონების აუქციონზე შემძენი გახდა დ----- გ--------ე.

ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა - 204 000 ლარი სააღსრულებო ბიურომ გაანაწილა შემდეგნაირად: ა) 443.71 ლარი გადაირიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე; ბ) 38 555.92 ლარი გადაერიცხა კრედიტორს, საიდანაც 13 706.62 ლარით (8 100 აშშ დოლარის ექვივალენტი მთლიანი ვალის 35.55%) უშუალოდ დაიფარა ნ------–--–------ის ფულადი დავალიანება, ხოლო 24 849.3 ლარით (14 682.26 აშშ დოლარის ექვივალენტი - მთლიანი ვალის 64.45%) დაიფარა ლ--–----------ას ფულადი დავალიანება; გ) 2 089.24 ლარი გადაერიცხა კერძო აღმასრულებელს; დ) 163 354.84 ლარი გადაერიცხა ქონების მესაკუთრეს/მოსარჩელეს, როგორც აუქციონის ნამეტი თანხა ანუ თანხის განაწილების დღის სებ-ის კურსით - 98 578.75 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ დ----- გ--------ესთან 1--------- წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით 145 000 აშშ დოლარად გამოისყიდა საჯარო აუქციონზე რეალიზებული მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

იმის გამო, რომ მან 145 000 აშშ დოლარად გამოისყიდა იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონება, ითხოვს ზიანის ანაზღაურებას შემდეგი გაანგარიშებით:

2013 წლის 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღეს 145 000 აშშ დოლარი სებ-ის კურსით შეადგენდა 240 932 ლარს, რომელსაც აკლდება მისთვის აუქციონიდან ნამეტი თანხის სახით გადარიცხული 163 354.84 ლარი და ზიანის თანხა შეადგენს 77 577.16 ლარს.

ნ------–--–------ისგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 27 152.06 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 77 567.16 ლარის 35%-ს;

ლ--–----------ასგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 46 546.25 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 77 567.16 ლარის 60%-ს;

ამასთან, მოსარჩელე მოპასუხეებისაგან ზიანის ანაზღაურების სახით ჯამში ითხოვდა 73 698.31 ლარს, რადგან, მოსარჩელის მითითებით, ზიანის ანაზღაურების თანხას - 77 577.16 ლარს გამოაკლდა შპს „მ-----------------------------–-----------------------ასთვის“ სარჩელით მოთხოვნილი თანხა - 3 878.85 ლარი;

მოსარჩელის განმარტებით, 8 100 აშშ დოლარის და სააღსრულებო წარმოების დროს გაწეული ხარჯის - 901 ლარის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე ნ------–--–------ეს წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის საფუძველზე;

ნოტარიუსის მიერ 1--------- წელს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და თანხის გადაუხდელობას შედეგად მოჰყვა იძულებით საჯარო აუქციონზე მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, მათ შორის, სააღსრულებო ფურცელზე, რომელიც მიმდინარეობდა პირადი მოვალის - ნ----- ც--–------ის 8 100 აშშ დოლარის გადახდევინებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, კრედიტორი დაკმაყოფილებულია მის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციიდან მიღებული თანხებიდან.

ორივე მოპასუხემ მისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენა იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა, მათ არ შეასრულეს ფულადი ვალდებულება და ამით მომეტებული რისკის წინაშე დააყენეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო სავარაუდო, რომ თუ ისინი კრედიტორის წინაშე ვერ შეასრულებდნენ ფულად ვალდებულებას, საბაზრო ღირებულების 50%-ით ნაკლებ ფასში იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და მათი ვალდებულებების უზრუნველსაყოფი უძრავი ქონება. შესაბამისად, ორივე მოპასუხის მოქმედებაში არსებობს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები - არამართლზომიერი მოქმედება, ბრალი და პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანთან - 16.01.2013 წელს 200 000 ლარით ნაკლებ თანხაში იძულებით საჯარო აუქციონზე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციის და 2013 წლის 18 მარტს აუქციონზე შემძენ დ----- გ--------ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გამოსასყიდად გადახდილი 145 000 აშშ დოლარის ფაქტებით, რომელთა საფუძველზე ზიანის ოდენობა შეადგენს 77 577.16 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის განჩინებით (ს.ფ. 27-28, ტომი 2) შეწყდა საქმის წარმოება გ---- კ------–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხე შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღურების თაობაზე.

 

3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა ლ--–----------ამ და ნ------–--–------ემ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2011-2012 წლებში გაფორმებული სადავო სესხის ხელშეკრულებების მიხედვით, სესხის მიმღებებად, მართალია, მითითებულნი არიან ისინი, თუმცა, რეალურად სესხის თანხა არ მიუღიათ. გ---- კ------–---–იც ამტკიცებს და იგივეს ადასტურებენ მოწმეები - ნ--------–-------- და ნ---------–-------, რომ ხელშეკრულებებზე ხელმოწერები განპირობებული იყო მხოლოდ მისი ბინის დამქირავებლის, ნ--------–--------სადმი განსაკუთრებული ნდობით, რომელსაც თავის მხრივ ახლო ურთიერთობა ჰქონდა გ---- კ------–---–თან. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ თანხის სესხად აღება და იპოთეკით მისი უზრუნველყოფა მოხდა ასევე თვით გ---- კ------–---–ის საჭიროებისათვის, მისივე თხოვნით და შემხვედრი ინიციატივით, ნ--------–--------ს და ნ---------–-------ს მიერ მათივე დაქირავებული ბინის მომავალში ნასყიდობის თაობაზე წინასწარი შეთანხმების ფონზე, რა მიზნითაც გადახდილი თანხის ნაწილი ჩაითვალა კიდეც სამომავლო ნასყიდობის ფასში. იმის გამო, რომ ნ--------–--------ს საკრედიტო დავალიანებების გამო არ ჰქონდა კრედიტის უშუალოდ აღების საშუალება, სთხოვა მისთვის სანდო პირებს - ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს, დახმარება გაეწიათ მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულებებზე ფორმალურად ხელის მოწერით, იმ პირობით, რომ ის დააკმაყოფილებდა კრედიტორს. მან მიიღო კიდეც შესაბამისი თანხა, საიდანაც გარკვეული ნაწილი გადასცა გ---- კ------–---–ს. შესაბამისი მტკიცებულებებით, მათ შორის, საბანკო ამონაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სესხს ფარავდა უშუალოდ ნ--------–--------. გ---- კ------–---–ი საერთოდ არ იცნობდა ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს. ბუნებრივია, უცნობების ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, არც თავის ძვირადღირებულ უძრავ ქონებას დააყენებდა ეჭვქვეშ მისი იპოთეკით დატვირთვით და აქედან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგებით. სისხლის სამართლის საქმეზე გ---- კ------–---–ი განმარტავდა, რომ მას თვალითაც არ უნახავს ლ--–----------ა და ნ------–--–------ე და ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ნ---------–-------სა და ნ--------–--------სთან. იპოთეკით დატვირთული ქონება ხელოვნურად დაჩქარებული წესით გაიყიდა აღმასრულებლის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სულ მალე კვლავ გახდა გ---- კ------–---–ის საკუთრება. მოწმედ დაკითხულმა აუქციონზე ქონების შემძენმა განმარტა, რომ ეს გამოსყიდვა მისი ნების საწინააღმდეგოდ, გარკვეული იძულებისა და მუქარის ფონზე განხორციელდა და ხელშეკრულებაში მითითებული ფასი მისთვის სრულად გადახდილი არ არის. გ---- კ------–---–ს არ წარმოუდგენია საქმეზე ნასყიდობის ფასის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ მხრივ, მხოლოდ ხელშეკრულება უტყუარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს ამ გარიგების თაობაზე, ისევე როგორც იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე, მოსარჩელისგან არაფერი შეუტყვიათ, ისევე როგორც არ ყოფილან გაფრთხილებულნი სასესხო ვალდებულების თაობაზე. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ამოწურვამდე შეცვალა მოსარჩელემ მისი პირობები შპს „მ-----------------------------–-----------------------ასთან“ 2----–-–-----------------ის ხელშეკრულებით, აიღო რა თავის თავზე სასესხო ვალდებულებების დაფარვა. სააღსრულებო წარმოება განხორციელდა სწორედ მის მიერ ნაკისრი და აღიარებული ვალდებულების დარღვევის შედეგად, რაც აბსოლიტურად გამორიცხავს თუნდაც თავდაპირველ საკრედიტო ხელშეკრულებებში მითითებულ ლ--–----------ას და ნ------–--–------ის ბრალს და იგი მთლიანად გამომდინარეობს თვით მოსარჩელის ქმედებებიდან. ლ--–----------ა და ნ------–--–------ე არ წარმოადგენენ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს და არ მათ და არც თავად გ---- კ------–---–მა არაფერი იცოდნენ სადავო ურთერთობებში ერთმანეთის მონაწილეობაზე. სააღსრულებო ფურცელში მხოლოდ ლ--–----------ა და გ---- კ------–---–ია მითითებული, ისევე როგორც სააღსრულებო დოკუმენტებში და ამ ურთიერთობების ფონზე ნ------–--–------ის ხელოვნურად ჩართვა საერთოდ გაუგებარია, მით უფრო, როდესაც მის სახელზე არსებული სესხის ბოლო ვადა ჯერ არც იყო დამდგარი. შესაბამისად, შეუძლებელია მას მიეწეროს აღსრულების ფარგლებში განხორციელებული კომპენსაცია, მაშინ როდესაც სწორედ გ---- კ------–---–მა დაარღვია მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებები. არც კრედიტორს და არც გ---- კ------–---–ს არაფერი არ უცნობებიათ ლ--–----------ასა და ნ------–--–------ისათვის, რაც ასევე მეტყველებს, რომ მას ისინი არც მიაჩნდა რეალურ კონტრაგენტებად. მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა მისი ბინით უზრუნველყოფილი ვალდებულების გასასტუმრებელი თანხები, თუმცა მისივე ინიციატივით კრედიტორთან დადებული სხვა ხელშეკრულებით, მოახდინა ბინის აუქციონით რეალიზების ერთგვარი პროვოცირება და შემდგომ მისი გამოყენება კეთილსინდისიერი მხარეების საწინააღმდეგოდ. იპოთეკის ხელშეკრულებებში მითითებული იპოთეკის საგნის შეფასებები ასევე გაუგებარს ხდის მოთხოვნას, სარჩელის საფუძვლებს, იმ ფონზე, რომ მას არათუ ზიანი, არამედ მოგებაც კი მიუღია, როგორც აღსრულების დანაშთი თანხის, ასევე მის ღირებულებასთან შედარებით მიზერულ ფასში გამოსყიდვის შედეგად. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით მოსარჩელეს სს „თ----------ის“ წინასწარი თანხმობის გარეშე ეკრძალებოდა სარეალიზაციო ქონების განკარგვა. გაუგებარია მოსარჩელის მითითება ზიანის ანაზღაურების ნაწილში. არ არსებობს მითითება, რომ ზიანი წარმოადგენს მოპასუხეთა ქმედებების უშუალო შედეგს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ვერც ზიანის ფაქტობრივ გარემოებებს და ვერც მოპასუხეთა ბრალს და მიზეზობრივ კავშირს. მოსარჩელე მის მიერვე განვითარებული მსჯელობით მიდის იმ დასკვნამდე, რომ შპს „მ-----------------------------–-----------------------ასათვის“ სავარაუდო იყო ზიანი, როცა მის მიერ უზრუნველყოფილია საკრედიტო ლიმიტის აღმატებით გასცა თანხა ნ------–--–------ეზე. ფაქტობრივად მსესხებლებად გამოდის არა ლ--–----------ა, არამედ ფაქტობრივად მიმღები-ნ--------–--------, რომლის მიერ მიღებული თანხის ნაწილით თვით გ---- კ------–---–ი სარგებლობს. სასესხო ურთიერთობა წარმოშობილია გამსესხებელსა და ნ--------–--------ს შორის.

 

4. თავდაპირველ სარჩელზე შეგებებული სარჩელი წარადგინა ლ--–----------ამ გ---- კ------–---–ის და შპს ,,მ-------------------------ას’’ მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: ა) ლ--–----------ასა და შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ შორის დადებული 2----–-–----------------ის №4-- სესხის/საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და ბ) საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გ---- კ------–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ შორის დადებული 2----–-–----------------ის №5-- ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

5. ლ--–----------ა შეგებებულ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

2011-2012 წლებში გაფორმებული სადავო სესხის ხელშეკრულებების მიხედვით სესხის მიმღებებად მითითებულნი არიან ლ--–- კ-------ა და ნ----- ც--–------ე, თუმცა მათ რეალურად სესხის თანხა არ მიუღიათ.

გ---- კ------–---–იც ამტკიცებს და იგივეს ადასტურებენ მოწმეები - ნ--------–-------- და ნ---------–-------, რომ მასზე ხელმოწერები განპირობებული იყო მხოლოდ მისი ბინის დამქირავებლის, ნ--------–--------სადმი განსაკუთრებული ნდობით, რომელსაც, თავის მხრივ, ახლო ურთიერთობა ჰქონდა გ---- კ------–---–თან.

საქმის განხილვისას დადგინდა, რომ თანხის სესხად აღება და იპოთეკით მისი უზრუნველყოფა მოხდა ასევე თვით გ---- კ------–---–ის საჭიროებისათვის, მისივე თხოვნით და შემხვედრი ინიციატივით, ნ--------–--------ს და ნ---------–-------ს მიერ მათივე დაქირავებული ბინის მომავალში ნასყიდობის თაობაზე წინასწარი შეთანხმების ფონზე, რა მიზნითაც გადახდილი თანხის ნაწილი ჩაითვალა კიდეც სამომავლო ნასყიდობის ფასში.

იმის გამო, რომ ნ--------–--------ს საკრედიტო დავალიანებების გამო არ ჰქონდა კრედიტის უშუალოდ აღების საშუალება, სთხოვა მისთვის სანდო პირებს - ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს, დახმარება გაეწიათ მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულებებზე ფორმალურად ხელის მოწერით, იმ პირობით, რომ ის დააკმაყოფილებდა კრედიტორს. მან მიიღო კიდეც შესაბამისი თანხა, საიდანაც გარკვეული ნაწილი გადასცა გ---- კ------–---–ს.

შესაბამისი მტკიცებულებებით, მათ შორის, საბანკო ამონაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სესხს ფარავდა უშუალოდ ნ--------–--------.

ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს არც კი უფიქრიათ თავისი გამოუცდელობით და განსაკუთრებული ნდობის გამო, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა თანხის დაუბრუნებლობას ან გადახდის შეფერხებას.

გ---- კ------–---–ი საერთოდ არ იცნობდა ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს. ბუნებრივია, უცნობების ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არც თავის ძვირადღირებულ უძრავ ქონებას დააყენებდა ეჭვქვეშ მისი იპოთეკით დატვირთვით და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი შედეგებით.

სისხლის სამართლის საქმეზე გ---- კ------–---–ი განმარტავდა, რომ მას თვალითაც არ უნახავს ლ--–----------ა და ნ------–--–------ე და ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ნ---------–-------სა და ნ--------–--------სთან.

ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს ამ გარიგების თაობაზე, ისევე როგორც იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე, მისგან არაფერი შეუტყვიათ, ისევე როგორც არ ყოფილან გაფრთხილებულნი სასესხო ვალდებულების თაობაზე.

ლ--–----------ა და ნ------–--–------ე არ წარმოადგენენ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს და არ მათ და არც თავად გ---- კ------–---–მა არაფერი იცოდნენ სადაო ურთერთობებში ერთმანეთის მონაწილეობაზე.

სადავო ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის დაცვის საკანონმდებლო პრინციპებსაც. შეუძლებელია თუნდაც ზნეობის ნორმებში ჯდებოდეს მოპასუხეთა ქმედება, როდესაც სესხს აძლევენ ერთ სუბიექტს, ხოლო მასზე პასუხისმგებლობას მთლიანად აკისრებენ სხვა პირს, რომელსაც ამ გარიგებით საერთოდ არაფერი არ მიუღია.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც თანხა და არც სარგებელი არ მიუღიათ ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს. სესხის თანხა გადაეცა გამსესხებლის მიერ არა მათ, არამედ სულ სხვა პირს.

სადავო გარიგება შეიცავს ასევე მოჩვენებითი გარიგების ნიშნებსაც, რადგან ის არ ყოფილა დადებული იმისათვის, რომ მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგები მოჰყოლოდა, საკუთრივ მოსარჩელის მიმართ.

ფაქტობრივად მსესხებლად გამოდის არა ლ--–----------ა, არამედ ფაქტობრივად მიმღები-ნ--------–--------, რომლის მიერ მიღებული თანხის ნაწილით თვით გ---- კ------–---–ი სარგებლობს.

სასესხო ურთიერთობა წარმოშობილია გამსესხებელსა და ნ--------–--------ს შორის.

მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის მოთხოვნათა შინაარსიც, რაც სწორედ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა არცოდნისა და შეცდომაში შეყვანის შედეგად დადებული გარიგების ბათილობის ცალსახა საფუძველს გულისხმობს, რაც ასევე მიესადაგება სადავო შემთხვევას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა ნათელყოფს, რომ არსებობს სადაო ხელშეკრულების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს გ---- კ------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებას.

ნ------–--–------ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების - შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ და გ---- კ------–---–ის მიმართ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი მისი გამოხმობის გამო (ს.ფ. 165, 174, 175, ტომი 3).

 

6. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, მოპასუხე შპს „მ-----------------------------–-----------------------ამ“, შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს, მასსა და ლ--–----------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1---. 2----–-–-----------------ს მასსა და ნ------–--–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №4--, რომლის საფუძველზეც დაიდო საკრედიტო ხელშეკრულებები №------------------ და №----. გაცემული სესხის უზრუნველყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ქ. თბილისი, ფ--–--–---–---------, ბ-----. ორგანიზაციის მხრიდან დაცული იქნება ყველა პროცედურა და ვერ ხედავენ თვალთმაქცურ გარიგებაზე საუბრის ვერც ერთ მიზეზს. ხელშეკრულებები იყო ნამდვილი, რადგან დადების შემდეგ მოხდა სესხის გაცემა ორივე მსესხებელზე, რაც დასტურდება გასავლის ორდერებით. მოცემულ შემთხვევაში, გარიგებები ნამდვილია, გაფორმებულია ფორმის დაცვით და დამდგარია სამართლებრივი შედეგი. იგი არაა ვალდებული აკონტროლოს სესხის გაცემის შემდეგ ვისზე გადავა ფული და როგორ მოხდება მისი დახარჯვა. გასავლის ორდერები ადასტურებენ, რომ თანხის მიმღებები იყვნენ ლ--–----------ა და ნ------–--–------ე და არა ნ--------–--------. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება შესრულებულია, არ არსებობს შეუსრულებელი ვალდებულება და დავის საფუძველი. არ არსებობს საფუძველი ხელშეკრულებების ბათილობის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის.

 

7. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით შეგებებული სარჩელის მოპასუხე გ---- კ------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ისინი წარმოადგენდნენ ხელშეკრულების მარტოოდენ ფორმალურ მხარეს, არ მიუღიათ ხელშეკრულებაში მითითებული თანხები და სინამდვილეში თანხები მიიღო ნ--------–--------მ, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებით. შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიერ წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერებით და მასზე არსებული ხელმოწერებით დასტურდება მათ მიერ თანხების მიღების ფაქტობრივი გარემოებები.

ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს მათ მიერ მითითებული გარემოება, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მათთვის ცნობილი გახდა განსახილველი საქმის წარმოების პროცესში, ვინაიდან 2012 წლის სექტემბერში მათ გადაეცათ აღმასრულებლის წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, მანამდე კი, აგვისტოს თვეში, ისინი წერილობით იყვნენ გაფრთხილებულნი უშუალოდ მის მიერ.

მათ სადაოდ არ გაუხდიათ აწ უკვე იძულებით აღსრულებული, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები, ამასთან, ლ--–----------ას მიმართ არსებობს აღსრულებაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც დაკმაყოფილდა გ---- კ------–---–ის სარჩელი რეგრესული წესით თანხის გადახდევინებაზე.

ლ--–----------ას მხრიდან სადაოდ არის გამხდარი 2--------- წლის №4-- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ და 2--------- წლის №5-- იპოთეკის ხელშეკრულება.

ლ--–----------აზე თანხა უშუალოდ გაიცა 2--------- წლის №1--- ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობდა №4-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან, რომელიც მას სადაოდ არა აქვს გამხდარი.

ნოტარიუსის მიერ, 1--------- წელს ლ--–----------ასთან დადებული №4-- და №1--- საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომელიც აღსრულებულია. სააღსრულებო წარმოება დასრულდა 2013 წლის 04 თებერვალს. შესაბამისად, მისთვის აღმასრულებელს 2012 წლის 17 სექტემბერს გადაცემული აქვს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რა დროსაც მათთვის ცნობილი გახდა მიმდინარე აღსრულების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ლ--–----------ას 2012 წლის 27 აგვისტოს მის მიერ ჩაბარდა წერილი, რომლითაც გაფრთხილდა ფულადი დავალიანების გადახდისა და ქონების იპოთეკისგან დროულად გათავისუფლების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია მისი სარჩელი ლ--–----------ას მიმართ, რომლითაც მას გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 14 682.26 აშშ დოლარის, 1 900 აშშ დოლარის და 1 631.21 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.12.2013 წლის გადაწყვეტილებით მას ასევე დაეკისრა საადვოკატო მომსახურების სახით გადახდილი 1 100 ლარის გადახდა. მიმდინარეობს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაც.

ნოტარიუსის მიერ გაცემულ 2----–-–-----------------ის სააღსრულებო ფურცელში ნ------–--–------ის ფულადი დავალიანების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია №4-- საკრედიტო და მისგან გამომდინარე №---- ხელშეკრულება და მათ უზრუნველსაყოფად დადებული 2--------- წლის №5-- იპოთეკის ხელშეკრულება. ისევე როგორც ლ--–----------ას შემთხვევაში, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელიც აღსრულებულია. აღსრულება დასრულდა 2013 წლის 04 თებერვალს. წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ ჩაბარებული აქვს 2012 წლის 31 ოქტომბერს. მანამდე - 2012 წლის 27 აგვისტოს ჩაბარდა მისი წერილი, რომლითაც გაფრთხილებული იქნა ფულადი დავალიანების გადახდისა და ქონების იპოთეკისაგან დროულად გათავისუფლების შესახებ.

შეგებებული სარჩელი მოკლებულია დასაბუთებას და კანონიერებას, ვინაიდან უდავოა ის ფაქტი, რომ საკრედიტო ორგანიზაციამ ნამდვილად ხელშეკრულების მხარეებს - ლ--–----------ას და ნ------–--–------ეს გადასცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხები. აქ დამთავრდა ერთი სამართლებრივი ურთიერთობა. ამის შემდეგ თუ მათ ნ--------–--------ს გადასცეს სესხად თანხები, ეს უკვე სხვა, მათი პირადი სასესხო ურთიერთობებია.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლები გამორიცხავენ ხელშეკრულებების ბათილობას ერთ შემთხვევაში 4 წლისა 6 თვის, მეორე შემთხვევაში კი 4 წლისა და 5 თვის შემდეგ.

შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ გარიგებების ბათილობას ერთდროულად ორი სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით, ანუ ვერ უთითებენ კონკრეტულად ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა კანონით დადგენილი წესის დარღვევა, საჯარო წესრიგსა თუ ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობა და ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით გარიგების დადება.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უშუალოდ მათ მიიღეს საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი თანხები, ამის შემდეგ, თუ მათ ეს თანხები განკარგეს და გადასცეს ნ--------–--------ს, სახეზეა სრულიად სხვა სამართლებრივი ურთიერთობა - სასესხო ურთიერთობა მათსა და ნ--------–--------ს შორის. მათ მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ნ--------–--------ს ახსნა-განმარტებებით ცალსახად დგინდება, რომ ნ--------–-------- პირადად კისრულობს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას და ეს დოკუმენტი წარმოადგენს ფაქტობრივად ვალის აღიარებას და მისი გადახდის ვალდებულებას. ასევე ერთვის საქმეს პოლიციის საქმის მასალები, რომელთა თანახმად, ნ------–--–------ემ და ლ--–----------ამ კრედიტის მისაღებად ნ--------–--------ს რეკომენდაციით მართლაც მიმართეს შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“, შემდეგ გამოავლინეს ნება და მიიღეს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები, ნ--------–--------ს თხოვნით და რეკომენდაციით გ---- კ------–---–მა პირადი საკუთრების უძრავი ნივთით უზრუნველყო ნ------–--–------ისა და ლ--–----------ას სესხების გადახდა. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ნ--------–--------ს და ნ---------–-------ს მიერ ნაქირავები ბინის მესაკუთრე იყო ი-----–--- გ------- და არა იგი.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, გ---- კ------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ლ--–----------ას და ნ----- ც--–------ის მიმართ დაკმაყოფილდა. ნ------–--–------ეს გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 100 აშშ დოლარის, 27 152 ლარის და 901 ლარის გადახდა; ლ--–----------ას გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 46 546.3 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, ლ--–----------ას შეგებებული სარჩელი, მოპასუხეების გ---- კ------–---–ის და შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯების გადანაწილდა შემდეგნაირად: ნ----- ც--–------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 245.3 ლარის და 50 ლარის ოდენობით. ლ--–----------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 396.4 ლარის ოდენობით. ნ------–--–------ეს მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ლ--–----------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ნ------–--–------ეს ეკისრებოდა მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ 8 100 აშშ დოლარის და 901 ლარის ანაზღაურება.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ 2----–-–-----------------ს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ნ------–--–------ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ------–--–------ეს საბანკო კრედიტი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნოტარიუსმა 2----–-–------------------ს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულება, 2012 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 7 534.87 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 5 931.22 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 567.45 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, ჯარიმა - 1 036.2 აშშ დოლარი, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 15 ოქტომბრიდან ძირითად თანხაზე საურავი 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულების დაწყებამდე, ასევე ძირითად თანხაზე დაერიცხება კრედიტით სარგებლობის პროცენტი ძირითადი თანხის წლიური 36%-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ადვოკატი-იურისტის მომსახურების ღირებულება საერთო დავალიანების - 7 534.87 აშშ დოლარის 5%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლით დავალიანების დაფარვის მიზნით დადგენილი იქნა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ფ--–--–---–------, ს--------–---, ბ-----, საკადასტრო კოდით: 0---------------------- რეალიზაცია.

დადგენილი იყო ასევე, რომ საჯარო აუქციონზე განხორციელდა იპოთკით დატვირთული გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან 8 100.76 აშშ დოლარით დაიფარა ნ------–--–------ის დავალიანება შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ, ხოლო 2 532.95 ლარით (378.18+65.53+ 2 089.24=2 532.95) დაიფარა სააღსრულებო წარმოების ხარჯი.

ასევე, დადგენილი იყო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით აღსრულებული იქნა ლ--–----------ას მიმართ არსებული მოთხოვნაც, რომლის წილიც განისაზღვრა საერთო მოთხოვნის 64.4%-ით და ლ--–----------ას დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილებით სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 631.21 ლარის ოდენობით (2 532.95 ლარის 64.4%). შესაბამისად, ნ----- ც--–------ის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში სააღსრულებო წარმოების ხარჯი შეადგენდა 901.74 ლარს (2 532.95-1 631.21=901.74).

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იყო, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, მოსარჩელე გ---- კ------–---–მა ნ------–--–------ის ნაცვლად დააკმაყოფილა კრედიტორი - შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“, რის გამოც გ---- კ------–---–ს წარმოეშვა ნ----- ც--–------ის მიმართ მის მიერ მოთხოვნილი 8 100 აშშ დოლარის და 901 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (სკ-ის 292.2 მუხლი).

სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაიზიარა ნ------–--–------ის განმარტება, რომ მისთვის არ იყო ცნობილი შესაბამისი იპოთეკის ხელშეკრულების, სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი იყო ნ------–--–------ისათვის შესაბამისი გაფრთხილების წერილის, სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მას აღნიშნული თაობაზე აცნობა როგორც აღმასრულებელმა, ისე გ---- კ------–---–მა, იმის მიუხედავად, რომ მას აღნიშნულის შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონდა.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ნ------–--–------ის განმარტება, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება, რამდენადაც თანხა აიღო მესამე პირმა - ნ--------–--------მ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ნ------–--–------ის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა მხარეებს შორის შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კრედიტორს შეუძლია ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს მხოლოდ მოვალეს და კრედიტორის წინაშეც მოვალეა მხოლოდ ვალდებული შეასრულოს შესაბამისი ვალდებულება, რაც მან იკისრა მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

ის, რომ ვალდებულება ნ------–--–------ემ იკისრა, დადასტურებული იყო ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერით. შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არა ჰქონდა სხვა პირის მიერ იყო თუ არა აღებული და გახარჯული სესხის თანხა, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც არ გამოირიცხებოდა მოპასუხე მხარის ვალდებულება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს - ნ------–--–------ესა და ლ--–----------ას მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ ეკისრებოდათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 27 152 ლარის და 46 546.3 ლარის ოდენობით.

კერძოდ, დადგენილი იყო, რომ ლ--–----------ას და ნ------–--–------ის მიერ შპს „მ-----------------------------–-----------------------ასთან“ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დატვირთული იქნა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ლ--–----------ას და ნ------–--–------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კრედიტორის სასარგებლოდ მოხდა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია. იპოთეკით დატვირთული გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე მოხდა 204 000 ლარად. ამასთან, იპოთეკის საგნის მესაკუთრისთვის დაბრუნებას დაექვემდებარა 163 354.84 ლარი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო 8 100.76 აშშ დოლარი/ნ------–--–------ის ვალდებულება და 14 682.26 აშშ დოლარი/ლ--–----------ას ვალდებულება. მოგვიანებით, გ---- კ------–---–მა მოახდინა ქონების გამოსყიდვა შემძენისაგან 145 000 აშშ დოლარად, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 240 932 ლარს. როგორც აღნიშნა, მას დაუბრუნდა ნამეტი თანხა - 163 354.84 ლარის ოდენობით, სხვაობამ შეადგინა 77 577.16 ლარი. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული შეადგენდა მის ზიანს, რასაც უნდა გამოკლებოდა მის მიერ მომავალში შპს „მ-----------------------------–-----------------------ასათვის“ მოსათხოვი თანხა - 3 878.85 ლარი, როგორც მისთვის მიყენებული ზიანი.

ასევე დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის ქონების რეალიზაციის შემდეგ კრედიტორს გადაერიცხა 38 555.92 ლარი, საიდანაც დაფარული იყო ნ------–--–------ის ფულადი დავალიანება 13 706.62 ლარი (8 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში), მთლიანი დავალიანების 35.5% და 24 849.3 ლარით, 14 682.26 აშშ დოლარის ეკვივალენტით, მთლიანი ვალის 64.45%, ლ--–----------ას დავალიანება.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა იყო - 3 878.85 ლარი, ანუ მთლიანი ზიანის 5% (77 577.16 ლარის 5%). შესაბამისად, მისი განმარტებით, ნ------–--–------ის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადენდა 27 152.06 ლარს (77 577.16 ლარის 35%), ხოლო ლ--–----------ას მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას - 46 546.25 ლარი (77 577.16 ლარის 60%).

აღნიშნული გაიზიარა სასამართლომ და მიიჩნია, რომ სწორედ მითითებული ოდენობით უნდა დაკისრებოდა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შემძენისთვის თანხა სრულად არ ყოფილა ანაზღაურებული, რომ აღნიშნული მან გააფორმა მოჩვენებით და ა.შ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება. მყიდველისათვის სრულად თანხის გადაუხდელობა კი არ შეიძლება გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში სწორედ ეს თანხა იყო დაფიქსირებული, სხვა გარემოებები კი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მასსა და გამყიდველს შორის სადავო და არა მოცემული დავის ფარგლებში.

ამასთან, უდავო იყო, რომ სწორედ მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოხდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია აუქციონზე, ამასთან, მისი რეალიზაციის და შემდგომ გამოსყიდვით მოსარჩელემ განიცადა ზიანი სარჩელში მითითებული ოდენობით, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ლ--–----------ასა და შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ შორის დადებული 2----–-–----------------ის №4-- სესხის/საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და მის უზრუნველსაყოფად გ---- კ------–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ შორის დადებული 2----–-–----------------ის №5-- ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლად. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი იყო მითითება სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლზე, რომელიც საერთოდ არც შეიძლება წარმოადგენდეს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. ასევე, დაუსაბუთებელი იყო მითითება გარიგების მოჩვენებითობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის არ ყოფილა დადებული იმ მიზნით, რომ მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი მოჰყოლოდა. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ასევე განმარტავდა, რომ ის ფორმალურად იქნა მითითებული სესხის მიმღებად, ხელმომწერებად და რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა წერილობით ფორმას, არამედ სესხის ფაქტობრივად მიღებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული გარიგებით წარმოიშვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, თანხის გაცემა მოხდა მსესხებლებზე. აღნიშნული სადავო არ იყო. შესაბამისად, მხარის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული გარიგების მოჩვენებითობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. უდავო იყო, რომ კრედიტორის ნება იყო სესხის გაცემა და გასცა კიდევ იგი. ასევე დაუსაბუთებელი იყო მხარის განმარტება, რომ უპირატესობა უნდა მინიჭებოდა არა წერილობით ფორმას, არამედ სესხის ფაქტობრივად მიღებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეებს შორის წარმოიშვა შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და სესხის ფაქტობრივად სხვის მიერ მიღება არ შეიძლება გამხდარიყო მისი ბათილობის საფუძველი. შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეებმა ცალსახად დაადასტურეს მათი ნება შესაბამისი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით თანხა მიიღო მესამე პირმა, ვერ გახდებოდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სასამართლოს მითითებით, ასევე დაუსაბუთებელი იყო მხარის მითითება გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად. მხარის განმარტებით, აღნიშნული გარიგება არ შეესაბამებოდა ზნეობრივ ნორმებს, რადგან სესხის მიცემა მოხდა ერთ სუბიექტზე, ხოლო მასზე პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სხვა სუბიექტისათვის, რომელსაც ამ გარიგებით აბსოლუტურად არაფერი მიუღია. სასამართლო აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ისევე როგორც შესაბამისი სალაროს გასავლის ორდერებით (ს.ფ. 61-65, ტომი 3) დადასტურებული იყო სესხის მიღება მსესხებლის მიერ, შესაბამისად, მისი მითითება ზ/აღნიშნულ გარემოებებზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

 

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ--–----------ამ და ნ------–--–------ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

11. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

აპელანტების განმარტებით, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (ერთმანეთთან შესაბამისობაში მყოფი წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის საგამოძიებო ორგანოსაგან გამოთხოვილი სისხლის სამართლის მასალები) ცალსახად და უტყუარად მიანიშნებენ თავდაპირველი სარჩელის უსაფუძვლობასა და შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე. აპელანტებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითეს მათ მიერ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ- სამართლებრივ გარემოებებზე (იხ. ამ განჩინების მე-3 და მე-5 პუნქტები).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

12. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ნ------–--–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №4--.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის ტრანშების სახით კრედიტების გამოყოფის საკითხი. კრედიტების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ხაზის ოდენობას. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50 000 ლარით ან მისი ეკვივალენტით სხვა ვალუტაში, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური ვადა - 60 თვე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1; ს.ფ. 24-26 - ხელშეკრულება).

 

13. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №5--, რომლის თანახმად, იპოთეკარსა და ნ----- ც--–------ეს შორის 2-----–-–-------------------ს გაფორმებული №4-- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მესაკუთრემ დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ფ--–--–---–--, ქუჩა №--, ბ-----.

იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ პირობითად შეფასებულია 30 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტომი 1, ს.ფ. 27-31, ტომი 3; ს.ფ. 56-60; ტომი 1; ს.ფ. 32-33 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

 

14. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ნ------–--–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №----.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 464 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტომი 1; ს.ფ. 34-36 - ხელშეკრულება, ტომი 3; ს.ფ. 45-47 - გრაფიკი).

 

15. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ნ------–--–------ეს შორის, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №----.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 310 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტომი 1; ს.ფ. 37-39 - ხელშეკრულება, ტომი 3; ს.ფ. 48-50 - გრაფიკი).

 

16. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ნ------–--–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №----.

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 303 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტომი 1, ს.ფ. 40-42 - ხელშეკრულება, ტომი 3; ს.ფ. 42-43, 44 - გრაფიკი).

 

17. 2----–-–----------------–ს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ნ------–--–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №----.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3 449 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 24 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტომი 1; ს.ფ. 43-45 - ხელშეკრულება; ტომი 3; ს.ფ. 39-40, 41 - გრაფიკი).

 

18. მხარეთა შორის გაფორმებული ზემოთ მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, 2--------- წელს, ნ------–--–------ემ შპს „მ-----------------------------–-----------------------ასგან“ მიიღო - 15 000 აშშ დოლარი, 2----–-–-----------------ს - 10 000 აშშ დოლარი, 2011 წლის 28 სექტემბერს - 4 173 აშშ დოლარი, 2----–-–----------------–ს - 3 345 აშშ დოლარი (ტომი 3; ს.ფ. 62-65 - სალაროს გასავლის ორდერები).

 

19. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ლ--–----------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №4--.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად კრედიტორი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის ტრანშების სახით კრედიტების გამოყოფის საკითხი. კრედიტების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ხაზის ოდენობას. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით ან მისი ეკვივალენტით სხვა ვალუტაში, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური ვადა - 60 თვე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 3; ს.ფ. 30-32 - ხელშეკრულება).

 

20. 3--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და ლ--–----------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №1---.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36%.

აღნიშნული კრედიტი უზრუნველყოფილი იქნა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით №5--. (ტომი 3; ს.ფ. 36-38 - ხელშეკრულება, გრაფიკი).

 

21. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ასა“ და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №5--, რომლის თანახმად, იპოთეკარსა და ლ--–----------ას შორის 2----–-–-----------------ს შორის გაფორმებული №4-- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მესაკუთრე ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფ--–--–---–--, ქუჩა №--, ბ-----. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ პირობითად შეფასებული იქნა 12 000 აშშ დოლარად (ტომი 3; ს.ფ. 52-55 - ხელშეკრულება).

 

22. მხარეთა შორის გაფორმებული ზემოთ მითითებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, 3--------- წელს, ლ--–- კ-------ამ შპს „მ-----------------------------–-----------------------ასგან“ მიიღო 11 640 აშშ დოლარი (ტომი 3; ს.ფ. 61 - სალაროს გასავლის ორდერი).

 

23. 1--------- წელს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლის თანახმად, ნ------–--–------ეს გააჩნია შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება, გამომდინარე 2--------- წლის №4-- საკრედიტო ხაზით მომსახურების და მისგან გამომდინარე 2--------- წლის №---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.

აღსასრულებელი ვალდებულება, 2012 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 7 534.87 აშშ დოლარით, საიდანაც, 5 931.22 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 567.45 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, 1 036.2 აშშ დოლარი - ჯარიმა; ამასთან, 2012 წლის 15 ოქტომბრიდან, ძირითად თანხაზე დარიცხული საურავი 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულების დაწყებამდე, ასევე, ძირითად თანხაზე დასარიცხი კრედიტით სარგებლობის პროცენტი, ძირითადი თანხის წლიური 36%-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ადვოკატის მომსახურების ღირებულება საერთო დავალიანების - 7 534.87 აშშ დოლარის 5%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ფ--–--–---–-- №--, ს--------–---, ბ-----, ს/კ: 0----------------------, რეალიზაცია.

 

24. №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 23.10.2012 წელს აღმასრულებელმა ნ----- ც--–------ეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც პირადად მან 31.10.2012 წელს ჩაიბარა.

მანამდე, 2012 წლის 24 აგვისტოს წერილით, გ---- კ------–---–ის მიერ ნ------–--–------ეს ეცნობა, რომ რამდენადაც მას ერიცხებოდა შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ დავალიანება და ირღვეოდა კრედიტის დაფარვის ყოველთვიური გრაფიკი, წერილის მიღებიდან 7 დღის ვადაში უზრუნველეყოთ დავალიანების დაფარვა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება ან იპოთეკის საგნის შეცვლა.

აღნიშნული წერილიც პირადად ნ------–--–------ეს ჩაბარდა (ტომი 1; ს.ფ. 49-53 - სააღსრულებო ფურცელი, წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; ტომი 1; ს.ფ. 47-48; 54; 58 - განცხადება, წერილი, გზავნილის ჩაბარების დასტური).

 

25. 1--------- წელს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი N1--------, სადაც, მოვალედ მითითებულია - ლ--–----------ა, კრედიტორად - შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“, ხოლო, სავარაუდო მოვალე მესამე პირად - გ---- კ------–---–ი. შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება გამომდინარეობდა 2--------- წელს გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების N4-- და მისგან გამომდინარე 3--------- წელს გაფორმებული N1--- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ, 2012 წლის 07 სექტემბრის მდგომარეობით, დაეკისრა 15 656.2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 11 008.14 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 2 062.47 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, 2 585.50 აშშ დოლარი - ჯარიმა. ამასთან, 2012 წლის 07 სექტემბრიდან ძირითად თანხაზე საურავი 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულების დაწყებამდე, ასევე, ძირითად თანხაზე დასარიცხი კრედიტით სარგებლობის პროცენტი - ძირითადი თანხის წლიური 36%-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ადვოკატის მომსახურების ღირებულება საერთო დავალიანების - 15 656.2 აშშ დოლარის 4%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ფ--–--–---–-- 90, ს--------–---, ბ-----, ს/კ: 0----------------------, რეალიზაცია.

 

26. N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ლ--–----------ას 12.09.2012 წელს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც მისთვის გადასაცემად ჩაიბარა შვილმა 17.09.2012 წელს.

მანამდე, 2012 წლის 24 აგვისტოს, გ---- კ------–---–ის მიერ ლ--–----------ას წერილით ეცნობა, რომ რამდენადაც მას ერიცხებოდა შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ დავალიანება და ირღვეოდა კრედიტის დაფარვის ყოველთვიური გრაფიკი, წერილის მიღებიდან 7 დღის ვადაში უზრუნველეყო დავალიანების დაფარვა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება ან იპოთეკის საგნის შეცვლა. აღნიშნული წერილი ასევე ჩაბარდა ლ--–----------ას (ტომი; 3; ს.ფ. 89-95 - სააღსრულებო ფურცელი, წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; ტომი 3; ს.ფ. 97;98 - წერილი, გზავნილის ჩაბარების დასტური).

 

27. 2--------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 1--------- წელს ნოტარიუს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირადი მოვალის ფულადი დავალიანების არაპირადი მოვალის მიერ შესრულებისა და გადახდის პირობების დადგენის შესახებ.

ამ ხელშეკრულების თანახმად, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, სადაც გ---- კ------–---–ი/არაპირადი მოვალე, ლ--–----------ასთან ერთად მითითებულია მოვალედ, საიდან გამომდინარე მოსალოდნელი იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოხდა შეთანხმება.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გ---- კ------–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორისათვის გადაეხადა ჯამში 16 501.8 აშშ დოლარი, რომელიც შედგებოდა შესაბამის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ფულადი დავალიანებისგან - 15 656.2 აშშ დოლარისგან და 2012 წლის 08 სექტემბრიდან - 2012 წლის 12 სექტემბრამდე, სესხის ძირითად თანხაზე - 11 008.14 აშშ დოლარზე დარიცხული 5 დღის სარგებლის - 54.25 აშშ დოლარის და ამავე 5 დღის განმავლობაში დარიცხული 5 დღის საურავისაგან - 165.1 აშშ დოლარისაგან, აგრეთვე იურისტის მომსახურების სახით გაწეული ხარჯის - 626.25 აშშ დოლარისგან, კერძო აღმასრულებლის მიერ გაწეული სააღსრულებო მომსახურების დაწყებისათვის კრედიტორის მიერ გადახდილი 407.8 ლარისაგან, რაც შეეხება კრედიტორსა და კერძო აღმასრულებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორზე დაკისრებული საზღაურის შევსებას 407.8 ლარით, მას მოვალე გადაიხდიდა აღმასრულებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ან კიდევ, მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, თუ ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს დასრულებული იქნება სამუშაო საათები.

ხელშეკრულებით განისაზღვრა შეთანხმებული თანხის გადახდის გრაფიკი (ტომი 1; ს.ფ. 85-90 - ხელშეკრულება, თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი).

28. 2-------- წელს, შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ---- კ------–---–ის/წარმომადგელის მიერ გადახდილია 1 900 აშშ დოლარი (ტომი 1; ს.ფ. 85-90 - ხელშეკრულება, თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი).

 

29. კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული 1--------- წ. და 1--------- წ. გაცემული №1-------- და №1-------- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე (კრედიტორი: შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“, მოვალეები: ნ------–--–------ე, გ---- კ------–---–ი და ლ--–----------ა): 1. აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობამ შეადგინა: 8 667.81 აშშ დოლარი და 15 710.02 აშშ დოლარი; 2. აღსრულებული მოთხოვნა - კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის ოდენობა: 8 100.76 აშშ დოლარი და 14 682.26 აშშ დოლარი; 3. გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა: 378.18 ლარი და 65.53 ლარი; 4. საფასური, რომელიც ექვემდებარებოდა ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვას - 443.71 ლარი; 5. თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა კრედიტორისათვის გადარიცხვას - 38 555.92 ლარი; 6. თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა კერძო აღმასრულებლისათვის გადარიცხვას - 2 089.24 ლარი, 7. თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა მოვალისათვის დაბრუნებას - 163 354.84 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 49-53, 54 - წინადადება, სააღსრულებო ფურცელი, განცხადება; ს.ფ. 66-67 - წერილი; ს.ფ. 71-74 - მიმართვა, განკარგულება, საგადახდო დავალებები).

 

30. პირველი აუქციონი დაიწყო 1--------- წელს და დასრულდა 2--------- წელს. აღნიშნულ აუქციონზე განხორციელდა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია 204 000 ლარად. შემძენი გახდა დ----- გ--------ე, რომელმაც სრულად გადაიხადა მითითებული თანხა (ტომი 1; ს.ფ. 49-53, 54 - წინადადება, სააღსრულებო ფურცელი, განცხადება; ს.ფ. 66-67 - წერილი; ს.ფ. 71-74 - მიმართვა, განკარგულება, საგადახდო დავალებები).

 

31. 1--------- წელს, დ----- გ--------ესა და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ---- კ------–---–მა დ----- გ--------ისაგან იყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფ--–--–---–--------, ბ-----. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 145 000 აშშ დოლარით. ამ ხელშეკრულებით შეძენილი უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (ტომი 1; ს.ფ. 221-222; 223 - ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი).

 

32. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.03.2013 წლის გადაწყვეტილებით, გ---- კ------–---–ის სარჩელი მოპასუხე ლ--–----------ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ--–----------ას გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 14 682.26 აშშ დოლარის, 1 900 აშშ დოლარის და 1 631.21 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ---- კ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ლ--–----------ას მის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 100 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში და მათზე გაცემულია სააღსრულებო ფურცლები (ტომი 3; ს.ფ. 99, 100-111, სააღსრულებო ფურცელი; გადაწყვეტილება, ს.ფ. 112, 113-117 - სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილება).

 

33. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზემოაღნიშნულ დავაში გ---- კ------–---–ის სარჩელის საფუძვლებსა (2----–-–-----------------ს, შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” და ლ--–----------ას შორის გაფორმდა N4-- საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ლ--–----------ას სესხის სახით გადაეცა 12 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 36%-ს დარიცხვით. მხარეთა შორის ასევე შეთანხმდა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ს ოდენობით; - 2----–-–----------------ის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2----–-–-----------------ს, შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ფ--–--–---–-- ქ.-------------. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად. - ლ--–----------ამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მსესხებელა გადააცილა სესხის დაფარვის ვადები. - ნოტარიუს ნ-------- ჯ---------–ის მიერ 2----–-–-----------------ს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორმა წარადგინა კერძო აღმასრულებელთან. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ლ--–----------ას შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 11 008,14 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 2 062,47 აშშ დოლარის, 2012 წლის 07 სექტემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 2 585,59 აშშ დოლარის გადახდა. ლ--–----------ას ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 0,3%-ს ოდენობით 2012 წლის 07 სექტემბრიდან აღსრულების დაწყებამდე, საპროცენტო სარგებლის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 36%-ს გადახდა 2012 წლის 07 სექტემბრიდან აღსრულების დაწყებამდე და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა 15 656,20 აშშ დოლარის 4%-ს ოდენობით. ლ--–----------ასთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ფ--–--–---–-- N-----------. - 2012 წლის 12 სექტემბერს, კერძო აღმასრულებელმა ნ-----------–---–მა გ---- კ------–---–ს გაუგზავნა წინადადება 2----–-–----------------ის სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. - 2012 წლის 29 ოქტომბერს, შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გ---- კ------–---–მა იკისრა ვალდებულება 2----–-–----------------ის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხა 15 656,20 აშშ დოლარი, ასევე, 2012 წლის 08 სექტემბრიდან 2012 წლის 12 სექტემბრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 54,25 აშშ დოლარი, ამავე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო - 165,1 აშშ დოლარი და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯი 626,25 აშშ დოლარი, სულ 16 501,8 აშშ დოლარი შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ასთვის” გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, არაუგვიანეს 2012 წლის 19 დეკემბრისა. - აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 2012 წლის 30 ოქტომბერს გ---- კ------–---–მა შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” გადაუხადა 1 900 აშშ დოლარი.- გ---- კ------–---–მა ვერ შეძლო 2----–-–-----------------ის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2012 წლის 03 დეკემბერს, შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ-----------–---–ს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება. - 2013 წლის 24 იანვარს, იძულებით აუქციონზე განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ფ--–--–---–-- ქ.-------------, რეალიზაცია. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ნაწილით - 14 682,26 აშშ დოლარით დაიფარა შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” მიმართ არსებული ლ--–----------ას დავალიანება. ამონაგები თანხიდან ასევე დაფარული იქნა სააუქციონო ხარჯი, საიდანაც ლ--–----------ას დავალიანების პროპორციული თანხა შეადგენდა 1 633 ლარს. - ვინაიდან იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად დაიფარა კრედიტორის მოთხოვნა, მოპასუხეს გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 900 აშშ დოლარის, 14 4--,26 აშშ დოლარის და 1 633 ლარის გადახდა) და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე (ამ გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2----–-–----------------ის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით საჯარო აუქციონზე განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების რეალიზაცია. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან 14 682,26 აშშ დოლარით დაიფარა ლ--–----------ას დავალიანება შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” მიმართ, ხოლო 2 532,95 ლარით დაიფარა სააღსრულებო წარმოების ხარჯი. ამასთან, დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით აღსრულდა სხვა პირის მიმართ არსებული მოთხოვნაც, ლ--–----------ას მიმართ არსებული მოთხოვნა შეადგენდა საერთო მოთხოვნის 64,4%. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისთვის გაწეულ ხარჯში ლ--–----------ას მიმართ არსებული მოთხოვნის პროპორციული წილი შეადგენდა 1 631,21 ლარს (2 532,95 ლარის 64,4%). ამდენად, დადგენილი იყო, რომ გ---- კ------–---–მა, იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, ლ--–----------ას ნაცვლად დააკმაყოფილა კრედიტორი - შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ა”. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს), გ---- კ------–---–ზე, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე, გადავიდა შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” მოთხოვნა ლ--–----------ას მიმართ. შესაბამისად, ლ--–----------ას წარმოეშვა გ---- კ------–---–ისთვის 14 682,26 აშშ დოლარის და 1 900 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება), რის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.03.2013 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს განსახილველ დავაში ლ--–----------ას წინააღმდეგ აღძრული სარჩელსა და ლ--–----------ას მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელითან მიმართებაში (სსსკ-ის 106-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ); კერძოდ, იმ ფაქტებთან მიმართებაში, სადაც ლ--–----------ა მიუთითებს 2----–-–-----------------ს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებით (თვალთმაქცურ) ხასიათსა და იმ გარემოებაზე, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მას არ მიუღია და ამდენად, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იპოთეკის საგნის რეალიზაციით გამოწვეულ ზიანზე (ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, დადგენილია, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს, ლ--–----------ას და გ---- კ------–---–ს ჩაბარდათ კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წინადადება 2----–-–----------------ის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. შესაბამისად, მითითებული პერიოდიდან გ---- კ------–---–ს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოეშვა უფლება ნებაყოფლობით დაეკმაყოფილებინა კრედიტორი - შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ა”. 2012 წლის 29 ოქტომბერს, შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” და გ---- კ------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება 2----–-–----------------ის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების იპოთეკის საგნის მესაკუთრის, გ---- კ------–---–ის, მიერ შესრულების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, გ---- კ------–---–მა იკისრა ვალდებულება პირადი მოვალის - ლ--–----------ას ნაცვლად დაეკმაყოფილებინა კრედიტორი - შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ა”. 2012 წლის 30 ოქტომბერს, ლ--–----------ას შესასრულებელი ვალდებულების ანგარიშში, გ---- კ------–---–ის მიერ შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” სასარგებლოდ გადახდილია 1 900 აშშ დოლარი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გ---- კ------–---–ს არ ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული შეთანხმების და მის მიერ შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ასთვის” თანხის გადახდის შესახებ ეცნობებინა ლ--–----------ასთვის. თუმცა თავის მხრივ, ლ--–----------ასთვის 2012 წლის 17 სექტემბერს ცნობილი გახდა შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, დადგენილია, რომ 2----–-–-----------------ს შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” და ლ--–----------ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია, მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალეს, რომელსაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კრედიტორის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება იკისრა ლ--–----------ამ, რაც დადასტურებული იქნა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. შესაბამისად, ვალდებულებითი, ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობიდან გამომდინარე, კრედიტორი ანუ შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ა” უფლებამოსილია მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალეს ანუ ლ--–----------ას. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვა პირის მიერ იყო თუ არა აღებული და გახარჯული სესხის თანხა, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა აიღეს და მოიხმარეს მესამე პირებმა, აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს მოპასუხე მხარის ვალდებულებას).

ლ--–----------ას მიმართ აღძრულ სარჩელთან მიმართებაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე ლ--–----------ასათვის დაკისრებული 14 682,26 აშშ დოლარი წარმოადგენს იმ თანხას, რომელიც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ლ--–----------ას დავალიანების ანგარიშში გადაეცა შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას”. დადგენილია ის ფაქტიც, რომ განსახილველ საქმეში, სამოქალაქო კოდექსის 292.2 მუხლის საფუძველზე, გ---- კ------–---–ს მოთხოვნა დაყენებული აქვს მხოლოდ მოპასუხე ნ------–--–------ის მიმართ (8 100 აშშ დოლარი).

 

34. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გ---- კ------–---–ი სასარჩელო მოთხოვნებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე აფუძნებს, რომ 2013 წლის 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღეს 145 000 აშშ დოლარი სებ-ის კურსით შეადგენდა 240 932 ლარს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს მისთვის აუქციონიდან ნამეტი თანხის სახით გადარიცხული 163 354.84 ლარი, შესაბამისად, ზიანის თანხა შეადგენს 77 577.16 ლარს. ამ თანხიდან, მოსარჩელე მხარე ნ------–--–------ისგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 27 152.06 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 77 567.16 ლარის 35%-ს; ლ--–----------ასგან - ზიანის ანაზღაურებას 46 546.25 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 77 567.16 ლარის 60%-ს. მოსარჩელე მოპასუხეებისაგან ზიანის ანაზღაურების სახით, ჯამში, 73 698.31 ლარს მოითხოვს, რადგან ზიანის ანაზღაურების თანხას - 77 577.16 ლარს, მოსარჩელის მითითებით, უნდა გამოაკლდეს შპს „მ-----------------------------–-----------------------ასთვის“ მოსათხოვი თანხა - 3 878.85 ლარი. რაც შეეხება სარჩელით მოთხოვნილი 8 100 აშშ დოლარს და სააღსრულებო წარმოების დროს გაწეული 901 ლარს, მოსარჩელის მითითებით, მისი ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე ნ------–--–------ეს წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის საფუძველზე.

პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გ---- კ------–---–ს განსახილველ სარჩელში ლ--–----------ასგან აღარ მოუთხოვია ის თანხა (14 682,26 აშშ დოლარი), რაც ამ უკანასკნელს სკ-ის 292-ე მუხლის საფუძველზე უკვე დაკისრებული აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

35. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1(მოპასუხე ნ------–--–------ეს მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 100 აშშ დოლარის გადახდა) და 1.3 (მოპასუხე ნ------–--–------ეს მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 901 ლარის გადახდა) პუნქტების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

36. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილებში პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1. შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” და ნ------–--–------ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, საბანკო კრედიტი ნ------–--–------ეს უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;

2. 1--------- წელს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №1--------. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ნ------–--–------ეს გააჩნია შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება, გამომდინარე 2--------- წლის №4-- საკრედიტო ხაზით მომსახურების და მისგან გამომდინარე 2--------- წლის №---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე;

აღსასრულებელი ვალდებულება, 2012 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 7 534.87 აშშ დოლარით, საიდანაც, 5 931.22 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 567.45 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, 1 036.2 აშშ დოლარი - ჯარიმა; ამასთან, 2012 წლის 15 ოქტომბრიდან, ძირითად თანხაზე დარიცხული საურავი 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულების დაწყებამდე, ასევე, ძირითად თანხაზე დასარიცხი კრედიტით სარგებლობის პროცენტი, ძირითადი თანხის წლიური 36%-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ადვოკატის მომსახურების ღირებულება საერთო დავალიანების - 7 534.87 აშშ დოლარის 5%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ფ--–--–---–-- №--, ს--------–---, ბ-----, ს/კ: 0----------------------, რეალიზაცია;

3. საჯარო აუქციონზე განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია;

4. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან 8 100.76 აშშ დოლარით დაიფარა ნ------–--–------ის დავალიანება შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიმართ, ხოლო, 2 532.95 ლარით (378.18+65.53+2 089.24=2 532.95) დაიფარა სააღსრულებო წარმოების ხარჯი;

5. იპოთეკის საგნის რეალიზაციით აღსრულდა ლ--–----------ას მიმართ არსებული მოთხოვნაც, რომლის წილიც განისაზღვრა საერთო მოთხოვნის 64.4%-ით და ლ--–----------ას დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილებით სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 631.21 ლარის ოდენობით (2 532.95 ლარის 64.4%). შესაბამისად, ნ------–--–------ის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში სააღსრულებო წარმოების ხარჯმა შეადგინა 901.74 ლარი (2 532.95-1 631.21=901.74);

6. იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, მოსარჩელე გ---- კ------–---–მა ნ------–--–------ის ნაცვლად დააკმაყოფილა კრედიტორი - შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“.

 

37. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ---- კ------–---–ს წარმოეშვა ნ------–--–------ის მიმართ 8 100 აშშ დოლარის და 901 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის საფუძველზე (1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. 2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს) .

პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრე, რომლის უძრავი ნივთიც იპოთეკით არის დატვირთული, არ ცვლის კრედიტორ-იპოთეკარის პირად მოვალეს და არ არის ვალდებული ამ უკანასკნელის ვალდებულება შეასრულოს, თუმცა მესაკუთრეს, რომელიც არ არის კრედიტორის პირადი მოვალე, უფლება აქვს დააკმაყოფილოს კრედიტორი და ამით იხსნას თავისი საკუთრება უძრავ ქონებაზე. მესაკუთრის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება იწვევს მესაკუთრის და არა პირადი მოვალის გათავისუფლებას იპოთეკარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისაგან. ამით მოვალის ვალდებულება კი არ წყდება, არამედ მის მიმართ არსებული მოთხოვნა გადადის იმ მესაკუთრეზე, რომელიც კრედიტორს დააკმაყოფილებს. ამასთან, მესაკუთრეზე მოთხოვნა გადადის მიუხედავად მესაკუთრის მიერ იპოთეკარის დაკმაყოფილების ფორმისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ---- კ------–---–ზე, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე, გადავიდა შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” მოთხოვნა ნ------–--–------ის მიმართ. შესაბამისად, ამ უკანასკნელს წარმოეშვა გ---- კ------–---–ისთვის 8 100 აშშ დოლარის და 901 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

38. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ (მოპასუხე) ნ------–--–------ის განმარტებას, რომ მასსა და შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მას არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან სესხის თანხა აიღეს მესამე პირებმა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ას” და ნ------–--–------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია, მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალეს, რომელსაც ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ვალდებულებები, ხოლო მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კრედიტორის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება იკისრა ნ------–--–------ემ, რაც დადასტურებულია ხელშეკრულებებზე ხელმოწერით. შესაბამისად, ვალდებულებითი, ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობიდან გამომდინარე, კრედიტორი ანუ შპს ,,მ-----------------------------–-----------------------ა” უფლებამოსილია, მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალეს ანუ ნ------–--–------ეს. ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის გადაეცა და რა მიზნით ნ------–--–------ის მიერ აღებული სესხის თანხა, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადეცა და მოიხმარეს მესამე პირებმა, აღნიშნული არ გამორიცხავს მოპასუხე მხარის შესაბამის ვალდებულებას კრედიტორის (გამსესხებლის) წინაშე.

 

39. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტ (მოპასუხე) ნ------–--–------ის მითითებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი იპოთეკის ხელშეკრულების, სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ნ------–--–------ისათვის გაფრთხილების წერილის, სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მას აღნიშნულის თაობაზე აცნობა როგორც აღმასრულებელმა, ისე გ---- კ------–---–მა, იმის მიუხედავად, რომ მას არ ჰქონდა აღნიშნულის შეტყობინების ვალდებულება.

 

40. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის 1.2 (მოპასუხე ნ------–--–------ეს გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 27 152 ლარის გადახდა) და 1.4 (მოპასუხე ლ--–- კ-------ას მოსარჩელე გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 46 546.3 ლარის გადახდა) პუნქტების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილებში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

41. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, როგორც აღინიშნა, გ---- კ------–---–ის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა ნ------–--–------ისთვის - 27 152 ლარის, ხოლო ლ--–----------ასთვის - 46 546.3 ლარის დაკისრება. სარჩელის მიხედვით, ეს არის ის ზიანი, რაც მოსარჩელეს (იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, რომელიც არ არის კრედიტორის პირადი მოვალე) მიადგა მოპასუხეების მიერ კრედიტორ შპს ,,მ-------------------------ას’’ მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობით. კერძოდ, დადგენილია, რომ ნ------–--–------ის შემთხვევაში ამ ვალდებულობის ოდენობა 8 100.76 აშშ დოლარი, ხოლო ლ--–----------ას შემთხვევაში 14 682.26 აშშ დოლარი იყო.

 

42. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს დარღვევისას (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016).

 

43. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მოცემულ საქმეზე არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი წინაპირობები, თუმცა, მიიჩნევს, რომ ზიანის საერთო ოდენობად უნდა განისაზღვროს ის თანხა, რაც მოსარჩელემ დახარჯა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად (ანუ აუქციონზე რეალიზებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასაბრუნებულად), რასაც უნდა გამოაკლდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელისთვის გადაცემული „ნამეტი თანხა“ (163 354.84 ლარი).

პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- შპს „მ-----------------------------–-----------------------ასთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ლ--–----------ას და ნ------–--–------ის ფულადი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დიატვირთა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

- ლ--–----------ას და ნ------–--–------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოხდა გ---- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე 204 000 ლარად, საიდანაც ამ უკანასკნელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდა 163 354.84 ლარი;

- აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო 8 100.76 აშშ დოლარი (ნ------–--–------ის ნაწილში) და 14 682.26 აშშ დოლარი (ლ--–----------ას ნაწილში);

- მოგვიანებით გ---- კ------–---–მა მოახდინა ქონების გამოსყიდვა შემძენისაგან 145 000 აშშ დოლარად, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 240 932 ლარს;

- შესაბამისად, გ---- კ------–---–ს პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად ანუ აუქციონზე რეალიზებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასაბრუნებულად დასჭირდა დამატებით 77 577.16 ლარი (240 932 ლარს - 163 354.84 ლარი), სწორედ 77 577.16 ლარია მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა.

- შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ აღნიშნული შეადგენს მის ზიანს, რასაც უნდა გამოაკლებოდა მის მიერ მომავალში შპს „მ-----------------------------–-----------------------ასათვის“ მოსათხოვი თანხა - 3 878.85 ლარი.

- ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ქონების რეალიზაციის შემდეგ კრედიტორს გადაერიცხა 38 555.92 ლარი, საიდანაც დაფარულია ნ------–--–------ის ფულადი დავალიანება 13 706.62 ლარი (8 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), მთლიანი დავალიანების 35.55% და 24 849.3 ლარით, 14 682.26 აშშ დოლარის ექვივალენტით, მთლიანი ვალის 64.45%, ლ--–- კ-------ას დავალიანება.

- შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა - 3 878.85 ლარი, ანუ მთლიანი ზიანის 5% (77 577.16 ლარის 5%).

- შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, ნ------–--–------ის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 27 152.06 ლარი (77 577.16 ლარის 35%), ხოლო ლ--–----------ას მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 46 546.25 ლარი (77 577.16 ლარის 60%).

თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, ლ--–----------ას გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად უკვე დაკისრებული ჰქონდა 14 682.26 აშშ დოლარი სამოქალაქო კოდექსის 292.2 მუხლის საფუძველზე, ხოლო, ამ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე ნ------–--–------ეს გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ, იმავე საფუძვლით, დაეკისრა 8100 აშშ დოლარი. რაც პალატის მოსაზრებით, უნდა გამოაკლდეს თითოეული მოპასუხის მიმართ სარჩელით მოთხოვნილ ზიანის თანხებს. სადავო საკითხის სხვაგვარად ანუ ისე გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა, მივიღეთ ვითარება, როდესაც მოპასუხეების ხარჯზე მოსარჩელემ აღიდგინა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხეებს დაეკისრათ იმ თანხის წილობრივად გადახდა (77 577.16 ლარის 95%), რაც მოსარჩელემ დამატებით, „საკუთარი ჯიბიდან“ გადაიხადა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასაბრუნებლად, ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ------–--–------ეს მის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 8 100 აშშ დოლარი, ასევე, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ამავე ურთიერთობიდან გამომდინარე ლ--–----------ას გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 14 682.26 აშშ დოლარი.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ სახით შენარჩუნების შემთხვევაში სახეზე იქნება მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება - ნ------–--–------ის ხარჯზე 8 100 აშშ დოლარის, ხოლო ლ--–----------ას ხარჯზე 14 682.26 აშშ დოლარის ფარგლებში.

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ნ------–--–------ეს გ---- კ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაეკისროს 5 381.70 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება (27 152 ლარს - 8 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც შეადგენს 21 770,37 ლარს, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური კურსი 1$ = 2.6877 ლარს); ხოლო, მოპასუხე ლ--–----------ას გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7 084.80 ლარის ანაზღაურება (46 546.3 ლარს - 14 682.26 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც შეადგენს 39 461.50 ლარს, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური კურსი 1$ = 2.6877 ლარს).

 

44. პალატის მოსაზრებით, არ არსებობს ლ--–----------ასა და შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ შორის დადებული 2----–-–----------------ის №4-- სესხის/საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და მის უზრუნველსაყოფად გ---- კ------–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------------------ას“ შორის დადებული 2----–-–----------------ის №5-- ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

45. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ--–----------ამ (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების თანახმად, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა. ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტებს და მიუთითებს მათზე.

ამასთან, პალატა დამატებით კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.03.2013 წლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის და რომლითაც პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტებით სრულად არის გაქარწყლებული ლ--–----------ას შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები.

 

46. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

47. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე აპელანტებს გადაუვადდათ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟების გადახდა - ლ--–----------ას 1 862 ლარის, ხოლო ნ------–--–------ეს 1 914 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, ლ--–----------ას და ნ------–--–------ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კვალობაზე, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ---- კ------–---–ის სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე, ნ------–--–------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟები, ჯამში, 1963.70 ლარის ოდენობით (სარჩელზე - 841.60 ლარი, სააპელაციო საჩივარზე - 1 122.10 ლარი); ხოლო ლ--–----------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟები, ჯამში, 495.95 ლარის ოდენობით (სარჩელზე -212.55 ლარი, სააპელაციო საჩივარზე - 283.40 ლარი).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ--–----------ას და ნ------–--–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2, 1.4 ქვეპუნქტები, მე-3, მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. ნ------–--–------ეს გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 381.70 ლარის გადახდა;

 

4. ლ--–----------ას გ---- კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 084.80 ლარის გადახდა;

 

5. ნ------–--–------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟები, ჯამში 1 963.70 ლარის ოდენობით;

 

6. ლ--–----------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟები, ჯამში 495.95 ლარის ოდენობით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გ. გიორგიშვილი

 

მოსამართლეები ნ. გუჯაბიძე

 

ვ. წიკლაური