გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1575-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "კ-------------ი"
წარმომადგენელი ლია ტაბატაძე
მოპასუხეები რ---- ტ------ე
ა----- ნ--------ე
გ------- ტ------ე
წარმომადგენელი მამისა ჯაფარაშვილი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ---- ტ------ის, ა----- ნ--------ის და გ------- ტ------ისათვის 65 452,61 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 54 614 ,27 ლარი, სარგებელი 2708,15 ლარი, პირგასამტეხლო 8130,22 ლარი.
1.2. იპოთეკით უზრუნველყოფილი დავალიანების 50 000 ლარის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გ----------------–----–----------------–------–-------––ი მდებარე 1700 კ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლის კოდი 8----------- რეალიზაცია. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
სარჩელის საფუძვლები
2017 წლის 26 დეკემბერს სს „ კ-----------–-------------ასა“ და რ---- ტ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 50 000 ლარის ოდენობით 120 თვის ვადით. იმავე დღეს მხარეებს შორის სანოტარო ფორმით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულების 14,3 მუხლით განსაზღვრულია, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, გამსესხებელი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის ან თავდებ პირთა სხვა ქონებაზე.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს რ---- ტ------ემ სესხად მიიღო 50 000 ლარი 2023 წლის 2 იანვრის ჩათვლით, სესხის სარგებლის საპროცენტო განაკვეთია წლიური 31%.
სს კ-----------–-------------ასა და სს კ-----------კს შორის 2018 წლის 11 ივნისს დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რ---- ტ------ის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა სს კ-----------კს.
2018 წლის 25 დეკემბერს სს კრედო ბაკსა და რ---- ტ------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც დავალიანება განისაზღვრა 47 457,79 ლარით, ეს თანხა როგორც ძირითადი თანხა განისაზღვრა ხელშეკრულებაში და შედგა თანხის დაბრუნების გრაფიკი. სესხის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 12 ივლისი. მსესხებელს განესაზღვრა საშეღავათო პერიოდი და თანხის დაბრუნების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 12 ივნისი. მსესხებელმა ვერცერთი შენატანი ვერ გადაიხადა, რის გამოც მომართ ბანკს რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით 2019 წლის ივნისში, 2019 წლის 29 ივნისს მხარეებს შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა მთლიანი დავალიანება 54 614,27 ლარი, რაც ხელშეკრულებაში აისახა როგორც ძირითადი თანხა და შედგა თანხის დაბრუნების ახალი გრაფიკი, სესხის მოქმედების ვადაა 120 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 21%. განსაზღვრულია ასევე პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - დარჩენილი ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარი ყოველ ვადაგადაცილებაზე.
2017 წლის 26 დეკემბერს სს კ-----------–-------------ამ ა----- ნ--------ესა და გ------- ტ------ესთან დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულების სოლიდარულად გადახდის ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. თავდებობის ხელშეკრულებების მხარეებს წერილობით შეიტანეს ცვლილება 2018 წლის 25 დეკემბრის შეთანხმებით და თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 86 616,42 ლარი. ასევე შესაძლო პირგასამტეხლო.
საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. საკრედიტო დავალიანებაა 65 452,61 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 54 614,27 ლარი, სარგებელი 2708,15 ლარი, პირგასამტეხლო 8130,22 ლარი, საიდანაც იპოთეკით უზრუნველყოფილი დავალიანებაა 50 000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტა, რომ თანახმა არიან გადაიხადონ სესხის ძირითადი თანხა 47 457,79 ლარი. მოპასუხეების განმარტებით, რესტრუქტურიზაციის დროს ეს თანხა განისაზღვრა, როგორც მანამდე გადაუხდელი თანხის დავალიანება. ამის შემდეგ მათი მატერიალური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა, რის გამოც კვლავ მოითხოვეს ვალის რესტრუქტურიზაცია, რასაც მათი სახელშეკრულებო უფლებების გაუმჯობესება არ მოჰყვა. საერთო ჯამში გადასახდელი თანხა გაიზარდა, რადგან გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა. მოპასუხეების განმარტებით, მათ აღარ უნდა დაეკისროთ პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან პროცენტი დაჯამებულია რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო დამატებით პირგასამტეხლოს გადახდა არაგონივრულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 დეკემბერს სს „ კ-----------–-------------ასა“ და რ---- ტ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 50 000 ლარის ოდენობით 120 თვის ვადით. იმავე დღეს მხარეებს შორის სანოტარო ფორმით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება გ----------------–----–----------------–------–-------––ი მდებარე 1700 კ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი (კოდი 8-----------). ხელშეკრულების საფუძველზე ქონებაზე რეგისტრირებულია სს „კ-----------კის“ იპოთეკის უფლება. ხელშეკრულების 14,3 მუხლით განსაზღვრულია, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, გამსესხებელი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის ან თავდებ პირთა სხვა ქონებაზე.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს რ---- ტ------ემ სესხად მიიღო 50 000 ლარი 120 თვის ვადით - 2023 წლის 2 იანვრის ჩათვლით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია წლიური 31%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დავალიანების 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ყოველთვიურად ფულადი შენატანით, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას და სარგებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23-21. 42-50)
- იპოთეკის ხელშეკრულების ასლის.ფ. 30-41
- ამონაწერი რეესტრიდან ს.ფ 88-89
3.1.2. 2017 წლის 26 დეკემბერს სს კ-----------–-------------ამ და ა----- ნ--------ესა და გ------- ტ------ესთან დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს რ---- ტ------ის საკრედიტო ვალდებულების სოლიდარულად გადახდის ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. თავდებობის ხელშეკრულებების მხარეებმა წერილობით შეიტანეს ცვლილება ხელშეკრულებაში 2018 წლის 25 დეკემბრის შეთანხმებით და თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 86 616,42 ლარი. ასევე შესაძლო პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 63-66)
- დამატებითი შეთანხმების ასლი ს.ფ 67.72
3.1.3. სს კ-----------–-------------ასა და სს კ-----------კს შორის 2018 წლის 11 ივნისს დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რ---- ტ------ის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა სს კ-----------კს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 90-101)
3.1.4. რ---- ტ------ემ ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. 2018 წლის 25 დეკემბრამდე იგი შემდეგი ოდენობით და პერიოდულობით იხდიდაქ თანხას:
26.12.2017წ - 500 ლარი (მომსახურების საკომისიო)
31.01.2018წ - 1652,28 ლარი (ძირი 123,50 ლარი, პროცენტი 1528,78 ლარი)
02.03.2018წ - 1654,68 ლარი (ძირი 466,17 ლარი, პროცენტი 1186,11 ლარი, პირგასამტეხლო 2,40 ლარი)
30,03,2018წ - 1652,28 ლარი. (ძირი 351,36 ლარი, პროცენტი 1300,92 ლარი)
01.05.2018წ - 1652,28 ლარი (ძირი 402,28 ლარი, პროცენტი 1250 ლარი)
07,06,2018 – 1660,89 ლარი (ძირი 371,20 ლარი, პროცენტი 1281,08 ლარი, პირგასამტეხლო 8,61 ლარი)
12,07,2018 – 1657,92 ლარი (ძირი 421,99 ლარი, პროცენტი 1230,29 ლარი, პირგასამტეხლო 5,64 ლარი)
30,07,2018 – 1652,28 ლარი (ძირი 392,09 ლარი, პროცენტი 1260,19 ლარი)
30,08,2018 - 1652,27 ლარი (ძირი 402,41 ლარი, პროცენტი 1249,86 ლარი)
25,09,2018 – 1652,27 ლარი (ძირი 452,98 ლარი, პროცენტი 1199,29 ლარი)
01,11,2019 – 1652,27 ლარი (ძირი 424,93 ლარი, პროცენტი 1227,34 ლარი)
14,12,2018 – 1743,09 ლარი (ძირი 475,35 ლარი, პროცენტი 1176,92,78 ლარი. პირგასამტეხლო 90,82 ლარი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი ანგარიშიდან ს.ფ. 173-176
3.1.5. 2018 წლის 4 დეკემბერს რ---- ტ------ემ განცხადებით მიმართა სს „კ-----------კს“ და მოითხოვა ფინანსური პრობლემების გამო კრედიტის დაბრუნების 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი. 2018 წლის 25 დეკემბერს სს“ კ-----------კსა“ და რ---- ტ------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც შეთანხმების ხელმოწერის დღეს არსებული დავალიანება განისაზღვრა 47 457,79 ლარით. ეს თანხა როგორც ძირითადი თანხა განისაზღვრა ხელშეკრულებაში და შედგა თანხის დაბრუნების ახალი გრაფიკი. სესხის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 12 ივლისი. მსესხებელს განესაზღვრა საშეღავათო პერიოდი და თანხის დაბრუნების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 12 ივნისი. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა სესხის სარგებელი - სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 2,16%-ს ,ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 35,14%. სესხის ხელშეკრულების სხვა ძირითადი პირობები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- შეთანხმების ასლი (ს.ფ. 51-55)
3.1.2. მსესხებელმა 2018 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული ვერცერთი შენატანი ვერ გადაიხადა, რის გამოც მიმართა სს „კ-----------კს“ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით 2019 წლის ივნისში. 2019 წლის 29 ივნისს რ---- ტ------ესა და სს „კ-----------კს შორის წერილობით გაფორმდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა მთლიანი დავალიანება 54 614,27 ლარი, რაც ხელშეკრულებაში მითითებულია როგორც ძირითადი თანხა და შედგა თანხის დაბრუნების ახალი გრაფიკი. სესხის მოქმედების ვადაა 120 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 21%. განსაზღვრულია ასევე პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - დარჩენილი ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარი ყოველ ვადაგადაცილებაზე. კრედიტის დაბრუნების მიზნით შენატანის თანხა 2019 წლის 29 ივნისის შემდეგ გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 36-42)
- შეთანხმების ასლი (ს.ფ. 56-62. ტომი 1)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 74-79. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 626-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე, 115-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის მიხედვით (ამოქმედდა 2017 წლის 17 იანვრიდან), 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება. 7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.
ამდენად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში პროცენტის განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს 625-ე მუხლით დადგენილი წესი.
625-ე მუხლის მიხედვით (2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებული რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება.“.
ეს ნორმები აწესრიგებს საკრედიტო ხელშეკრულებაში პროცენტის თაობაზე შეთანხმების დადების წესებს.
ხელშეკრულებაში პირველი ცვლილების შეტანის დროს 2018 წლის 25 დეკემბერს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის რედაქციის მიხედვით, ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. მე-3 ნაწილის მიხედვით, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. 31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება ყველა სახის სესხზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზე. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის გადავადების, სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 61. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის და საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
ამდენად, სესხის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი წესის მიხედვით (625-ე მუხლის მე-2 ნაწილი), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველგვარი პროცენტის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150%-ს. ამ წესის დაცვა სავალდებულოა ასევე სესხის რეფინანსირების ან რესტრუქტურიზაციის დროს. სამოქალაქო კოდექსში 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილების თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის ყოველგვარი პროცენტის ზღვრული ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა 50 პროცენტით.
ამ შემთხვევაში 2017 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 31%, ხოლო სესხის გაცემის საკომისიოა სესხის 1%. პირგასამტეხლოს პროცენტია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაცილებული ყოველთვიური შენატანის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს პროცენტის მიხედვით წლიური პროცენტია 108%. შესაბამისად, პირგასამტეხლოს, სესხის სარგებლის და სესხის გაცემის საკომისიოს ჯამური პროცენტია წლიური 140%. 2018 წლის 25 დეკემბერს ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, განსაზღვრულია ყოველთვიური პროცენტი 2,16%, ხოლო პირგასამტეხლოს პროცენტი არ შეცვლილა და იგი შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დავალიანების 0,3%-ს. ამდენად, სესხის წლიური პროცენტია 25,92%, ხოლო პირგასამტეხლოს პროცენტია წლიური 108%, ჯამურად პროცენტია 133,92%. 2019 წლის 29 ივნისს ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით სესხის პროცენტი განისაზღვრა ყოველთვიურად 1.75%-ით (წლიური 21%), ხოლო პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,27%. ამდენად, საბოლო შეთანხმებით პირგასამტეხლო განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით დადგენილი ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დადგენილია საპროცენტო სარგებლის განსაზღვრის განსხვავებული წესი ისეთ სესხის ხელშეკრულებაში, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით. ამ დავაში საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით, რის გამოც პროცენტის კანონიერება ამ ნორმით უნდა შემოწმდეს. კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ეს წესი მოქმედებდა როგორც თავდაპირველი ხელშეკრულების, ისე მასში ცვლილებზე შეთანხმებების გაფორმების დროს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულია ცხრილი „წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე“, რომლის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის საშუალო წლიური პროცენტია 24,5%, ხოლო 625-ე მუხლით დასაშვებია ამ პროცენტის 2,5-მაგი ოდენობის 1/12 ნაწილის განსაზღვრა ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის სახით. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მონაცემებით 2016 წლის საშუალო პროცენტის 2,5-მაგი ოდენობაა 61,25%, რომლის 1/12 ნაწილი 5,1% არის ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის დასაშვები მაქსიმალური ზღვარი. 2017 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის წლიური პროცენტია 31%, რის გამოც პროცენტზე შეთანხმება შეესაბამება 625-ე მუხლის მოთხოვნას.
ხელშეკრულებაში პირველი ცვლილება შევიდა 2018 წლის 26 დეკემბერს, რის გამოც ამ შეთანხმებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა უნდა შემოწმდეს წინა წელს - 2017 წელს არსებული სესხის საბაზრო პროცენტის მაჩვენებლით. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2017 წელს ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტაში გადასაცემი სესხის საბაზრო პროცენტია 20,6%, რომლის ნამრავლი 2,5ზე არის 51,5%. თავის მხრივ ამ მაჩვენებლის 1/12 არის 4,29%, რაც არის 2018 წელს ფიზიკური პირებისათვის გასაცემ სესხებზე ყოველთვიური პროცენტის მაქსიმალური ოდენობა. 2018 წლის 26 დეკემბერის შეთანხმებით ყოველთვიური პროცენტია 2,16%, რაც არ აღემატება სესხის საბაზრო პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს.
ხელშეკრულებაში მეორე ცვლილება შევიდა 2019 წლის 29 ივნისს, რის გამოც ამ შეთანხმებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა უნდა შემოწმდეს წინა წელს 2018 წელს არსებული სესხის საბაზრო პროცენტის მაჩვენებლით. ეროვნული ბანკის მონაცემებით ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტაში გადასაცემი სესხის საბაზრო პროცენტი 2018 წელს იყო 19,9%, რომლის ნამრავლი 2,5ზე არის 19,75%. თავის მხრივ ამ მაჩვენებლის 1/12 არის 4,14%, რაც არის 2019 წელს ფიზიკური პირებისათვის გასაცემ სესხებზე 625-ე მუხლის დადგენილი ყოველთვიური პროცენტის მაქსიმალური ოდენობა. 2019 წლის 29 ივნისის შეთანხმებით ყოველთვიური პროცენტია 1,17%, რაც არ აღემატება სესხის საბაზრო პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს.
სასამართლო განმარტავს, რომ 625-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრულია დასაშვები პროცენტის მაქსიმალური ზღვარი, რის გამოც ბათილად მიიჩნევა შეთანხმება ამ ოდენობაზე მეტად პროცენტის განსაზღვრის ნაწილში. ამ შემთხვევაში თავდაპირველ საკრედიტო ხელშეკრულებაში 2017 წლის 26 დეკემბერს შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთია 31%, რაც თვეში 2,58%-ია. რესტრუქტურიზაციის შედეგად სესხის პროცენტი შემცირდა და განისაზღვრა თვეში 2,16%-ით, რაც წლიური 25,92%-ია მომდევნო რესტრუქტურიზაციით სესხის პროცენტი კვლავ შემცირდა და შეადგინა თვეში 1,75%, რაც წლიური 21%-ია.
აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ სესხის სარგებლის პროცენტზე დადებული შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, იგი განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დადგენილი მოთხოვნის დაცვით, რის გამოც მოპასუხეს ეკისრება კრედიტორის სს კ-----------კისათვის სესხის სარგებლის გადახდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ რესტრუქტურიზაცია არის ბანკის მომხმარებლის სესხის მომსახურების (მომსახურება გულისხმობს ვალის როგორც ძირი თანხის ასევე პროცენტის დაფარვასაც) პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს.
რესტრუქტურიზაციის ერთერთი გავრცელებული ფორმა, მსესხებელის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი გადახდის ვალდებულების უფრო მეტ ვადაში გადანაწილებაა. საბანკო ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით რესტრუქტურიზაციის შემთხვევაშიც ბანკი სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით სთავაზობს მსესხებელს სახელშეკრულებო პირობებს, რის გამო სახელშეკრულებო პირობების შინაარსზე დავის წარმოშობისას უნდა შეფასდეს რამდენად დაცულია სახელშეკრულებო პირობის კეთილსინდისიერად განსაზღვრის პრინციპი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის მიხედვით, 1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. 2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.
325-ე მუხლის დავის გადასაწყვეტად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ. საკრედიტო ურთიერთობაში ბანკი არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მხარეებს სთავაზობს საკრედიტო ურთიერთობის არსებით პირობებს, მეორე მხარეს ამ არსებითი პირობების შემუშავების და შეცვლის შესაძლებლობა თითქმის არა აქვს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში აქვთ უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი ნორმები, 420-ე და 325-ე მუხლები სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მხარეთა მიერ შეთავაზებული პირობების სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, რა დროსაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შინაარსი, ვალდებულების შესრულების პროცესში გამოვლენილი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
ვალის რესტრუქტურიზაცია მხარეთა ორმხირივი შეთანხმებით მიიღწევა, რომლის ინიციატორი ძირითადად მსესხებელია, თუმცა ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შინაარსს ბანკი განსაზღვრავს. ამდენად, რესტრუქტურიზაციის მიზანია ვალდებულების შესრულების ოპტიმალური და მოვალისათვის საშეღავათო პირობების განსაზღვრა, რესტრუქტურიზაციის პირობების შეთავაზება მოვალის უფლებებისადმი მიმართული ნებაა, რის გამოც მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, გათვალისწინებული უნდა იქნას ორივე მხარის ინტერესები ხელშეკრულების მიმართ.
მოპასუხეები სარჩელს ნაწილობრივ ეთანხმებიან, თუმცა ისინი ცნობენ სარჩელს 47 457,79 ლარის დაკისრების ნაწილში, ეს თანხა კი არის 2018 წლის 26 დეკემბერს დადებული რესტრუქტურიზაციის შეთანხმებით განსაზღვრული თანხაა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამ შემთხვევაში მოპასუხეები სარჩელს არ ეთანხმებიან იმ საფუძვლით, რომ რესტრუქტურიზაციის შედეგად მათი უფლებრივი მდგომარეობა და საკრედიტო დავალიანების დაფარვის პირობები არ გაუმჯობესდა. მოპასუხეები სარჩელის უარყოფისას შემოიფარგლნენ მხოლოდ ზოგადი მითითებით სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, თუმცა არ მიუთითებიათ კონკრეტულად ხელშეკრულების რომელი პირობაა მათთვის საზიანო, სხვაგვარად როგორ უნდა განსაზღვრული ხელშეკრულების პირობები რესტრუქტურიზაციის დროს. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, რომ გადაუხდელი ვალის მცდარი მონაცემებია მითითებული რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებულ ხელშეკრულებაში და სხვა რა თანხას შეადგენს მათი დავალიანება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით ძირითადი თანხად მითითებულია ის ვადამოსული დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც უკვე დამდგარი იყო შეთანხმების გაფორმების დროს და ეს თანხა გადახდილი არ ყოფილა. კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება ყოველთვიურად, ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე სესხის დასაბრუნებლად თანხას ყოველთვიურად მცირედი გადაცილებით იხდიდა. სესხის გაცემიდან რესტრუქტურიზაციის შეთანხმების დადებამდე გასულია 12 თვე, ხოლო თანხა გადახდილია 11 ჯერ, საერთოდ არ არის გადახდილი შენატანი 2018 წლის ოქტომბერში. სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, ოქტომბერში გადასახდელი შენატანის თანხაა 1652,27 ლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დადგენილი წესით ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით გადასახდელად დარჩენილი ძირითადი თანხაა 45 715,74 ლარი. ამ თანხასთან ერთად ამ დროისათვის გადასახდელი იყო 2018 წლის ოქტომბრის თვის შენატანი სრულად, რამაც ჯამურად 47 457,79 ლარი შეადგინა.
ამდენად, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ძირითადი დავალიანება მანამდე წარმოშობილ დავალიანებასთან შესაბამისობაშია. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები ამ თანხის დაკისრების მოთხოვნას ეთანხმებიან. მოპასუხეები პრეტენზიას აცხადებენ სესხის პროცენტთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად არ მიუთითებენ როგორ უნდა შემცირებულიყო პროცენტის ოდენობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე სწორად არის განსაზღვრული დავალიანება მომდევნო რესტრუქტურიზაციის შეთანხმებებით, რადგან 2018 წლის 26 დეკემბერს დადებული შეთანხმებით მოვალეს მიეცა საშეღავათო პერიოდი და მას სესხის დაბრუნება უნდა დაეწყო შეთანხმების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ - 2019 წლის 12 ივნისიდან. სადაო არ არის, რომ მსესხებელმა ახალი გრაფიკით დადგენილი გადახდის წესიც დაარღვია, რის გამოც მას 2019 წლის 29 ივნისს რესტრუქტურიზაციის შეთანხმების გაფორმების დროს გადაცილებული ჰქონდა წინა რესტრუქტურიზაციის შეთანხმებაში მითითებული თანხა 47 457,79 ლარი და მომდევნო პერიოდში გადაუხდელი თანხა, 6589,75 ლარი (2019 წლის 12 ივნისს გადასახდელი თანხა). ამდენად, 2019 წლის 29 ივნისის შეთანხმებაში დავალიანებად მითითებულია შეთანხმების დადებამდე გადასახდელი ძირითადი თანხის და სარგებლის ჯამური ოდენობა და მასში არ შედის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.
ამ შემთხვევაში ორივე საკრედიტო რესტრუქტურიზაციის შეთანხმებაში კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი თავდაპირველ ხელშეკრულებასთან შედარებით შემცირებულია, ხოლო პროცენტის გარეშე რესტრუქტურიზაციის შეთანხმების დადების ვალდებულება ბანკს ვერ დაეკისრება.
ამ შემთხვევაში მსესხებელის მიერ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრაფიკში მითითებული ვადის დარღვევით იხდიდა თანხებს. ამდენად, ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების გადახდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით თავდაპირველად შეთანხებული პირგასმატეხლოს ოდენობაა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,3%-ს, ხოლო საბოლოდ 2019 წლის 29 ივნისს დადებული შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,27%-ს, რაც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ოდენობით. ჯამურად მოთხოვნილია 8130,22 ლარის დაკისრება.
განსახილველ შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 54 614,27 ლარი, რომლის 0,27% დღეში არის 223,91 ლარი. ვადის გადაცილების პერიოდია 2019 წლის 12 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე 2019 წლის 5 სექტემბრამდე დრო, რაც მოიცავს 55 დღეს. ვადა გადაცილებულია 2019 წლის 12 ივლისიდან, რადგან 2019 წლის 29 ივნისს დადებული რესტრუქტურიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკით შენატანი უნდა გადაეხადა 2019 წლის 12 ივნისს, რაც არ შესრულდა. ვადაგადაცილების 55 დღეში დარიცხულია პირგასამტეხლოა ჯამურად 12 315,05 ლარი, ხოლო მოთხოვნილია ამაზე მცირე თანხის დაკისრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა ვალდებულების დარღვევის გარემოებების და შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობის გამო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. შესაბამისად, შესაძლებელია შემცირდეს მხოლოდ ის პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა არ შეესაბამება ვალდებულების დარღვევის შედეგებს, მიზნად არ ისახავს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას.
კანონმდებელი ადგენს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, რის გამოც პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობადპირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მოვალის ინტერსების დაცვა, თუმცა რადგან პირგასამტეხლო არის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის სახე, მისი ოდენობის განსაზღვრის დროს გასათავლისწინებელია კრედიტორის ინტერესები, რადგან პირგასამტეხლოს გადახდევინების საკითხი წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ამდენად, პირგასამტეხლოზე სახელშეკრულებო შეთანხმების არსებობის პირობებში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორმა უნდა მიიღოს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერია და უზრუნველყოფს კრეიდტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას.
ამ შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ჯამური დავალიანებაა 57 322,42 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 54 614,27 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის საკრედიტო დავალიანების 14%. სასამართლოს მიაჩნია, რო მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულობის ფარგლებს არ ცდება, რადგან მსესხებელმა რესტრუქტურიზაციის ორი შეთანხმების გაფორმების შემდეგაც არ შეასრულა ვალდებულება, კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია 2018 წლის 26 დეკემბრის შემდეგ, რის გამო კრედიტორის მიერ განცდილი მატერიალური დანაკარგის მინიმალურად კომპენსირებისათვის ამ ოდენობის თანხის დაკისრება გონივრულია. ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოს პროცენტი განსაზღვრულია კანონის მოთხოვნის დაცვით, ამასთან მოთხოვნილია ამ პროცენტით გათვალისწინებულზე ნაკლები თანხა, პირგასამტეხლო უკვე შემცირებულია გონივრულ ოდენობამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს ა----- ნ--------ეს და გ------- ტ------ეს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. წერილობით დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა რ---- ტ------ოს საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, რ---- ტ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს კ-----------კის იპოთეკის უფლება 2017 წლის 26 დეკემბერის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ბანკს აძლევს უფლებას საკრედიტო ვალდებულების შესრულბა მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაციით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რის გამო საფუძვლიანია ბანკის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.
მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე. იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებს პირობას იმის შესახებ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისი ოდენობის შემთხვევაში, აღსრულება უნდა მიექცეს მოვალეების სხვა ქონებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, თავდები პირადად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის. თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამ შემთხვევაში გ------- ტ------ე და ა----- ნ--------ე არიან სოლიდარული თავდებები, რადგან მათ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს საკრედიტო ვალდებულების შესრულების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, თავდები ვალდებულების შესრულების საკითხის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრულია იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ზღვრული ოდენობა -- 59 909,33 ლარი, რის გამოც იპოთეკის საგნის რეალიზაცია ამ ოდენობის მოთხოვნის შესასრულებლად არის დასაშვები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, 1. მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. 2. მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობის მარეგულირებელი ნორმები, იპოთეკისა და გირავნობისაგან განსხვავებით, არ განსაზღვრავს თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის სამართლებრივ შედეგებს, თუმცა რადგან თავდებობა აქცესორული ბუნებისაა (სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლი), თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა, რის გამოც თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის გადაცემის შემთხვევაში 201-ე მუხლის საფუძველე მოთხოვნის ახალ მფლობელს გადაეცემა ასევე თავდებების მიმართ მოთხოვნის უფლებაც.
ამდენად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე რ---- ტ------ის და თავდებების მიმართ მოთხოვნის უფლების თავდაპირველმა კრედიტორმა დაუთმო სს კ-----------კს, რის გამოც ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისგან ვალდებულების შესრულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 65 452,64 ლარის დაკისრებას, რაც სრულად დაკმაყოფილდა. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 47 457,79 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილებისას, რადგან ამ ნორმის მიხედვით მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელის ცნობის გამო მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1964 ლარი, ხოლო მოპასუხემ ცნო მოთხოვნის 73%, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟიდან 1433,72 ლარი, ხოლო მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელისათვის 530,28 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „კ--------------ის“ სარჩელი;
1.1. რ---- ტ------ეს, ა----- ნ--------ეს და გ------- ტ------ეს დაეკისროთ სს „კ-------------ისათვის“ 65 452,64 ლარის სოლიდარულად გადახდა;
1.2. დაკისრებული თანხიდან 50 000 ლარის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს რ---- ტ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - გ----------------–----–----------------–------–-------––ი მდებარე 1700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სახლის (კოდი 8-----------) იძულებით რეალიზაცია, ხოლო თუ ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია;
2. სს „კ-----------კს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2019 წლის 5 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1433,72 ლარი (საგადახდო დავალება N788151). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
3. რ---- ტ------ეს, ა----- ნ--------ეს და გ------- ტ------ეს დაეკისროთ სს „კ-----------კისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 530,28 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი