გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002087296
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს "ო--–--- ფ-------"
წარმომადგენელი ე---------- ს----–---–-
მოპასუხე გ------- ლ-–---
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ლ-–---ს შპს ,,ო--–--- ფ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 947,95 ლარს, პროცენტი 135,50 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო - 915,55 ლარს.
1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოსარჩელის პოზიცია:
შპს "ო--–--- ფ-------" და გ------- ლ-–---ს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გ------- ლ-–---ზე გაიცა სესხი 1635 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 127 დღე, სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად: პირველი გადახდა 01.01.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეორე გადახდა 01.02.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მესამე გადახდა 01.03.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეოთხე გადახდა 01.04.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0,50%, სესხის ვადის გადაცილებისთვის ერთჯერადი ჯარიმა - ორ დღემდე - 100 ლარი, ოცდაათ დღემდე - 200 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2%.
მსესხებელმა გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების (სესხის გადავადება) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, შემდეგი გადახდის თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 27.03.2017 წელი.
მსესხებლის მიერ 2017 წლის 27 მარტს სესხის თანხა დაბრუნებული არ იქნა და აღნიშნული თანხა დღემდე არ არის გადახდილი, რის შედეგად, 2017 წლის 04 სექტემბრის მდგომარეობით გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 4398,91 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 947,95 ლარი, პროცენტი - 136,50 ლარი, პირგასამტეხლო - ერთჯერადად დარიცხული ჯარიმა - 300 ლარის ოდენობით და დაგვიანებული თანხის 2%-ის ოდენობით 2017 წლის 27 მარტიდან მოყოლებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სრულად - 3314,47 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვა და მოითხოვა მოპასუხე გ------- ლ-–---ს შპს "ო--–--- ფ-------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 1100 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 947,95 ლარი, პროცენტი - 136,50 ლარი და პირგასამტეხლო - 15,55 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო - სესხის ძირი თანხის ნაწილში და განმარტა, რომ გადაიხდის მხოლოდ 300 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს "ო--–--- ფ-------" და გ------- ლ-–---ს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გ------- ლ-–---ზე გაიცა სესხი 1635 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 127 დღე, სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად: პირველი გადახდა 01.01.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეორე გადახდა 01.02.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მესამე გადახდა 01.03.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეოთხე გადახდა 01.04.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, საგადახდო ისტორიით.
3.2.2.მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შემცირებული პირგასამტეხლო შეადგენს 15,55 ლარს.
3.2.2.მსესხებელმა გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების (სესხის გადავადება) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, შემდეგი გადახდის თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 27.03.2017 წელი.
3.2.3. შპს "ო---–--- ფ-------" და გ------- ლ-–---ს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გ------- ლ-–---ზე გაიცა სესხი 1635 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 127 დღე, სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად: პირველი გადახდა 01.01.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეორე გადახდა 01.02.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მესამე გადახდა 01.03.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეოთხე გადახდა 01.04.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით. სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0,50%, სესხის ვადის გადაცილებისთვის ერთჯერადი ჯარიმა - ორ დღემდე - 100 ლარი, ოცდაათ დღემდე - 200 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2%, კლიენტის მიერ ვადის ბოლოს დასაფარი თანხა 2360,72 ლარი. სესხის სრულად დაფარვის თარიღი 2017 წლის 01 აპრილი.
3.2.4.2017 წლის 04 სექტემბერს შპს "ო--–--- ფ-------ს" დირექტორის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 2017 წლის 04 სექტემბრის მდგომარეობით გ------- ლ-–---ს დავალიანება შპს "ო--–--- ფ-------ს" მიმართ შეადგენს 4398,91 ლარს, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 947,95 ლარი, საკომისიო 136, 50 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 3314,47 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ო--–--- ფ-------ს" სარჩელი გ------- ლ-–---ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე გ------- ლ-–---ს, შპს „ო--–--- ფ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 436,50 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 136,50 ლარი) გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ შპს "ო---–--- ფ-------" და გ------- ლ-–---ს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გ------- ლ-–---ზე გაიცა სესხი 1635 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 127 დღე, სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად: პირველი გადახდა 01.01.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეორე გადახდა 01.02.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მესამე გადახდა 01.03.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, მეოთხე გადახდა 01.04.2017 წელს 590,18 ლარის ოდენობით, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0,50%, სესხის ვადის გადაცილებისთვის ერთჯერადი ჯარიმა - ორ დღემდე - 100 ლარი, ოცდაათ დღემდე - 200 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის - 947,50 ლარიდან მხოლოდ 300 ლარის ნაწილში.
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ გადახდილ იქნა სესხის ძირი თანხის ნაწილი 1351,04 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ უარყოფენ, რომ მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 1635 ლარის ოდენობით, სესხის ვადა 127 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი 0.50 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, გ------- ლ-–---ს მიერ გადახდილ იქნა ძირი თანხის ნაწილი 1351,04 ლარის ოდენობით, მას მოსარჩელის სასრგებლოდ სესხის ძირის სახით უნდა გადახდეს 300 ლარი, ხოლო პროცენტი 136,50 ლარი სრულად უნდა დაეკისროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, თვით ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება, ე.ი სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება - მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის თუ შეწყვეტისკენ. მხარეთა თანასწორობა და კერძო ნების ავტონომიურობა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფუნდამენტალური პრინციპებია. სწორედ, ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტები, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დებენ ხელშეკრულებებს და განსაზღვრავენ ამ ხელშეკრულებათა შინაარსს. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელიც თუმცა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის კანონით, მაგრამ, არ ეწინააღმდეგება მას. მიუხედავად, თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმპერატიულ ნორმებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ხელშეკრულების დადებისა თუ მისი შინაარსის განსაზღვრისას. ხელშეკრულების დადებისას, კანონის ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ეხება გარიგების ფორმას. ხელშეკრულება, შეიძლება დაიდოს ზეპირი, მარტივი წერილობითი, ან რთული წერილობითი ფორმით. ფორმის თაობაზე, თანხმდებიან მხარეები. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით პირდაპირაა დადგენილი შესაბამისი ფორმა.
კანონით განსაზღვრული ფორმის დაწესებას, სხვადასხვა საფუძველი აქვს. ამ მხრივ, საყურადღებოა: ა) გაფრთხილების ფუნქცია - ნების გამომვლენი დაცული უნდა იქნეს გარიგების დადებაზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისაგან; ბ) სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. ფორმის დაცვის (მაგ. წერილობითი ფორმის) დაცვის შედეგად, ცხადი ხდება რა სახით და რა შინაარსით დაიდო ხელშეკრულება. გ) იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია, ფორმის დაცვის შედეგად, შესაძლებელია დოკუმენტის შემდგენის იდენტიფიცირება. ასევე, ნების გამოვლენის მიმღებს, შეუძლია იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მიერაა გამოვლენილი ნება და რომ ნების გამოვლენა ნამდვილია. ამასთან, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ხელმოწერების შედეგად, იმის გარკვევა და ვარაუდის დაშვება, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერ პირს გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინაარსი და ეთანხმება მას. დ) ინფორმაციის მიწოდება და კონსულდტაციის გაწევის ფუნქცია. წერილობით ფორმას (განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებში), აქვს აქვს დატვირთვა, მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია ნაკისრ ვალდებულებებზე.
სწორედ, ხსენებული მიზნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით კანონით დადგენილი ფორმის დაცვა აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ გარიგება ჩაითვალოს ნამდვილად. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ხელშეკრულება ძალაში შედის, მხოლოდ, ამ ფორმის შესახებ, მოთხოვნის შესრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება, თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები, მოქცეულია სამართლებრივ ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას, კანონის იმპერატიული მოთხოვნების გარდა, რომელთა დაცვაც მხარეებს ევალებათ და რომლებიც უპირობოდ ვრცელდება შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, კანონმდებელი მხარეებს სთვაზობს სამართლებრივ დანაწესებს, რომელთა საკანონმდებლო ძალა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. აღნიშნული ნორმები, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები პირდაპირ განსაზღვრავენ მათ საკუთარ ხელშეკრულებაში. საკართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი ასეთი პირობაა - შეთანნხმება პირგასამტეხლოს თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დადთქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლოს სახით, ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. როგორც უკვე ითქვა, იმისთვის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეს მოეთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული შეთანხმებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ცალსახად და პირდაპირ ადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე, მხარეთა შეთანხმების წერილობით ფორმით გაფორმების ვალდებულებას. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმისთვის რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, ჩაითვალოს ნამდვილად, საჭიროა, ეს შეთანხმება დაიდოს წერილობითი ფორმით.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია მხარეთა ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ აქ გათვალისწინებულია მარტივი წერილობით ფორმა, რომელიც არ მოითხოვს, დამატებით სანოტარო წესით დამოწმებას. წერილობითი ფორმის შემთხვევაში, ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია გარიგების წარმოშობისკენ, გამოვლენილი უნდა იყოს ანბანური-ასო ნიშნებით.
აღნიშნული მუხლის ანალიზი, გვაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქროთ, წერილობითი ფორმის დაცვა, გულისხმობს, დოკუმენტის შედგენას, რომელზე დასმული იქნება მხარეთა ხელმოწერები. ამ ფორმით, დაცულია კანონნმდებლის მიზნები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც, დაადგინა კანონით გათვალისწინებული ფორმის სავალდებულოობა.
დოკუმენტის შედგენა შეუძლიათ მხარეებს, ასევე - მესამე პირებს, როგორც ხელნაწერი, ასევე, ნაბეჭდი სახით. აუცილებელია, ამ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერების დასმა. ხელმოწერას რამდენიმე დატვირთვა აქვს 1) მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ შინაარს და ასრულებენ საკუთარი ნების გამოვლენას; 2) ხელმოწერით ვლინდება ხელისმომწერის ვინაობა და დოკუმეტი დაცულია სხვა პირთა მიერ გაყალბებისგან. საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ წერილობითი ფორმა გულისხმობს, დოკუმენტის არსებობას, რომელზეც დასმულია მხარეთა ხელმოწერები.
მოცემულ შემთხვევაზე სახეზეა მართვის ელექტრონული საშუალებით, ელექტრონულად, ტექსტური ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან პირგასამტეხლოს თაობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დადასტურებული მხარეთა ხელმოწერით. ამდენად, განსახილველი შეთანხმება ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდქსის 418-ე მუხლით, პირგასამტეხელოზე შეთანხმებისთვის დადგენილი წერილობითი ფორმის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, აზრი ეკარგება საქართველოს 68-ე მუხლის მიზნებს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადებული ხელშეკრულებით მიუღწეველია ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც, კანონმდებელმა დაადგინა წერილობითი ფორმა. დარღვეულია დადებული ხელშეკრულების სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. სადავოა და მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმოდგენილი ხელშეკრულების ავთენტურობას. ასევე, ხელშეკრულება ვერ ადასტურებს მხარეთა იდენტურობას. რაც გულისხმობს იმას, რომ დაუდგენელია ეჭვი, პირგასამტეხლოს თაობაზე თანხმობის გამომხატველი პირი არის თუ არა მოპასუხე გ------- ლ-–--- და ნამდვილად ის გაეცნო თუ არა, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, იმ პირობებში, რომცა დაუზუზსტებელი რჩება, გარემოება, პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმების პთაობაზე, გაურკვეველია, რამდენად იყო ინფორმირებული მოპასუხე გ------- ლ-–--- საკუთარ ვალდებულებაზე, გადაეხადა პირგასამტეხლო. მით უმეტეს, შეუძლებელია მსჯელობა, აღნიშნული ფორმით დადებული გარიგების გამაფრთხილებელ ეფექტზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დგინდება, რომ მხარეები, პირგსამტეხლოს თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაცვით, არ შეთანხმებულან. რამაც გამოიწვია აღნიშნული ხელშეკრულების სრული შეუსაბამობა, როგორც სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, ასევე - ასევე, საკანონმდებლო მიზნებთან. ამდენად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე,წარმოდგენილ ხელშეკრულებაში შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, უნდა ჩაითვალოს ბათილად.
საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ შეთანხმებულან. ხოლო, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ მხარეს დაეკისროს პირგასამტეხლო, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება. პირგასამტეხლოს დაკისრების სხვა საფუძვლებს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასმტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.
თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დაუყოვნებლივ აღსრულება გამონაკლისია აღსრულების ზოგადი წესებიდან. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო და საკასაციო წესით. თუკი შემდგომში გადაწყვეტილება გაუქმდება, ან საქმის ხელახლა განხილვის დროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ან სარჩელი განუხილველი დარჩება, ან საქმის წარმოება შეწყდება, კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება.
დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.
ამ საკითხის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მოტივები ანუ უნდა მიეთითოს მიზეზები და განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლო მივიდა დაუყოვნებლივ აღსრულების წესის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.
სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვენელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
შპს „ო--–--- ფ-------“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 08.09.2017 წ. საგადასახადო დავალება N--) 7,50 ლარი, 3,42 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 39,08 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ო--–--- ფ-------ს" სარჩელი გ------- ლ-–---ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ------- ლ-–---ს, შპს „ო--–--- ფ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 436,50 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 136,50 ლარი) გადახდა.
3. შპს „ო--–--- ფ-------“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 08.09.2017 წ. საგადასახადო დავალება N--) 7,50 ლარი, 3,42 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 39,08 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
4. სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით
6. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე