სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლი · სსსკ 21
თავი III — განსჯადობა
1. თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.
2. არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში .
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. შეთანხმება განსჯადობის შესახებ 1. თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით. 2. არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში . საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ.,14.05.1999 წ., მუხ.64
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(81)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 81-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1123(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე და 35-ე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე, 23-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა…
საქმე №ას-882-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
სპეციალური კანონის მე-14 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მართალია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იურიდიული პირი არ არის, მაგრამ იგი სამართალურთიერთობებში, მათ შორის, სასამართლოში საკუთარი სახელით გამოდის.
საქმე №ას-318-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
…"ეს კონვენცია ხელს არ უშლის ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან ორგანოს, რომელიც აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევას მე–3 (ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების/დაკავების საფუძვლები) და 21–ე მუხლის (შეფარების უფლება) მნიშვნელობის ფარგლებში, მიმართოს უშუალოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს, ამ კონვენციის დებულებათა თანახმად იქნება ეს, თუ არა".
საქმე №ას-1338-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2023
თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;4. სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
ასეთი შეთანხმების უფლებას საქართველოს შიგნით მისი საერთო სასამართლოების განსჯადობასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლი, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოებთან მიმართებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18…
საქმე №ბს-1311(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
საქმე №ას-1429-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2022
საქმე №ას-70-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
მუხლი 21. სახელშეკრულებო განსჯადობა— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 21, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-21/