გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210117002169427
საქმე №2/878-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.10.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: - ნე----ნ ზა-----ის უფლებამონაცვლე - ტა----ლ კბ--–-–---–ი;
მოპასუხეები: - ქე-----ნ ყა---–---–ი;
- ვა-----გ ოს-----–---–ი;
- ნა----–ი ჩხ----–---–ი;
წარმომადგენელი: - ეკ---–-------ა;
- რუ--ნ ბა------ე;
წარმომადგენელი: - ბე-–--–---–--ა;
- ვა-----გ ოს-----–---–ი;
დავის საგანი: - თანხის დაკისრება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს სოლიდარულად ქე-----ნ ყა---–---–ს, ვა-----გ ოს-----–---–ს, ნა----–ი ჩხ----–---–ს და ვა-----გ ოს-----–---–ს 65 000 აშშ დოლარი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 26 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე (მდებარე: ჩოხატაური სოფელი დაბლაციხე, ს/კ 2-----------).
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 25 მაისს ქე-----ნ ყა---–---–მა ისესხა სესხის ხელშეკრულების თანახმად, ნე----ნ ზა-----ისგან 65 000 აშშ დოლარი, რაზეც შედგა მხარეთა მიერ ხელმოწერილი 25.05.2016 წლის სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების თანახმად, ქე-----ნ ყა---–---–ს გადაეცა 65 000 აშშ დოლარი, ყა---–---–თან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებლობაზე ვალდებულება აიღო ვა-----გ ოს-----–---–მა ნა----–ი ჩხიკვიშვილმა და ვა-----გ ოს-----–---–მა. ხელშეკრულების თანახმად, ეტაპობრივად მოხდებოდა თანხის დაფარვა, რაც ყა---–---–ის მიერ არ განხორციელებულა. მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მოპასუხეებმა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თვალთმაქცურად გადააფორმეს რუ--ნ ბა------ეზე. ნე----ნ ზა-----ემ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ტა----ლ კბ--–-–---–ს დაუთმო ქე-----ნ ყა---–---–ის მიერ ნასესხები და გადასახდელი თანხა 65 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქე-----ნ ყა---–---–ის, ვა-----გ ოსეფიაშვილის, ნა----–ი ჩხიკვიშვილის და ვა-----გ ოს-----–---–ის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხი ნე----ნ ზა-----ისგან არ აუღია, არ არსებობს სესხის ხელშეკრულება და არანაირი ვალდებულება არ გააჩნია მოპასუხეებს ნ. ზა-----ის მიმართ. უძრავი ქონება კანონის შესაბამისად გასხვისდა რუ--ნ ბა------ეზე და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2.2. მოპასუხე - რუ--ნ ბა------ის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 25 მაისს დ. ჩოხატაურში შედგენილ №2 შეთანხმებაში მითითებულია: ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი ინდმეწარმე ,,ნე----ნ ზა-----ე“ ს.კ (37001032194) წარმოდგენილი მისი დირექტორის ნე----ნ ზა-----ე (37001032194) სახით, შემდეგში წოდებული როგორც - ,,მევალე“ და მეორეს მხრივ ფ/პ ქე-----ნ ყა---–---–ი (პ/ნ 46001003294 მცხ: ჩოხატაური ბენდელიანის ქუჩა), შემდეგში წოდებული როგორც - მოვალე, ვთანხმდებით და ვაფორმებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე:
,,მოვალეს“ ,,მევალის’’ მიმართ 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 65 000 (სამოცდახუთი ათასი) დოლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია ინდმეწარმის ,,ნე----ნ ზა-----ის“ კუთვნილი თანხების მითვისებით რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული ეტაპობრივად გრაფიკით ყოველთვიურად 2019 წლის 25. 05-მდე.
პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში კი ინდმეწარმე ნე----ნ ზა-----ე იღებს ვალდებულებას. სესხის უზრუნველყოფისთვის გამოყენებულ ქონებებს, არ გამოიყენებს პირადი საჭიროებისათვის, არ გააგრძელებს სესხს მოვალის თანხმობის გარეშე და ქონების შეფასებით გათვალისწინებული თანხის გადახდევინების შემთხვევაში გამოათავისუფლებს აღნიშნულ ქონებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებს კანონის წინაშე, რაზედაც ინდ. მეწარმე მისი ნებით აწერეს ხელს ნე----ნ ზა-----ე.
,,მევალე’’ ნე----ნ ზაქარაძე (ასევე მისი ხელმოწერა). ,,მოვალე’’ ქე-----ნ ყა---–---–ი (ფანქრით გაკეთებული აღნიშვნა, მაგრამ არ არის ხელმოწერა).
ვალის აღიარებას, შეთანხმებას აქტის შედგენას, ხელმოწერას ესწრებოდნენ და აქტის სისწორეს ადასტურებენ დამსწრეები:
1) ვა-----გ ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
2) ზაზა ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
3) მარინე ყა---–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
4) ლაშა ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, არ არის ხელმოწერა.
5) ვა-----გ ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
6) ზაზა მურღულია - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
7) ნა----–ი ჩხიკვიშვილი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
8) ვა-----გ მურღულია - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
9) გიორგი კოტრიკაძე - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 25 მაისის №2 შეთანხმება (იხ. ს/ფ 150);
3.2.2. 2016 წლის 25 მაისს დ. ჩოხატაურში შედგენილ №1 შეთანხმებაში (ვალის არსებობის აღიარების შესახებ) მითითებულია: ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი ინდმეწარმე ,,ნე----ნ ზა-----ე“ ს.კ (37001032194) წარმოდგენილი მისი დირექტორის ნე----ნ ზა-----ე (37001032194) სახით, შემდეგში წოდებული როგორც - ,,მევალე“ და მეორეს მხრივ ფ/პ ქე-----ნ ყა---–---–ი (პ/ნ 46001003294 მცხ: ჩოხატაური ბენდელიანის ქუჩა), შემდეგში წოდებული როგორც - მოვალე, ვთანხმდებით და ვაფორმებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე:
,,მოვალეს“ ,,მევალის’’ მიმართ 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 65 000 (სამოცდახუთი ათასი) დოლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია ინდმეწარმის ,,ნე----ნ ზა-----ის“ კუთვნილი თანხების მითვისებით რომელიც ,, მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2019 წლის 25.05-მდე. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს ვაგებ ჩემი და ჩემი თავდებების უძრავი და მოძრავი ქონებებით.
,,მევალე’’ ნე----ნ ზაქარაძე (ასევე მისი ხელმოწერა). ,,მოვალე’’ ქე-----ნ ყა---–---–ი (ფანქრით გაკეთებული აღნიშვნა, მაგრამ არ არის ხელმოწერა).
ვალის აღიარებას, შეთანხმებას აქტის შედგენას, ხელმოწერას ესწრებოდნენ და აქტის სისწორეს ადასტურებენ დამსწრეები:
1) ვა-----გ ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
2) ზაზა ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
3) მარინე ყა---–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
4) ლაშა ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.(ინიციალები ,,ვ’’.,,ო’’).
5) ვა-----გ ოს-----–---–ი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
6) ზაზა მურღულია - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
7) ნა----–ი ჩხიკვიშვილი - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
8) ვა-----გ მურღულია - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
9) გიორგი კოტრიკაძე - პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება (იხ. ს/ფ 160);
3.2.3. 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №3 ხელშეკრულების თანახმად, ვა-----გ ოსეფიაშვილმა, როგორც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორ ნე----ნ ზა-----ის მიმართ, მოვალის ქე-----ნ ყა---–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაზე.
თავდებობის №3 ხელშეკრულებაში არსებული თავდებობის პირობების მე-2 პუნქტის სიტყვა-სიტყვით გადმოცემა ,,ვალდებულება - მოვალესა და კრედიტორს შორის მითვისებული თანხის გადახდაზე ვალდებულება; საფუძველი 2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №3 ხელშეკრულება (იხ.ს/ფ 157-159);
3.2.4. 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №4 ხელშეკრულების თანახმად, ნა----–ი ჩხიკვიშვილმა, როგორც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორ ნე----ნ ზა-----ის მიმართ, მოვალის ქე-----ნ ყა---–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაზე.
თავდებობის №4 ხელშეკრულებაში არსებული თავდებობის პირობების მე-2 პუნქტის სიტყვა-სიტყვით გადმოცემა ,,ვალდებულება - მოვალესა და კრედიტორს შორის მითვისებული თანხის გადახდაზე ვალდებულება; საფუძველი 2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №3 ხელშეკრულება (იხ.ს/ფ 154-156);
3.2.5. 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №4 ხელშეკრულების თანახმად, ვა-----გ ოს-----–---–მა, როგორც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორ ნე----ნ ზა-----ის მიმართ, მოვალის ქე-----ნ ყა---–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაზე.
თავდებობის №4 ხელშეკრულებაში არსებული თავდებობის პირობების მე-2 პუნქტის სიტყვა-სიტყვით გადმოცემა ,,ვალდებულება - მოვალესა და კრედიტორს შორის მითვისებული თანხის გადახდაზე ვალდებულება; საფუძველი 2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 25 მაისს თავდებობის №3 ხელშეკრულება (იხ.ს/ფ 151-153);
3.2.6. 2017 წლის 26 ივნისის აუდიტორული დასკვნაში მითითებულია, რომ 2017 წლის 11 მაისს ინდ. მეწარმე ,,ნე----ნ ზა-----ემ’’ წერილობით მიმართა ინდივიდუალურ აუდიტორს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერს ია გოგოლაძეს, რომელმაც წარდგენილი პირველადი დოკუმენტების ასლებით, კლიენტების ახსნა-განმარტებების, ჩოხატაურის ოპერატორის ქე-----ნ ყა---–---–ის ახსნა-განმარტებების და სხვა საქმესთან არსებული მასალების საფუძველზე უნდა განესაზღვრა ჩოხატაურში ოპერატორ ქე-----ნ ყა---–---–ის მიერ უკანონო ქმედებებით მიყენებული ფინანსური ზარალის ოდენობა. დასკვნის დანართებში განხილული საკითხების საერთო ჯამმა შეადგინა სულ 132714.76 აშშ დოლარი და 48013.30 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 26 ივნისის აუდიტორული დასკვნა (იხ.ს/ფ 146-147);
3.2.7. 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს განცხადებით მიმართა ნე----ნ ზა-----ემ, სადაც მიუთითა, რომ არის ინდ. მეწარმე და ეწევა სალომბარდე საქმიანობას. 2016 წლის თებერვლის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის ლომბარდში იყო პრობლემები დაგირავებული ნივთების გამოტანასთან დაკავშირებით. ჩოხატაურში მდებარე ლომბარდის ქვეგანყოფილებაში მოლარე ოპერატორმა ქე-----ნ ყა---–---–მა უკანონოდ მიითვისა ლომბარდის თანხები - 65 000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა გამოძიების დაწყება ქე-----ნ ყა---–---–ის და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა დამნაშავე პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 17 ივნისს გაბნცხადება(იხ.ს/ფ 148-149);
3.2.8. 2016 წლის 26 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლაშა ოს-----–---–მა, ვა-----გ ოს-----–---–მა, ნა----–ი ჩხიკვიშვილმა, ვა-----გ ოს-----–---–მა უძრავი ქონება (მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელი დაბლაციხე ს/კ 2-----------). 5000 ლარად მიყიდა რუ--ნ ბა------ეს.
აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რუ--ნ ბა------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 26 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს/ფ 29-34);
3.2.9. 2017 წლის 09 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი: ერთის მხრივ - ინდმეწარმე ,,ნე----ნ ზაქარაძე’’ შემდგომში მოთხოვნის დამთმობი, მეორეს მხრივ ტა----ლ კბ--–-–---–ი შემდგომში მოთხოვნის მიმღები, დადეს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: 1) 2016 წლის 25 მაისის ვალის არსებობის აღიარების შესახებ შეთანხმებით ქე-----ნ ყა---–---–მა პ/ნ 46001003294 მოვალემ აღიარა რომ გააჩნია დავალიანება მევალის ინდ მეწარმე ნე----ნ ზა-----ის 65 000 აშშ დოლარი ვალის სახით გადასახდელად, რომელიც მისი მხრიდან დაფარული იქნებოდა სრულად 2019 წლის 25 მაისამდე, რაც არ დაუფარავს. 2) მოთხოვნის დამთმობმა ინდმეწარმე ,,ნე----ნ ზაქარაძემ’’ დაუთმო ,,მოთხოვნის მიმღებს’’ ტა----ლ კბ--–-–---–ს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ქე-----ნ ყა---–---–ის მიმართ - დავის საგანი მოპასუხე ქე-----ნ ყა---–---–ისგან მოითხოვოს ვალის - 65000 აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება (იხ.ს/ფ 35);
3.2.6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა.
ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები:
1. 2016 წლის 25 მაისის თარიღით შედგენილი შეთანხმება №1-ზე და 2016 წლის 25 მაისის თარიღით შედგენილი თარიღით შეთანხმება №2-ზე ვა-----გ ოს-----–---–ის (პ/ნ 46001006886), ქე-----ნ ყა---–---–ის და ზაზა ოს-----–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ამ პირების მიერ (იხ. ს/ფ 150;160);
2. 2016 წლის 25 მაისის თარიღით შედგენილი თავდებობის ხელშეკრულება №5-ზე, ვა-----გ ოს-----–---–ის (პ/ნ 46001006886) სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ამ პირის მიერ (იხ.ს/ფ 151-153);
3. აღნიშნულ დოკუმენტებზე დასახელებულ პირთა ხელმოწერები გადატანილია თუ არა რაიმე ტექნიკური საშუალებით (დაწოლის გზით, გადასაყვანი ქაღალდის მეშვეობით და გამჭოლ შუშაზე) (იხ. ს/ფ 150;151-153; 160);
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 14 ივნისს წერილის თანახმად, მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1735 ლარი. ექსპერტიზის ხარჯების გადახდა დაეკისრა მოპასუხე მხარეს - ქე-----ნ ყა---–---–ს, რომელმაც ვერ გადაიხადა ექსპერტიზის ჩატარების საფასური, რის გამოც დასკვნა არ იქნა წარმოდგენილი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 14 ივნისს წერილი;
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას 65 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მოსარჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სასამრთლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ 65 000 აშშ დოლარი არის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალის აღიარების თუ ლომბარდიდან უკანონოდ მითვისებული თანხები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ინდ. მეწარმე ნე----ნ ზა-----ემ განმარტა, რომ 2016 წლის მაისის თვეში წარმოიშვა პრობლემები ლომბარშიო. ქე-----ნმა თვითონ დააჯამა 65 000 აშშ დოლარი და აღიარა ვალი. 65 000 აშშ დოლარი არის ლომბარდის ვალი - თანხა, ქე-----ნმა აიღო ვალდებულება მაისამდე გადავიხდიო, ვალის აღიარება მისი, შეთანხმება. 2016 წლის 25 მაისს სხვა დოკუმენტი, შეთანხმება არ შემდგარა, ერთი შედგა. მოსარჩელის მიმანიშნებელი შეკითხვის №1 შეთანხმების შემდეგ განმარტა, რომ შეთანხმება ორ ცალად შედგა, ერთი არ იყო, ორივეზე მოაწერა ხელი ქე-----ნმა. აბსოლუტურად ერთი და იგივე იყო, აბსოლუტურად ერთი და იგივე თანხაზე იყო, იმ წუთში დათვლილ 65 000 აშშ დოლარზე. მემგონი განსხვავება ჰქონდა, არ მახსოვს. მემგონი ლაშამ არ მოაწერა ხელი. ერთში ვალი აღიარა და მეორეში დრო დამითქვა ამ დროისთვის გასტუმრებული იქნებაო.
სასამართლოსთვის გაუგებარია: 65 000 აშშ დოლარი სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხაა, (როგორც ამას სარჩელში დავის არსის მოკლე მიმოხილვაში და ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს), ვალის აღიარება თუ დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხები, რომელიც ქე-----ნ ყა---–---–მა დააჯამა (ასე განმარტა ნე----ნ ზა-----ემ), თუ აუდიტორულ დასკვნაში მითითებული თანხა (საქმეში არსებული დასკვნა)
შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ,,გამსესხებელმა’’ ნე----ნ ზა-----ემ ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავი ჩვენება მისცა, მან ვერ ვერ გაიხსენა კონკრეტულად თუ რა ვითარებაში, როგორ, რამდენ ცალად შედგა შეთანხმება, რა განსხვავება იყო №1 შეთანხმებისა და №2 შეთანხმებას შორის (,,მგონი’’, ,,არ მახსოვს’’) იხ. სასამართლო 11.10.2018წ. სხდომის ოქმი - ნე----ნ ზა-----ის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება, არ ქმნის ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობას, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ამ გარემოებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს სათანადო მტკიცებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 25 მაისს შედგენილი №2 შეთანხმება და №1 შეთანხმება ვერ ჩაითვლება რელევანტური მტკიცებულებად, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება დადგინდეს, რომ მხარეთა შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, ვალის აღიარება თუ მითვისებულია თანხები.
სასამართლო, წარმოდგენილი დოკუმენტის სანდოობის კუთხით შემოწმებისას, ყურადღებას არა მარტო დოკუმენტის შინაარსზე, არამედ მის ვიზუალურ მხარეზეც ამახვილებს. საქმეში წარმოდგენილი შეთანხმებების და თავდებობის ხელშეკრულებების დედანზე, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ტექსტში ჩანაწერები, ხელმოწერები შესრულებულია სხვადასხვა ფერის მელნით. №2 შეთანხმება და №1 შეთანხმება ერთმანეთის მსგავსია თითქმის, მათ შორის განსხვავება არის: №2 შეთანხმებაში დამატებულია მესამე აბზაცი - ,,პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში’’ (იხ. პუნქტი 3.2.1.).ასევე, №2 შეთანხმებაზე ხელს არ აწერს ლაშა ოს-----–---–ი. №1 შეთანხმებაზე ლაშა ოს-----–---–ის გასწვრივ ხელმოწერა არის ინიციალებით ,,ვ’’.,,ოს’’. ორივე შეთანხმებაში მითითებულია ,,დავალიანება (ვალი)’’, კუთვნილი თანხების მითვისებით’’. №1 შეთანხმებაში მითითებულია (ვალის არსებობის აღიარების შესახებ). ამასთან, №2 შეთანხმებაში მითითებულია ,,სესხის უზრუნველყოფისთვის’’. არცერთ შეთანხმებას ხელს არ აწერს ქე-----ნ ყა---–---–ი. შეთანხმებებში მითითებულია ,,მოვალე’’ ქე-----ნ ყა---–---–ი, რომლის გასწვრივ არის ფანქრით გაკეთებული აღნიშვნა სადაც არ არის ხელმოწერა (იხ. პუნქტი 3.2.1. და პუნქტი 3.2.2.). ასევე, ყველა თავდებობის ხელშეკრულებებში, თავდებობის პირობების მე-2 პუნქტში მითითებულია ,,2016 წლის 25 მაისის №1 შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ.’’ (იხ. პუნქტები 3.2.3. 3.2.4. 3.2.5.).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართომ დამატებით განმარტავს, რომ ზეპირი განმარტება ფაქტის სადაოობისას არ წარმოადგენს ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას. სასამართლო პატივს სცემს მოსარჩელის (ტა----ლ კბ--–-–---–ის), ასევე ნე----ნ ზა-----ის განმარტებებს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სადაო ფაქტის მტკიცება მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს. ნებისმიერ მხარეს ზეპირად ნებისმიერი განმარტების მოცემა შეუძლია, მაგრამ როცა ეს განმარტება სადაო ხდება, სასამართლო ვალდებულია მისი ნამდვილობა შეამოწმოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 42-ე, 85-ე მუხლი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 992-ე, 50-ე, 341-ე, 327-ე, 183-ე, 477-ე, 50-ე, 56-ე, 498-ე, 312-ე, 185-ე მუხლები.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული ნორმა ადგენს იმ ურთიერთობათა სახეებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება. სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი იძლევა საშუალებას, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინოს თუ რა მოთხოვნა გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს’’ (იხ. საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, აუცილებელი დადგინდეს არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულება, თუ ვალის აღიარება).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ამდენად, სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების არსებობა.
სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, მხარე უთითებს, რომ 65 000 აშშ დოლარი არის ლომბარდიდან უკანონოდ მითვისებული თანხა, ესე იგი მხარე ითხოვს დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას? და მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილი უნდა იყოს ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე?. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
მაშასადამე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ზიანი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სუსგ #ას-718-683-2015, 9 სექტემბერი, 2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, მართალია 2016 წლის 17 ივნისს ნე----ნ ზაქარაძე მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს გამოძიების დაწყების თხოვნით ქე-----ნ ყა---–---–ის და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა დამნაშავე პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, მაგრამ ნე----ნ ზა-----ე არ არის ცნობილი დაზარალებულად და არც ქე-----ნ ყა---–---–ის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი. სასამართლო სხდომაზე ნე----ნ ზაქარაძემ განმარტა, რომ გამოძიება არ არის ჯერ დასრულებული და არც დაზარალებულად არ არის ცნობილი ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ 65 000 აშშ დოლარი უკანონოდ მითვისებული თანხაა და არც ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარე უთითებს, რომ 65 000 აშშ დოლარი არის ლომბარდის ვალი, რომელიც ქე-----ნ ყა---–---–მა აღიარა. ესე იგი მხარე ითხოვს ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად 65 000 აშშ დოლარს?. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არსებობს ვალის აღიარების ხელშეკრულების ორი ფორმა, კერძოდ, კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (დამადასტურებელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი ითვალისწინებს კონსტიტუციური (დამდგენი) ვალის აღიარების ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ადგენს სრულიად ახალ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას.
ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა და ამდენად, ვალის აღიარება არ არსებობს, აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ ვერ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ორი სხვადასხვა დოკუმენტი ვალის აღიარების შესახებ (იხ. პუნქტი 3.2.1. და პუნქტი 3.2.2.), რომლებზეც არ არის ხელმოწერა ქე-----ნ ყა---–---–ის. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სახეზეა ვალის აღიარების ხელშეკრულება და არც ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მე-2 სასარჩელო მოთხოვნას, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.8. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების გასხვისებისათვის აუცილებელია ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა, მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო, გამყიდველის მიზანს წარმოადგენს ნივთის გასხვისებით სარგებლის მიღება. ნასყიდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რამდენადაც გამყიდველმა მყიდველისათვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ უნდა მიიღოს ამ უკანასკნელისაგან მიღებული საქონლის ფასის გადახდის სახით შემხვედრი დაკმაყოფილება.
მოსარჩელემ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა, რომ ეს გარიგება წარმოადგენს მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას.
სასამართლომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ბედის გადასაწყვეტად შეამოწმა სადავო გარიგების ბათილად ცნობის მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძველი, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ ლაშა ოს-----–---–ს, ვა-----გ ოს-----–---–ს, ნა----–ი ჩხიკვიშვილს, ვა-----გ ოს-----–---–ს და რუ--ნ ბა------ეს შორის 2016 წლის 27 ივლისს, ზაზა ოს-----–---–სა და ვა-----გ მურღულიას შორის 2016 წლის 26 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, არ არის თვალთმაქცურად ან/და მოჩვენებით დადებული გარიგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. იმავე კოდექსის სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება, მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს არამედ, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა და ამ დროს მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლება თვალთმაქცური გარიგებით იფარება. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების ნების გამომვლენი ყველა სუბიექტი. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
ამდენად, სასამართლო სამოქალაქო პროცესში შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში გარიგების მოჩვენებითი, თვალთმაქცური, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს მხარეს, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებები მის მიერვე მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებით დადებულად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მიერ გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების დასაფარად და მისაღწევად. მოჩვენებითი გარიგების დროს გარიგების არც ერთ მხარეს არ სურს ამ გარიგების შესრულება. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა.
მოცემულ ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგებების ბათილად ცნობა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ლაშა ოს-----–---–ს, ვა-----გ ოს-----–---–ს, ნა----–ი ჩხიკვიშვილს, ვა-----გ ოს-----–---–ს და რუ--ნ ბა------ეს ხელშეკრულების დადებისას ამოძრავებდათ კანონსაწინააღმდეგო მიზანი - ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობისაგან თავის არიდება და რეალურად არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებების თანამდევი სამართლებრივი შედეგის დადგომა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა შორის იმგვარი შეთანხმების ფაქტი, რაც გამორიცხავდა მათ განზრახვას, რომ დადებულ ნასყიდობის გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ გარიგების დადების დროს მხარეთა რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევის ნებას. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს და იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ, გამყიდველის მიზანს წარმოადგენს ნივთის გასხვისება სარგებლის მიღების სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგი კი არის მყიდველის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება შეძენილ ნივთზე.
6.10. მოსარჩელემ მოითხოვა რა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიუთითა ამ გარიგების თვალთმაქცურობაზე. თუმცა რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც სადავო გარიგებების თვალთმაქცურობას დაადასტურებდა მოსარჩელეს არ მიუთითებია. ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად დადების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თვალთმაქცურია გარიგება თუ ის მიმართულია სხვა გარიგების დასაფარად. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გარიგების მონაწილეთა ნება დაფარონ სხვა გარიგებით. მხარეთა ნება, მათი სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. თვალთმაქცური გარიგების დადების დროს მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი არ არის ლაშა ოს-----–---–ს, ვა-----გ ოს-----–---–ს, ნა----–ი ჩხიკვიშვილს, ვა-----გ ოს-----–---–ს და რუ--ნ ბა------ეს შორის რაიმე დაფარული გარიგების არსებობის ფაქტი. მოსარჩელე ვერ მიუთითებს კონკრეტულად რომელი გარიგების დასაფარად გამოიყენეს მოპასუხეებმა ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით მხარეთა შორის რაიმე სხვა გარიგების არსებობის ფაქტი, რომლის გადაფარვასაც ისინი ცდილობდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებით, არ დასტურდება. შესაბამისად, სახეზე არ არის გარიგების მოჩვენებით და თვალთმაქცურად დადების ფაქტი, რის გამოც ამ საფუძვლით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეგისტრირებული რეესტრში, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი მაშინ, როდესაც სადავოდ არის გამხდარი მესაკუთრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება და ამ ფაქტის მიმართ შემძენის დამოკიდებულებაა კეთილსინდისიერია ანუ, საქმე გვაქვს ისეთ გარემოებასთან, როდესაც შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ გამყიდველს არ გააჩნდა რეესტრში რეგისტრირებული ნამდვილი უფლება ან ასეთი უფლება სადავო იყო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის დებულებანი იცავენ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავ ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან, ან არ არის სრულყოფილი, რისი არ ცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად.
აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეული უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (იხ. სუსგ საქმე №ას-813-764-2015; 28.10.2015წ. სუსგ 21.07.2014წ. საქმე №ას-355-334-2014; სუსგ 14.07.2014წ. საქმე №ას-375-352-2014).
სასამართლო განმარტავს, რომ პირის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისათვის აუცილებელია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობა. ობიექტური ფაქტორები მოიცავს შემდეგი გარემოებების კუმულაციას: 1. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ უფლების გამსხვისებელი უნდა იყოს დარეგისტრირებული; 2. რეესტრის ჩანაწერების მიმართ შეტანილი არ უნდა იყოს საჩივარი. რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, აღნიშნული გულისხმობს შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნამდვილი მესაკუთრის ვინაობისადმი, ანუ, გარიგების დადების მომენტისათვის, შემძენისათვის უცნობი უნდა იყოს რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის თაობაზე (იხ. მაგ სუსგ №ას-957-900-2010). ამასთან, შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც აღემატება მისი შესაძლებლობის ფარგლებს (იხ. მაგ. სუსგ №ას-491-465-2015).
მოცემულ შემთხვევაში რუ--ნ ბა------ემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა რომ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ჩოხატაური სოფელი დაბლაციხე, ს/კ 2-----------) პრეტენზიას აცხადებდა ნე----ნ ზა-----ე.
6.12. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენა, მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით აეკრძალა რუ--ნ ბა------ეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაბლაციხე ს.კ. 2----------- გასხვისება. აეკრძალა - ქე-----ნ ყა---–---–ის თავისი წილის პროპორციულად მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩოხატაური, ს.კ. 28.01.23.190 გასხვისება. აეკრძალა - ვა-----გ ოს-----–---–ის, ნა----–ი ჩხიკვიშვილის და ვა-----გ ოს-----–---–ის თავიანთი წილების პროპორციულად მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაბლაციხე ს.კ. 28.14.23.045 გასხვისება. აეკრძალა - ვა-----გ ოს-----–---–ის, ნა----–ი ჩხიკვიშვილის და ვა-----გ ოს-----–---–ის თავიანთი წილების პროპორციულად მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაბლაციხე ს.კ. 28.14.23.046 გასხვისება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნე----ნ ზა-----ის უფლებამონაცვლის ტა----ლ კბ--–-–---–ის სარჩელი ზაზა ოს-----–---–ის, ავთანდილ ცინცაძის, ვა-----გ მურღულიას და მირანდა ტყაბლაძის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამოდინარე თანხის დაკისრების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რუ--ნ ბა------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაბლაციხე ს.კ. 2----------- გასხვისება. ქე-----ნ ყა---–---–ის აეკრძალა თავისი წილის პროპორციულად მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩოხატაური, ს.კ. 28.01.23.190 გასხვისება. ვა-----გ ოს-----–---–ის, ნა----–ი ჩხიკვიშვილის და ვა-----გ ოს-----–---–ის აეკრძალათ თავიანთი წილების პროპორციულად მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაბლაციხე ს.კ. 28.14.23.045 გასხვისება. ვა-----გ ოს-----–---–ის, ნა----–ი ჩხიკვიშვილის და ვა-----გ ოს-----–---–ის აეკრძალა - თავიანთი წილების პროპორციულად მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაბლაციხე ს.კ. 28.14.23.046 გასხვისება.
3. მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე