გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2018
საქმის ნომერი
190210017002226500
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3012-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "პ------–-------------------------ო"

წარმომადგენელი თეონა კავთელაძე

მოპასუხე ნ---- მ---ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.ნ---- მ---ისათვისთვის 1478 ლარის დაკისრება;

(მოსარჩელის განმარტება 20.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 30 ივნისს შპს ტვინოსა (ყოფილი ნეთ კრედიტი) დადებული N 464892006 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 900 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი 14.22% - 128 ლარი. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მის მიერ გადახდილია პირგასამტეხლო 50 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა: ძირითადი თანხა 900 ლარი, სარგებელი 128 ლარი და პირგასამტეხლო 450 ლარი.

(მოსარჩელის განმარტება 20.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის გადავადების საკომისიოს სახით გადახდილი აქვს 1000 ლარი, თანხას იხდიდა სწრაფი გადახდის აპარატებით. სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ცნობს სესხის ძირითად თანხის და სარგებლის დაკისრების მოთხოვნას, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ ცნო, რადგან წერილობითი შეთანხმება მხარეებს შორის არ დადებულა. ხელშეკრულება დადებულია ელექტრონული ფორმით, რაც წერილობით ფორმით ხელშეკრულების დადებას არ ნიშნავს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 ივნისს შპს ტვინოსა (ყოფილი ნეთ კრედიტი) დადებული N 464892006 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ნ---- მ---მა მიიღო სესხი 900 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი 14.22% - 128 ლარი. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-29)

 

3.2. ნ---- მ---მა სესხად მიღებული თანხა არ დააბრუნა. მოპასუხის დავალიანებაა: ძირითადი თანხა 900 ლარი, სარგებელი 128 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 450 ლარი. მსესხებელს მოსარჩელისათვის 2017 წლის 28 თებერვალს გადახდილი აქვს 50 ლარი, რაც გამსესხებელმა გამოაკლო დარიცხულ პირგასმატეხლოს, რადგან თანხა გადახდილია სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– სარჩელი (ს.ფ. 2-5)

– საგადახდო ისტორია (ს.ფ. 30. ტომი 1)

– მხარეთა განმარტებები (20.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2.3. შპს „ტვინოსა“ და შპს „პ------–-------------------------ოს“ შორის 2016 წლის 28 დეკემბერს დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ტვინომ’ მოსარჩელეს დაუთმო ნ---- მ---თან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 28. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 328-ე

68-ე, 420–ე, 361-ე, 316-ე მუხლები

“??????????? ??????????? ?? ??????????? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია და ითვალისწინებს სესხზე სარგებლის 61,96 ლარის დარიცხვას. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი.

 

მოპასუხემ დაადასტურა, რომ არ დაუბრუნებია სესხად მიღებული თანხა და სარგებელი, ამდენად, მას არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპს პრბლწმური აქტივების ბიუროსათვის სესხის ძირითადი თანხის 300 ლარის და სარგებლის 61.96 ლარის გადახდა.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასმატეხლოს გადახდა, რის გამოც მოპასუხეს სესხის თანხასთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების აუცილებელი პირობაა მხარეთა მიერ შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვა, რადგან მხოლოდ წერილობით დადებული ხელშეკრულება წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმის დაცვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა,მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.

 

ამდენად, ამ ნორმის თანახმად, შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვისათვის საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით; გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

 

შპს „ტვინოს“ მიერ სესხის ხელშეკრულების პირობები შემუშავებულია როგორც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც განთავსებულია მის ვებგვერდზე და არსებობს ვებგვერდზე მისი ელექტრონული ფორმით გაცნობის შესაძლებლობა.

 

ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონულ ფოსტაზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებთ.

 

ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოში მითითებულია შემდეგი განმარტებები: დღეისათვის არსებობს ტერმინ „ელექტრონული ხელმოწერის“ რამდენიმე განმარტება. მას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა გამოყენების არეალში. საერთაშორისოდ აღიარებული განმარტებაა მოცემული საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების კომისიის მიერ (The United Nations Commission on International Trade Law (UNCITRAL)), სადაც ელექტრონული ხელმოწერა ნიშნავს: მონაცემთა გზავნილში არსებული ელექტრონული მონაცემები, რომლებიც მიბმულია ან ლოგიკურად დაკავშირებულია მასთან და რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელმომწერის მონაცემთა გზავნილთან კავშირის მიზნით ხელმომწერის იდენტიფიცირებისთვის და მიუთითებს ხელმომწერის თანხმობას იმ ინფორმაციაზე, რაც განთავსებულია მონაცემთა გზავნილში.

 

ასევე, არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული „ციფრული ხელმოწერის“ განმარტება, რომელიც მოცემულია ISO 7498-2 სტანდარტში (EESSI-ის საბოლოო დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „ხშირად ტერმინი „ციფრული ხელმოწერა“ გამოიყენება ტერმინის „ელექტრონული ხელმოწერა „ნაცვლად“). სტანდარტი „ციფრულ ხელმოწერას“ განმარტავს, როგორც უსაფრთხოების მექანიზმს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვადასხვა სერვისის მიწოდებისთვის, როგორიცაა აუთენთიფიკაცია, მონაცემთა წარმომავლობის აუთენთიფიკაცია, მონაცემთა ერთიანობა (დაურღვევლობა) და უარყოფის შეუძლებლობა.

 

EESSI-ის საბოლოო დოკუმენტში ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ 1999/93/EC დირექტივის ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომა საშუალებას არ იძლევა, რომ მითითება გაკეთდეს სპეციფიკურ ტექნოლოგიაზე, როგორიცაა ციფრული ხელმოწერა დამყარებული ასიმეტრიულ კრიპტოგრაფიაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფის დასკვნის შესაბამისად, ნათელია, რომ დირექტივა, როცა „განვითარებულ ელექტრონულ ხელმოწერას“ აღწერს, გულისხმობს სწორედ ასიმეტრიული კრიპტოგრაფიის და სერტიფიკატზე დამყარებული ვერიფიკაციის მახასიათებლებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია დირექტივის „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის“ განმარტების მსგავსება ISO 7498-2 (დამატება 2) სტანდარტის „ციფრული ხელმოწერის“ განმარტებასთან და მოცემულია დასკვნა, რომ „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა“, რომელიც შეიძლება არც იყოს განხილული, როგორც „კვალიფიციური“, რეალურად ISO სტანდარტით განმარტებული „ციფრული ხელმოწერის“ ეკვივალენტურია (EESSIl; გვ. 15).

 

ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებთან ერთად, საბანკო სექტორში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა „ელექტრონული ხელმოწერის ევროპის საზედამხედველო უწყებების ფორუმის (The Forum of European Supervisory Authorities for Electronic Signature (FESA)) სამუშაო დოკუმენტი, კერძოდ „სამუშაო დოკუმენტი განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის შესახებ“ (Working Paper on Advanced Electronic Signature, October 12. 2004). ეს დოკუმენტი ასევე იზიარებს დირექტივის „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის“ განსაზღვრების ტექნოლოგიურად ნეიტრალურ ხასიათს და მიუთითებს, რომ პრაქტიკაში მისი გამოყენება ძირითადად ეყრდნობა ასიმეტრიულ შიფრაციას.

„განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის“ გამოყენებისას სერტიფიკატზე დამყარებული ხელმოწერის შინაარსის გაგებისთვის ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ განმარტავს UNCITRAL-ი სერტიფიკატს: „სერტიფიკატი“ ნიშნავს მონაცემთა გზავნილს ან სხვა ჩანაწერს, რომელიც ადასტურებს კავშირს ხელმომწერსა და „ხელმოწერის შექმნის მონაცემებს“ შორის.

სწორედ ხელმომწერის დაკავშირება „ხელმოწერის შექმნის მონაცემებსა“ (რაც, თავის მხრივ, კავშირშია ხელმომწერთან) და ხელმოწერილ დოკუმენტთან, წარმოადგენს განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შინაარსს. შესაბამისად, განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის პრაქტიკაში დანერგვა უკავშირდება სერტიფიკატის გამოყენებას.

 

2016 წელს მოქმედი “??????????? ??????????? ?? ??????????? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ, თუ ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში (მოწმობაში) მითითებული მონაცემების შესაბამისად და შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება და დადასტურება. 2. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ ფორმას. 3. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოწმობის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირ არ მოითხოვს სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერის გამოყენებას. 4. ამ კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, თუ არსებობს ორი ან ორზე მეტი პირის შეთანხმება, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 5. სასამართლომ არ შეიძლება უარი თქვას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის მტკიცებულების სახით დაშვებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 892-ე, 942-ე და 1357-ე მუხლებით განსაზღვრულ გარიგებებზე ან/და ხელშეკრულებებზე.

 

ამ ნორმით დადგენილია პირადი ხელმოწერისა და ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის აღიარების პირობები. ამ კანონის თანახმად, ელექტრონული ხელმოწერა არის ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა, რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ დოკუმენტთან მისი კავშირის აღსანიშნავად; ციფრული ხელმოწერა არის ელექტრონული ხელმოწერის ნაირსახეობა, რომელიც მიღებულია ელექტრონულ მონაცემთა კრიპტოგრაფიული გარდაქმნის შედეგად, ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების გამოყენებით, ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: დაკავშირებულია მხოლოდ ხელმომწერთან, მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმომწერის ვინაობის დადგენა, იგი შექმნილია ხელმომწერის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი დახურული გასაღების მეშვეობით, ისეა დაკავშირებული მონაცემებთან, რომ იძლევა იმის აღმოჩენის საშუალებას, მოხდა თუ არა ცვლილება ამ მონაცემებში.

 

ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში (მოწმობაში) მითითებული მონაცემების შესაბამისად. შესაბამისად, ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად კანონით დაწესებულია შესაბამისი სერტიფიკატის არსებობა, სადაც აღინიშნება ინფორმაცია ელექტრონული ხელმოწერის მონაცემების შესახებ.

 

ამავე დროს ამ კანონით დადგენილია, რომ ამ კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, თუ არსებობს ორი ან ორზე მეტი პირის შეთანხმება, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

 

მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, რომ მან მოსარჩელისაგან სესხად მიიღო თანხა. ამასთან სესხი სარგებლიანია. ამ შემთხვევაში სესხის მიღებაზე ოფერტი (წინადადება ხელშეკრულების დადებაზე) გაკეთებულია მოპასუხე ნ---- მ---ის მიერ, მის მიერ მოთხოვნილია სესხის კონკრეტული თანხა. ოფერტი გაკეთებულია მოსარჩელის ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით, რის შემდეგ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის შესახებ ეცნობა მსესხებლის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომერზე შეტყობინებით, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა მოთხოვნილი სესხის თანხა. მოპასუხეს ელექტრონული ფოსტის მისამართი განაცხადში არ მიუთითებია.

 

“??????????? ??????????? ?? ??????????? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ, თუ ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში (მოწმობაში) მითითებული მონაცემების შესაბამისად და შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება და დადასტურება. ამდენად, ელექტრონული ხელმოწერის სადაოობის საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ დაინტერესებულ პირს სადაო გარიგების დადების ნება არ გამოუვლენია და მის ნაცვლად ნება სხვა პირმა გამოავლინა ელექტრონული ფორმით.

 

მოპასუხე ცნობს სარჩელს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში, რითიც ადასტურებს, რომ მის მიერ განაცხადში მითითებული სესხის თანხა მიიღო და რომ სესხი იყო სარგებლიანი, სარგებლის დარიცხვა, მისი ოდენობა მიკოროსაფინანსო ორგანიზაციის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობაა. შესაბამისად, ამ ნაწილში სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადაო არ არის. სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ მოპასუხე ინფორმირებულია ვებგვერდზე მის მიერ შეთავაზებულ პირობებზე, რაზეც იგი თანხმობას აცხადებს, რაც ელექტრონულად სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში ვლინდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კანონით დადგენილი წესის დაცვით ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული არ არის. თუმცა, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის“ შესახებ კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, რადგან დავა შეეხება ორ პირს შორის შეთანხების დადებას, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნებას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით არის გამოვლენილი სესხის ხელშეკრულების დადების ნება. ამდენად, მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%-ის ოდენობით. ამვე დროს ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით დადგენილია პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა, რაც შეადგენს სესხის თანხის 200%-ს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

მართალია, მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ შეასრულა, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არაგონივრულად მაღალია.

 

პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია სესხის გადაუხდელი ნაწილის ნახევარი თანხა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, ვიდრე კრედიტორის შესაძლო ზიანის პრევენციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობაში იგულისხმება ისეთი თანხის დაკისრება, რაც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოვალეს და არ გაართულებს ვალდებულების შესრულებას.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გადაუხდელი სესხის თანხა არ არის მცირე ოდენობის თანხა, ვალდებულება 1 წლისა და 6 თვეზე მეტი დროის მანძილზე არ შესრულებულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითად თანხის და საკომისიოს დავალიანების 0.05%-ით, რაც შეადგენს დღეში 0.51 ლარს, ხოლო ვადის გადაცილების 505 დღეში შეადგენს 259 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 900 ლარის, სარგებლის 128 ლარის და პირგასამტეხლოს 259 ლარის გადახდა, საერთო ჯამში 1287 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნის 87%, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 87%, რაც არის 43.5 ლარი. დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო 1028 ლარის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 84%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 43.5 ლარის 84% არის 36.54 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 6.96 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულების 661,96 ლარის 4%-ია 26,47 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 100 ლარის დაკისრებას, რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 59.1 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „პ------–-------------------------ოს“ სარჩელი;

1.1. ნ---- მ---ს დაეკისროს შპს „პ------–-------------------------ოსათვის“ 1287 ლარის გადახდა;

 

2. შპს „პ------–-------------------------ოს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 24 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 36.54 ლარი (საგადახდო დავალება N318) თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

3. ნ---- მ---ს დაეკისროს შპს „პ------–-------------------------ოსათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 6.96 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღურებლად 59.1 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

1. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი