გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
020210018002693643
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 02021--1-0-269364- (2/2093-1-)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.03.2019 წ ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ცი--–--------–---–--

წარმომადგენელი ლ-–-----–----------–-----------ავა

მოსარჩელე ლა–--------–---–-ა

დავის საგანი:

ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ქონების გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზუ--------------------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით 4-.1-.05.2--.01.0-3) ცი--–--------–---–--სა და ლა–--------–---–-ას შორის 17.11.20-- წ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა.

1.2. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს შემდეგი ნივთები: მონიკელებული 1 ცალი საწოლი, 1 ცალი ტანსაცმლის სამკარიანი კარადა, ძვირფასი ჭურჭლეულობის კომპლექტი, მისაღები ოთახის სერვანდი, საძინებელი ოთახის კომოდი სარკიანი, თეთრეული და საბნები 3 წყვილი, 5 გრამიანი ოქროს ბეჭედი ლალის დიდი თვლით (საერთო ღირებულება 30-- ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მისი მტკიცებით სადავო ქონება მას ეკუთვნის, რადგან მის ბაბუას ეკუთვნოდა. ბინის პრივატიზაციისთვის საჭირო ფინანსური სახსრები მისმა დამ გადაუხადა მოსარჩელეს, რომელსაც ის უვლიდა და პატრონობდა, რადგან მარტოხელაა და სხვა დამხმარე არავინ ჰყავს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ზუ--------------------------------ში მდებარე უძრავ ნივთის (საკადასტრო კოდით 4-.1-.05.2--.01.0-3) ამჟამინდელი მესაკუთრეა ლა–--------–---–-ა. უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღია 16.1-.201- წ.

 

უძრავი ნივთის წინა მესაკუთრეა ცი--–--------–---–--.

 

ცი--–--------–---–--მ ლა–--------–---–-ას უძრავი ნივთი საკუთრებაში გადასცა 17.11.20-- წ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/კ 4-.1-.05.2--.01.0-3, მომზადების თარიღი 06-------- 1-------)

-საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/კ 4-.1-.05.2--.01.0-3, მომზადების თარიღი 16/1-/201- 1-------)

-17.11.20-- წ ჩუქების ხელშეკრულება

 

3.2. ცი--–--------–---–-- და ლა–--------–---–-ა ნათესავები არიან.

 

ლა–--------–---–-ა შეძლებისგვარად ზრუნავს ცი--–--------–---–--ზე, თუმცა გაწეული დახმარება არ არის საკმარისი ცი--–--------–---–--ს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად.

 

ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე და მას შემდეგ ამ ბინაში ცხოვრობს ცი--–--------–---–--. მას სხვა საცხოვრებელი არა აქვს.

 

ბინაში ლა–--------–---–-ამ საკუთარი სახსრებით ჩაატარა გარკვეული სამუშაოები, რითაც ცი--–--------–---–-ს საცხოვრებელი პირობები არსებითად არ გაუმჯობესებულა.

 

გარკვეული პერიოდი ის უყურადღებოდ დარჩა და მეზობლების მეთვალყურეობის ქვეშ და მათი დახმარების იმედზეა. მეზობელმა დახმარებისთვის მის სხვა ნათესავს მიმართა და ამჯერად ცი--–--------–---–-- მასთან ცხოვრობს სხვა ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

 

3.3. ცი--–--------–---–-- რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას ყოველთვიურად თვეში 50 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი 19.1-.201- წ

 

3.4. მოსარჩელის კუთვნილი მონიკელებული 1 ცალი საწოლის, 1 ცალი ტანსაცმლის სამკარიანი კარადის, ძვირფასი ჭურჭლეულობის კომპლექტის, მისაღები ოთახის სერვანდის, საძინებელი ოთახის სარკიანი კომოდის, თეთრეულის და საბნების (3 წყვილი), 5 გრამიანი ოქროს ლალისთვლიანი ბეჭდის ლა–--------–---–-ას მიერ დაუფლება საქმის მასალებით არ დადგინდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ჩუქების ხელშეკრულება ბათილია

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 59-ე, 172-ე, 524-ე, 941-ე, 942-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

გარიგება ყოველთვის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავს მიზნად, მაგრამ გარიგების მონაწილეების მიერ არჩეული საშუალებები ან მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები ხშირად არ არის სამართლით შემოთავაზებული შესაძლებლობის ადეკვატური ან ეკვივალენტური. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგი ნების გამოვლენა იწვევს დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ზოგი კი არა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამდენად, ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია,რაც იმას ნიშნავს, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო.

 

ასეთი მიზნის მიღწევა სადავო ხელშეკრულებას არ ჰქონია. უძრავი ნივთის სხვისთვის უსასყიდლოდ გადაცემის სურვილი ცი--–--------–---–--ს არ ჰქონდა ის სოციალურად დაუცველი პირია, პენსიონერია, უჭირს თავის მოვლა, სხვა საცხოვრებელი არა აქვს. საქმის განხილვით დადგინდა, რომ მოპასუხე მისი ძმისშვილია, გარკვეულ მზრუნველობას იჩენს მის მართ, დაინტერესებულია ბინაზე საკუთრების უფლების მიღებით ამიტომ ის, როგორც მესაკუთრე თანახმაა მომავალში ლა–--------–---–-ა გახდეს ბინის მესაკუთრე, თუკი რაღაც დონეზე უზრუნველყოფილი იქნება მისი მოვლა-პატრონობა და მზრუნველობა.

 

ამგვარი შინაარსის ხელშეკრულება ვერ იქნება ჩუქების ხელშეკრულება იგი შეიძლება განვიხილოთ სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად, რაც რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლით.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, რაც არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ექვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალის სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდეც ქონების ღირებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა, როგორც ჩანს დაფარეს სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. დაკითხულმა მოწმეებმა აჩვენეს, რომ მოპასუხე ცდილობდა ეზრუნა მოსარჩელეზე, მათ დააფიქსირეს რომ მოპასუხემ რამდენჯერმე მიიტანა შეშა და პროდუქტები მოსარჩელის მისამართზე.

 

სადავო გარიგების მოჩვენებითობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ არ მომხდარა დასაჩუქრებულისთვის ქონების ფაქტობრივი გადაცემა, ანუ ახალი მესაკუთრე არ დაუფლებია ქონებას.

 

შინაგან რწმენას, რომ სადავო გარიგება მოკლებული იყო ნამდვილობას სასამართლოს განუმტკიცებს მოსარჩელის მიერ აღწერილი ფაქტების და მოპასუხის სურვილის - დაამტკიცოს, რომ სათანადოდ ზრუნავს მოსარჩელეზე ლოგიკური ურთიერთდაკავშირება, რომელიც იძლევა მხარეებს შორის არსებული ნამდვილი ნების გამოვლენის (ურთიერთობის) შინაარსის დადგენის შესაძლებლობას.

 

დაფარული გარიგების- სამიდღემსიო რჩენის ხელშეკრულებისთვის სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას. აღნიშნული კოდექსის 942-ე მუხლით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

 

გარიგების ბათილობის აღნიშნული საფუძველი სახეზე გვაქვს, რადგან ხელშეკრულება უძრავი ნივთის გადაცემას შეეხება და იგი სათანადო წესით არ არის დამოწმებული სანოტარო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების დაუფლება მოპასუხის მიერ საქმის მასალებით არ დადგინდა. პირიქით, უძრავ ნივთებს, სადაც მოსარჩელის მითითებით ეს ქონება უნდა ყოფილიყო მოპასუხე არ დაუფლებია, იქ მოსარჩელე ცხოვრობდა. შესაბამისად ამ ნაწილში, სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 1-- ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ამ საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი 17.11.20-- წ ცი--–--------–---–--სა და ლა–--------–---–-ას შორის უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 4-.1-.05.2--.01.0-3 (მდებარე ზუ--------------------------------ში) დადებული ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება გადაეცეს მოსარჩელეს.

3. მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.

5. მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1-- ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა