მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 443. გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას
სამოქალაქო კოდექსის 443-ე მუხლი · სკ 443
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1650-2023
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების შეწყვეტა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით დარეგულირებულია სსკ-ის 442-ე, 443-ე და 444-ე მუხლებით. განსახილველ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ, მართალია, დაადასტურა მოსარჩელის სახელზე გარკვეული თანხის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა სასამართლოს ვერ…
- საქმე №ას-1173-2023
…კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაშინ არ არსებობდა სსკ-ის 447-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისები, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა იქნებოდა ხანდაზმული და სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 128-ე, 129-ე და 443-ე მუხლებით. 54. კასატორთა განმარტებით, მოსარჩელეს ურთიერთგაქვითვის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 15 მაისს. სსკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით, ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადენს.
- საქმე №ას-739-2019
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა“, ამავე კოდექსის 443-ე მუხლის მიხედვით, „კი მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა“ 14.
- საქმე №ას-814-765-2015
გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ რატომღაც არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 443-ე მუხლით, რომელიც სპეციალური ნორმაა და დასაშვებად მიიჩნევს გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, თუ მოთხოვნა ხანდაზმულია.
- საქმე №ას-58-57-2014
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თუნდაც მოთხოვნა ხანდაზმული ყოფილიყო, ამ შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის 443-ე მუხლი. გაქვითვის შესაძლებლობის შესახებ სარჩელში და თვით გადაწყვეტილებაშიც არა ერთი ფაქტობრივი მდგომარეობაა დასახელებული.
- საქმე №ას-1021-1052-2011
- საქმე №ბს-416-6(3კ-05)
- საქმე №3გ/ად-203-კ-01
- საქმე №120210115001048710
- საქმე №190210017002235796
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 435. დეპონირებული ქონების გადაცემა კრედიტორისათვის
- მუხლი 438. კრედიტორისაგან საგნის მიღების მოთხოვნა
- მუხლი 440. შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ
- მუხლი 441. შესრულების საგნის შენახვის ვადა
- მუხლი 442. ვალდებულებათა გაქვითვის შესაძლებლობა
- მუხლი 442¹. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა
- მუხლი 444. გასაქვითი მოთხოვნები
- მუხლი 445. რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა
- მუხლი 446. ვალდებულებათა გაქვითვა შესრულების სხვადასხვა ადგილის არსებობისას
- მუხლი 447. მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა
- მუხლი 449. ვალის პატიების შედეგები სხვა სოლიდარული მოვალეებისათვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 443, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-443/