მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი
თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრება ნივთის შენახვა, ვალდებულია იგი გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
II. ნასყიდობა გადახდის განვადებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-480(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტზე, 251 მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 477-ე, 361-ე, 405-ე, 504-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო საკითხი ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების…
…10. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით; სშკ-ის პირველი, მე-6, 37-ე და 38-ე მუხლებით; სსკ-ის 54-ე, 115-ე, 504-ე, 408-ე და 411-ე მუხლებით; „ევროპის სოციალური ქარტიის“ პირველი და 24-ე მუხლებით; 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის“ მე-2 მუხლით;…
…მიერ წილის დათმობა სხვა არაფერია, თუ არა მის მიერ წილზე საკუთრები უფლების გასხვისება (რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სასყიდლიანიც და უსასყიდლოც). უსასყიდლოდ წილის დათმობა წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ნაირსახეობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 504-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. მოცემულ…