განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2019
საქმის ნომერი
330210018002664233
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002664233

N2ბ/2290-2019

თბ--–--ის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2019 წელი ქალაქ თბ--–--ი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ლი--- მა------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქე------ გო–-------ბრ----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ქე------ გო–-------ბრ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლი--- მა-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ში, გე------ის ქუჩა №3, ს/კ 01.15.05.060.012.01.506 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ქე------ გო–------- ბრ----ეს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, დაზუსტებული ფართობი 493 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 206 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქე------ გო–-------ბრ----ის სახელზე;

 

2.2. უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, დაზუსტებული ფართობი 493 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 16 კვ. მ., 5 კვ. მ.; 29 კვ. მ.; 4 კვ. მ. და 8 კვ. მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლი--- მა-----ის სახელზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, დაზუსტებული ფართობი 493 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 206 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ქე------ გო–-------ბრ----ის სახელზე. ასევე, დადგენილი იყო, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, დაზუსტებული ფართობი 493 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 16 კვ. მეტრი, 5 კვ. მეტრი; 29 კვ. მეტრი; 4 კვ. მეტრი და 8 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ლი--- მა-----ის სახელზე.

 

სასამართლომ მიუთითა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად.

 

სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ ქე------ გო–-------ბრ----ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ფართს მინიჭებული ჰქონდა საკადასტრო კოდი 0----------------------. ასევე დადგენილი იყო, რომ ცალკე საკადასტრო კოდის ქვეშ იყო მოქცეული ამავე მისამართზე მდებარე ლი--- მა-----ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი - 0----------------------. შესაბამისად უსაფუძვლო იყო მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მოიცავდა ლი--- მა-----ის კუთვნილ უძრავ ნივთს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ქე------ გო–-------ბრ----ის სახელზე არასწორად იყო №0---------------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი რეგისტრირებული. ამასთან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე იყო მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო - ლი--- მა-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ში, გე------ის ქუჩა №3 (ს/კ0----------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემოდა ქე------ გო–-------ბრ----ეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდაოდ დადგენილად, რომ: ა) უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, დაზუსტებული ფართობი 493 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 206 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქე------ გო–-------ბრ----ის სახელზე; ბ) უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, დაზუსტებული ფართობი 493 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 16 კვ. მეტრი, 5 კვ. მეტრი; 29 კვ. მეტრი; 4 კვ. მეტრი და 8 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლი--- მა-----ის სახელზე. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით არასწორად იქნა მიჩნეული დადგენილად, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიდნენ.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მხედველობაში არ მიიღო, რომ 206 კვ.მ. ფართში მოსარჩელეს საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ 15/146 ნაწილი.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს კუთვნილი ფართი მოიცავდა მოპასუხის კუთვნილ ფართსაც, იმ მოტივით, რომ ორივეს სხვა და სხვა საიდენტიფიკაციო კოდები გააჩნდა.

 

აპელანტის მთითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით (სამკვიდრო მოწმობა, ნასყიდობის ხელშეკრულება), ლი--- გო–------მ, ვისგანაც მოსარჩელემ შეიძინა სადავო უძრავი ნივთი, დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო არა 206 კვ.მ. უძრავი ქონება, არამედ, მისი 15/146 ნაწილი, ხოლო დედამ, სწორედ ამ ნაწილზე დადო ნასყიდობის ხელშეკრულება ქონების პირვანდელ მესაკუთრესთან - ვა---------ასთან, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული.

 

3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა რაიმე შემზღუდველი გარემოება ლი--- მა-----ის დაკავებული ფართიდან გამოსახლებზე, რამეთუ, მას ამავე მისამართზე გააჩნია 62 კვ.მ. უძრავი ქონება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია საქმის მასალებში. ამასთან, სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, ამავე მისამართზე მცხოვრები მოწმეების დაკითხვის თაობაზე.

 

3.4. აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მას მიერთებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი არა 206 კვ.მ. ფართი, არამედ, 15,78 კვ.მ. ფართი თავის საძილე ფართთან, რაც განხორციელებული იყო თავდაპირველ მესაკუთრე ვა---------ასთნ დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, უვლიდა მას და გაასვენა კიდევაც თავისივე ხარჯებით. მას შემდეგ ფართი მნიშვნელოვნად გადააკეთა და გააორმაგა მისი ღირებულება.

 

3.6. უსაფუძლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ფართს ფლობს კანონიერად.

 

3.7. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, 25.06.2019 წელს, აპელანტმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 11.05.2018 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ში, გე------ის ქ. N3, დაზუსტებული ფართით 206.00 კვ.მ. (ს/კ N0----------------------), წარმოადგენს ქე------ გო–-------ბრ----ის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.11.2008, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების რეგისტრაციის თარიღია: 01.12.2008 წ. (იხ. ტომი 1; ს/ფ 19-20; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

4.2. თავის მხრივ, 25.11.2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ლი--- გო–------მ, ქეთევენ გო–-------ბრ----ეს, მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ი, გე------ი, N3, ფართი: 206 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნობა ლი--- გო–------ს, თანახმად, ამონაწერისა საჯარო რეესტრიდან, რეგისტრაციის N882008316244-28/10/2008, საკადასტრო კოდი N0----------------------. (ტომი 1; ს.ფ. 17-18; 25.11.2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება);

 

4.3. 29.10.2008 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ში, გე------ის ქ. N3, 206.00 კვ.მ. (ს/კ N0----------------------), წარმოადგენდა ლი--- გო–-----ის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია სამკვიდრო მოწმობა N2-59, დამოწმების თარიღი: 28.10.2008 წ. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 29.10.2008 წ. (იხ. ტომი 1; ს/ფ 71; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

4.4. 2008 წლის 28 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ლი--- გო–-----ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, ლი--- გო–------მ, როგორც ნინო გო–-----ის მემკვიდრემ, მოიპოვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ.თბ--–--ი, მთაწმინდა, გე------ის ქ. N3-ში, მთელი საცხოვრებელი სახლის მახასიათებლებია, N1, ლიტერი - ა, სართულიანობა - 1, საერთო ფართი - 206 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 146 კვ.მ., დამხმარე ფართი - 60 კვ.მ., საცხოვრებელი ფართის 15/146-ის წილზე (ტომი 1; ს/ფ 115-118; სამკვიდრო მოწმობა).

 

4.5. 02.05.2017 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--ში, გე------ის ქ. N3, დაზუსტებული ფართობი: 493.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 60, ფართი 16 კვ. მ., 5 კვ. მ.; 29 კვ. მ.; 4 კვ. მ. და 8 კვ. მ. ს/კ 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლი--- მა-----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: პრივატიზაციის ხელშეკრულება, გაფორმებული 1992 წლის 21 მაისს; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 30.08.2005 წ.

 

4.7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქე------ გო–-------ბრ----ის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: N0----------------------, ფლობს მოპასუხე ლი--- მა------. აღნიშნულ გარემოებას არც აპელანტი ხდის სადაოდ (იხ. შესაგებელი (ს/ფ 41) და სააპელ. საჩივარი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს. რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად დამტკიცებულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით, მართალია, არ ცნო სარჩელი, თუმცა დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ ფლობდა სადავო ფართის. კერძოდ, განმარტა, რომ სადავო ფართში იგი ცხოვრობდა კანონიერად, რასაც დაადასტურებდა სასამართლოში საქმის განხილვის დროს. საქარველოს სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად კი, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ მოპასუხე ფლობს და სარგებლობს სადავო ფართს. უფრო მეტიც, შესაგებელში მოპასუხე ასევე უთითებდა, რომ სადავო ფართს დაეუფლა მესაკუთრესთან დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ეს გარიგება დაიდო ზეპირად და საჯარო რეესტრში არ ასახულა.

 

4.8. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ქე------ გო–-------ბრ----ის მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ლი--- მა-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

4.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქე------ გო–-------ბრ----ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მოდავე მხარეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების მესაკუთრეებს (უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, დაზუსტებული ფართით 206 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქე------ გო–-------ბრ----ის სახელზე; უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბ--–--ი, გე------ის ქუჩა №3, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართით 16 კვ.მ., 5 კვ.მ.; 29 კვ.მ.; 4 კვ.მ. და 8 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლი--- მა-----ის სახელზე).

 

4.11. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია (სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავ ქონებებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.11.2008. ამ კუთხით, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილია ლი--- მა-----ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ქე------ გო–-------ბრ----ის მიმართ 25.11.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, (ტომი 1; ს.ფ. 52-63), თუმცა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ლი--- მა------ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე. ამ განჩინებაზე, შეგებებული სარჩელის ავტორს კერძო საჩივარი არ შეუტანია).

 

4.12. როგორც აღინიშნა აპელანტი (მოპასუხე) თავს მიიჩნევს სადავო ფართის მართლზომიერად მფლობელად მასსა და ძველ მესაკუთრეს (ვა---------ას) შორის დადებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამავე კოდექსის 942-ე მუხლის თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას ამ გარემოებაზე. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გააჩნდა რაიმე უფლება, რითაც დადასტურდებოდა სადავო ფართოს მართლზომიერ ფლობას. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 4.1. და 102-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე მხარეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

4.13. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.

 

4.14. ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო სადავო უძრავი ნივთები, და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემოდა მოსარჩელე მხარეს.

 

4.15. პალატა აღნიშნავს, რომ 25.06.2019 წელს წარმოდგენილი განცხადებით, აპელანტი შუამდგომლობს წინამდებარე საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე, ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვამდე.

 

დადგენილია, რომ თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით, ლი--- მა-----ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. შუამდგომლობაზე თანდართული სარჩელით ირკვევა, რომ ლი--- მინთიძე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბ--–--ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (N882008316244-03(29.10.2008) და მის საფუძველზე, განხორციელებული, თბ--–--ი, გე------ის ქ.N3-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 0-----------------------ის სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის (იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ლი--- გო–------მ 2008 წლის 28 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობით, რომლის სარეგისტრაციო ნომერია: 2-59, დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო გე------ის ქ. N3-ში მდებარე საწილო 493 კვ.მ. მიწის ფართზე მდგარი 206 კვ.მ. უძრავი ქონება, რომელიც ასევე საწილოა და მისგან სამკვიდრო მოწმობით ეკუთვნოდა არა მთლი---დ, არამედ, მისი 15/146 ნაწილი) ბათილად ცნობას.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, Nას-551-519-2012, 11.06.2012წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის საქმის განხილვას, არ დგინდება. კერძოდ, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა 25.11.2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების და სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ლი--- გო–------ს საკუთრებად აღირიცხა ქ. თბ--–--ში, გე------ის ქ. N3-ში მდებარე 206.00 კვ.მ. და არა 206 კვ.მ. ფართის 15/146 ნაწილი, როგორც ეს მამკვიდრებელზე იყო აღრიცხული.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელით აპელანტი სადაოდ არ ხდის მოსარჩელეს საკუთრების უფლებას 206 კვ.მ. ფართის 15/146 წილზე, რაც შეადგენს 21.1. კვ.მ. ფართს და არა 15.78 კვ.მ-ს, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს და სწორედ ამ ფართის გამოთხოვას სხვისი უკანონო მფლობელობიდან მოითხოვს მოსარჩელე სამოქალაქო სარჩელით.

 

ამდენად, ადმინისტრაციული წესით განსახილველი დავა, ვერ გახდება წინამდებარე სამოქალაქო დავის განხილვის შეჩერების საფუძველი.

 

4.16. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასევე შუამდგომლობს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მითითებული პირების დაკითხვის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი 1-ელი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, შუამდგომლობდა მოწმის სახით სამი პირის დაკითხვის თაობაზე. მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოწმეები დაადასტურებდნენ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რითაც შესაძლოა დადგინდეს სადავო ფართზე მოპასუხე მხარის მართლზომიერი უფლება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მართლზომიერი ფლობის საფუძვლად მიუთითებდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, რომელიც კანონის თანახმად იდება წერილობითი ფორმით და დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. შესაბამისად, ამ გარემოებების სხვა სახის მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურება დაუშვებელია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენელს ალექსანდრე ქოჩიაშვილს უარი ეთქვა მოწმის სახით ზემოაღნიშნული პირების დაკითხვის თაობაზე. აღნიშნული განჩინება აპელანტს სსსკ-ის 377.1. მუხლის (სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები,რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა) შესაბამისად, არ გაუსაჩივრებაია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, როგორც წაგებულ მხარეს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლი--- მა-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია