განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2019
საქმის ნომერი
330210117001929562
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001929562

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/2393-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს--- ჩ----–---–-

წარმომადგენელი - ბ--- ბ------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ო-------- ჩ----–---–-

წარმომადგენელი - ზ------ ჟ-----

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა გაჩუქებამდე არსებული მდგომარეობით

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ორკნედა ჩ----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ო-------- ჩ----–---–ს და ს--- ჩ----–---–ს შორის, 2016 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, გ-–------ მასივი, "ა" მკრ-ნი, კორპ. 66, ბინა 54 საკადასტრო კოდი #0--------------------- და უძრავ ქონებაზე აღდგენილი იქნა ო-------- ჩ----–---–-ს საკუთრების უფლება. ო-------- ჩ----–---–ს უარი ეთქვა ს--- ჩ----–---–ს და შ-- "კ-------–ს" შორის 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და 2017 წლის 22 თებერვალს, მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ო-------- ჩ----–---–- და ს--- ჩ----–---–- არიან ბებია და შვილიშვილი. მტკიცებულებები:

-მხარეთა განმარტებები

 

2.2 2016 წლის 6 დეკემბერს, ო-------- ჩ----–---–სა და ს--- ჩ----–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება. ჩუქების საგანს წარმოადგენდა ო-------- ჩ----–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-------–-------------------------------------------------. უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ს--- ჩ----–---–-.

 

მტკიცებულებები:

-მხარეთა განმარტებები

-უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30)

 

2.3 2016 წლის 23 დეკემბერს, ს--- ჩ----–---–სა და შ-- "კ-------–ს" შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ს--- ჩ----–---–მა სესხად მიიღო 4500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ჩუქების საგანი უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-------–-------------------------------------------------. 2017 წლის 22 თებერვალს ს--- ჩ----–---–მა დამატებით სესხად მიიღო 2500 აშშ დოლარი. საბოლოო ჯამში მისი სესხი განისაზღვრა 7000 აშშ დოლარით.

 

მტკიცებულებები:

-მხარეთა განმარტებები

-სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 37-47)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. ს--- ჩიტიშვილის მხრიდან ადგილი აქვს უმადურობის გამოვლენას ბებიის ო-------- ჩ----–---–-ს მიმართ, რაზეც მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

 

მოწმე გ---–- ჩ----–---–-ს (ს--- ჩ----–---–-ს და) განმარტებით დგინდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საბა ჩ----–---–- რადიკალურად შეიცვალა, ოჯახის წევრებს, მათ შორის ბებიას, ო-------- ჩ----–---–ს, აყენებს შეურაცხყოფას და ახორციელებს მუქარას. ჩუქება განხორციელდა იმ პირობით, რომ ოჯახის ყველა წევრს ერთად ეცხოვრა. მოწმის განმარტებით, ს--- ჩ----–---–- ბინის გარემონტებას აპირებდა, თუმცა არა იპოთეკით მიღებული თანხით, არამედ საკუთარი ხელფასით. თუმცა ს--- ჩ----–---–მა მოინდომა ბინის გაყიდვა, რაზედაც ოჯახის წევრები, მათ შორის მოსარჩელე, არ ეთანხმებოდა და ამის გამო ს--- ჩ----–---–ს და ოჯახის წევრებს აქვთ კონფლიქტი. ს--- ჩ----–---–- ოჯახის წევრებს ემუქრებოდა, რომ ბინა მისი იყო და მაინც გაყიდიდა, ხოლო მათ ქუჩაში დატოვებდა.

 

იგივე განმარტა მოწმე მ--- შ---------მა, ს--- ჩ----–---–-ს დედამ. მისივე განმარტებით, ოჯახი წინააღმდეგი იყო ბინის გაყიდვის, ასევე იპოთეკით დატვირთვის და სესხის მიღების, რადგანაც მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო და ბინის დაკარგვის შიში ჰქონდათ. ს--- ჩ----–---–ს იარაღი რომ აქვს იცის, თუმცა არასოდეს არ უნახავს. ზ---- ჩ----–---–-ს მიმართ იარაღით განხორციელებული მუქარის შესახებ იცის თავად ზ---- ჩ----–---–-საგან, რადგან კონფლიქტის დროს ის იმყოფებოდა სამსახურში.

 

იგივე დაადასტურა მოწმე ზ---- ჩ----–---–მა და განმარტა, რომ ს--- ჩ----–---–- ჩუქების შემდგომ გადიდგულდა, ჩუქება მოხდა იმ პირობით, რომ ოჯახის წევრებს პატივისცემით უნდა მოპყრობოდა. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, ხელი ყელში წაუჭირა და დაემუქრა იარაღით. ამ კონფლიქტის დროს ო-------- ჩ----–---–- მათ შორის ჩადგა. ს--- ჩ----–---–მა მას ხელი ჰკრა. ამის გამო მოსარჩელე მკურნალობას გადიოდა კლინიკაში. (2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმი)

 

მოწმე შ--–-- შ----------ის განმარტებით, ჩუქების გამო დაწყებული კონფლიქტის და დავის გამო, ო-------- ჩ----–---–- მასთან გამოხატავდა უკმაყოფილებას ყველა შვილის და შვილიშვილის მიმართ.

 

მოწმე სოფიო ქ---------–--ის განმარტებით, (ს--- ჩ----–---–-ს მეუღლე) ზ---- ჩ----–---–ს აქვს მძიმე ხასიათი, რაც იწვევდა მამა-შვილს შორის კამათს. ოჯახში არსებული ვითარების გამო მან მეუღლეს მოსთხოვა ბინის გაყიდვა და საცხოვრებლად ცალკე გადასვლა.

 

მოწმე ი----- ჩ----–---–მა (ო-------- ჩ----–---–-ს შვილი) განმარტა, რომ ზ---- ჩ----–---–ს და ს--- ჩ----–---–ს შორის, კონფლიქტი არის მამა-შვილს შორის გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, რაც ჩვეულებრივია. ო-------- ჩ----–---–თან ს--- ჩ----–---–ს არასოდეს კონფლიქტი არ ჰქონია და შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ო-------- ჩ----–---–- აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, იმყოფება მუდმივ სტრესსა და იძულების ქვეშ.

მტკიცებულებები;

-2018 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება გაჩუქებული ნივთი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რას მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. ამრიგად, აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ჩუქების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მის მიმართ. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება.

 

ო-------- ჩ----–---–ს და ს--- ჩ----–---–ს შორის ჩუქების გაუქმებისათვის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ს--- ჩ----–---–-ს მიერ მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტის დადასტურება მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, საზოგადოებაში არსებული წეს- ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული.

 

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია, როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. ამ დანაწესის მიხედვით, ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასსა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ სამართალურთიერთობას.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ. მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გადაცემა უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ს--- ჩ----–---–ს ბებიის მიმართ, რომ მზრუნველობა უნდა გამოეჩინა ეს ზნეობის საკითხია და ამას თავად მოპასუხეც არ უარყოფს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს, ო-------- ჩ----–---–მა, შვილიშვილს - ს--- ჩ----–---–ს, საჩუქრად გადასცა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, სადაც მასთან ერთად ცხოვრობდა მისი შვილი ზ---- ჩ----–---–-, რძალი მ--- შ----------, შვილიშვილი გ---–- ჩ----–---–- თავისი შვილით, ს--- ჩ----–---–- მეუღლით და ორი შვილით.

 

მოსარჩელის განმარტებით, ასევე მოწმეების გვანცა ჩ----–---–-ს, ზ---- ჩ----–---–-ს, მ--- შ----------ს და სხვათა განმარტებებით დადასტურდა, რომ ს--- ჩ----–---–-სათვის უძრავი ქონების ჩუქებამ გამოიწვია ზ---- ჩ----–---–ს და ს--- ჩ----–---–ს შორის კონფლიქტის დაწყება, რასაც ზოგჯერ თან სდევდა ფიზიკური დაპირისპირება. მოწმეთა განმარტებებით, დასტურდება, რომ კონფლიქტის გაღრმავების მიზეზი გახდა საცხოვრებელი სახლის გაყიდვის შესახებ ს--- ჩ----–---–-ს გადაწყვეტილება. მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოსარჩელე ო-------- ჩ----–---–-ს განმარტებით, დადასტურდა, რომ ჩუქების საგანი, საცხოვრებელი სახლი, წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელს, შესაბამისად, ბუნებრივია ს--- ჩ----–---–-ს ამგვარი გადაწყვეტილება ოჯახის წევრების წინააღმდეგობას გამოიწვევდა.

 

მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ ასაკოვანი ო-------- ჩ----–---–-, ცხადია მწვავედ განიცდიდა ს--- ჩ----–---–-ს მამის მიმართ დამოკიდებულებას, ამასთან ის ჩუქების შემდგომ მამა-შვილს შორის განვითარებული მოვლენების და ახლობლებთან გაუარესებული ურთიერთობების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამდა შვილების და შვილიშვილების მიმართ.

 

დადგენილია, რომ ს--- ჩ----–---–მა იპოთეკით დატვირთა რა ნაჩუქარი უძრავი ქონება და მიიღო სესხი, ჩუქების საგანს არ ჩაუტარა რემონტი, მიატოვა ოჯახი და მათ შორის ბებია, მოსარჩელე, და მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სხვა მისამართზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოლოდინი, რომ ჩუქების შედეგად ს--- ჩ----–---–- მასზე იზრუნებდა და მოხუცებულობის ასაკში შეუქმნიდა მშვიდი, წყნარი და უზრუნველი ცხოვრების პირობებს, არ განხორციელდა და მიიღო საწინააღმდეგო მდგომარეობა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით მოაზრებულ გარემოებებს, რაც ჩუქების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ს--- ჩ----–---–ს და ო-------- ჩ----–---–ს შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არსებობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის 2-ე პუნქტის მიხედვით, თუ ჩუქება გაუქმდება მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილი იქნეს მჩუქებლის მიერ. შესაბამისად, ო-------- ჩ----–---–ს უნდა დაუბრუნდეს გაჩუქებული უძრავი ქონება.

 

2.6. ო-------- ჩ----–---–-ს მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ს--- ჩ----–---–-ს მიერ გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იპოთეკის ნაწილში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის იპოთეკარების კეთილსინდისიერებას, იმ თვალსაზრისით, რომ მათ არასათანადოდ შეაფასეს ს--- ჩ----–---–-ს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი, რასაც სასამართლო არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ:

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს, ო-------- ჩ----–---–სა და ს--- ჩ----–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ს--- ჩ----–---–- საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ჩუქების საგნის უძრავი ქონების, მდებარე ქ-------–-------–-------------------------------------------------. მესაკუთრედ.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სსკ-ის170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში, ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“, ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს.

 

დადგენილია, რომ შ-- „კ-------–თან“ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს ს--- ჩ----–---–- წარმოადგენდა იპოთეკის საგნის ნამდვილ მესაკუთრეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული/დატვირთული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად, იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იპოთეკის საგანი წარმოადგენდეს იმ პირის საკუთრებას ვინც იკისრა ვალდებულება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, ს--- ჩ----–---–მა, შ-- "კ-------–თან" დადებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფულადი ვალდებულების, უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა მისსავე საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 183-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. განსახილველი ნორმები იცავს იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი, კონკრეტულ შემთხვევაში, შ-- „კ-------–ი' წარმოადგენს იმ უფლების კეთილსინდისიერ სუბიექტს, რომელსაც შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ჩუქება დადებული იყო იმ პირობით, რომ დასაჩუქრებულს არ უნდა გაესხვისებინა ან არ დაეტვირთა იპოთეკით ჩუქების საგანი. ასეთ დათქმას ჩუქების ხელშეკრულება არ შეიცავს. სადავო იპოთეკის ხელშეკრულების შედგენისას იპოთეკის საგანი წარმოადგენდა ს--- ჩ----–---–-ს საკუთრებას და ის უფლებამოსილი იყო სადაო ქონებით უზრუნველეყო სესხი. შესაბამისად, იპოთეკა ნამდვილია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, მჩუქებლის მიმართ უმადურობის გამოჩენის დადასტურებულად მიჩნევის შესახებ და განმარტავს, რომ მოწმეები, რომელთა ჩვენების საფუძველზეც სასამართლომ მჩუქებლის მიმართ უმადურობის ფაქტი დაადგინა უთითებდნენ არა მჩუქებლის მიმართ გამოჩენილ შეურაცხყოფაზე, არამედ მასსა და ზ---- ჩ----–---–ს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე. აპელანტის განმარტებით მამა-შვილს შორის არსებული გაუგებრობა და დაძაბული ურთიერთობა არ შეიძლება გახდეს ო-------- ჩ----–---–-ს მიმართ უმადურობის გამოჩენის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. აპელანტი არ იზიარებს არც სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ნაჩუქარი ქონების იპოთეკით დატვირთვით მან ბებიის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ ვალდებულებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებასაც ნაჩუქარი ქონება წარმოადგენდა ჯეროვნად ასრულებდა, რაც გულგრილ დამოკიდებულებას გამორიცხავს.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- უდავოა, რომ მოსარჩელე ო-------- ჩ----–---–- მოპასუხე ს--- ჩ----–---–-ს ბებიაა.

 

- 2016 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელე ო-------- ჩ----–---–ს და მოპასუხე ს--- ჩ----–---–ს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ო-------- ჩ----–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0---------------------4 საკუთრებით უფლებით მოპასუხე ს--- ჩ----–---–-ს სახელზე აღირიცხა. (ტომი 2, ს.ფ. 28-31).

 

4.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის შესაბამისად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ ჩუქების ხელშეკრულებას და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას შორის, რომელიც ქონების გადაცემას ითვალისწინებს, არის გარკვეული გადაკვეთის წერტილები, რაც ხშირ შემთხვევაში, შეცილების საფუძველი ხდება იმ არგუმენტაციით, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მოტივით, რომ დასაჩუქრებული მჩუქებელს სიცოცხლის ბოლომდე არჩენდა. მოცემულ სამართალურთიერთობაში უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივი კატეგორია მორალური მოლოდინებისაგან.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს სარჩენისათვის სარჩოს გადახდის ვალდებულების გათვალისწინება, ამასთან, ხელშეკრულება რთული წერილობით უნდა იქნას დადებული, რა დროსაც მარჩენალის აღნიშნული ვალდებულება ზუსტად და მკაფიოდ უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების მიჩნევას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად, ამისათვის აუცილებელია დადგენილ იქნას მჩუქებლისა და დასაჩუქრებულის ნამდვილი ნება, მათი ერთობლივი მიზანი ერთი ხელშეკრულების დადებით დაეფარათ სხვა ხელშეკრულება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, მითუმეტეს, თუ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხანდაზმული პირი ახალგაზრდას და ოჯახის წევრს უფორმებს, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ დასაჩუქრებული მჩუქებელს ნიშნად მადლიერებისა, უპატრონებს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი სახის ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად მივიჩნიოთ, ვინაიდან ხელშეკრულების სამისდღეშიო რჩენის გარიგებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, წერილობით უნდა გაიწეროს სარჩენისა და მარჩენალის უფლება-მოვალეობები. ამდენად, მიუხედავად მორალური მოლოდინისა, მჩუქებლის სურვილი უპატრონოს მას დასაჩუქრებულმა, ვერ გაუთანაბრდება მარჩენალის ვალდებულებას ნაცვლად მის საკუთრებად აღრიცხული ქონებისა, არჩინოს სარჩენი პირი, ვინაიდან აღნიშნულ ხელშეკრულებას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის, ესაჭიროება წერილობითი ფორმით არსებით პირობებზე შეთანხმება, რისი არსებობაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

4.1.3. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე აპელანტი შეურაცხყოფას აყენებს მოსარჩელეს და დიდ უმადურობას იჩენს მის მიმართ, რაც მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

განსახილველ შემთხვევაში გამჩუქებელი სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებას მიიჩნევს („ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ“). იგი მიუთითებს, რომ დასაჩუქრებულს აგრესიული დამოკიდებულება აქვს როგორც მისი, ასევე სხვა ოჯახის წევრების მიმართ, ამ დამოკიდებულების საფუძველი კი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის, რომელიც სადავო გარიგების საფუძველზე მოპასუხის სახელზე აღირიცხა, გასხვისებაზე შეუთანხმებლობაა. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე გამუდმებით სახლის გაყიდვაზე საუბრობს, სახლში მისი შეძენით დაინტერესებული პირებიც მიჰყავს და ბინის გაყიდვის შემდეგ ოჯახის წევრებს ქუჩაში დატოვებით ემუქრება. მოსარჩელის მითითებით ბინის გასხვისების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტი ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მის შვილს და მოპასუხე მხარეს (მამა-შვილს) შორის იმდენად დამძიმებულია, რომ საჭირო ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც ის მამა-შვილის გაშველებას ცდილობდა მას მოპასუხემ ხელი ჰკრა, რა დროსაც შეუძლოდ შეიქმნა და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს მჩუქებლის მიმართ, მით უფრო მაშინ, როცა მათ შორის ახლო ნათესაური კავშირია, მაგრამ ამგვარი ვალდებულება, არ გულისხმობს დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას მხოლოდ მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაა მოთხოვნილი, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული წინაპირობების დადგენა, კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნამდვილად ჰქონდა, თუ არა, ადგილი დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლინებას ან დამსაჩუქრებლისთვის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების გამოკვეთა, შეფასებითი კატეგორიაა, შესაბამისად მაშინაც კი, თუ საქმეში ხსენებული მოპყრობის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, მათი დადგენა შესაძლებელია საქმეში არსებული მასალების სრული და ობიექტური გამოკვლევისა და არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღების გზით.

 

4.1.4 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის დავებში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

 

სააპელაციო სასამართლო მის მიერ საკვლევ გარემოებას მიკუთვნებული ფაქტების დადგენის მიზნით ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს. 2018 წლის 10 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ---–- ჩ----–---–- დაიკითხა, რომელიც მოსარჩელის შვილიშვილი და მოპასუხე მხარის დაა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მოდავე მხარეებთან ერთად სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს. მოწმის განმარტებით საცხოვრებელი სახლის ს--- ჩ----–---–-სთვის ჩუქების შემდეგ ის რადიკალურად შეიცვალა, გახდა აგრესიული, რა დროსაც შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს. მათ მიმართ ს--- ჩ----–---–-ს დამოკიდებულების მკვეთრად შეცვლის და ოჯახის წევრებთან გამუდმებით კონფლიქტში ყოფნის მიზეზი მისი მხრიდან ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნება იყო.. ის გამუდმებით ბინის გაყიდვაზე საუბრობდა, რა დროსაც სახლში ბინის შეძენით დაინტერესებული პირები მიჰყავდა და მათ ბინას ათვალიერებინებდა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც ს--- ჩ----–---–მა სახლში პოტენციური შემძენები მიიყვანა ბებიამ (ო-------- ჩ----–---–-) ისინი სახლიდან გაყარა... ს--- ჩ----–---–- გამუდმებით იმეორებდა, რომ სახლს გაყიდიდა და ოჯახის წევრებს ქუჩაში დატოვებდა... მოწმის მითითებით ს---ს არა მხოლოდ ბინის გაყიდვაზე, არამედ იპოთეკით დატვირთვაზეც უწევდნენ წინააღმდეგობას, რაც მათ შორის კონფლიქტს ამწვავებდა.

 

ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ მ--- შ----------, ზ---- ჩ----–---–- და ზ------ ჩ----–---–-. მოწმე მ--- შ---------- მოსარჩელის რძალი და მოპასუხის დედაა, რომელიც მოდავე მხარეებთან ერთად, ასევე სადავო საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს. მოწმის განცხადებით ბინის გაფორმების შემდეგ ს--- ჩ----–---–- ოჯახის წევრების მიმართ საგრძნობლად აგრესიული გახდა, რა დროსაც მათ შორის, განსაკუთრებით კი მამა-შვილს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა. ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზს ერთადერთი საცხოვრებელი ბინის გაყიდვაზე შეუთანხმებლობა წარმოადგენდა. ბინის გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ არაერთხელ გახდა საჭირო საპატრულო პოლიციის გამოძახებაც. ს--- ჩ----–---–- გამუდმებით ლაპარაკობდა სახლის გაყიდვაზე და ოჯახის წევრებს, მათ შორის ბებიას ღია ცის ქვეშ დატოვებით ემუქრებოდა. მოწმე ზ---- ჩ----–---–მა, რომელიც მოსარჩელის შვილი და მოპასუხის მამაა და რომელიც ასევე მათთან ერთად ცხოვრობს ჩუქების ხელშეკრულების საგანში, განაცხადა, რომ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ ს--- ჩ----–---–- საგრძნობლად შეიცვალა, მათ შორის კონფლიქტი გახშირდა, კონფლიქტის ერთადერთ მიზეზს ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაყ0იდვაზე ს--- ჩ----–---–-ს მიერ ნების გამოვლენა წარმოადგენდა. მამა-შვილს შორის ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მამა-შვილის გაშველებას ო-------- ჩ----–---–- შეეცადა, რომელსაც ს--- ჩ----–---–მა ხელი ჰკრა და ის კედელზე მიანარცხა, რა დროსაც ის შეუძლოდ შეიქმნა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. მოწმის განმარტებით ს--- ჩ----–---–-ს მიერ ჩუქების ხელშეკრულების საგანზე, რომელიც ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელია საკუთრების უფლების მოპოვებამდე ს---სთან არც მას და არც ოჯახის სხვა წევრებს კონფლიქტი არ ჰქონიათ. მოწმე ზ------ ჩ----–---–მა, რომელიც მოსარჩელის შვილი და მოპასუხე მხარის ბიძაა განაცხადა, რომ დედას ო-------- ჩ----–---–ს მასთან ს---ს მხრიდან მომდინარე შეურაცხყოფის შესახებ არასდროს დაუჩივლია, დედისგან იცის, რომ მის შვილს (ზ---- ჩ----–---–-) და შვილიშვილს (ს--- ჩ----–---–-) შორის კონფლიქტი ხდებოდა, რა დროსაც რამდენჯერმე საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც.

 

2018 წლის 05 თებერვლის სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმე შ--–-- შ----------ე დაიკითხა, რომელიც მოსარჩელის შვილიშვილი და მოპასუხის მამიდაშვილია. მისი განცხადებით ...ბებიასთან არცერთ შვილიშვილს არ აქვს კონფლიქტი, მათ შორის არც ს---ს... რეალურად დაპირისპირება არის მამა-შვილს შორის.. კონფლიქტს თავად არ შესწრებია, ს---სგან იცის მამა-შვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ.. ს---ს მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების შესახებ ბებიას მისთვის არასდროს შეუჩივლია... ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ჩ----–---–მა, რომელიც მოსარჩელის შვილი და მოპასუხის მამიდაა განაცხადა, რომ მასთან დედას (ო-------- ჩ----–---–ს) ს---სგან მომდინარე შეურაცხყოფის შესახებ არასდროს დაუჩივლია, მას ყველა შვილიშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს. მოწმის განმარტებით ოჯახში კონფლიქი მამა-შვილს შორის არის, რომლის მიზეზიც მათი განსხვავებული შეხედულებებია. კონფლიქტს თავად არ შესწრებია. 2018 წლის 05 თებერვლის სხდომაზე დაიკითხა მოწმე ს------- ქ---------–---, იგი მოსარჩელის რძალი და მოპასუხის მეუღლეა. მოწმის განმარტებით მეუღლესთან (ს--- ჩ----–---–თან) და შვილებთან ერთად საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ამავდროულად სადავო ჩუქების ხელშეკრულების საგანია გადასვლის მიზეზი მამა-შვილს შორის ხშირი კონფლიქტი იყო, თუმცა ამის შემდეგ საცხოვრებელ სახლში კვლავ დაბრუნდნენ იმ იმედით, რომ ვითარება შეიცვლებოდა. 2017 წლის 30 მარტს მამა-შვილს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ იცის, თუმცა არ იცის კონფლიქტის დაწყების მიზეზის შესახებ, რადგან კონფლიქტის დროს ბავშვთან ერთად საძინებელ ოთახში იმყოფებოდა.. მოწმემ განაცხადა, რომ ოჯახში მამა-შვილს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო მან მეუღლეს ბინის გაყიდვა და სახოვრებლად სხვაგან გადასვლა მოსთხოვა.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტი ფორმა #100, საიდანაც დგინდება, რომ 2017 წლის 30 მარტს ო-------- ჩ----–---–- მოთავსებული იქნა შ-- ,,წ--------–-----------–----ის’’ ნევროლოგიურ განყოფილებაში, სადაც ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. (ტ.2.ს.ფ. 52-53)

 

4.1.5. მოწმეთა ჩვენებების, თავად მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებების, მოსარჩელის ასაკისა და მოწყვლადობის, ასევე მისი და მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების მიმართ მოსარჩელის დამოკიდებულების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში დიდ უმადურობას და დამსაჩუქრებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით, რომლებიც მოსარჩელესთან და მოპასუხესთან ერთად ერთ ოჯახად მცხოვრებ პირებს წარმოადგენენ ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე ოჯახის წევრების, მათ შორის მოსარჩელის მიმართ აგრესიას გამოხატავს და მათ სადავო გარიგების საფუძველზე მის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის, რომელიც თავის მხრივ ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს, გაყიდვით და ღია ცის ქვეშ დატოვებით ემუქრებოდა. ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის განკარგვაზე შეუთანხმებლობაა ოჯახის წევრებს, მათ შორის, მოსარჩელის შვილს და მოპასუხეს შორის ურთიერთობის დაძაბვის და საბოლოოდ ხშირი კონფლიქტის საფუძველიც, რაც მძიმედ აისახება მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან და საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტიდანაც ირკვევა, რომ ერთი-ერთი ოჯახური კონფლიქტის დროს (30.03.2017წ.) საჭირო გახდა მოსარჩელის ჰოსპიტალიზაცია, რა დროსაც ის სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღე გადიოდა მკურნალობას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მჩუქებლის მიმართ ასეთი მოპყრობა, მუდმივად სტრესში ყოფნა და მოლოდინი იმისა, რომ ხანდაზმული ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე ღია ცის ქვეშ დარჩება განსაკუთრებულად სენსიტიური და აღმაშფოთებელია, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა, რა დროსაც მას ქუჩაში დარჩენით ემუქრებიან, ხანდაზმულ ქალბატონზე, რომელსაც თავდაცვისთვის მცირედი ძალაც კი არ შესწევს და მასთან ერთად მცხოვრებ სხვა ოჯახის სხვა წევრებზე ხორციელდება.

 

4.1.6. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის სასარგებლოდ დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. მსგავს სიტუაციაში მას ეკისრება ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ამტკიცოს დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეთა ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე მოწმეები დაიკითხნენ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მხარეზე დაკითხულმა მოწმეებმა, რომლებიც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობენ და ერთმანეთის მიმართ ახლო ნათესავებს წარმოადგენენ, დაადასტურეს მოპასუხის მხრიდან როგორც მოსარჩელის, ასევე მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ძალადობის შესახებ. მართალია, მოპასუხის მხარეზე დაკითხულმა მოწმეებმა მიუთითეს მხოლოდ მამა-შვილს (ს--- ჩ----–---–ს და მოსარჩელის შვილს ზ---- ჩ----–---–ს) შორის არსებული კონფლიქტის შესახებ, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მართალია აღნიშნული პირებიც მხარეთა ნათესავებს წარმოადგენენ, თუმცა მათი განმარტებიდანვე დგინდება, რომ მოსარჩელის შვილთან კონფლიქტის გამო ისინი მათ ოჯახში (სადავო საცხოვრებელ სახლში) არ მიდიან და მათ ამბავს ძირითადად სატელეფონო საუბრების ფარგლებში იგებენ. ამრიგად, გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხის მხარეზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც როგორც აღინიშნა მხარების ოჯახში არ მიდიან და მათ ამბავს როგორც წესი სატელეფონო კავშირის ფარგლებში იგებენ, მოსარჩელის მხარეზე დაკითხული მოწმეების, რომლებიც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობენ და საკუთარი თვალით ნანახ ფაქტებს გადმოსცემენ, საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ, სადავო გარემოების დადგენის და შეფასების მიზნით პალატა მათ ჩვენებებს ვერ გაიზიარებს. საბოლოოდ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად სააპელაციო პალატას შეექმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აპელანტი ბებიის (დამსაჩუქრებლის) მიმართ მართლაც დიდ უმადურობას იჩენს და მძიმე შეურაცხყოფას აყენებს, როგორც მას ასევე მასთან ერთდა ერთ ოჯახად მცხოვრებ მის ახლო ნათესავებს (შვილს, რძალს, შვილიშვილს). შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია.

 

რაც შეეხება მოპასუხე აპელანტ მხარეს, მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ფაქტობრივი გარემოების მტკიცება მასზედ, რომ იგი მჩუქებელს დამსახურებული პატივისცემით ეპყრობოდა და მასზე, როგორც ბებიაზე და, ამასთანავე, დასაჩუქრებულზე, ბუნებრივად ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებდა. როგორც აღინიშნა ამ გარემოების სამტკიცებლად აპელანტმა მხარემ ვერ შეძლო ვერცერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულების წარდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც 2016 წლის 06 დეკემბერს ო-------- ჩ----–---–ს და ს--- ჩ----–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის წინაპირობებს ქმნის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--- ჩ----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /