გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1441-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.02.2020 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე შპს " ს----–--------------------ს"
წარმომადგენელი ლარისა ლიპარტელიანი
მოპასუხე ო----- მ------ი
წარმომადგენელი დავით ჯანიაშვილი
დავის საგანი დირექტორის მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
მოსარჩელე ო----- მ------ი
წარმომადგენელი დავით ჯანიაშვილი
მოპასუხეები ს---- ე--------------ა
ჰ--------- ჯ-------ი
წარმომადგენელი ლარისა ლიპარტელიანი
დავის საგანი გარიგების გაუქმება, წილზე საკუთრების უფლების დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. შპს" ს----–--------------------სის" სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ო----- მ------ისათვის შპს" ს----–--------------------სის" სასარგებლოდ 110 138.93 ლარის დაკისრება საიდანაც
ა) 102 757.42 ლარი არის შპს ,,ს----–--------------------სის" საბანკო ანგარიშიდან ხარჯვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გატანილი თანხა;
ბ) 1 348.72 ლარი არის საბაჟოზე ტვირთის საექსპერტო შემოწმების საფასური;
გ) 306.95 ლარი არის სს ,,ლილო 1"-ის ტერიტორიაზე ტვირთის დასაწყობების მომსახურების საფასური;
დ) 2790.51 ლარი არის ო----- მ------ის მიერ შპს ,,ჯ ენდ ლ კომპანის" ანგარიშზე გადარიცხული თანხის 15%;
ე) 1500 ლარი და მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 375 ლარი არის 2019 წლის 01 მაისს ფიზიკური პირის მერაბ ბაიდარაშვილის ანგარიშზე იჯარის გადასახადის დანიშნულებით გადარიცხული თანხა და ამის საფუძველზე დასარიცხი გადასახადი;
ვ) 815 ლარი და მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 203.75 ლარი, ასევე საპენსიო გადასახადი 41.58 ლარი არის 2019 წლის 01 მაისსი მოპასუხის ძმის- სულთან სანჯარ მ------ის სწავლის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხა და მასზე დასარიცხი გადასახადები.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
შპს" ს----–--------------------სი" (ს.ნ 4--------) დაფუძნდა 2019 წლის 10 იანვარს შპს ,,ს.ო.ს"-ის სახელწოდებით. საზოგადოების 100% წილის მფლობელად/დამფუძნებლად დარეგისტრირდა და საზოგადოების ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობის უფლება მიენიჭა მოპასუხე ო----- მ------ს. კომპანია დაფუძნებულია ჰ--------- ჯ-------ისა და ს---- ე--------------ას ინიციატივით, რომლებსაც მოპასუხემ უთხრა, რომ ვინაიდან ისინი არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, არ შეეძლოთ საწარმოს დარეგისტრირება. მალევე მოპასუხემ უსასყიდლოდ გადასცა მის კუთვნილი წილის 50 % თურქეთის მოქალაქე ს---- ე--------------ას და 2019 წლის 22 თებერვალს წილის 17 % გადასცა თურქეთის მოქალაქე ჰ--------- ჯ-------ს. დაფუძნების შემდგომ 2019 წლის აპრილ-მაისის პერიოდში შპს ,,ს----–--------------------სის“ პარტნიორებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით შეეძინათ ქალაქ რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე მდებარე 2003 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის საფასურიც შეადგენდა 140 000 აშშ დოლარს. ფულადი ტრანზაქციებისა და ბიზნეს წარმოების შედეგად მოპასუხე ო----- მ------ს ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე წესით გააჩნდა საკმარისი თანხები მიწის ნასყიდობის თანხის დასაფარად, თუმცა მიწის ნაკვეთის კომპანიის სახელზე რეგისტრაცია დაგვიანდა. შექმნილი ვითარების გამო ჰ--------- ჯ-------სა და ს---- ე--------------ას საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდათ და დაუკავშირდნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შპს ,,დარეს“ დირექტორს ნინო რეხვიაშვილს. მან განაცხადა, რომ ნაწილ-ნაწილ აიღო 115 000 აშშ დოლარი და დანარჩენი თანხა არ იყო ჩარიცხული. საბოლოოდ, არსებული ვითარებაში გასარკვევად ჰ--------- ჯუმაევი და ს---- ე--------------ა ჩამოვიდნენ საქართველოში. ო----- მ------ს არამარტო მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხა არ ჰქონდა სრულად დაფარული, არამედ სახეზე იყო მის მიერ კომპანიის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და დირექტორის არაგულისხმიერი საქმიანობის შედეგად კომპანიის სხვადასხვა ფორმით დაზარალების ფაქტები.
კომპანიას გააჩნია აღიარებული საგადასახადო ვალდებულება და საბანკო ანგარიშებზე ინკასოს საფუძველზე 07/05/2019 წლიდან ხდება ინკასოს თანხის შეგროვება. ასევე 2019 წლის მაისში შპს ,,ს----–--------------------სის“ პარტნიორების ჰ--------- ჯუმაევისა და ს---- ე--------------ას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დადგინდა, რომ ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე თურქეთიდან გამოგზავნილი სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომანქანა 2019 წლის 20 მაისიდან საქართველოს საზღვარზე განუბაჟებელი იდგა. მოპასუხემ, როგორც კომპანიის დირექტორმა არაგულისხმიერება გამოიჩინა და დროულად არ მოახდინა სამშენებლო მასალის განბაჟება, აღნიშნულმა საეჭვო გახადა დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც ტვირთი დაექვემდებარა შემოწმებას. განხორციელდა მისი გადმოტვირთვა და დასაწყობება ექსპერტიზის მიზნით, რის გამოც შპს ,,ს----–--------------------ს“ 06.06.2019 წელს მოუხდა დამატებითი ხარჯების გაღება და საბაჟოზე ტვირთის საექსპერტო შემოწმებისთვის გადაიხადა 1348.72 ლარი, ხოლო 07/06/2019 წელს კი გადაიხადა ტვირთის დასაწყობების მომსახურების საფასური 306.95 ლარი.
2019 წლის 03 ივნისს შპს ,,ს----–--------------------ს“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ო----- მ------ი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და ახალ დირექტორად არჩეული იქნა ჰ--------- ჯ-------ი. 2019 წლის 24 ივნისს შპს ,,ს----–--------------------ს“ ახალ დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აუდიტორმა გოჩა ხარჩილავამ მოახდინა საზოგადოების მიერ ნაწარმოები ბუღალტერიის შესწავლა 2019 წლის 11 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდზე. აუდიტორის ანგარიშით დგინდება, რომ მოპასუხე ო----- მ------ს მისი დირექტორად ყოფნის პერიოდში საქვეანგარიშოდ გატანილი აქვს საზოგადოების კუთვნილი თანხები სულ 204 299.67 ლარი, საიდანაც ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილია 101 542,25 ლარზე, ხოლო დანარჩენ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია.
2019 წლის 17 აპრილს კომპანიის საბანკო ანგარიშიდან შპს ,,გ ენდ ლ კომპანიას“ ანგარიშზე განხორციელდა 9417.10 ლარის, ხოლო 2019 წლის 01 მაისს 9186.35 ლარის გადარიცხვა, დანიშნულებით სასაქონლო ტრანსპორტირება. იმის გამო, რომ ო----- მ------ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, თანხა უნდა დაჯარიმდეს გადარიცხული თანხის 15%-ით და საწარმომ ზედმეტად უნდა გადაიხადოს 3282.96 ლარი, რითიც საწარმოს ზიანი ადგება.
2019 წლის 01 მაისს მოპასუხეს გადარიცხული აქვს 1500 ლარი ფიზიკური პირის-მერაბ ბაიდარაშვილის ანგარიშზე- იჯარის გადასახადის დანიშნულებით, მაშინ როდესაც შპს ,,ს----–--------------------სს“ არასოდეს ჰქონია ფართი იჯარით აღებული. მსგავსი არამიზნობრივი გადარიცხვა გამოიწვევს კომპანიის დაზარალებას და დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით- 375 ლარის ოდენობით.
2019 წლის 1 მაისს ო----- მ------ს გადარიცხული აქვს 815 ლარის ძმის - სანჯარ მ------ის სწავლის საფასურის დანიშნულებით, რაც ასევე წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს. ვინაიდან აღნიშნული თანხა ხარჯს არ წარმოადგენდა, იგი ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით-203.75 ლარით, საპენსიო გადასახადით 41.58 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ო----- მ------მა სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა კომპანიას დაუბრუნოს ძმის სწავლის საფასური და იჯარის სახით გადარიცხული თანხა. სხვა თანხის შესახებ განმარტა, რომ ანგარიშიდან თანხა გამოჰქონდა პარტნიორების თანხმობით და თანხა იხარჯებოდა მათი საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის. პარტნიორებს რუსთავში დაქირავებული ჰქონდათ ბინები თვეში 350 აშშ დოლარად, რასაც იხდიდა ანგარიშიდან გამოტანილი თანხით. თანხა აუცილებელი იყო ასევე ტრანსპორტით გადაადგილებისათვის, რადგან თურქეთიდან მოწოდებული სამშენებლო მასალების განბაჟების და ტრანსპორტირებისათვის საჭირო იყო სხვადასხვა ხარჯის გაღება და საწვავის ხარჯვა. საბაჟოზე ტვირთის განბაჟების პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ ამ პერიოდში მოპასუხეებმა დაიწყეს მისი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებაში ბუღალტრული აღრიცხვა იყო ხარვეზიანი და ამით არის გამოწვეული აუდიტის დასკვნაში მითითებული ხარვეზები.
2. ო----- მ------ის სასარჩელო მოთხოვნა
2.1 გაუქმდეს ს---- ერთოღრუჯასთვის შპს ,,ს----–--------------------სის" 50% წილის გადაცემის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და გადაცემული წილი დაუბრუნდეს ო----- მ------ს;
2.2 გაუქმდეს ჰ--------- ჯ-------ისთვის შპს ს----–--------------------სის 17% წილის გადაცემის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და გადაცემული წილი დაუბრუნდეს ო----- მ------ს.
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 304. ტომი 1)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2019 წლის 10 იანვარს ო----- მ------მა ერთპიროვნულად დააფუძნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს.ო.ს". საზოგადოების საქმიანობის საგნად განისაზღვრა სამშენებლო საქმიანობა. 2019 წლის 23 იანვარს კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს" ს----–--------------------ს". ამავე კრების გადაწყვეტილებითი ო----- მ------მა უსასყიდლოდ გადასცა მისი კუთვნილი წილის 50% თურქეთის მოქალაქე ს---- ე--------------ას. 2019 წლის 22 თებერვალს მან 50% წილიდან 17 % უსასყიდლოდ გადასცა თურქმენეთის მოქალაქეს ჰ--------- ჯ-------ს. თავის მხრივ ს---- ე--------------ამ მიერ მისი კუთვნილი წილიდან 17 % უსასყიდლოდ გადასცა ჰ--------- ჯ-------ს. 2019 წლის 15 მაისს პარტნიორებს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმად ო----- მ------ს უნდა გადაეცა მისი კუთვნილი წილი ჰ--------- ჯ-------ისთვის, რის სანაცვლოდ მას უნდა გადაეხადა 30 000 აშშ დოლარი. დოკუმენტის სარეგისტრაციოდ ჩაბარების შემდგომ გაირკვა, რომ ჰ--------- ჯ-------ი არ აპირებდა ო----- მ------ისათვის თანხის გადაცემას, რის შემდეგაც ო----- მ------მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადებით შეწყვიტა საქმის წარმოება 2019 წლის 23 მაისს. 2019 წლის 24 მაისს ჰ--------- ჯ-------მა კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, რომელიც შეჩერებული იქნა სააგენტოს მიერ ო----- მ------ის განცხადების საფუძველზე. მოპასუხეებმა გამოიჩინეს უმადურობა, რადგან მათ სცადეს ო----- მ------ის საზოგადოებიდან გაძევება ფულადი კომპენსაციის გადახდის გარეშე, რითიც მათ უმადურობა გამოიჩინეს, რადგან ისინი საზოგაოების პარტნიორები გახდნენ ო----- მ------თან მანამდე დადებული ჩუქების ხელშეკრულებებით, მათ საზოგადოების წილი უსასყიდლოდ მიიღეს.
მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხებმა ჰ--------- ჯ-------მა და ს---- ე--------------ამ წერილობითი შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საწარმოს დაფუძნება ფაქტობრივად განხორციელდა მათი ფინანსური სახსრებით, საბანკო ანგარიშზეც მათი თანხები განთავსდა, რაც უნდა მოხმარებოდა საზოგადოებისთვის მიწის ნაკვეთის შეძენას, მათი პირადი ხარჯებით შეიძინეს საშენებლო მასალები თურქეთში, რომელთა მეშვეობით სრულდება ჩინურ კომპანიასთან დადებული ნარდობის ხელშეკრულება. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, არ იციან ქართული ენა და არ იცოდნენ საქართველოს კანონმდებლობა და ო----- მ------მა შესთავაზა მათ საწარმოს დაფუძნება, რაზეც ჰ--------- ჯ-------ი და ს---- ე--------------ა დათანხმდნენ.
2019 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ო----- მ------მა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა. მან მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა მის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მან თავის კუთვნილი წილი 33% შპს ,,ს----–--------------------სში" გადასცა ს---- ე--------------ას და ამავე გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო 2019 წლის 17 მაისს ო----- მ------მა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი კუთვნილი 33% წილის ჰ--------- ჰჯ-------ისათვის დათმობის და დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული წარმოება რამდენიმეჯერ შეჩერდა და საბოლოოდ საქმის წარმოება შეწყდა ო----- მ------ის განცხადების საფუძველზე, ისე რომ ზემოთ მითითებული და შემდგომში ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში შპს ,,ს----–--------------------ს" პარტნიორთა წილების ცვლილება არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობით სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს ,,ს----–--------------------ს" პარტნიორები არიან ო----- მ------ი 33%, ჰ--------- ჯ------- 34%, ს---- ე--------------ა 33%. დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ო----- მ------მა თავად მიაყენა საწარმოს ინტერებს დიდი მატერიალური ზარალი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დახარჯა საზოგადოების კუთვნილი თანხა, მასთან წილის სანაცვლოდ თანხის გადახდაზე შეთანხმებულები არ ყოფილან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2019 წლის 11 იანვარს ო----- მ------ის, როგორც 100% წილის უფლების მქონე პარტნიორის მიერ დაფუძნდა და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს.ო.ს" (ს.ნ 4--------), ო----- მ------ი ასევე გახდა საწარმოს ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი. საზოგადოების 100% წილის მქონე პარტნიორის ო----- მ------ის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შპს საზოგადოებას სახელწოდება შეეცვალა და ეწოდა შპს ,,ს----–--------------------ს".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 21-23, 26--27. ტომი 1)
3.1.2. შპს ,,ს----–--------------------ს" 100% წილის მქონე პარტნიორის ო----- მ------ის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მისი კუთვნილი 100 % წილიდან 50% წილზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ გადასცა ს---- ე--------------ას, ხოლო 2019 წლის 22 თებერვალის გადაწყვეტილებით ო----- მ------მა მისი კუთვნილი 50% წილიდან უსასყიდლოდ გადასცა ჰ--------- ჯ-------ს 17 % წილზე საკუთრების უფლება. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში პარტნიორთა წილზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა შემდეგნაირად. ჰ--------- ჯ------- 34%, ს---- ე--------------ა 33%, ო----- მ------ი 33%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პარტნიორთა გადაწყვეტილებების ასლები (ს.ფ. 28-29. ტომი 1)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 26-27, 30-31, 32-33 ტომი 1)
3.1.3. შპს ,,ს----–--------------------სის" 2019 წლის 03 ივნისს პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ო----- მ------ის შპს ,,ს----–--------------------სის" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ჰ--------- ჯ-------ის დირექტორად დანიშვნის შესახებ. კრების ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 7 ივნისიდან დირექტორად რეგისტრირებულია ჰ--------- ჯ-------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 2-20. ტომი 1)
- შპს ,,ს----–--------------------სის" 2019 წლის 03 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 40. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ს----–--------------------სის" დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ო----- მ------ის მიერ საზოგადოების ანგარიშიდან გამოტანილია 102 757,42 ლარი, რომლის ხარჯვის საჭიროება დასაბუთებული არ არის. მან საზოგადოების ანგარიშიდან გადაიხადა ძმის სწავლის საფასური და ოჯახის კუთვნილი მაღაზიის იჯარის საფასური, რის გამოც საზოგადოებას წარმოეშვება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. ასევე მან დააყოვნა საზოგადოების ტვირთის განბაჟება, რის გამოც დამატებითი ფინანსური ხარჯი გასწია საზოგადოებამ. ო----- მ------მა შპს „გ ენდ ლ კომპანის“ გადაურიცხა თანხა, რომლის საფუძვლად რაიმე შეთანხმების არსებობა არ დასტურდება.
მოსარჩელე შპს ,,ს----–--------------------ს" მოითხოვს ო----- მ------ის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 110 138,93 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, ამ თანხის ნაწილი არის საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი თანხა, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დირექტორის არ გააჩნია, ხოლო თანხის ნაწილი არის არამიზნობრივად გაწეული ხარჯი, რომლის გამო საზოგადოებას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ეკისრება და ამის გამო იზრდება მისი ხარჯები. საზოგადოების ყოფილი დირექტორის მიერ თანხის დახარჯვის და ამით გამოწვეული დამატებითი ვალდებულებების შესახებ მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა.
აუდიტორ გოჩა ხარჩილავას მიერ აუდიტორის ანგარიში შედგენილია 2019 წლის 2 ივლისს, ხოლო აუდიტორის მიერ შემოწმებულია 2019 წლის 11 იანვრიდან 2019 წლის 1 ივლისამდე პერიოდი. აუდიტორის დასკვნა შეეხება საზოგადოების მიერ მიერ ბუღალტრულად აღრიცხულ მთელ საქმიანობას, საიდანაც სასამართლო აღნიშნავს იმ ფაქტებს, რომლის საფუძველზეც საზოგადოება მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
აუდიტორის ანგარიშში მითითებულია, რომ ო----- მ------მა შპს ,,ს----–--------------------სის" საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გაიტანა სულ 204 209.67 ლარი, საიდანაც, ხარჯვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები წარდგენილია 101 542,25 ლარზე. ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი არ არის 102 757.42 ლარზე. ამ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში შესაძლოა საგადასახადო შემოწმების დროს საზოგადოება დაჯარიმდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
საზოგადოებას შემოწმების დამთავრებისათვის გააჩნია აღიარებული საგადასახადო ვალდებულება 24 081 ლარი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას წარმოეშობა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. მაისის თვეში გაწეულ 19 305 ლარის მიღებულ შემოსავალზე ივნისის 15 რიცვისთვის დღგს დეკლარაცია წარდგენილია RS.ge-ზე. თუმცა გაურკვეველი რა ხარჯი გასწია საზოგადოებამ. ასევე, საზოგადოებას აპრილ-მაისის თვეებში შპს „გ ენდ ლ კომპანისათვის“ ჩარიცხული აქვს 18 603,45 ლარი, რომელიც გატარებული ხარჯებში და არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი - ხელშეკრულება, ინვოისი. ამის გამო ოპერაცია იბეგრება დამატებითი გადასახადით 275--ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის მიხედვით დაეკისრება ჯარიმა თანხის 15%.
მოქალაქე მერაბ ბაიდარაშვილისთვის 2019 წლის მაისის თვეში გადახდილია იჯარის გადასახადი 1500 ლარი, თუმცა იჯარის ხელშეკრულება ვერ წარმოადგინეს, რის გამოც ეს ხარჯი ექვემდებარება დამატებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შესამოწმებელ პერიოდში ხარჯებში ჩამოწერილი აქვს სამშენებლო მასალები სულ 3296 ლარი ღირებულების, თუმცა გაურკვეველია რაში დახარჯა საზოგადოებამ თავის საქმიანობიდან გამოდინარე აღნიშნული მასალები. ამიტომ ეს ხარჯი სსკ 982-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე დაიბეგრება მოგების გადასახადით.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, საზოგადოების ფინანსური ანგარიშგება არ შეესაბამება საქართველოში არსებული ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონს.
მოწმედ დაკითხვისას საზოგადოების ბუღალტერმა მადონა გოგინავამ განმარტა, რომ ბუღალტრულ მონაცემებში მითითებული ხარჯის საფუძვლების შესახებ მტკიცებულებები მისთვის არ წარუდგენიათ, რის გამოც ამ ხარჯის გაწევის კონკრეტული დანიშნულება ვერ მიუთითა ბუღალტრული აღრიცხვის დროს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აუდიტის დასკვნით და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ საზოგადოებას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს თიბისი ბანკში და ანგარიშის ნომერია GE57TB79491360801000016. ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ო----- მ------ს სისტემატიურად გამოჰქონდა ანგარიშიდან თანხა, რომლის დანიშნულებად მითითებულია სამეურნეო ხარჯი. ასეთი დანიშნულებით ანგარიშიდან გამოტანილია 109 125 ლარი. მოპასუხეს თანხა გამოჰქონდა ყოველდღიურად ან დღეში რამდენჯერმე რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით.
მოპასუხის განმარტებით ანგარიშიდან გამოტანილი თანხა დახარჯა პარტნიორების თანხმობით და მათი დავალებით, მათი საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის. ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი თანხა აუცილებელი იყო პარტნიორების საცხოვრებელი ბინების დაქირავებისათვის, ასევე რომ თანხა დაიხარჯა საზოგადოების ინტერესებისათვის საწვავის შესაძენად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება საზოგადოების იმგვარი სამეწარმეო საქმიანობა, რომლის გამოც საჭირო იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სისტემატიურად გადაადგილება შორ მანძილზე.
მოპასუხის განმარტებით, აუდიტის დასკვნა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვა სათანადოდ არ წარმოებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ აუდიტის დასკვნაში მითითებულია არასათანადო ბუღალტრული აღრიცხვიანობის შესახებ, რაც სხდომაზე აუდიტორმაც დაადასტურა. მაგრამ, აუდიტის დასკვნაში მითითებული და საბანკო ანგარიშზე ასახული თანხის დაუსაბუთებელი ხარჯვა მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის ნაკლით არ არის გამოწვეული, რადგან მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც ადასტურებს საზოგადოების საქმიანობის საჭიროებისთვის ამ ხარჯის გაწევას.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს პროდუქციის განბაჟების დაგვიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, საზოგადოების კუთვნილი სამშენებლო მასალები თურქეთიდან საქართველოს საზღვარზე 2019 წლის 20 მაისიდან იდგა განბაჟების გარეშე, რის გამოც საეჭვო გახდა ტვირთი და იგი დაექვემდებარა შემოწმებას, ექსპერტიზის მიზნით განხორციელდა ტვირთის დასაწყობება. ხოლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯმა შემადგინა 1348,72 ლარი, რაც გადახდილია 2019 წლის 6 ივნისს (საგადახდო დავალება N0). შპს ლილო-1-ის ტერიტორიაზე ტვირთის ტვირთის დასაწყობებისთვის 2019 წლის 7 ივნისს გადახდილია 306,95 ლარი (შემოსავლის ორდერი N19577).
სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ ეს ხარჯები გასწია იმის გამო, რომ ო----- მ------მა დროულად არ მოახდინა ტვირთის განბაჟება. სასამართლო ამ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ის მოცემული დროისათვის აღარ იყო შპს ,,ს----–--------------------სის" დირექტორი, პარტნიორებს უკვე მიღებული ჰქონდათ მისი გადაყენების გადაწყვეტილება. პარტნიორთა კრებამ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თავდაპირველად მიიღო 2019 წლის 22 მაისს. 2019 წლის 24 მაისს ჰ--------- ჯ-------ის მიერ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოთხოვნილი იქნა საზოგადოების დირექტორად ჰუდიარ ჯ-------ის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება. შპს ,,ს----–--------------------სის" 2019 წლის 03 ივნისს პარტნიორთა კრებაზე ო----- მ------ის მონაწილეობის გარეშე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ო----- მ------ის შპს ,,ს----–--------------------სის" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ჰ--------- ჯ-------ის დირექტორად დანიშვნის შესახებ.
თურქეთის რესპუბლიკიდან განსაბაჟებელი საქონელი საქართველოში შემოვიდა 2019 წლის 20 მაისს, რომელიც განბაჟდა 2019 წლის 07 ივნისს. აღნიშნულ პერიოდში ო----- მ------ი კვლავ იკავებდა დირექტორის პოზიციას საწარმოს მართვაში, ხოლო მისი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი თანხის არამიზნობრივ ხარჯვასთან ერთად იყო განბაჟების დროს გამოვლენილი უყურადღებობა, რის გამოც საზოგადოებას ტვირთის შემოწმების და საწყობში შენახვისათვის დამატებითი ხარჯების ვალდებულება წარმოეშვა.
მოსარჩელის მიერ ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია შპს გ ენდ ლ“-ისათვის თანხის გადახდის გამო დასარიცხი ჯარიმის - გადარიცხული თანხის 15%-ის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დასტურდება 2019 წლის 17 აპრილს კომპანიის საბანკო ანგარიშიდან შპს ,,გ ენდ ლ კომპანიას“ ანგარიშზე 9417.10 ლარის, ხოლო 2019 წლის 01 მაისს 9186.35 ლარის გადარიცხვის დანიშნულებაა სასაქონლო ტრანსპორტირება, თუმცა მოპასუხემ ვერ დაასახელა რა შეთანხმება არსებობდა მხარეებს შორის და რა საქონლის ტრანსპორტირების სანაცვლოდ არის ეს ხარჯი გაწეული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მუხლი 275. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 15 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებულია საგადასახადო სამართალდარღვევის გამო სანქციის სახით შემცირებული გადასახადის 15%-ის დაკისრება, რაც არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე და არა გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელი გადასახადი. ამ თანხის გადახდა პირს ეკისრება მხოლოდ მისი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება კი საზოგადოების მიმართ მიღებული არ არის. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თანხის გადახდის ხარჯვა დასაბუთებული არ არის, შესაბამისი ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება, თანხის გადახდა დაუსაბუთებელ ხარჯს წარმოადგენს, რის გამოც მისი 15%-ის დაკისრების მოთხოვნა საზოგადოების საფუძვლიანი მოთხოვნაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დირექტორის მიერ საზოგადოების საჭიროებისათვის გაწეულ ხარჯს არ წარმოადგენს მერაბ ბაიდარაშვილისათვის 2019 წლის მაისის თვეში გადახდილი იჯარის საფასურის 1500 ლარი და სანჯან მ------ის სწავლის საფასური 815 ლარი. ეს თანხა მოპასუხემ პირადი ინტერესებისათვის დახარჯა, რადგან მისი განმარტებით, იჯარით მის ოჯახს ჰქონდა აღებული მაღაზიის ფართი. მოპასუხემ ამ თანხის დაბრუნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნები ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე ეთანხმება ამ მოთხოვნის საფუძვლებს და ადასტურებს, რომ ეს თანხა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ დახარჯა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ხარჯების გამო საზოგადოებას წარმოეშვება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, რაც საზოგადოებას ისეთ ფულად ვალებულებას წარმოუშობს, რაც მისი საქმიანობიდან არ გამომდინარეობს.
საგადასახადო კოდექსის 15-ე მუხლის მიხედვით, 1. ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ დერივატივებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი მოიცავს აგრეთვე ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის ან/და მესამე პირებისთვის/მესამე პირებისგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ ინსტრუმენტად.
ზემოთმითითებული თანხის გადახდა საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რადგან იგი საზოგადოების სახელით ფაქტობრივად გაწეული ხარჯია, იგი საგადასახადო კოდექსით დაბეგვრას ექვემდებარება, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით და სხდომაზე აუდიტის მიერ გაკეთებული განმარტებით. სწავლის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხა 815 ლარი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით - 203.75 ლარით, საპენსიო გადასახადით 41.58 ლარით. ხოლო იჯარის დანიშნულებით გადახდილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით - 375 ლარით. აღნიშნული საზოგადოების ისეთი ფულადი ვალდებულებაა, რაც დირექტორის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოიშვა და არა საზოგადოების ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- აუდიტის ანგარიშის ასლი (ს.ფ. 45-52. ტომი 1
- ანგარიშიდან ამონაწერის ასლი (ს.ფ. 34-39. ტომი 1)
- მოწმე მადონა გოგინავას ჩვენება ( 14.11.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )
- საგადახდო დავალებების და ქვითრების ასლები (ს.ფ. 54, 60-63. ტომი 1)
- აუდიტორის განმარტება ( 14.11.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2.2. ჰ--------- ჯ-------ს და ს---- ე--------------ას ო----- მ------ის მიმართ არ გამოუჩენიათ უმადურობა.
ო----- მ------ი მოპასუხეების მიერ მის მიმართ დიდი უმადურობის გამოვლინებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს სურდათ მისგან დარჩენილი წილის სრულიად უსასყიდლოდ მიღება და მათ არ შეასრულეს წილის სანაცვლოდ თანხის გადახდის დაპირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,ს----–--------------------ს" ო----- მ------მა ერთპიროვნულად დააფუძნა 2019 წლის 11 იანვარს. 2019 წლის 25 იანვარს მისი როგორც პარტნიორის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებით საზოგადოების წილის 50% უსასყიდლოდ გადასცა ს---- ერდორღუჯას, რომელმაც მიიღო წილი საკუთრებაში. წილის გადაცემის შესახებ შედგენილია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს ასევე ს---- ერდორღუჯა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების 50% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ს---- ერდორღუჯა.
2019 წლის 22 თებერვლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ო----- მ------მა საზოგადოებაში მისი წილის 50%-ის ნაწილი 17% უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ჰ--------- ჯ-------ს. თავის მხრივ ს---- ე--------------ამ მისი წილიდან 17% გადასცა ჰ--------- ჯ-------ს.
ო----- მ------ის მიერ წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება NB19058582/3, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება შპს ,,ს----–--------------------სის“ პარტნიორების განცხადებაზე დირექტორის შეცვლის და პარტნიორთა ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულია შეჩერების შემდეგი საფუძვლები:
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი B19058582 განცხადებით მოთხოვნილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება , ს----–--------------------სის' (ს/ნ 4--------) დირექტორისა და პარტნიორის ცვლილება. წარმოდგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,, ს----–--------------------სის“ (ს/ნ 4--------) 2019 წლის 22 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმად საწარმოს პარტნიორები ო----- მ------ და ს---- ე--------------ა თავიანთ კუთვნილ წილებს გადასცემენ ჰ--------- ჯ-------. ამასთან, ამავე კრების ოქმის თანახმად ო----- მ------ის ნაცვლად დირექტორად ინიშნება ჰ--------- ჯ-------. თუმცა, 2019 წლის 23 მაისს კანცელარიაში წარმოდგენილია შპს ,, ს----–--------------------სის' (ს/ნ 4--------) 33% წილის მესაკუთრე პარტნიორის ო----- მ------ის განცხადება (წერილის N 234646/17), რომლის თანახმად ო----- მ------ი უარს აცხადებს 2019 წლის 22 მაისის წილის დათმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს ,,ს----–--------------------სის' (ს/ნ 4--------) 33% წილის გასხვისებაზე და დირექტორის თანამდებობის დატოვებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირის მიერ დასაზუსტებელია და წარმოსადგენია მოთხოვნის შესაბამისი, სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება. 2.2. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადაგენილ სარეგისტრაციო მოთხოვნებს, კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ს----–--------------------ს' (ს/ნ 4--------) პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმადაც კრებას ესწრებოდა თარჯიმანი - თამარ კასრაძე და ასევე წარმოდგენილია წილის დათმობის ხელშეკრულება, რომელსაც ასევე ხელს აწერს თარჯიმანი - თამარ კასრაძე. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულია სანოტარო წესით. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ბრძანების 24-ე მუხლის თანახმად, თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის შესაბამისი ენა (ენები) და იძლევა სწორი თარგმნის გარანტიას. ამის შესახებ უნდა აღინიშნოს სანოტარო აქტში. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტების სანოტარო ფორმულარში არ არის მითითებული თარჯიმნის უფლებამოსილების შემოწმების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტაცია.
ამ განცხადების საფუძველზე პარტნიორთა ცვლილება და დირექტორის თანამდებობაზე ო----- მ------ის უფლებამოსილების შეწყვეტა სამეწარმეო რეესტრში არ დარეგისტრირდა. წარდგენილი განაცხადით მოთხოვნილი იყო ო----- მ------ის წილის დათმობის გადაცემის რეგისტრაცია, კერძოდ, პარტნიორთა კრების ოქმით გათვალისწინებული იყო მისი წილის უსასყიდლოს გადაცემა დანარჩენი პარტნიორებისათვის.
საქმეზე დადგენილია, რომ პარტნიორთა 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ო----- მ------ი გადაყენებულია დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო მისი გადაყენების მიზეზი იყო საზოგადოების ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. ო----- მ------ს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ხოლო ამ საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მერ საზოგადოების მნიშვნელოვანი ფულადი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. მოპასუხე უმადურობის გამოვლენად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებმა მოისურვეს საზოგადოებაში დარჩენილი მისი წილის უსასყიდლოდ მიღება, არ გადაუხადეს შეპირებული თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება მხარეებს შორის წილის ნასყიდობაზე შეთანხმება. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- მ------ის მიერ საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ დახარჯვა და ამ საფუძვლით დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება, გამორიცხავს მოპასუხეების მხრიდან მის მიმართ უმადურობის გამოვლინებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
– საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 190-192. ტომი 1)
– სარეგისტრაციო წარმოების მასალების ასლები (ს.ფ. 210-226. ტომი 1)
– 2019 წლის 22 მაისის კრების ოქმის ასლი (ს.ფ. 251-253. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ო----- მ------ის, როგორც შპს ,,სამელსონ ენთერფრაისის" დირექტორის მიერ დარღვეულია საწარმოს მართვის გულისხმიერებისა (მზრუნველობის) და ერთგულების მოვალეობა, რითიც მან საზოგადოებას ზიანი მიაყენა. ამ გარემოების გამო საზოგადოების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ო----- მ------ის მიმართ მოპასუხეებს არ გამოუვლენიათ უმადურობა, რის გამოც წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, 15-ე მუხლი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე, 529-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,,ს----–--------------------სის" სარჩელი ო----- მ------ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
„მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, 1. ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს. 2. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით
,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
“მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ეს ნორმა დირექტორს აკისრებს განსაკუთრებულ მოვალეობებს კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის ვალდებულებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).
საკორპორაციო სამართლში აღიარებულია, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია (იხ.დამატებით: ლ.ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბ., 2006, 202-203, 256, 302, 384-386, 405-407; დ. მაისურაძე, სამეწარმეო განსჯის წესი საკორპორაციო სამართალში, საკორპორაციო სამართლის კრებული I, რედ.ი.ბურდული, თბ., 2011, 113-117. ი. ბურდული, ნ.ზუბიტაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 37, ველი 5-6, თბ., 2017.). იხ. 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწვეტილება საქმე №ას-559-2019).
საკორპორაციო სამართალში დირექტორის ფიდუციური ვალდებულების შინაარსის განმარტებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით. შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია.
მოსარჩელე მოითხოვს 102 757,42 ლარის დაკისრებას, რაც არის საბანკო ანგარიშიდან ხარჯვის დამადასტურებლი საბუთის გარეშე გატანილი თანხა (საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა). სასამართლო აღნიშნავს, რომ საბანკო ანგარიში არის იურიდიული პირის საქმიანობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ანგარიშის მართვა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია. იურიდიული პირების საქმიანობის პრაქტიკაში საბანკო ანგარიშის მართვა საზოგადოებაში დასაქმებულ პირთა ვიწრო წრეს აქვს. იურიდიული პირის საქმიანობაში თითქმის ყველა ფინანსური ოპერაცია საბანკო ანგარიშის მეშვეობით ხდება. საბანკო ანგარიშზე ფულის არსებობა ხშირად საზოგადოების მატერიალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ო----- მ------ს, როგორ დირექტორს ჰქონდა ანგარიშის მართვის უფლებამოსილება, ხოლო ეს ვალდებულება მას უნდა შეესრულებინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
საზოგადოების დირექტორი არის საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ამავე დროს არის საზოგადოების ხელმძღვანელი. საზოგადოების წესდების მე-4 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად დირექტორის ვალდებულებაა საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, დირექტორის ვალდებულებაა გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესებით იყოს ნაკარნახევი. თუნდაც ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებას შემოსავალი ვერ მოუტანოს ან იზარალოს, ეს თავისთავად დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს არ წარმოშობს, თუკი დირექტორმა გადაწყვეტილება სამეწარმეო განსჯის ფარგლებში მიიღო. ზრუნვის ვალდებულება დირექტორისგან მოითხოვს, რომ მისი მოქმედებები საზოგადოების საქმიანობიდან გამომდინარეობდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დირექტორის მიერ მიღებული ყოველგვარი მცდარი ეკონომიკური გადაწყვეტილების გამო მას საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობას არ ეკისრება, თუმცა დირექტორმა უნდა დაასაბუთოს რომ იგი მოქმედებდა საზოგადოების საჭიროებისათვის. ამ შემთხვევაში ო----- მ------მა საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანის საჭიროება ვერ დაასაბუთა და ვერც ის დაასაბუთა საზოგადოების რა ეკონომიკური ინტერესის გამო დახარჯა თანხა. შესაბამისად, მან უხეშად დაარღვია, მისი როგორც დირექტორის მოვალეობა და ამით საზოგადოებას მატერიალური ზიანი მიაყენა. საზოგადოების კუთვნილი თანხა ისე განკარგა, რომ ამის რაიმე საფუძველი არ არსებობდა, რის გამო საზოგადოების ფულადი სახსრები შემცირდა, საზოგადოებას ამ თანხის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს. შესაბამისად, სახეზეა დირექტორის ქმედებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისი, რაც დირექტორის მიერ საზოგადოებისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს საქონლის განბაჟების დაგვიანებით წარმოშობილი დამატებითი ხარჯებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ასევე საზოგადოების ანგარიშიდან იჯარის დანიშნულებით და ოჯახის წევრის სწავლის საფასურის გადახდის გამო წარმოშობილი დამატებითი გადასახადების გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკორპორაციო სამართალში დამკვიდრებულია პრეზუმფცია, რომელიც კომპანიის დირექტორს იცავს არაპროპორციული პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული პრეზუმფცია განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში (იხ., სუსგ №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; ას-1307-1245-2014, 06 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-687-658-2016,, განჩინება 06 ნოემბერი, 2018 წელი ), რომელშიც ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობა.. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დირექტორი ხელმძღვანელობს საზოგადოების ოპერაციების დაგეგმვასა და მათ განხორციელებას, რა დროსაც იგი მოქმედებს კომპანიის სახელით და უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც საზოგადოების საქმიანობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს, დირექტორის ქმედება საზოგადოების მიმართ ინტერესთა კონფლიქტს არ უნდა იწვევდეს. დირექტორი უნდა მოქმედებდეს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქონლის განბაჟების საკითხში ო----- მ------მა არ შეასრულა ფიდუციური ვალდებულებები (ერთგულება და გულისხმიერება (ზრუნვა), გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, დროულად არ მიიღო ზომები საქონლის განბაჟებისათვის, რაც სხვა ქმედებებთან ერთობლიობაში გახდა კიდეც მისი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი. მოპასუხემ საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ოჯახის წევრების საჭიროების გამო დახარჯა საზოგადოების კუთვნილი თანხა, რის მიუხედავად კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები ეკისრება. ამდენად, დირექტორის მიერ მოვალეობების არჯეროვნად შესრულების გამო საზოგადოებას წარმოეშვა დამატებითი ფინანსური ვალდებულება, რაც დირექტორისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დირექტორს ევალება მეწარმისათვის აუცილებელი გულისხმიერებით შეასრულოს საწარმოს ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის მოვალეობები. სადაო ტვირთი საქართველოში შემოვიდა 2019 წლის 20 მაისს, ხოლო მანამდე დირექტორსა და პარტნიორებს შორის წარმოშობილი იყო უთანხმოება დირექტორის მიერ თანხების ხარჯვის ფაქტის გამო და დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღეს. მესამე პირებთან ურთიერთობაში საზოგადოებას წარმოადგენს დირექტორი, შესაბამისად, ო----- მ------ს უნდა შეესრულებინა ტვირთის განბაჟებისათვის აუცილებელი მოქმედებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაიზარდა საზოგადოების ხარჯი, რითიც საწარმომ ზიანი განიცადა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯამურად 1655,67 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დირექტორის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შედეგად საზოგადოებამ განიცადა ზიანი 2019 წლის 17 აპრილს კომპანიის საბანკო ანგარიშიდან შპს ,,გ ენდ ლ კომპანიას“ ანგარიშზე 9417.10 ლარის, ხოლო 2019 წლის 01 მაისს 9186.35 ლარის გადარიცხვით. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ამ თანხის გადარიცხვის საფუძველი მხარეთა რა შეთანხმება იყო.
ზემოთმითითებული თანხის გადახდა საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან არ დასტურდება რა შეთანხმების საფუძველზე მოხდა თანხის გადახდა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია თანხის 15%-ის გადახდა ისეთი საფუძველით, რაც ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებით დადგენილებით უნდა დადასტურდეს, რის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, არ დასტურდება ამ თანხით მოსარჩელის დაჯარიმება. თუმცა რადგან ეს საზოგადოების სახელით ფაქტობრივად გაწეული ხარჯია, იგი საგადასახადო კოდექსით დაბეგვრას ექვემდებარება, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით და სხდომაზე აუდიტის მიერ გაკეთებული განმარტებით. აღნიშნული საზოგადოების ისეთი ფულადი ვალდებულებაა, რაც დირექტორის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოიშობა და არა საზოგადოების ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძველზე, რის გამოც ყოფილ დირექტორს ეკისრება ზიანის ასანაზღაურებლად ამ დაუსაბუთებელი ხარჯის გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ფარგლებში - ამ თანხის 15%-ის ოდენობით.
ო----- მ------ის მიერ დირექტორის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ასევე გამოვლინდა მერაბ ბაიდარაშვილისათვის იჯარის საფასურის 1500 ლარის გადახდით, ასევე საკუთარი ძმის სწავლის საფასურის - 815 ლარის გადახდით. მოპასუხის განმარტებით, მერაბ ბაიდარაშვილისაგან მის ოჯახს აქვს ნაქირავები ფართი მაღაზიისათვის, რის გამო ეს ხარჯი საზოგადოების საჭიროებისათვის არ გაუწევია. მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ძმის სწავლის საფასურის 815 ლარის დაბრუნების და მერაბ ბაიდარაშვილისათვის გადახდილი 1500 ლარის დაბრუნების შესახებ, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ამ თანხების ხარჯის გამო წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. მითითებული ხარჯი საზოგადოების სახელით ფაქტობრივად გაწეული ხარჯია, თუმცა რადგან მისი საფუძველი დასაბუთებული არ არის, იგი საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის იბეგრება როგორც საზოგადოების მიერ გაცემული სესხი საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი განაკვეთით. იჯარის დანიშნულებით გადახდილ თანხაზე საწარმო დაიბეგრება 375 ლარით, ხოლო სწავლის საფასურის დანიშნულებით გადახდილი თანხა დაიბეგრება 203,75 ლარით, ასევე საპენსიო ფონდში შენატანით 41,58 ლარით. შესაბამისად, საზოგადოების კუთვნილი თანხის არადანიშნულებით განკარგვის გამო საზოგადოებამ წარმოეშობა დამატებითი ვალდებულებები, იზრდება მისი ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც საწარმოს ზიანი ადგება, რაც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ო----- მ------ის მიერ დარღვეული იქნა საწარმოს მართვის როგორც გულისხმიერების, ასევე ერთგულების მოვალეობა. მოპასუხის გულგრილი დამოკიდებულებით, არაჯეროვანი ქმედებით და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის უგულებელყოფით საწარმოს მიადგა ზიანი 110 138.93 ლარი, რაც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.
2. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ო----- მ------ის სარჩელი წილის გადაცემის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლების გამო:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული.
პარტნიორის წილი არის პარტნიორის საკუთრება, რომლის გასხვისება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დადებული გარიგებით.
საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის დათმობა სხვა არაფერია, თუ არა მის მიერ წილზე საკუთრები უფლების გასხვისება (რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სასყიდლიანიც და უსასყიდლოც). უსასყიდლოდ წილის დათმობა წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ნაირსახეობას.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 504-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში წილის დათმობის ხელშეკრულების დადებამდე შპს ,,ს----–--------------------ს" ჰყავდა ერთადერთი, 100 % წილზე საკუთრების უფლების მქონე პარტნიორი, შესაბამისად მის მიერ გამოვლენილი ნება, რომელიც წერილობით დადასტურდა, წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას, რადგან მხრეთა შეთანხმება არ ითვალისწინებს წილის სანაცვლოდ ფასის გადახდას ან სანაცვლოდ სხვა ქონების გადაცემას (გაცვლა). 2019 წლის 25 იანვრის და 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებებში მკაფიოდაა მითითებული, რომ ო----- მ------მა წილზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ გადასცა ს---- ე--------------ასა და ჰ--------- ჯ-------ს. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ს---- ე--------------ამ და ჰ--------- ჯ-------მა განაცხადეს თანხმობა წილზე საკუთრების უფლების მიღების. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება თავის შინაარსით წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას და მასზე უნდა გავრცელდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ზოგადი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შესაბამისად ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი გასაჩივრებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის 2003 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მელაძე და აკაკი საღაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), განმარტებულია ამ ნორმის შინაარსი შემდეგნაირად: „მხედველობაშია მისაღები ის განსხვავება, რაც შეიძლება არსებობდეს საკუთრების წარმოშობის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს შორის. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს იმაში, რომ თითქოს სანივთო უფლებებზე არ შეიძლება გავლენას ახდენდეს ვალდებულებითი, იგივე შეფარდებითი უფლებები. როგორც ნაჩუქრობის შემთხვევიდან გამოჩნდა, საკუთრების უფლება სხვადასხვა სამართლებრივად ანგარიშგასაწევი საფუძვლით შეიძლება დაკავშირებული (მიბმული) იყოს იმ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან, რომლის საფუძველზეც იგი წარმოიშვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახელშეკრულებო თავისუფლების შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია ახალი საკუთრების შემდგომი სამართლებრივი კავშირურთიერთობა მისი წარმოშობის წყაროსთან. სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ნაჩუქრობისას. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს და გარდა საზოგადო ხასიათისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაჩუქრობის სუბსტანციის იმანენტურ ნიშანთვისებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება სადავო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება თავისთავად არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოპასუხეების მხრიდან უმადურობის გამოვლენა. მოსარჩელე უმადურობად მიიჩნევს იმას, რომ მოპასუხეებმა საზოგადოებაში მისი წილის უსასყიდლოდ გადაცემა მოისურვეს და შეპირებული თანხა არ გადაუხადეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ უსასყიდლოდ ქონების გადაცემა დასაჩუქრებულს აკისრებს საპასუხო მორალურ ვალდებულებას, რომ მან თავი შეიკავოს გამჩუქებლის მძიმე შეურაცხყოფის და დიდ უმადურობისაგან. დიდი უმადურობად რა შეიძლება შეფასდეს, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ამასთანავე ეს ქმედება საზოგადოდაც აშკარად მიუღებელ ქცევად უნდა ითვლებოდეს. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორების შორის ურთიერთობა განსაკუთრებული ხასიათისაა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ამავე დროს პირებს აერთიანებთ საერთო კომერციული ინტერესები, საერთო საქმიანობით შემოსავლის გაზრდის ინტერესი. თუმცა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველო კანონი არ ითვალისწინებს, რომ პარტნიორის წილის გადაცემა მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებით იყოს შესაძლებელი. ო----- მ------მა მოპასუხეებს სადაო წილები უსასყიდლოდ გადასცა, რის გამოც ამის შემდგომაც დარჩენილი წილის უსასყიდლოდ გადაცემაზე შეთანხმების დადება თავისთავად უმადურობას და პარტნიორის არაზნეობრივ ქცევას არ წარმოადგენს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეების, როგორც პარტნიორების ისეთი ქმედებები, რაც სხვა პარტნიორის მიმართ უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მოპასუხეების მხრიდან უმადურობის გამოვლენას გამორიცხავს თავად ო----- მ------ის ქმედებებიც, რადგან მან საზოგადოებას თავად მიაყენა ზიანი როგორც დირექტორმა, არამიზნობრივად დახარჯა საზოგადოების კუთვნილი დიდი რაოდენობის თანხა, თანხის ნაწილი საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენა, რის გამოც იგი გადააყენეს კიდეც დირექტორის თანამდებობიდან. შესაბამისად, თავად მოსარჩელის მიერ საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ეს ქმედებები გამორიცხავს მის მიმართ დანარჩენი პარტნიორების მხრიდან უმადურობის გამოვლენას.
ს---- ე--------------ას და ჰ--------- ჯუმაიაევის წარმომადგენელმა მიუთითა კრების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობის 2 თვიანი ვადის გაშვების შესახებ, რასაც სასამართლო არ იზიარებს.
სასამართლო განმარტავს, რომ „“მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, 1. ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. 2. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება. შესაბამისად დასაშვებია მისი გასხვისება მესამე პირზე სასყიდლიანი ან უსასყიდლო გარიგებით. ამ შემთხვევაში სადაოა პარტნიორის მიერ წილის უსასყიდლოდ დათმობის გარიგების გაუქმება და არა პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. საზოგადოების წესდებით არ არის გათვალისწინებული პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისათვის სხვა პარტნიორის თანხმობა, რაც პარტნიორთა კრებაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში წილის გადაცემის დოკუმენტის სახელწოდებაა „გადაწყვეტილება“, თუმცა წილის გასხვისების ნაწილში იგი თავისი არსით არის ორი პირის მიერ დადებული შეთანხმება, დოკუმენტი ხელმოწერილია წილის მესაკუთრის და წილის შემძენის მიერ, რის გამოც იგი თავის არსით არის ჩუქების ხელშეკრულება.
განსახილველ შემთხვევაში ო----- მ------ის სარჩელის მოთხოვნაა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დასაჩუქრებულის მიერ გამოვლენილი უმადურობის გამო, შესაბამისად დავის საგანი არ არის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კრების ოქმის გასაჩივრების ვადები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- მ------ის მიმართ მოპასუხეებს დიდი უმადურობა არ გამოუვლენიათ, რის გამოც მოპასუხეებისათვის წილზე საკუთრების ჩამორთმევის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელეს სასამართლო ხარჯების აუნაზღაურდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ საქმეზე შპს ,,სამსონ ენთერფრაისესის" სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად ო----- მ------ს უნდა დაეკისროს შპს ,,სამსონ ენთერფრაისესისათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,სამსონ ენთერფრაისესის" თავდაპირველი მოთხოვნა იყო 110 631,38 ლარის დაკისრება, ხოლო გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ამ თანხის 3% - 3318,94 ლარი. მოსარჩელემ საბოლოო მოითხოვა თავდაპირველზე მცირე თანხის 110 138,93 ლარის დაკისრება, რომლის 3% არის 3 304,16 ლარი. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 14,78 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 3304,16 ლარის გადახდა. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
იმის გამო, რომ ო----- მ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს ,, ს----–--------------------სს" არ ეკისრება მის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შპს „ს----–--------------------სის" სარჩელის დაკმაყოფილების გამო ძალაში უნდა დარჩეს ამ სარჩელზე 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ო----- მ------ის (პირადი ნომერი 12001063234) სახელზე რიცხულ ავტომობილს, რომლის რეკვიზიტებია: მარკა მოდელი NISSAN EUROPA, სანომრე ნიშანი-OCO039. გამოშვების წელი-2000; საიდენტიფიკაციო ნომერი-JN1TFAY10U0041633. ფერი-თეთრი. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AV6084049. ასევე ყადაღა დაედო შპს ,,ს----–--------------------სში" ს/ნომერი 4--------, ო----- მ------ის პირადი ნომერი 12001063234 კუთვნილ 33% წილს.
ამ ნორმის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ო----- მ------ის სარჩელზე 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ჰ--------- ჯ-------ის და ს---- ე--------------ას შპს ,,ს----–--------------------ს''-ში მათ საკუთრებაში არსებულ წილებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ს----–--------------------სის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ო----- მ------ს დაეკისროს შპს ,,ს----–--------------------სისთვის" 110 138.93 ლარის გადახდა;
2. არ დაკმაყოფილდეს ო----- მ------ის სარჩელი წილის დათმობის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ;
3. ო----- მ------ს დაეკისროს შპს ,,ს----–--------------------სისთვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3304.16 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. შპს ,,ს----–--------------------სს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 01 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 14.78 ლარი (საგადასახადო დავალება #0), რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22 .
5. ო----- მ------ს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;
6. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ს----–--------------------სში" ს---- ე--------------ას და ჰ--------- ჯ-------ის წილებს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი