(1) მე-3-6 მუხლებით განსაზღვრული წესების მიუხედავად, კრედიტორსა და  მოვალეს შეუძლიათ ნებისმიერ დროს რჩენის ვალდებულების მიმართ განსაზღვრონ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, როგორც გამოსაყენებელი სამართალი;

ა) ნებისმიერი იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც არის ერთ-ერთი მხარე სამართლის განსაზღვრის მომენტისათვის;

ბ) ერთ-ერთი მხარის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობა განსაზღვრის მომენტისათვის;

გ) მხარეების მიერ გამოსაყენებელ სამართლად განსაზღვრული კანონმდებლობა, ან ის სამართალი, რომელიც ფაქტიურად უკვე გავრცელდა მათ ქონებრივი რეჟიმზე;

დ) მხარეების მიერ გამოსაყენებელ სამართლად განსაზღვრული კანონმდებლობა, ან ის სამართალი, რომელიც  ფაქტობრივად უკვე გავრცელდა მათ ცალ-ცალკე ცხოვრების ან ოფიციალური განქორწინების რეჟიმზე.

(2) ასეთი შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული წერილობითი სახით ან ნებისმიერი საშუალებით ჩაწერილი, რომლის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში და ის ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ.

(3) 1-ელი  პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება რჩენის ვალდებულებების მიმართ, თუ ის ეხება 18 წლამდე ასაკის ან უფროს პირს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის ან არასაკმარისი პიროვნული შესაძლებლობების გამო არ შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა.

(4) 1-ელი  პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის მიუხედავად, კრედიტორს აქვს თუ არა უფლება რჩენის ვალდებულების გამოყენების უფლებაზე თქვას უარი, განისაზღვრება სამართლის განსაზღვრის მომენტისათვის კრედიტორის ჩვეული  ადგილსამყოფელის სახელმწიფო კანონმდებლობით.

(5) მხარეების მიერ განსაზღვრული, გამოსაყენებელი სამართლის ნორმები არ გამოიყენება , თუ სამართლის განსაზღვრის მომენტისათვის მხარეები არ იყვნენ სრულად ინფორმირებულები და არ ჰქონდათ გაცნობიერებული სამართლის განსაზღვრით გამოწვეული შედეგი, და თუ ასეთი გამოსაყენებელი სამართლის ნორმები რომელიმე მხარისათვის გამოიწვევს აშკარად უსამართლო ან არაგონივრულ შედეგ