განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
050210118002169435
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210118002169435

საქმე №2/ბ-1337-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - ტ------– კ---–-–---–ი - ნ------ ზ------ის უფლებამონაცვლე

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ---- ო------–---–ი, ა---------– ც--–--ე, ვ------- მ---------–--, მ-------- ტ----–--ე

წარმომადგენლები - ნორა მ---------–--, ე-- ლ--------, ბ--–- წ---–---

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 13 ნოემბერს ტ------– კ---–-–---–მა (ნ------ ზ------ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა ზ---- ო------–---–ის, ა---------– ც--–--ის, ვ------- მ---------–--სა და მ-------- ტ----–--ის (შემდგომში მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით (იხ. სარჩელი, ტომი 1-ლი ს.ფ. 1-17).

 

სარჩელის საფუძვლები:

1.1. მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–------------–-- სესხის ხელშეკრულების თანახმად, ნ------ ზ------ემ ზ---- ო------–---–ს გადასცა 70 000 აშშ დოლარი, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი თანხის გადაცემის თაობაზე. ზ---- ო------–---–ს გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად უნდა გადაეხადა სესხის თანხა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

1.1.2. მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ზ---- ო------–---–მა მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონებები თვალთმაქცურად გააფორმა ოჯახის ახლობელზე ა---------– ც--–--ეზე და ვ------- მ---------–--ზე, რომელმაც თავის მხრივ უძრავი ქონება გაასხვისა მ-------- ტ----–--ეზე.

 

1.1.3. ნ------ ზ------ემ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ტ------– კ---–-–---–ს დაუთმო ზ---- ო------–---–ის მიერ ნასესხები და გადასახდელი თანხის - 70 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მან მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ დარღვეული უფლების დასაცავად.

 

1.2. მოპასუხე ზ---- ო------–---–ის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 80-90) შემდეგზე მითითებით:

 

1.2.1. მას სესხი ნ------ ზ------ისგან არ აუღია, შესაბამისად არც სესხის ხელშეკრულება არ არსებობს. სარჩელზე დართულ სესხის ხელშეკრულებაზე, მიღება-ჩაბარების აქტზე თანხის გადაცემის შესახებ მითითებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ხელმოწერა გაყალბებულია ნ------ ზ-------ის მიერ. მოწმედ მითითებული ქ------- ყ----–---–ი არის მისი მეუღლე, რომელიც მუშაობდა ლომბარდში ნ------ ზ------ესთან ერთად, რომელსაც აქვს ფინანსური პრობლემები, რის გამოც შექმნა არარსებული სესხის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და გრაფიკი, რომლითაც ცდილობს მოითხოვოს არარსებული სესხის თანხა. უძრავი ქონება ა---------– ც--–--ეზე გაასხვისა კანონით დადგენილი წესით, იგი მისი ახლობელი არაა. ა---------– ც--–--ე კეთილსინდისიერი მყიდველია და არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

1.3. მოპასუხე ა---------– ც--–--ის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ.ტომი 1-ლი ,ს.ფ. 93-101) შემდეგზე მითითებით:

 

1.3.1. იგი არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს ზ---- ო------–---–თან. სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

1.4. მოპასუხე ვ------- მ---------–--ს პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 107-115) შემდეგზე მითითებით:

 

1.4.1. ზ---- ო------–---–მა მას მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე ჩ-----------ის მუნიციპალიტეტი კურორტი ბ--------, ქუჩა გ------. აღნიშნული უძრავი ქონების თაობაზე ზ---- ო------–---–მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ვ------- მ---------–--მ სრულიად კანონიერად გამოიყენა მისი როგორც მესაკუთრის უფლება და მის საკუთრებაში არსებული ურავი ქონება გაასხვისა მ-------- ტ----–--ეზე. ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი არ არსებობს. ამასთან მიაჩნია, რომ თანხის დაკისრებაზე არსებულ მოთხოვნაზე პასუხი უნდა აგოს ზ---- ო------–---–მა.

 

1.5. მოპასუხე მ-------- ტ----–--ის პოზიცია

1.5.1. მ-------- ტ----–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს სხდომაზე არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ იგი არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.

 

1.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. ნ------ ზ------ის უფლებამონაცვლე ტ------– კ---–-–---–ის სარჩელი ზ---- ო------–---–ის, ა---------– ც--–--ის, ვ------- მ---------–--სა და მ-------- ტ----–--ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამოდინარე თანხის დაკისრების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა---------– ც--–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: დაბა ჩ-----------ი, ბ------–---ის ქუჩა, ს.კ. 2----------- გასხვისება და მ-------- ტ----–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: დაბა ჩ-----------ი, კურორტი ბ--------, გ------ს ქუჩა, ს.კ. 2----------- , გასხვისება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2----–-–------------–-- მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იქნა: ,,ერთის მხრივ, ინდ. მეწარმე ნ------ ზ------ე პ/ნ 3----------, როგორც გამსესხებელი და მეორეს მხრივ, ზ---- ო------–---–ი, როგორც თანხის მიმღები, 2016 წლის 25 აპრილს, ინდ. მეწარმე ნ------ ზ------ისგან ჩავაბარე, ხოლო ზ---- ო------–---–მა მივიღე 70 000 აშშ დოლარი, 5 წლის ვადაში სესხის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით. თანხა გავეცი: ნ------ ზ------ე. ესწრებოდა: მოწმე ქ------- ყ----–---–ი, გამსესხებელი ნ------ ზ------ე, მსესხებელი ზ---- ო------–---–ი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–------------–-- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 191);

 

2.1.2. 2-----–-–--------------–-ს №- სესხის ხელშეკრულების თანახმად, ი.მ ნ------ ზ------ემ ზ---- ო------–---–ის ასესხა 70 000 აშშ დოლარი 5 (ხუთი) წლის ვადით. წლიური საპროცენტო სარგებელი 18%. საქმეში წარმოდგენილია ასევე სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმად, ზ---- ო------–---–ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1777.54 აშშ დოლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–------------–-- №- სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 192-195);

 

2.1.3. 2016 წლის 27 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ზ---- ო------–---–მა უძრავი ქონება (მდებარე: ჩ-----------ი, ბ------–---ის ქუჩა, ს/კ 2-----------) 7000 ლარად მიყიდა ა---------– ც--–--ეს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 27 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 24-26);

 

2.1.4. 2016 წლის 13 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ზ---- ო------–---–მა უძრავი ქონება (მდებარე: ჩ-----------ი, კურორტი ბ--------, გურიის ქუჩა ს/კ 2-----------) 13000 აშშ დოლარად მიყიდა ვ------- მ---------–--ს აღნიშნული უძრავი ქონება 2017 წლის 6 ოქტომბერს მ-------- ტ----–--ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ვ------- მ---------–--სგან 11500 აშშ დოლარად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 13 ივნისის და 2017 წლის 6 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 27;32; 28-31);

 

2.1.5. 2017 წლის 09 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი: ერთის მხრივ - ინდ.მეწარმე ნ------ ზ-------ე, შემდგომში მოთხოვნის დამთმობი, მეორეს მხრივ, ტ------– კ---–-–---–ი, შემდგომში მოთხოვნის მიმღები, დადეს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: 1) 2----–-–------------–-- №- სესხის ხელშეკრულების თანახმად, ზ---- ო------–---–მა - მოვალემ აღიარა, რომ გააჩნია დავალიანება მევალის ინდ.მეწარმე ნ------ ზ------ის - 70000 აშშ დოლარი ვალის სახით გადასახდელად, რომელიც მისი მხრიდან დაფარული იქნებოდა ხუთი წლის ვადაში. 2) მოთხოვნის დამთმობმა ინდ.მეწარმე ნ------ ზ-------ემ დაუთმო ,,მოთხოვნის მიმღებს“ ტ------– კ---–-–---–ს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ზ---- ო------–---–ის მიმართ - დავის საგანი მოპასუხე ზ---- ო------–---–ისგან მოითხოვოს ვალის - 70000 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 33);

 

2.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 14 ივნისს მომზადებული იქნა ექსპერტიზის №--------- დასკვნა.

ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები:

1. 2----–-–------------–-- თარიღით შედგენილი სესხის ხელშეკრულება №--ზე ხელმოწერა ,,ზ---- ო------–---–ი“ ხელშეკრულების სამივე გვერდზე შესრულებულია თუ არა ზ---- ო------–---–ის მიერ? წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ შეასრულა მესამე პირმა?

2. 2-----–-–--------------–-ს თარიღით შედგენილი სესხის ხელშეკრულება შესრულებულია თუ არა ერთი და იგივე მელნით, თუ ხელშეკრულებაში ხელმოწერა ,,ზ---- ო------–---–ი“ შესრულებულია სხვა მელნით.

3. 2----–-–------------–-- თარიღით შედგენილ სესხის ხელშეკრულება №--ში ხელმოწერა კერძოდ ,,ზ---- ო------–---–ი“ გადატანილია თუ არა რაიმე ტექნიკური საშუალებით (დაწოლის გზით, გადასაყვანი ქაღალდის მეშვეობით და გამჭოლ შუშაზე).

4. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი მიღება ჩაბარების №- აქტზე ხელმოწერა ,,ქ------- ყ----–---–ი“ შესრულებულია თუ არა ქ------- ყ----–---–ის მიერ? (საქმის ფურცელი) წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ არ შეასრულმა მესამე პირმა?

5. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი მიღება ჩაბარების №- აქტზე ხელმოწერა ,,ზ---- ო------–---–ი“ შესრულებულია თუ არა ზ---- ო------–---–ის მიერ? წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ შეასრულა მესამე პირმა?

6. 2-----–-–--------------–-ს თარიღით შედგენილი მიღება ჩაბარების აქტი შესრულებულია თუ არა ერთიდაიგივე მელნით, თუ ხელშეკრულებაში ხელმოწერა ,,ქ------- ყ----–---–ი“ და ,,ზ---- ო------–---–ი“ შესრულებულია სხვა მელნით.

7. 2----–-–------------–-- თარიღით შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტში ხელმოწერა კერძოდ ,,ქ------- ყ----–---–ი“ და ,,ზ---- ო------–---–ი’’ გადატანილია თუ არა რაიმე ტექნიკური საშუალებით (დაწოლის გზით, გადასაყვანი ქაღალდის მეშვეობით და გამჭოლ შუშაზე).

8. 2----–-–------------–-- მიღება ჩაბარების აქტზე, 2----–-–------------–-- სესხის ხელშეკრულებისა და 2----–-–------------–-- სესხის გრაფიკზე ზ---- ო------–---–ის და ქ------- ყ----–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ზ---- ო------–---–ის და ქ------- ყ----–---–ის მიერ.

 

წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია:

- ხელმოწერა ქ------- ყ----–---–ის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული: მიღება ჩაბარების აქტზე, 25.04.16 წლის თარიღით (ს.ფ.191), ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, სიტყვების შემდეგ: ,,ესწრებოდა მოწმე ქ------- ყ----–---–ი“, შესრულებულია ქ------- ყ----–---–ის მიერ.

- ხელმოწერა, ზ---- ო------–---–ის სახელით, განლაგებული: №- სესხის ხელშეკრულებაზე, 25.04.16 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდის ტექსტის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს, გრაფაში: ,,მსესხებელი“ (ს.ფ.192), სავარაუდოა, რომ შესრულებულია ზ---- ო------–---–ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, გამოსაკვლევი ხელმოწერის შესაბამისი, თავისუფალი ნიმუშების და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

- გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერები, ზ---- ო------–---–ის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული შემდეგ საბუთებზე: მიღება-ჩაბარების აქტზე, 25.04.16 წლის თარიღით, საბუთის ქვედა მარჯვენა მხარეს, გრაფაში: ,,მსესხებელი“ (ს.ფ.191); №- სესხის ხელშეკრულებაზე, 25.04.16 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს, მეორე და მესამე გვერდზე, გრაფაში: ,,მსესხებელი“ (ს.ფ. 192-1--) და სესხის დაფარვის გრაფიკზე (დანართი №1), მარჯვენა ქვედა მხარეს (ს.ფ. 195), შესრულებულია თუ არა ზ---- ო------–---–ის მიერ შეუძლებელია, გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნებისა და შესაბამისი ნიმუშების სიმცირის გამო.

- 1,2,3,4 გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2----–-–------------–-თ დათარიღებულ მიღება- ჩაბარების №- აქტზე წინადადება ,,მიღება ჩაბარების №- აქტი“, ხელნაწერი ტექსტი დაწყებული სიტყვებით ,,ერთის მხრივ“ და დამთავრებული სიტყვებით ,,25 აპრილს“ და სიტყვა ,,ჩ-----------ი“, ჩანაწერი ,,25.04.2016“, რომელიც აღნიშნავს თარიღს, დაწყებული სიტყვის ნაწილით ,,წარმე“ სიტყვაში ,,ინდმეწარმე“ და დამთავრებული ხელმოწერით ,,ზ---- ო------–---–ი“ (ქ------- ყ----–---–ის სახელით შესრულებული ხელმოწერის ჩათვლით) შესრულებულია სხვდასხვა საწერი საშუალებით (პასტებით). ასო ,,ს“ -ს ბოლო ნახევაროვალი სიტყვაში ,,აპრილ“ და სიტყვის ნაწილი ,,ინდმე“ სიტყვაში ,,ინდმეწარმე“ შესრულებულია სხვა საწერი საშუალებით განსხვავებით დანარჩენი ტექსტისგან ე.ი ასო ,,ს:“ ბოლო სიტყვაში ,,აპრილს“ და სიტყვის ნაწილი ,,ინმდე“ სიტყვაში ,,ინდმეწარმე“ შესრულებულია მესამე საწერი საშუალებით.

- 2-----–-–--------------–-თ დათარიღებულ სესხის №- ხელშეკრულების პირველ და მესამე ფურცლებზე (ს.ფ 192,1--) განთავსებული ხელნაწერი ტექსტი (ნ.ზ------ის ხელმოწერის ჩათვლით) შესრულებულია მუქი იისფერი საღებავი ნივთიერებებით და მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული ზ---- ო------–---–ის სახელით დატანილი ხელმოწერა შესრულებულია მოლურჯო - მოოისფრო საღებავი ნივთიერებით. 2----–-–------------–-- დათარიღებული სესხის №- ხელშეკრულების №2 ფურცელზე (ს.ფ 193) არსებული ნ.ზ------ის ხელმოწერა შესრულებულია მოლურჯო საღებავი ნივთიერებით.

- ზემოთ მითითებული ნიშნები მოწმობს, რომ 2----–-–------------–-თ დათარიღებული სესხის №- ხელშეკრულების პირველ და მესამე ფურცელზე (ს.ფ 192,1--) განთავსებული ხელნაწერი ტექსტი (ნ.ზ------ის ხელმოწერის ჩათვლით) და მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული ზ---- ო------–---–ის სახელით დატანილი ხელმოწერა შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებით. 2----–-–------------–-თ დათარიღებული სესხის №- ხელშეკრულების მეორე ფურცელზე (ს.ფ 193) არსებული ნ.ზ------ის და ზ---- ო------–---–ის სახელით დატანილი ხელმოწერები შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებით.

- 2----–-–------------–-თ დათარიღებულ მიღება-ჩაბარების №- აქტზე (ს.ფ 191) არსებული ქ------- ყ----–---–ის და ზ---- ო------–---–ის სახელით დატანილი ხელმოწერები არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით და არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით.

- 2----–-–------------–-თ დათარიღებულ მიღება ჩაბარების №- აქტზე (ს.ფ 191), მარჯვენა შუა ნაწილში არსებული ქ------- ყ----–---–ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე არცერთი წარმოდგენილი ქ------- ყ----–---–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშებიდან, რომლებიც განთავსებულია შინაგანაწესში (სამოქალაქო №2/877-17 საქმე საქმის ფურცელი (245) 2017 წლის 07 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაზე (სამოქალაქო№2-878-17 საქმე ს.ფ 68) 2017 წლის 07 დეკემბრით დათარიღებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებში (სამოქალაქო№2-878-17 ს.ფ 78) 2017 წლის 07 დეკემბრის დათარიღებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებში (სამოქალაქო№2/878-17 საქმე ს.ფ 98) 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე №2 (სამოქალაქო№2-878-17) ს.ფ 150) 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე №1 (სამოქალაქო№2-878-17 საქმე ს.ფ 160).

- 2----–-–------------–-თ დათარიღებული სესხის №- ხელშეკრულების პირველ მეორე და მესამე ფურცლებზე (ს.ფ 192-1--) მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული ზ---- ო------–---–ის სახელით შესრულებული ხელმოწერები არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით და არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით.

- 2----–-–------------–-თ დათარიღებულ მიღება-ჩაბარების №- აქტზე (ს.ფ 191), 2----–-–------------–-თ დათარიღებული სესხის №- ხელშეკრულების პირველ მე-2 და მე-3 ფურცლებზე (ს.ფ 192-1--) მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული ზ---- ო------–---–ის სახელით შესრულებული ხელმოწერები არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე ერთმანეთისგან და არცერთი წარმოდგენილი ზ---- ო------–---–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშებიდან, რომლებიც განთავსებულია სესხის დაფარვის გრაფიკზე (სამოქალაქო №2-877-17 საქმე ს,ფ 195), 2011 წლის 08 სექტემბრით დათარიღებულ შემოწმების აქტზე (სადაც აღინიშნება ხელნაწერი ტექსტი) 2011 წლის 08 სექტემბრით დათარიღებულ შემოწმების აქტზე (სადაც აღინიშნება ნაბეჭდი ტექსტი) 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე №2 (სამოქალაქო №2-878-17 საქმე ს,ფ 150), 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე №1 (სამოქალაქო №2-878-17 საქმე , ს.ფ 160).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 14 ივნისს მომზადებული ექსპერტიზის №--------- დასკვნა (იხ. ტომი მე-2, ს.ფ 6-35);

 

2.1.7. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვერ გაიზიარებდა მოსარჩელე მხარის მოსაზრებას სესხის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მოპასუხეზე ზ---- ო------–---–ზე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იყო 70 000 აშშ დოლარი. ამ მხრივ სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ნ------ ზ------ის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავი ჩვენება მისცა, მან ვერ გაიხსენა კონკრეტულად თუ რა ვითარებაში, როგორ გადასცა მსესხებელს 70 000 აშშ დოლარი. ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რადგან ზ---- ო------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული იქნა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზა, რომლის დასკნაშიც მითითებულია, რომ ხელმოწერები, ზ---- ო------–---–ის სახელით შესრულებულია თუ არა ზ---- ო------–---–ის მიერ შეუძლებელია დადგენა.

 

2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 42-ე, 85-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 183-ე, 477-ე, 50- ე, 56-ე, 498-ე, 312-ე, 185-ე მუხლებზე; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმზე და განმარტა შემდეგი:

 

2.2.1. სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში. ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს. სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის მან უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადება, როგორც შეთანხმება, ისე სესხის საგნის გადაცემა მსესხებლისათვის. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების საგნის (70000 აშშ დოლარის) გადაცემა, შესაბამისად, ვერ დაადასტურა ხელშეკრულების დადება.

 

2.2.2. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა, რომ ეს გარიგებები წარმოადგენს მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს.

 

2.2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება, მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს არამედ, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა და ამ დროს მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლება თვალთმაქცური გარიგებით იფარება. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების ნების გამომვლენი ყველა სუბიექტი. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

 

2.2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გარიგების მოჩვენებითი, თვალთმაქცური, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებები მის მიერვე მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.

 

2.2.5. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა სესხის ხელშეკრულების არარსებობასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ №- სესხის ხელშეკრულების „მსესხებლის“ გრაფა სავარაუდოდ შესრულებულია ზ---- ო------–---–ის მიერ. ამავე დასკვნით, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის-70000 აშშ დოლარის გადაცემისას შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე დაწერილი - „ვესწრებოდი მოწმე ქ------- ყ----–---–ი“ შესრულებულია ქ------- ყ----–---–ის მიერ. ხოლო მოწმე ნ------ ზ------ემ სასამართლო სხდომაზე თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა, თუ როდის, რა ოდენობის თანხა ასესხა ზ---- ო------–---–ს და როგორ მოხდა მათ მიერ სესხის თანხის მიღებაზე ხელმოწერა.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე ზ---- ო------–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, სარჩელის მესამე და მეოთხე სასარჩელო მოთხოვნა და დაადასტურა, რომ ნასყიდობის საგნის თანხა ვ------- მ---------–--ს 2---------წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით მისთვის არ გადაუცია. თვითონ მას არც ნასყიდობის საგანი გადაუცია ვ------- მ---------–--სათვის, დღემდე იმ სახლს ფლობს ზ---- ო------–---–ი. შესაბამისად, უდავო ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენს და დასტურდება, რომ არც მ-------- ტ----–--ეს და მის წარმომადგენელს მიუღია ნასყიდობის საგანი და სწორედ ამიტომ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული გარიგებები ბათილი.

 

3.3. აპელანტის მითითებით, დადგენილ უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას ნასყიდობის საგანი არ გადასცემია მყიდველს და არც ნასყიდობის საგნის ღირებულება გადაუცია მყიდველს გამყიდველისათვის, რის თაობაზე მოპასუხეები დაკითხული არიან გამოძიებაში. თუმცა, სასამართლომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე არ გამოითხოვა აღნიშნული დოკუმენტები.

 

3.4. ამდენად, აპელანტის თვალსაზრისით სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რითაც საბოლოო ჯამში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.7. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.2.1-2.2.5 პუნქტებში მითითებულ მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:

4.1.1. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართლის სფეროდან. მოსარჩელე ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, მისი მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლს, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

4.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

4.1.3. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამდენად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

4.1.4. პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოა სასესხო ურთიერთობის წარმოშობა, სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი ამ ურთიერთობის წარმოშობაზე მიმთითებელ მხარეს ეკისრება, ანუ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება, რაც იქნებოდა თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი.

 

4.1.5. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

4.1.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად მიუთითებს წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, თუმცა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არ დადგინდა მასზე მსესხებლის ხელმოწერის არსებობა, რაც გამორიცხავს მისი გაზიარების შესაძლებლობას. ასევე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ------ ზ------ის ჩვენებას და მიუთითებს, რომ იგი გარდა იმისა, რომ თავად წარმოადგენდა განსახილველი სამართალურთიერთობის მხარეს და ამჟამად წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, სესხის ხელშეკრულების დასადასტურებლად მოწმის ჩვენება ვერ მიიჩნევა სარწმუნო და წონად მტკიცებულებად.

 

4.1.7.ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს თანხის დაბრუნებას.

 

4.1.8. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უძრავ ქონებებზე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა ხელშეკრულებების მოჩვენებით და თვალთმაქცურ ხასიათზე.

 

4.1.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

4.1.10. მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (შდრ: სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი, 2018 წელი, პპ: 24-26).

 

4.1.11. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი გარიგება ანუ, მას ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.

 

4.1.12. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მაშასადამე, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული საფუძვლით გარიგების მოჩვენებითობის ინტერესი შესაძლებელია ჰიპოთეტურად გააჩნდეს იმ პირს, რომლის მოტყუებასაც მიზნად ისახავს გარიგებაში მონაწილე მხარე.

 

4.1.13. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არ ქმნიან გამოყენებული ნორმის (სსკ-ის 56.1 მუხლი) შემადგენლობას, რადგან, როგორც განიმარტა, მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე (მოქმედებდნენ შეთანხმებით), რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. აქედან კი, გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, იმის თაობაზე, რომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლების მქონეა არა თავად გარიგებაში ნების გამომვლენი მხარე ანუ, ის პირი, რომელიც გარიგების მონაწილე მეორე მხარეს თავიდანვე შეუთანხმდა და რომელთან ერთადაც განიზრახავდა სამართლებრივი შედეგის დაუდგომლობას (სიმულაციას), არამედ სხვა პირი, რომლის უფლებაც ირღვევა ამგვარი ნების შეთანხმებული გამოვლენის შედეგად, ხოლო თვალთმაქცური გარიგების ნორმატიულ შინაარსს განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებდნენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე“, მათ საერთო მიზანზე, თუმცა ასეთი მტკიცება მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

 

4.1.14. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ, მხარეები გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი.

 

4.1.15. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და არ გამოითხოვა გამოძიების მასალები, სადაც მოპასუხეების გამოკითხვის საფუძველზე დადგენილ იქნა საქმიასთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გაზიარებულ ვერ იქნება, რადგან საპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილებულ იქნა აპელანტ ტ------– კ---–-–---–ის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე და საქართველოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, თუმცა აღნიშნულის გამოკვლევით აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილ ვერ იქნა.

4.1.16.ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

4.1.17.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულიპრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან/იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

4.1.18. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისათვის აუცილებელია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობა. ობიექტური ფაქტორები მოიცავს შემდეგი გარემოებების კუმულაციას: 1. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ უფლების გამსხვისებელი უნდა იყოს დარეგისტრირებული; 2. რეესტრის ჩანაწერების მიმართ შეტანილი არ უნდა იყოს საჩივარი, ხოლო რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, აღნიშნული გულისხმობს შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნამდვილი მესაკუთრის ვინაობისადმი, ანუ, გარიგების დადების/მომენტისათვის, შემძენისათვის უცნობი უნდა იყოს რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის თაობაზე.

 

4.1.19.განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ რომ ობიექტური ფაქტორები დაცული იყო, ანუ გამყიდველი პირები რეგისტრირებულნი იყვნენ საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრეებად , ხოლო რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იცოდა თუ არა თავდაპირველმა შემძენმა ა---------– ც--–--ემ იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის მინდინარეობადა დავა , აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ დაადასტურა .

 

4.1.20. შესაბამისად მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოპასუხეები ა---------– ც--–--ე, ვ------- მ---------–-- და მ-------- ტ----–--ე წარმოადგენენ უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენებს.

 

4.21. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ის წარმოადგენს კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვის გარანტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის მიზანსაც სწორედ სამოქალაქო ბრუნვის დაცვა და საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს შესაძენი უფლების შესახებ იმაზე მეტი ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ნამდვილად ეკუთვნის რეესტრში მითითებულ პირს, ანუ იმ პირს, რომელიც გამოხატავს ნებას, გაასხვისოს, მის სახელზე რეგისტრირებული უფლება. ამდენად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებას, რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის პრეზუმფციით.

 

4.22.ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს იმაზეც, რომ სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნათაგან პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება განაპირობებდა დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში მოსარჩელის იურიდიულ ინტერერესს. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელემ ვერ შეძლო რა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, სახელდობრ ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების არსებობა, შესაბამისად, თუნდაც სახეზე არ იყოს უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებათა ნამდვილობა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მათი ბათილობის მიმართ სახეზე არაა.

 

4.23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად ეს გარემოება გამორიცხავს ტ------– კ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

 

4.1.24 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1.25. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ტ------– კ---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ტ------– კ---–-–---–ის (ნ------ ზ------ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ირმა პერანიძე ლაურა მიქავა