გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210117002062916
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN2/22527-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 20198წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე

მოსარჩელე - ა-------- ა---–------ი

წარმომადგენელი - ნ-----------ე

მოპასუხე - დ------ დ-------–-–---–ი

წარმოამდგენელი - ჟ------------ი

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის არსებული ურთიერთობა აღიარებულ იქნას მესამე პირის, ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დადებულ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებად;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის 2----–-–---------------ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის მესამე პირის, ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დადებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება;

 

1.4. უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ა---------------- ს.კ. 0--------------- აღრიცხული იქნას ც----- კ-----ის მემკვიდრის, ნ-----–---- ა---–------ის საკუთრებაში;

 

(სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტდა 2018 წლის 04 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე).

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის რამდენად შეესაბამება 2----–-–---------------ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ც----- კ-----ის მიერ გამოხატული ნება მის სუბიექტურ განზრახვას, მიზანს და ობიექტურ ინტერესს სადავო ხელშეკრულების მიმართ. 2----–-–---------------ს ნასყიდობის ხელშეკრულება არ გამოხატავს ც----- კ-----ის შინაგან ნებას, ყველა იმ იურიდიული ფაქტების გათვალისწინებით რაც ხელშეკრულების გაფორმებამდე და მის შემდეგ დადგა, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორით. კერძოდ, სადავო ხელშეკრულება შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული პირობებით და არ უთითებს, რომ გამყიდველმა უფლება დაიტოვა სიცოცხლის ბოლომდე ესარგებლა გაყიდული ნივთით, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო გაეღო მისი მოვლა-პატრონობის და დაკრძალვის ხარჯები და ასევე გამხდარიყო მისი შვილის მეურვე, თუმცა მოვლენები ასე განვითარდა, სადავო ხელშეკრულება არ ასახავს მხარეთა შორის ობიექტურად არსებულ ურთიერთობას და ნასყიდობით დაიფარა სხვა გარიგება - სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს უნდა მოევლო ც----- კ-----ის შვილისთვის - ა-------- ა---–------ისთვის, რომელსაც გააჩნდა მყარი ფსიქიკური, გონებრივი და ინტელექტუალური დარღვევები. ც----- სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა შვილზე, მას შემდეგ, რაც ც----- კ------ ჩავარდა უმწეო მდგომარეობაში, დ------ დ-------–-–---–მა ა-------- ა---–------ი იძულებით მოათავსა ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, იმის გამო, რომ ა-------- ა---–------ს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება მოპასუხესთან, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 2----------ის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2----–-–---------------–-ს გადაწყვეტილება დ------ დ-------–-–--ლის მეურვედ დანიშვნის შესახებ. ასევე ყურადსაღებია გარიგების ფასი, რადგან სახლის ღირებულება ათჯერ ნაკლებია ნასყიდობის ღირებულებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ------ დ-------–-–---–მა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სწორედ ის ხელშეკრულება, რისი დადებაც სურდათ. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სწორედ ც----- კ------ დაუკავშირდა მას და შესთავაზა უძრავი ქონების შეძენა. ც----- ცდილობდა ეპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც მზრუნველობას გაუწევდა, დაუტოვებდა მას შესაძლებლობას ეცხოვრა სახლში სიცოცხლის ბოლომდე. შესაბამისად, სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც სახლიდან მათ არ გამოასახლებდა და იზრუნებდა ა--------ზე. ასეთი ადამიანი ვერ იქნებოდა უცნობი, ან ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა თავისი სახლი, ან დაინტერესებული იქნებოდა მის სახლში ცხოვრებით. მისი მიზანი იყო ავადმყოფი შვილის მომავლის უზრუნველყოფა. ასევე, მოპასუხის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დადებული იყო არა ნასყიდობის, არამედ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, გარიგების პირობად მიჩნეულ უნდა იქნეს სარჩენის ბინის უზრუნველყოფა და სანოტარო ფორმის არარსებობის მიუხედავად არ უნდა იქნეს მიჩნეული ბათილად, ვინაიდან ის შეესაბამებოდა რეალურ ნებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 05 იანვარს, ც----- კ------სა (მოსარჩელის დედა) და დ------ დ-------–-–---–ს შორის დაიდო და სანოტარო წესით დამოწმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ც----- კ------მ მოპასუხეს მიყიდა ქ.თბილისში, ა-----------------ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, შენობა ნაგებობა N1-ში საცხოვრებელი ფართი 93.75 კვ.მ-დან - 18.85 კვ.მ, აგრეთვე შენობა-ნაგებობა N1-ში - 48.30 კვ.მ და შენობა-ნაგებობა N3 შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად; ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 45 000 ლარით.

 

2----–-–---------------ს მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა N0--------------- საკადასტრო კოდით, ხოლო ც----- კ-----ის კუთვნილი უძრავი ქონება რეგიტრირებულ იქნა N0--------------- საკადასტრო კოდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-20);

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ 29-32).

 

3.1.2. 2013 წლის 15 აგვისტოს ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ც----- კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ფართით 235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 85.64 კვ.მ., N2 საერთო ფართი 19.36 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------) გასხვისებულ იქნა დ------ დ-------–-–---–ზე. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 20 000 ლარით.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 21 აგვისტოს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგიტრირდა დ------ დ-------–-–---–ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 33-34);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.1.3. 2016 წლის 29 მარტს გარდაიცვალა, მოსარჩელის დედა ც----- კ------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 38);

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2---------) ც----- კ-----ის განცხადება დაკმაყოფილდა, ა-------- ა---–------ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ---------------------ს სოციალური მომსახურების ცენტრის 2----–-–---------------–-ს გადაწყვეტილებით დ------ დ-------–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა და ეს უკანასკნელი დაინიშნა სრულწლოვანი ქმედუუნაროდ აღიარებული - ა-------- ა---–------ის მეურვედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 39-40);

 

3.1.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 2----------ის გადაწყვეტილებით ა-------- ა---–------ის მეურვედ დ------ დ-------–-–---–ის დანიშვნის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დ---------------------ს სოციალური მომსახურების ცენტრის 2----–-–---------------–-ს N0--------- გადაწყვეტილება გამოცხადდა ძალადაკარგულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 46-47);

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-----–--ის განჩინებით ნ-----–---- ა---–------ი დაინიშნა ოჯახის წევრის, მამის - ა--------ი ა---–------ის დროებით მხარდამჭერად; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------–-ს გადაწყვეტილებით, ა--------ი ა---–------ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო ნ-----–---- ა---–------ი დაინიშნა მამის-ა-------- ა---–------ის მხარდამჭერად განჩინებით განსაზღვრულ სფეროებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-----–--ის განჩინება (იხ. ს.ფ. 48-50);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------–-ს განჩინება (იხ. ს.ფ. 111);

 

3.1.7. 2017 წლის 20 ივლისის N1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ა-------- ა---–------მა, როგორც გარდაცვლილი ც----- კ-----ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 64-66);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.1.8. მოსარჩელე წარმოადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირს, დიაგნოზით რეზიდუალური შიზოფრენია F20.0.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობს სესახებ (ს.ფ.21);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობს სესახებ (ს.ფ.41);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო 2----–-–---------------ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფარულ იქნა მესამე პირის _ ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დადებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

სახელშეკრულებო დავის არსებობისას, სასამართლო ამა თუ იმ ხელშეკრულების სამართლებრივ კვალიფიკაციას ახდენს არა მხოლოდ დასათაურების მიხედვით, არამედ, ადგენს მხარეთა ნებას, სუბიექტურ-ობიექტურ ფაქტორებს, ხელშეკრულების დადების მიზანს და მათი ერთობლივი ანალიზით აფასებს წერილობით ფორმულირებული ნების შინაარსს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მხარეების ნამდვილი ნება მიმართული იყო არა ნასყიდობის არამედ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადებისაკენ, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------------ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან ნათესავები (დ------ დ-------–-–---–ი არის გარდაცვლილი ც----- კ-----ის დედის ძმის შვილიშვილი) და ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე არსებულ საცხოვრებელ სახლში;.

 

ის გარემოება რომ მეუღლის, ს------- ა---–------ის გარდაცვალების შემდეგ ც----- კ------მ მემკვიდრეობით მიიღო და გაასხვისა მეუღლის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ------–--–-----------–---–---------ში და აღებული თანხა განათავსა ბანკში საანაბრე ანგარიშზე (მისი გარდაცვალების შემდეგ საანაბრე ანგარიშზე აღმოჩნდა 80 000 აშშ დოლარი) დასტურია იმისა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ერთადერთი საცხოვრებელი ბინის გასხვისება არ იყო განპირობებული გამყიდველის ფინანსური პრობლემებით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ც----- კ------ გარდაიცვალა 2016 წლის 30 მარტს, თუმცა გარდაცვალებამდე იგი შვილთან - ა-------- ა---–------თან ერთად უწყვეტად ცხოვრობდა სადავო ბინაში ანუ ც----- კ-----ის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) უფლება ნივთთან მიმართებაში არ შეცვლილა/არ შეზღუდულა, იმისდა მიუხედავად რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მას წარმოეშვება ვალდებულება გადაეცა მყიდველისათვის საკუთრების უფლება ქონებაზე, ხოლო 2----–-–---------------ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე შეთანხმებას ან საგანგებო დათქმას რომლის თანახმადაც გამყიდველს ან მის ვაჟს უნარჩუნდებოდათ უფლება სიცოცხლის ბოლომდე ესარგებლათ ნასყიდობის საგნით; გასათვალისწინებელია საქმეზე მოწმედ დაკითხული ნ----------–---–ის ჩვენებაც, რომელმაც სასამართლოს განუცხადა რომ გარდაცვალებამდე მუდმივად ეხმარებოდა ც----- კ------ს საყოფაცხოვრებო საქმეებში, თუმცა ის ფაქტი რომ უძრავი ქონება დ------ დ-------–-–---–ზე იყო გასხვისებული მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

 

სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა საქმეზე მოწმედ გამოძახებულ და დაკითხულ პირთა სრულიად თანმხვედრი ჩვენებები იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ც----- კ------ იყო შვილთან ზედმეტად მიჯაჭვული და უაღრესად მზრუნველი დედა.

 

მოწმეების მ-----– კ-----ის და ლ----------ის ჩვენებებით კი დასტურდება ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც წინ უძღოდა სადავო გარიგების დადებას: ც----- კ------ განიცდიდა და აცნობიერებდა რა შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ახლობელ ადამიანთა გარემოცვაში ეძებდა ადამიანს, რომელსაც შვილის სამისდღემშიო რჩენის პირობით გადასცემდა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და ამ გზით უზრუნველყოფდა როგორც ა-------- ა---–------ის მომავალს, ასევე „დაიცავდა ქონებას“ შვილის მეუღლისაგან. განსაკუთრებით საყურადღებოა, მოწმის მ-----– კ-----ის ჩვენება, რომლის თანახმად: ც----- კ------მ ჯერ მას სთხოვდა ყოფილიყო მისი შვილის მეურვე, ხოლო მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა ეს წინადადება შეთავაზებულ იქნა დ------ დ-------–-–---–ისათვის. მოწმეთა მიერ მითითებული ფაქტების ირიბი დადასტურებაა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 0-------წ გადაწყვეტილება და 2015 წლის 4 თებერვლით დათარიღებული ც----- კ-----ის განცხადება, რომელშიც ყოფილ რძალთან კონფლიქტს განმცხადებელი სწორედ იმ გარემოებით ხსნის, რომ ეს უკანასკნელი „გამუდმებით ითხოვს მათგან ქონების გადაცემას“.

 

და ბოლოს სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე დ------ დ-------–-–--ლის მიერ სასამართლო პროცესზე დაფიქსირებულ პოზიციაზე (პაექრობის ეტაპზე), იმასთან დაკავშირებით რომ ც----- კ------ს მიზნად არ ქონია საცხოვრებელი ბინის გარეშე დაეტოვებინა შვილი და ამ უკანასკნელის ნება მოიცავდა როგორც მოპასუხის მიერ სადავო ბინის შეძენას, ასევე ა-------- ა---–------ის მეურვედ ოფიციალურად დაფიქსირებას, რადგანაც დარწმუნებული იყო რომ მოპასუხე მუდმივად იზრუნებდა მოსარჩელეზე და უზრუნველყოფდა მას სიცოცხლის ბოლომდე საცხოვრებლით. მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას ამყარებს ის ფაქტორივი გარემოებებიც, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ც----- კ----ის განცხადების საფუძვლზე ა-------- ა---–------ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს დ---------------------ს სერვის ცენტრის გადაწყვეტილებით დ------ დ-------–-–---–ი, დაინიშნა ა-------- ა---–------ის მეურვედ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ დადასტურა მხარეთა შორის არა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, არამედ 941-ე მუხლით გათვალისწინებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების, მესამე პირის - განსახილველ შემთხვევაში ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დადების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 0-------წ გადაწყვეტილება (ს.ფ 26)

- 2015 წლის 4 თებერვლის ც----- კ-----ის განცხადება (ს.ფ. 36)

- სოციალური მომსახურების სააგენტოს დ---------------------ს სერვის ცენტრის გადაწყვეტილებები (39-40;მ 46-47

 

დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------- ა---–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 59-ე, 477-ე, 941-942-ე, 976-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველ სარჩელთან მიმართებით, საქმის მონაწილე მხარეთა იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

უდავო გარემოებაა, რომ 2----–-–---------------ს ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის წერილობით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ც----- კ------მ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ფართით 235 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 85.64 კვ.მ, N2 საერთო ფართი 19.36 კვ.მ. დ------ დ-------–-–---–ზე. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 20 000 ლარით.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დამოწმებული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) 2013 წლის 2-------------ან დღემდე რეგისტრირებულია დ------ დ-------–-–---–ის საკუთრება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლებაქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს 2----–-–---------------ს ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის წერილობით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური და რეალურად მხარეთა შორის დადებულ იქნა არა ნასყიდობის, არამედ მესამე პირის სასარგებლოდ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 50-ე მუხლის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე სისტემური განმარტებდან გამომდინარე ნათელია, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, ხოლო თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

დასახელებულ ნორმათა დანაწესის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. ე.ი. მხარეების სურვილი მიმართულია დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გარიგების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, რომ დაფარული გარიგებით იფარება ის ძირითადი გარიგება, რომელიც მხარეებისათვის წარმოადგენს რეალურად ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

 

თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს _ თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ, მოსარჩელის პირველ და მეორე სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით, გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში ასახული მსჯელობის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2----–-–---------------ს ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებებს, დადებულს იმ განზრახვის გარეშე, რომ მას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა; მხარეთა მიზანი იყო გარიგებით დამდგარიყო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი და მაშასადამე სადავო გარიგებით დაიფარა მესამე პირის _ ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დადებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათი სახეზეა, იგი როგორც მოჩვენებითი გარიგება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და შესაბამისად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ამ ნაწილში უნდა დარეგულირდეს დაფარული გარიგების, სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლით გათვალისწინებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი ნორმებით.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის გარიგებებს და მისი ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად კი იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. ასეთ შემთხვევაში იგი დებს ხელშეკრელებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას ( უძრავ თუ მოძრავ ნივთებს).

 

სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის თანახმად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით გარკვეულ დანაწესებს ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც აღნიშნული საჭიროა თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.

 

ამდენად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, თუ სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესისი თანახმად მიეკუთვნება ფორმასავალდებულო ხელშეკრულებათა რიცხვს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება დამოწმებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და არა ნოტარიუსის მიერ;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია და არ წარმოშობს გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა პოზიციას გარიგების ფორმასთან მიმართებით და ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლი უძრავი ქონების გადაცემით სამისდღეშიო რჩენის ნამდვილობას რთულ სანოტარო ფორმას უკავშირებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ ყოფილა 2013 წლის 10 აგვისტოს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებას, როგორც კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილად მიიჩნევს და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე (1) მუხლის საფუძველზე, გარიგების ბათილობის გამო უძრავ ქონებაზე უფლება ექვემდებარება მესაკუთრისათვის დაბრუნებას.

 

6.6. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე (სარჩოს მიმღები) ა-------- ა---–------ი წარმოადგენს, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის, გარდაცვლილი ც----- კ-----ის მემკვიდრეს. შესაბამისად, ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე, რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება ბათილი გარიგების საფუძველზე ანუ არარსებული უფლება, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თ---–--–--------------------ში მდებარე უძრავი ქონების, ნ-----–---- ა---–------ის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებით (საგადასახადო დავალება) დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 9606.96 ლარის ოდენობით

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა;

 

მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმოამდგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზრაურება, დავის საგნის რირებულების 2%-ის ოდენობით, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 4400 ლარს.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვიტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------- ა---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ც----- კ----ესა და დ------ დ-------–-–---–ს შორის 2----–-–---------------ს დადებული (საჯარო რეესტრში დამოწმების თარიღი 1-------წ) ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

1.2. 2----–-–---------------ს ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის დადგინდეს მესამე პირის, ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დადებულ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი ც----- კ------სა და დ------ დ-------–-–---–ს შორის მესამე პირის, ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დადებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება;

 

1.4. უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ა---------------- ს.კ. 0--------------- საჯარო რეესტრში აღირიცხოს ნ-----–---- ა---–------ის საკუთრებად;

 

2. მოპასუხე დ------ დ-------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე დ------ დ-------–-–---–ს ა-------- ა---–------ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებაზე გაღებული ხარჯის - 4400 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი