გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210017002229406
საქმე №2/36435-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე დ-------------–-–---–ი
წარმომადგენელი პ------------ე
მოპასუხეები დ------------–-----–-–---–ი, ზ----- ს--–-----–-–---–ი
წარმომადგენლები თ--------–--------ი, დ-----------–--–---–ი
დავის საგანი აქციების გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, აქციებზე საკუთრების უფლების აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დ-------------–-–---–სა და დ------------–-----–-–---–ს შორის 2----–-–-----------------, ასევე დ-------------–-–---–სა და ზ----- ს--–-----–-–---–ს შორის 2015 წლის 7 ნოემბერს დადებული აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება.
1.2. დ-------------–-–---–ი ცნობილი იქნეს სს „მ-------------ში“ დ------------–-----–-–---–ის სახელზე არსებული აქციების 18.92%-ისა და ზ----- ს--–-----–-–---–ის სახელზე არსებული აქციების 25%-ის მესაკუთრედ (ჯამში - 43.92% აქცია).
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 09.07.2018წ. სხდომის ოქმი)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
დ-------------–-–---–ი, დ------------–-----–-–---–ი და ზ----- ს--–-----–-–---–ი 2014 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით წარმოადგენდნენ სს „მ-------------ის“ აქციონერებს შემდეგი წილობრივი მონაწილეობით:
- დ-------------–-–---–ი - 43.92%;
- დ------------–-----–-–---–ი - 31.08%;
- ზ----- ს--–-----–-–---–ი - 25%.
აღნიშნული კომპანიის საწესდებო კაპიტალი 440 000 ლარით იყო განსაზღვრული. 2----–-–----------------- მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც სს „მ-------------ის“ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დ-------------–-–---–ს თავისი აქციები მოპასუხეებზე უნდა გადაეფორმებინა, ხოლო ამის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო ახალი ხელშეკრულება აქციების ახლებურად განაწილების შესახებ, რომლითაც აქციონერთა წილობრივი უფლებები შემდეგნაირად განისაზღვრებოდა:
- დ-------------–-–---–ი - 33%;
- დ------------–-----–-–---–ი - 34%;
- ზ----- ს--–-----–-–---–ი - 33%.
ზემოაღნიშნული შინაარსის გარიგებითი ურთიერთობის ინიციატორებს მოპასუხეები წარმოადგენდნენ, რომლებმაც დ-------------–-–---–ი დაარწმუნეს, რომ საზოგადოების ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შინაარსის გარიგების გაფორმება აუცილებელი იყო, კერძოდ ვინაიდან დ-------------–-–---–ის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „ქ--------–-------–ს“ ჰქონდა სამართლებრივი დავა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, რის გამოც დ-------------–-–---–ის ქონებრივ მდგომარეობას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა იმ გზით, რომ პრობლემების არეალი სს „მ-------------ის“ აქციებზეც გავრცელებულიყო, მოპასუხეებმა დ-------------–-–---–ს შესთავაზეს, რომ აქციები დროებით მათ სახელზე გადაეფორმებინა, ხოლო პარალელურად გაფორმდებოდა მეორე დოკუმენტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა აქციების ხელახალი განაწილება და მათში დ-------------–-–---–ის წილობრივი მონაწილეობა.
განვითარებული მოვლენების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს შეთანხმებული პირობა, კერძოდ, მართალია, მხარეთა განზრახულობების ამსახველი დოკუმენტები შედგა, მაგრამ იმ სახით, რომ მათზე მხოლოდ მოსარჩელემ და მოპასუხე დ------------–-----–-–---–მა მოაწერეს ხელი, ხოლო იმ მომენტისათვის, როდესაც მათი ხელმოწერები შესრულდა, მოპასუხე ზ----- ს--–-----–-–---–ი არ იმყოფებოდა და შესაბამისად, დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა არ აისახა.
მოცემულ შემთხვევაში საუბარია ორ დოკუმენტზე, რომელთაგან ერთი გაფორმდა სანოტარო ბიუროში და იგი ითვალისწინებს დ-------------–-–---–ის კუთვნილი 43.92% აქციების მოპასუხეებზე გადაცემას, შემდეგი სახით: დ------------–-----–-–---–ს 18.92%, ზ----- ს--–-----–-–---–ს 25%, ხოლო მეორე დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს აქციების ხელახალი წესით განაწილებას, გაფორმდა პარალელურად და მასზე ასევე მხოლოდ დ-------------–-–---–ისა და დ------------–-----–-–---–ის ხელმოწერებია ასახული.
მოსარჩელის განმ-----ებით, გარემოება, რომ პირველ დოკუმენტზე (აქციების გადაცემა) მხოლოდ ორი ხელმოწერა შესრულდა, დასტურდება ნოტარიუს ანჟელა მანიას მიერ გაცემული ამონაწერით სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრიდან. მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის გაფორმებამ ვერ მიიღო დასრულებული სახე, დ-------------–-–---–მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარიგება არშემდგარად მიეჩნია და აქციონერის სტატუსით კომპანიასთან ურთიერთობა პირვანდელი უფლებრივი მდგომარეობით გაეგრძელებინა, 43.92% წილობრივი მონაწილეობით, თუმცა მოპასუხეებმა მას განუცხადეს, რომ იგი აქციონერს აღარ წარმოადგენდა და ყოველგვარი უფლება, რომელიც მას კომპანიასთან აკავშირებდა, აღარ გააჩნდა.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული პრობლემური მდგომარეობა დღემდე გრძელდება და მისი მოგვარების მიზნით მოსარჩელემ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსაც მიმართა, რომელშიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, მოსარჩელის განმ-----ებით, სს „მ-------------ი“ თავად აწარმოებს აქციათა რეესტრს, რის გამოც მოსარჩელე მოკლებულია აქციათა რეესტრის მონაცემების წარმოდგენის შესაძლებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა დ------------–-----–-–---–მა და ზ----- ს--–-----–-–---–მა წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმ-----ეს, რომ 2----–-–----------------- დ-------------–-–---–ს, დ------------–-----–-–---–სა და ზ----- ს--–-----–-–---–ს შორის დაიდო ერთადერთი შეთანხმება - სამეწარმეო იურიდიული პირის აქციების გადაცემის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, დ-------------–-–---–მა სს „მ-------------ში“ თავისი აქციების 18.92% გადასცა დ------------–-----–-–---–ს, ხოლო 25% - ზ----- ს--–-----–-–---–ს.
მოპასუხის განმ-----ებით, სამეწარმეო იურიდიული პირის აქციების გადაცემის შეთახმებას ხელი მოაწერა სამივე მხარემ, რაც დადასტურებულია ნოტარიუს ანჟელა მანიას მიერ 2015 წლის 7 ნოემბერს შესრულებული N--------3 სანოტარო მოქმედებით. 2----–-–----------------- შეთანხმებას ხელი მოაწერეს დ------------–-----–-–---–მა და დ----- ს--–-----–-–---–მა, ხოლო ზ----- ს--–-----–-–---–მა ამავე დოკუმენტზე ხელმოწერა ნოტარიუსის წინაშე განახორციელა 2015 წლის 7 ნოემბერს. მოპასუხეების განმ-----ებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო დ-------------–-–---–იც და შესაბამისად, მისი მითითება, რომ „დოკუმენტის გაფორმებამ ვერ მიიღო დასრულებული სახე“, არის მოკლებული ფაქტობრივ საფუძვლებს. რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ე.წ. სს „მ-------------ის“ აქციების განაწილების ხელშეკრულებას, რომელიც ასევე დათარიღებულია 2015 წლის 5 სექტემბრით, ეს სამუშაო დოკუმენტი არ დამოწმებულა სანოტარო წესით, მასზე ხელმოწერები არ განუხორციელებიათ მხარეებს და მას არ ჰქონია მბოჭავი იურიდიული ძალა. მისი შინაარსიდანაც გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი ეწინააღმდეგება აქციათა გადაცემის ნოტარიულად დამოწმებულ და სამართლებრივად მავალდებულებელ შეთანხმებას.
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე გამოძიების მიმდინარეობასთან მიმართებით მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უშვებს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ნებისმიერი განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების შესაძლებლობას, რაც არ გულისხმობს პირისათვის ბრალის წარდგენას. დღეისათვის, გამოძიება მიმდინარეობს, თვეების განმავლობაში, არ არის აქტიურ ფაზაში და არც ერთ მოპასუხეს ბრალი არ აქვს წარდგენილი.
მოპასუხეთა მტკიცებით, მხარეთა შორის შედგა ნამდვილი გარიგება, რომლის საფუძველზეც დ-------------–-–---–მა თავისი აქციები სს „მ-------------ში“ გადასცა დ-------- და ზ----- ს--–-----–-–---–ებს. ამდენად, არ არსებობს დ-------------–-–---–ის ამ აქციათა მესაკუთრედ ცნობის რაიმე წინაპირობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „მ-------------ი“ იურიდიულ პირად დარეგისტრირდა 2014 წლის 22 მაისს, რომლის აქციონერებიც იყვნენ - დ-------------–-–---–ი, დ------------–-----–-–---–ი და ზ----- ს--–-----–-–---–ი .
3.1.2. კომპანიის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 440 000 ლარი, რომელიც დაიყო 4 400 ჩვეულებრივ აქციად და ნომინალურ ღირებულებად განესაზღვრა 100 ლარი. საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.
3.1.3. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება. სს „მ-----ი ჯ-----ის“ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც აირჩევა აქციონერთა საერთო კრების მიერ. ყოველდღიური საქმიანობის მენეჯმენტი კი ხორციელდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული დირექტორის მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 14-15);
- წესდება;
- მხარეთა ახსნა-განმ-----ება.
3.1.4. დღეის მდგომარეობით, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზ----- ს--–-----–-–---–ი (თავმჯდომარე), დ---------–-----–-–---–ი (თავმჯდომარის მოადგილე/წევრი) და დ------------–-----–-–---–ი (წევრი), რომელიც ამავდროულად საზოგადოების დირექტორია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 14-15).
3.1.5. 2014 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე შპს „G--------” შეერწყა სს „მ-------------ს“, რომლის საფუძველზედაც სს „მ-------------ის“ კაპიტალი განისაზღვრა 740 000 ლარის ოდენობით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი დაიყო 7 400 ცალ ჩვეულებრივ აქციად. ერთი ჩვეულებრივი აქციის ნომინალურ ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარით. აქციები აქციონერებს შორის კი განაწილდა შემდეგნაირად:
- დ------------–-----–-–---–ი - 31.08%;
- დ-------------–-–---–ი - 43.92%;
- ზ----- ს--–-----–-–---–ი - 25%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კრების ოქმი (ს.ფ. 23-27).
3.1.6. დ-------------–-–---–ს, გარდა სს „მ-----– ჯ-----ის“ აქციებისა, საკუთრებაში ჰქონდა შპს „ქ--------მ-----–ის“ 100%-იანი წილი, იგი ამავდროულად იყო მითითებული საწარმოს დირექტორი და მოპასუხეთაგან დამოუკიდებლად ახორციელებდა კონკრეტული საწარმოს ფარგლებში ბიზნეს საქმიანობას.
3.1.7. შპს „ქ--------მ-----–ი“, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სუბიექტებთან, მათ შორის სახელმწიფოსთან, რის ფარგლებში ნაკისრი ჰქონდა სხვადასხვა ვალდებულებები.
3.1.8. შპს „ქ--------მ-----–ის“ მიმართ მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ედავებოდა საწარმოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და ითხოვდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 206);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.07.2015წ. გადაწყვეტილება, საქმე N2-------- (ს.ფ. 207-212).
3.1.9. 2----–-–----------------- დ-------------–-–---–ს, დ------------–-----–-–---–სა და ზ----- ს--–------–---–- შორის დაიდო სამეწარმეო იურიდიული პირის აქციების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სს „მ-----ი ჯ-----ის“ აქციათა 43.92%-ის მფლობელმა დ-------------–-–---–მა კუთვნილი აქციების 18.92% გადასცა დ------------–-----–-–---–ის, ხოლო 25% ზ----- ს--–-----–-–---–ს.
3.1.10. მითითებულ გარიგებაზე 2----–-–----------------- ხელი მოაწერეს დ-------------–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა, რაც იმავე დღეს დამოწმდა სანოტარო წესით, ხოლო ზ----- ს--–-----–-–---–მა ხელმოწერა სანოტარო ბიუროში განახორციელა მოგვიანებით 2015 წლის 7 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქციათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 131-133);
- მხარეთა ახსნა-განმ-----ება.
3.1.11. იმავე დღეს - 2----–-–----------------- მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება - სს „მ-------------ში“ აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც საწარმოს აქციები აქციონერთა შორის გადანაწილდა შემდეგნაირად:
- დ------------–-----–-–---–ი - 33%;
- დ-------------–-–---–ი - 34%;
- ზ----- ს--–-----–-–---–ი - 33%.
3.1.12. კონკრეტულ ხელშეკრულებაზეც (მსგავსად აქციების გასხვისების შესახებ გარიგებისა) 2----–-–----------------- ხელი მოაწერეს მხოლოდ დ------------–-----–-–---–მა და დ-------------–-–---–მა, თუმცა აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისაგან განსხვავებით იგი სანოტარო წესით არ დამოწმებულა, არამედ გარიგება შედგა მ-----ივი წერილობითი ფორმის დაცვის გზით.
3.1.13. 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, განაწილებამ მოიცვა, როგორც სს „მ-------------ის“ აქტივები, ასევე იმ სხვა სამეწარმეო იურიდიული პირების აქტივებიც, რომლებშიც მონაწილეობენ ხელშეკრულების ხელმომწერი პირები. ამავდროულად, შეთანხმდა, რომ კონკრეტული ხელშეკრულებით აქციების განაწილება არის საბოლოო და ყველა სხვა შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად.
3.1.14. მითითებულ ხელშეკრულებაზე ზ----- ს--–-----–-–---–ს ხელი არ მოუწერია, არც ხელშეკრულების გაფორმებისას და არც მოგვიანებით, განსხვავებით აქციათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აქციათა განაწილების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 31).
3.1.15. სს „მ-----ი ჯ-----ის“ აქციონერებს - დ-------------–-–---–ს, ზ----- ს--–-----–-–---–სა და დ------------–-----–-–---–ს შორის 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაიძაბა ურთიერთობა და პერიოდულად მიმდინარეობდა მოლაპარაკება აქციების დაბრუნების ან/და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ აქციების დათმობასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმ-----ება.
3.1.16. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ი--------------- სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში 2016 წლის 30 დეკემბერს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, დ-------------–-–---–ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების პასუხი (ს.ფ. 33).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება სს „მ-------------ის“ აქციონერებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული შესაბამისი იურიდიული შედეგის (აქციების გასხვისება) დადგომის მიზნით არ დადებულა. აქციონერებს ნამდვილი ნება აქციების გასხვისებასთან მიმართებით არ გამოუვლენიათ და გარიგების დადება რეალურად ემსახურებოდა საზოგადოების ერთ-ერთი აქციონერის - დ-------------–-–---–ის ვალდებულებებისათვის სს „მ-------------ის“ აქციებზე შესაძლო ყადაღისაგან თავის არიდებას.
სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი ვლინდება, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, უპირველესად, კი თავად სადავო გარიგებით, იმავე თარიღში გაფორმებული აქციების განაწილების შესახებ გარიგებითა და ასევე მოწმეთა ჩვენებითაც. ზოგადად მოჩვენებითობის საფუძვლით გარიგების ბათილობის კვლევისას გადამწყვეტია მხარეთა ნამდვილი ნების შეფასება-დადგენა გარიგების გაფორმებისას, რასთან მიმართებითაც მოწმეებმა, როგორც კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულმა პირებმა დეტალურად აღწერეს გარიგების გაფორმების წინა და შემდგომი პერიოდში მოდავე მხარეთა შორის მიმდინარე საუბრები და რეალური მიზნები, კერძოდ:
- მოწმე ლ---------–---–ის განმ-----ებით, იგი ბავშვობიდან მეგობრობს დ-------------–-–---–თან, ზ----- ს--–-----–-–---–თან და დ------------–-----–-–---–თან. მისი მითითებით მოდავე მხარეებმა ერთად დაიწყეს ბიზნეს საქმიანობა, რომელიც კარგად აეწყო და მოგვიანებით სხვა მეგობრებიც დაასაქმეს კონკრეტულ ბიზნესში, მათ შორის პირადად ლ---------–---–იც. მოწმის განმ-----ებით, ბიზნესის ფარგლებში მხარეებს ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ამასთან დ-------------–-–---–ის სახელზე ირიცხებოდა აქციათა უმეტესი პროცენტი. მოწმის მითითებით, დ-------------–-–---–ს დამოუკიდებლად გააჩნდა სხვა საწარმო - შპს „ქ--------მ-----–ი“, რომელსაც ტენდერი ჰქონდა მოგებული, რის ფარგლებშიც გარკვეული ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი სხვადასხვა პირის, მათ შორის სახელმწიფოს წინაშე. მითითებულ კომპანიას პრობლემები შეექმნა და დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რასაც შესაძლოა პირადად დ-------------–-–---–თან მიმართებით გამოეწვია გარკვეული თანხების დაკისრება და შესაბამისად მის კუთვნილ ქონებასა და წილებზე ყადაღის დადება. ზ----- ს--–-----–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა საერთო კომპანიისათვის პრობლემების არიდების მიზნით დ-------------–-–---–ს სთხოვეს აქციები გადაეფორმებინა მათთვის. დ-------------–-–---–მა თავიდან უარი განაცხადა აქციონერებისათვის გადაეფორმებინა კუთვნილი აქციები და შესთავაზა თავისი ნათესავებისათვის ქონების გადაფორმება, რაზეც წინააღმდეგი იყვნენ მოპასუხეები და ითხოვდნენ აქციები მათ სახელზე გადაფორმებულიყო. მოწმის მითითებით, იმისათვის, რომ სს „მ-------------ს“ არ შექმნოდა პრობლემები დ-------------–-–---–ის ვალდებულებებისათვის, უმჯობესი იყო მოსარჩელეს გადაეფორმებინა კუთვნილი აქციები. ლ---------–---–ის მითითებით, თვითონაც ურჩია დ-------------–-–---–ს აქციების გადაფორმება, რათა ყადაღა არ დადებოდა თავის აქციებს. ზ----- და დ------------–-----–-–---–ების მითითებითაც პრობლემები შეექმნებოდა მათ საერთო საწარმოს, დაყადაღდებოდა ფირმა და შესაბამისად საფრთხე შეექმნებოდა ყველას ქონებას. აქციების გადაცემის სანაცვლოდ თანხა მიიღო თუ არა დ-------------–-–---–მა მოწმისათვის უცნობია, თუმცა თანხასთან მიმართებით მხარეთა შორის საუბარი არ ყოფილა. მოწმის განმ-----ებით, თავდაპირველად დ----- ს--–-----–-–---–ი უარს აცხადებდა აქციების გადაცემაზე, მხოლოდ ოჯახის წევრებისათვის დათმობაზე იყო თანახმა, თუმცა გარშემომყოფების რჩევით არ იქნებოდა პრობლემა აქციები დანარჩენი აქციონერებისათვის გადაეცა, რადგანაც ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ამ მხრივ უნდობლობის საფუძველი არ არსებობდა. მოწმისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დ-------------–-–---–მა კუთვნილი აქციები გადაუფორმა მოპასუხეებს. ამავდროულად ცნობილი იყო, რომ ეს წილი უკან უნდა დაებრუნებინა დ-------------–-–---–ს.
- ა-–-------------–----–---–ის ჩვენებით, იგი 2008 წლიდან მუშაობდა მხარეთა საერთო საწარმოში, მეგობრობდა მათთან და იცის, რომ მოდავე მხარეებმა ნულიდან დაიწყეს ყველაფერი. თავდაპირველად ბიზნეს-საქმიანობა დ-------------–-–---–მა და ზ----- ს--–-----–-–---–მა წამოიწყო და მოგვიანებით დ------------–-----–-–---–იც შეუერთდა მათ. მოწმის განმ-----ებით, დ-------------–-–---–ს სხვა დამოუკიდებელი კომპანიაც გააჩნდა, სადაც პრობლემები შეექმნა და სწორედ აღნიშნულმა წარმოშვა მხარეთა შორის კონფლიქტი, რადგანაც ძმები ს--–-----–-–---–ები მოითხოვდნენ აქციების დროებით მათთვის გადაფორმებას და პირდებოდნენ დ-------------–-–---–ს, რომ მიღებულ აქციებს უკან დაუბრუნებდნენ. აქციების გადაფორმების შემდგომ დაახლოებით 2016 წლის თებერვალში მხარეთა შორის პერიოდულად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რასაც მამაოც ესწრებოდა. აქციების გადაფორმებასთან მიმართებით ძმები დ-------------–-–---–ს ეუბნებოდნენ, რომ მას პრობლემები შეექმნებოდა, რაც საშიშროებას შეუქმნიდა საერთო კომპანიას და შესთავაზეს აღნიშნულის თავიდან არიდების მიზნით გადაეფორმებინა აქციები დროებით, რომელიც ისევ უკან დაუბრუნდებოდა. მოწმის მითითებით, იგი ერთხელ თუ ორჯერ დაესწრო მათ საუბარს, რა დროსაც ყველაფრის გადაცემას ითხოვდნენ ძმები, დაახლოების 2015 ან 2016 წელი იყო. აქციების გადაფორმების შემდგომ დ-------------–-–---–ი დადიოდა კომპანიაში და აგრძელებდა ჩვეულ საქმიანობას. მოწმის მითითებით, დ-------------–-–---–მა თავდაპირველად განაცხადა, რომ იგი აქციებს გადაუფორმებდა თავის ახლობლებს, თუმცა ძმების განმ-----ებით, ისინი ახლობლები იყვნენ და მათთვის უნდა გადაფორმებულიყო აქციები, რეალურად კი ვითარება არ შეიცვლებოდა და მაინც ყაიბულაშვილის საკუთრებაში იქნებოდა გადაცემული აქციები. მოწმის განმ-----ებით, მას შემდგომ რაც გადაფორმდა აქციები და მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა ს--–-----–-–---–ებმა ყაიბულაშვილს აქციები აღარ დაუბრუნეს, თუმცა განუმ-----ეს, რომ ის თავისას მიიღებდა. მოწმის განმ-----ებით, აქციების გადაფორმების მიზანი, იყო პრობლემის თავიდან არიდება, დ-------------–-–---–ს ჰქონდა დამოუკიდებელი საწარმო, რომელსაც შეექმნა ფინანსური პრობლემები და იმ მიზნით, რომ მხარეთა საერთო საწარმოზე არ გავრცელებულიყო აღნიშნული, ს--–-----–-–---–ებმა ითხოვეს აქციების მათთვის გადაფორმება. მოწმის მითითებით, გადაფორმების შემდეგ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, დ-------------–-–---–ს პირდებოდნენ კუთვნილი აქციების დაბრუნებას, თუმცა საბოლოოდ აქციები არ დაბრუნებულა.
- ვ--–------------------ის განმ-----ებით, იგი 2006 წლიდან დ-------------–-–---–თან, ზ----- ს--–-----–-–---–თან და დ------------–-----–-–---–თან ერთად ღებულობდა მონაწილეობას აუქციონებში და არსებული ქონებრივი გაუგებრობის გამო 2014-2015 წლებში ჩამოშორდა მათ. მოწმის მითითებით, მხარეებთან ერთად გააჩნდა ერთობლივი საწარმოები და მათთან დაკავშირებული იყო საქმიანი ურთიერთობით, უშუალოდ სს „მ-------------ის“ პარტნიორი იგი არ ყოფილა, თუმცა მისთვის ცნობილია კონკრეტული საწარმოსა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვ--–------------------ის განმ-----ებით, ერთ-ერთ საწარმოს, რომელიც დ-------------–-–---–ზე იყო გაფორმებული სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა ვალდებულებები ნაკისრი, თუმცა დადგენილ დროში ვერ ახერხებდა ვალდებულების შესრულებას, რომელიც ეხებოდა დემონტაჟის განხორციელებას. აღნიშნულის გამო მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრობლემების თავიდან არიდების მიზნით აქციები გადაფორმებულიყო დანარჩენი აქციონერებისათვის. მოწმის მითითებით, იგი ესწრებოდა მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, რა დროსაც ძმები მოითხოვდნენ აქციების გადაფორმებას იმ მიზნით, რომ დ------------–-–---–--- დაკისრებული სანქციები არ გავრცელებულიყო სს“მ-------------ში“ დ-------------–-–---–ის წილზე და არ დაკარგულიყო კომპანიის ქონება, დ-------------–-–---–მა განმ-----ა, რომ იგი კუთვნილ აქციებს გადაუფორმებდა ძმას, რაზეც იმ ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოოდ აქციები გადაფორმდა ძმებ ს--–-----–-–---–ებზე. მოწმის მითითებით, ძმები კატეგორიულად მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რათა აქციები არ ყოფილიყო დ-------------–-–---–ის სახელზე, საბოლოოდ კი მათ სახელზე გადაიფორმეს. ვ--–------------------ის განმ-----ებით, იგი უშუალოდ გადაფორმების პროცესს არ შესწრებია, თუმცა იცის, რომ გადაფორმების შემდგომ წილთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოიშვა კონფლიქტი.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით ცალსახაა, რომ საწარმოს აქციონერთა შორის სადავო გარიგება გაფორმდა რეალურად არა აქციების გასხვისების მიზნით, არამედ სახელმწიფოს წინაშე დ-------------–-–---–ის ვალდებულების არსებობის გამო, რასაც შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა სს „მ-----ი ჯ-----ის“ ინტერესებისათვის, კერძოდ ყადაღა დადებოდა კომპანიის აქციებს და საფრთხე შექმნოდა საწარმოს ქონებას. რეალურად ხელშეკრულება გაფორმდა აქციების დროებით გადაფორმების მიზნით, რასაც გარდა მოწმეთა ჩვენებებისა ადასტურებს იმავე თარიღის აქციების განაწილების შესახებ გარიგება, რომლითაც ახლებურად განაწილდა აქციები აქციონერთა შორის. მითითებულ გარიგებასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ მართალია იგი კონკრეტული დავის საგანი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შეფასება სადავო გარიგებასთან მიმართებით, რადგანაც კონკრეტული გარიგების გაფორმება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს, რომ რეალურად დ-------------–-–---–ს აქციების გასხვისების მიზანი არ ჰქონია, არამედ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით დროებით გადააფორმა იგი დანარჩენ აქციონერებზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მტკიცებას, თითქოს აქციათა განაწილების შესახებ გარიგებას არ უნდა მიენიჭოს სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ აღნიშნული გარიგება ვერ მიიჩნევა სამართლებრივი ძალის არ მქონედ იმ საფუძვლით, რომ იგი ხელმოწერილია მხოლოდ ორი სუბიექტის მიერ და არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, ასევე არ იზიარებს მოპასუხეთა მტკიცებას, რომ აღნიშნული გარიგება დადებული იყო აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, რასაც აქარწყლებს თუნდაც ის გარემოება, რომ აქციების გასხვისების ხელშეკრულებით დ-------------–-–---–მა გაასხვისა მისი კუთვნილი 43%, ხოლო აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულებით დ-------------–-–---–ის აქციები განისაზღვრა 33%-ით, შესაბამისად იმ ვითარებაში თუ წინსწრებად დ-------------–-–---–ისათვის განაწილებული იყო 33%, იგი ვერ შეძლებდა 43%-ის გასხვისებას. ამასთან განაწილების შესახებ გარიგებით პირდაპირ არის განმ-----ებული, რომ კონკრეტული გარიგებით საბოლოოდ განისაზღვრა წილები და სხვა ცვლილება აღარ დაიშვებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გარემოებას, რომ განაწილების შესახებ გარიგება დაიდო მას შემდგომ, რაც გასხვისდა წილები. ამასთან, აღნიშნულ გარემოებას ვერ აქარწყლებს, ვერც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გარიგება დამოწმდა სანოტარო წესით, ხოლო მეორე შედგენილია მხოლოდ მ-----ივი წერილობითი ფორმის დაცვით, რაც ვერ გააიგივებს მითითებულ დოკუმენტს ე.წ. „სამუშაო“ დოკუმენტად. უპირველესად ინდა აღინიშნოს, რომ აქციების გასხვისებისა თუ განაწილების თაობაზე გარიგება ფორმათავისუფალია და მისი ნამდვილობისათვის კანონი არ ადგენს გარკვეული სავალდებულო ფორმის საჭიროებას, მსგავსი ვალდებულება არც კომპანიის წესდებით არის განსაზღვრული, შესაბამისად სანოტარო ფორმის არ არსებობა კონკრეტულ გარიგებას ვერ გახდის სამართლებრივი ძალის არ მქონედ. ამასთან, სასამართლო დამაჯერებლად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას, რომ გარიგების სანოტარო წესით დაუდასტურებლობა შესაძლოა ემსახურებოდა გარკვეულ მიზანს, რაც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდებისაკენ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ გარიგების დადების მიზნად მიიჩნია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, ლოგიკურია გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა დ-------------–-–---–ისათის წილების დაბრუნებას არ დამოწმდებოდა სანოტარო წესით, რამეთუ მხარეთა მიზანი იყო დროებით გასხვისებულიყო აქციები და არ ყოფილიყო ისინი დ. ყაიბულაშვილის სახელზე, შესაბამისად კონკრეტული დოკუმენტი მას შემდგომ გამოჩნდებოდა, რაც საფრთხე აღარ იარსებებდა. აღნიშნულ ფაქტს ვერ აქარწყლებს ვერც ის გარემოება, რომ დ-------------–-–---–მა თავდაპირველად გაასხვისა 43%, ხოლო განაწილების შესაბამისად მასზე განაწილდა 33%, აღნიშნული გარემოებაც ემსახურებოდა იმ საერთო მიზანს, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავიდან არიდებისაკენ და სამომავლოდ მოჩვენებითი გარიგებით მხარეთა არაკეთილსინდისიერი მიზნების დაფარვისაკენ. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული დოკუმენტის შედგენით დ-------------–-–---–მა ერთგვარად უზრუნველყო სამომავლოდ აქციების დაუბრუნებლობის საფრთხე და გარკვეულწილად განაწილების შესახებ ხელშეკრულების შედგენა ემსახურებოდა შესაძლო რისკების დაცვას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ აქციების განაწილების შესახებ გარიგებას, მსგავსად აქციების გასხვისების შესახებ გარიგებისა 2----–-–----------------- ხელი მოაწერა ამ გარიგების მონაწილე მხოლოდ ორმა სუბიექტმა - დ-------------–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა, შესაბამისად აპელირება, რომ სადავო გარიგების გაფორმებისას მხარეებს რეალურად სურდათ აქციების გასხვისება უსაფუძვლოა, მხოლოდ იმ გარემოების მოხმობით, რომ განაწილების შესახებ გარიგება არ არის ხელმოწერილი ზ----- ს--–-----–-–---–ის მიერ. კონკრეტული ორი გარიგება ერთობლიობაში ნათლად წარმოაჩენს მხარეთა რეალურ მიზანს, რაც მდგომარეობდა აქციების დროებით გადაფორმებაში. ამასთან, მოჩვენებითად მოქმედებდა ამ გარიგების („აქციათა გადაცემის შეთანხმება“) მონაწილე 3-ვე სუბიექტი, მათ შორის ზ----- ს--–-----–-–---–ი, რომელმაც მოგვიანებით მხოლოდ აქციების გასხვისების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ხოლო გარიგებას, რომელიც ახლებურად ანაწილებდა აქციონერებს შორის აქციების პროცენტულ ოდენობას და რომლითაც დ-------------–-–---–ის საკუთრებაში განაწილდა 33% აქცია არ იქნა ხელმოწერილი ზ----- ს--–-----–-–---–ის მიერ, რაც ვერ გააქარწყლებს მხარეთა რეალურ მიზანს კონკრეტული გარიგებების გაფორმებასთან მიმართებით. აღნიშნული მტკიცება მყარდება იმ გარემოებითაც, რომ ზ----- ს--–-----–-–---–ს 2----–-–----------------- ხელმოწერა არც აქციების გასხვისების ხელშეკრულებაზე დაუფიქსირებია და მხოლოდ 2015 წლის 7 ნოემბერს მოახდინა ნების გამოვლენა.
ამავდროულად, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს სათანადო შედავება არ განუხორციელებია და აქციების გადაცემის სანაცვლოდ არ მიუთითებია მათი მხრიდან თანხის გადახდის ფაქტი, ან გარკვეული გაცვლის ან/და ვალდებულების ურთიერთგაქვითვის არსებობა, რითაც მოპასუხე უზრუნველყოფდა გაემყარებინა კონკრეტული გარიგების მიზანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის ბუნდოვანია, თუ რა ინტერესით განახორციელებდა მოსარჩელე აქციათა უსასყიდლო გასხვისებას. ყოველივე ერთობლიობაში სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ აქციების გასხვისების შესახებ გარიგება არის მოჩვენებითი და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)
არსებული დავის ფარგლებში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - გარიგების ბათილობის საფუძვლების დამტკიცება, რისი გაქარწყლება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად [სსსკ-ს მე-4, 102-ე მუხლები].
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქციათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 131-133);
- აქციათა განაწილების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 31);
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმ-----ება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 327-ე, 976-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სადავოდ გამხდარი - 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ შეთანხმების კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს. ანუ, სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს მითითებული გარიგების ბათილად ცნობა.
დ-------------–-–---–ის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იურიდიული ინტერესის არსებობა, ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლში, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სსსკ-ს 180-ე მუხლისა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე დ-------------–-–---–ის ითხოვს იმ გარიგების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზედაც გასხვისდა მისი აქციები, შესაბამისად მოცემული გარიგების ბათილობასთან მიმართებით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნათელია, რამდენადაც სადავო გარიგების ბათილად ცნობა განაპირობებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას, რაც მოიაზრებს დ-------------–-–---–ის საკუთრების უფლების აღდგენას სადავო აქციებზე.
6.2. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია აქციების გასხვისების შესახებ გარიგების ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.
სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების საფუძველი - ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, გარიგების აუცილებელი ელემენტია. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში. სსკ-ს 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ.
სსკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 327.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს ორი პირი მაინც. მხარეთა მიერ ურთიერთმიმართ გამოვლენილი ნება კი ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. უნდა განიმ-----ოს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც მიზნის მისაღწევად, სულ ცოტა, ორი მხარის მონაწილეობაა სავალდებულო. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს მოყვანილი (სსკ-ის 56(1)) მუხლის კონტექსტში. ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. სასამართლოების მიერ არაერთხელ განიმ-----ა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამგვარი გარიგების შემთხვევაში გამოვლენილია გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედება, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მოჩვენებით გარიგება მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ნების საფუძველზე იდება და მხარეებს არ გააჩნიათ შინაგანი ნება, შესაბამისად მათთვის არც ამ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები არის მისაღები. გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად (იხ. სუსგ. №ას-976-908-2017, 22.01.2018წ.)
კონკრეტულ შემთხვევაში, 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება სს „მ-----ი ჯ-----ის“ აქციონერებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომის მიზნით არ დადებულა. აქციონერებს ნამდვილი ნება აქციების გასხვისებასთან მიმართებით არ გამოუვლენიათ და გარიგების დადება რეალურად ემსახურებოდა საზოგადოების ერთ-ერთი აქციონერის - დ-------------–-–---–ის ვალდებულებებისათვის სს „მ-----ი ჯ-----ის“ აქციებზე შესაძლო ყადაღისაგან თავის არიდებას. სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი დადასტურდა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, უპირველესად, კი თავად სადავო გარიგების შინაარსით, იმავე თარიღში გაფორმებული აქციების განაწილების შესახებ გარიგებით, ასევე მოწმეთა ჩვენებით. ყოველივემ ერთობლიობაში სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ აქციების გასხვისების შესახებ გარიგება არის მოჩვენებითი და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.3. 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა განაპირობებს, კონკრეტული გარიგების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და შესაბამისად დ-------------–-–---–ის საკუთრების უფლების აღდგენას სადავო 43.92% აქციასთან მიმართებით.
სსკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ - ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედებების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. სასამართლო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე განმ-----ავს, რომ პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, არ არის მნიშვნელოვანი რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შესრულების კონდიქციის სპეციალური შემთხვევა, კერძოდ დ------------–-----–-–---–ისა და ზ----- ს--–-----–-–---–ის გამდიდრება განპირობებულია 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ გარიგებით, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემული ექვემდებარება ვითომ-კრედიტორისაგან დაბრუნებას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით კი, თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. შესაბამისად, მოხმობილი ნორმების საუძველზე, დ-------------–-–---–ს, როგორც სს „მ-------------ის“ აქციონერს უნდა აღუდგეს საკუთრების უფლება აქციების 43.92%-ზე და მისი აღნიშნული უფლება უნდა დარეგისტრირდეს საწარმოს შესაბამის აქციათა რეესტრში.
6.4. სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, კონკრეტული გადაწყვეტილების ფარგლებში შეაფასოს მოსარჩელის მიერ გარიგების ბათილობისათვის მოხმობილი სხვა ნორმები, კერძოდ მოსარჩელემ გარიგების ბათილობის საფუძვლად, გარდა მისი მოჩვენებითობისა, მიუთითა სსკ-ს 53-ე და 360-ე მუხლებით განსაზღვრულ ბათილობის საფუძვლებზე, ასევე გარდა გარიგების ბათილობისა, ალტერნატიულ საფუძვლად საკუთრების უფლების აღდგენისათვის მითითებულია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.
უნდა განიმ-----ოს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო გარიგება ვერ იქნება ბათილად მიჩნეული სსკ-ს 53-ე, 360-ე მუხლების საფუძველზე, ასევე დადგენილი ფაქტები არ მიესადაგება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობას. კერძოდ, სსკ-ს 53-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. მოხმობილი ნორმა, გარიგების ნამდვილობის წინაპირობად არსებით პირობებზე განჭვრეტადი ნების გამოვლენას მიიჩნევს, რამდენადაც, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო გარიგება ვერ მიიჩნევა ბათილად სსკ-ს 53-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ დგინდება ის სამართლებრივი საფუძველი, რაც გახდა აქციების გასხვისების წინაპირობა. გარიგების ნამდვილობის მიზნებისათვის გადამწყვეტია ცალსახა იყოს გარიგების შინაარსი, რაც არსებულ ვითარებაში განჭვრეტადია, შედეგობრივი თვალსაზრისით დგინდება მხარეთა ნება აქციაზე საკუთრების უფლების გადაცემასთან მიმართებით. სამართლებრივი კვალიფიკაციის დაუდგენლობა ვერ გახდება გარიგების ბათილობის საფუძველი, რამდენადაც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს „ნების ავტონომიის“ პრინციპი, რაც სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს ანიჭებს კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულების დადების უფლებას. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა ის სამართლებრივი საფუძველი, რაც უდევს საფუძვლად კონკრეტულ გარიგებას, კერძოდ სახეზეა უსასყიდლო (მაგ: ჩუქება), თუ სასყიდლიანი (მაგ: ნასყიდობა, გაცვლა) გარიგება, რაც ზოგადად შედეგს არ ცვლის და ამ მხრივ არ წარმოშობს გარიგების ბათილობის წინაპირობას.
ასევე, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად ვერ გამოდგება, სსკ-ს 360-ე მუხლი, („შეცდომა მორიგების საფუძვლებში“), რომლის შესაბამისადაც - ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა. არსებულ ვითარებაში ცალსახაა, რომ გარიგება დაიდო მოჩვენებითად, ანუ მხარეებს კონკრეტული გარიგების დადების მიზანი არ ჰქონიათ, შესაბამისად აღნიშნული საფუძვლის პარალელურად სსკ-ს 360-ე მუხლზე აპელირება არასწორია, რადგანაც ნორმით რეგულირებული შემთხვევა მეტ წილად ეფუძნება გარიგების მონაწილე სუბიექტთა შეცდომას, რა დროსაც ნების გამომვლენ პირს ჰგონია, რომ კონკრეტული გარიგების გაფორმებით მოაგვარებს ამა თუ იმ დავასა თუ დაურწმუნებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე ერთ შემთხვევაში ასაბუთებს, რომ მათი მხრიდან გარიგება დაიდო რეალური მიზნის გარეშე, რის გვერდითაც შეცდომასა და გარკვეული მიზნის არსებობაზე მითითება ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის მოჩვენებით საფუძველთან, რის გამოც მიზანშეუწონელია კონკრეტულ საფუძვლებზე აპელირება და ბათილობისათვის დამატებით საფუძვლად მათი მითითება. ამასთან, კონკრეტული ნორმით რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც არსებობს მხარეთა შორის გარკვეული დავა ან/და დაურწმუნებლობა, ხოლო მოჩვენებითი გარიგებისას სახეზეა მხარეთა ერთობლივი მოქმედება და საერთო მიზანი. კონკრეტულ შემთხვევაში გარიგების გაფორმება არ ისახავდა მიზნად აქციებზე საკუთრების უფლების გადაცემას და შესაბამისად ვერ ვიმსჯელებთ მისი მონაწილე სუბიექტების შეცდომაზე ამგვარი გარიგების გაფორმებისას, რადგანაც თავად მიზნის არ არსებობამ განაპირობა სადავო გარიგების ბათილობა და წინააღმდეგობრივია 360-ე მუხლის კონკრეტულ ვითარებაზე მოხმობა.
ასევე წინააღმდეგობრივია ბათილობისა და გასვლის ნორმების ერთმანეთთან კავშირში განხილვა. მართალია, მოსარჩელემ გასვლაზე მხოლოდ ალტერნატიული საფუძვლით მიუთითა, თუმცა ბათილობისას სახეზეა არანამდვილი გარიგება, ხოლო გასვლის უფლება დაკავშირებულია ნამდვილ გარიგებასთან. კონკრეტული საფუძვლების ალტერნატიულად მითითება გაუმართლებელია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 61.2 მუხლით რეგულირებულია უცილოდ ბათილი გარიგების დადასტურების შემთხვევა, რაც გარიგების ხელახლა დადებასთან არის გათანაბრებული. ამასთან, არსებულ ვითარებაზე გასვლის ნორმების მოხმობა მიზანშეუწონელია იმ მხრივაც, რომ გასვლის უფლება დაკავშირებულია ორმხრივ ხელშეკრულებასთან (სსკ-ს 405.1 მუხლი). კონკრეტულ შემთხვევაში კი, 2015 წლის 5 სექტემბრის აქციათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულება თავისი შინაარსით ვერ მიიჩნევა ორმხრივ ხელშეკრულებად, იგი ორმხრივი გარიგებაა, რომელიც მოითხოვს გარიგების მონაწილეთა ნების გამოვლენას, თუმცა კონკრეტული ხელშეკრულება არ წარმოშობს მხარეთა შემხვედრ (ორმხრივ) უფლება-მოვალეობებს. აქციათა გასხვისების შესახებ შეთანხმება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, რა დროსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აღიჭურვა მხოლოდ უფლებით, ხოლო მეორე მხოლოდ ვალდებულებით. სადავო შემთხვევაში საყურადღებოა ფაქტი, რომ მხარეთა შორის სადავოა და დაუდგენელია თავად გარიგების სამართლებრივი კვალიფიკაცია, რაც გადამწყვეტია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების რეალიზებისათვის, მოცემული გარიგებით არ დგინდება მოპასუხეთა შემხვედრი ვალდებულება, შესაბამისად გასვლის უფლება, რომელიც დაკავშირებულია ორმხრივ ხელშეკრულებასთან კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ,,ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’). ამიტომ, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს სხვა საფუძვლებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 5 სექტემბრის აქციათა გასხვისების შესახებ გარიგება, მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად არ დადებულა და იგი ბათილია მისი მოჩვენებით დადების საფუძვლით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფოს ბაჟის სახით გადახდილი თანხა 3000 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50-50 ლარი, ჯამში 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ-------------–-–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დ------------–-----–-–---–სა და ზ----- ს--–-----–-–---–ს აეკრძალათ სს ,,მ-------------ში" (ს.ნ 4--------) მათი კუთვნილი აქციების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, კერძოდ დ------------–-----–-–---–ს აეკრძალა 18.92% აქციების, ხოლო ზ----- ს--–-----–-–---–ს 25% აქციების გასხივსება და უფლებრივად დატვირთვა.
8.2. სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით გამოყენებული იქნა დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება, კერძოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) სს „მ-------------ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისებასთან და უფლებრივ დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგებების დადება:
- ქ-------–---------------–--------------------------------------------------------------------------------
- ქ-------–------------------------------–--–-----------------------------------------
- ქ. თბილისი, რკინიგზის სადგურ ,,ლ--–--ს“ მიმდებარედ, ს/კ 0---------------;
- გა--------ი, სოფელი მ-----ყოფი, ს/კ 8------------
- გა--------ი, სოფელი მ-----ყოფი, ს/კ 8------------
- ხაზოვანი ობიექტი, ს/კ 01.00.408, ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: რკინიგზის ჩიხი, ობიექტის სიგრძე: 132 მ., დაფარვის ზონა: სამგორის რაიონი რკინიგზის სადგურ ,,ლ--–--ს“ მიმდებარედ;
ბ) შპს ,,მ-----ს ჯ-----ს" აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების გასხვისებასთან და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგებების დადება:
-შპს ,,მ----- ლოჯისტიკას“ (ს/ნ 4--------) კაპიტალის 100%-იანი წილი;
-შპს ,,მ----- სთილის“ (ს/ნ 4---------) კაპიტალის 100%-იანი წილი;
-შპს ,,მ----- კონსალტინგის“ (ს/ნ 4--------) კაპიტალის 100%-იანი წილი;
-შპს ,,მ----- გადამუშავებას" (ს/ნ 4--------) კაპიტალის 100%-იანი წილი;
-შპს ,,მ----- კერვას“ (ს/ნ 4--------) კაპიტალის 100%-იანი წილი;
-შპს ,,ს---------- ხელსაწყოების“ (ს/ნ 4--------) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს ,,მ----- თრეიდის“ (ს/ნ 4--------) კაპიტალის 50%-იანი წილი.
8.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ----- და დ------------–-----–-–---–ების საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განჩინება სს ,,მ-------------ისათვის" მის კუთვნილი უძრავ ნივთების უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების და გარიგებების დადების აკრძალვის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი), რის ნაცვლადაც დ-------------–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს ,,მ-------------ს" აეკრძალა მის კუთვნილი უძრავი ნივთების სანივთო სამართლებრივი უფლებებით დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგებების დადება:
- ქ-------–------------------------------–--–-----------------------------------------
- ქ. თბილისი, რკინიგზის სადგურ ,,ლ--–--ს“ მიმდებარედ, ს/კ 0---------------;
- გა--------ი, სოფელი მ-----ყოფი, ს/კ 8------------
- გა--------ი, სოფელი მ-----ყოფი, ს/კ 8------------
- ხაზოვანი ობიექტი, ს/კ 01.00.408, ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: რკინიგზის ჩიხი, ობიექტის სიგრძე: 132 მ., დაფარვის ზონა: სამგორის რაიონი რკინიგზის სადგურ ,,ლ--–--ს“ მიმდებარედ.
8.4. სარჩელის დაკმაყოფილების გამო, სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, არ უქმდება ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან, ნორმით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია, დაუშვებელია გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სს „მ-------------ის“ აქციონერებს - დ-------------–-–---–სა და დ------------–-----–-–---–ს შორის 2----–-–-----------------, ასევე დ-------------–-–---–სა და ზ----- ს--–-----–-–---–ს შორის 2015 წლის 7 ნოემბერს დადებული აქციათა გასხვისების შესახებ შეთანხმება და სს „მ-------------ის“ აქციათა 43.92%-ის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს დ-------------–-–---–ი;
3. დ------------–-----–-–---–სა და ზ----- ს--–-----–-–---–ს დ-------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3000 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50-50 ლარი (ჯამში 100 ლარი) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე