1. რამდენიმე ტერიტორიული ერთეულის მქონე სახელმწიფოების მიმართ, რომლებშიც გამოიყენება ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემა ან სხვადასხვა კანონი, ამ კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში -

ა) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს კანონმდებლობაზე ან პროცედურაზე უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ კანონსა  თუ პროცედურაზე;

ბ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცნობაზე, ცნობასა და აღსრულებაზე, აღსრულებაზე თუ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანაზე, უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება  შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცნობასა და აღსრულებაზე, აღსრულებაზე თუ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანაზე;

გ) ნებისმიერი მითითება სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოზე ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება, თავად ამ ტერიტორიული ერთეულის ორგანოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოზე;

დ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებზე, საჯარო დაწესებულებაზე და ამ სახელმწიფოში არსებულ  სხვა ორგანოებზე, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების გარდა, საჭიროებისამებრ, უნდა განიმარტოს, როგორც მითითება, თავად ამ ტერიტორიულ უფლებამოსილ ორგანოზე, რომელიც მოქმედებს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;

ე) ნებისმიერი მითითება საცხოვრებელ ადგილზე ან ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე, ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება,  საცხოვრებელ ადგილზე ან ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;

ვ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოში აქტივების ადგილმდებარეობაზე უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება, აქტივების ადგილმდებარეობაზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;

ზ) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოში მოქმედ ნაცვალგების შეთანხმებაზე ამ სახელმწიფოში, საჭიროებისამებრ უნდა განიმარტოს, როგორც  მითითება,  შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ ნაცვალგების შეთანხმებაზე;

თ) ნებისმიერი მითითება უფასო იურიდიულ დახმარებაზე ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს როგორც მითითება, საჭიროებისამებრ, უფასო იურიდიულ დახმარებაზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;

ი) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოში შედგენილ რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმებაზე უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;

კ) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს მიერ ხარჯების ამოღებაზე უნდა განიმარტოს როგორც მითითება, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მიერ ხარჯების ამოღებაზე.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზ