სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება. თუ დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.
თავი მესამე
ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-128-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2022
…მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. 15.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს…
…„ბ–ოს“ უძრავი ქონების საკომპენსაციო თანხა - 662 704,12 ლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „პ.ბ–ი“, ანგარიშის ნომერი: GE62PC01336…..) 2011 წლის 6 ივლისს გადარიცხა; 2.2. კრედიტორს დღემდე არ მიუღია საკომპენსაციო თანხა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლით გათვალისწინებული, დეპონირებული საგნის შენახვის 3-წლიანი ვადა გავიდა 2014 წლის 6 ივლისს; 2.3. სსკ-ის 441-ე მუხლის თანახმად,…
…და მოვალისათვის ფულის დაბრუნების შესახებ მოწმობის მე-7 პუნქტში მითითებულია, რომ 2007 წლის 10 დეკემბერს მოვალის თხოვნით მას გადაეცა დეპოზიტზე განთავსებული თანხა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 441-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, შესრულების საგნის შენახვის ვადა შეადგენს სამ წელს, ამავე კოდექსის 440-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს…
…საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ არ დაადგინა, 2000 წელს რა საფუძვლით აღირიცხა ბინა კვლავ ქ-ესა და თ-ზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივნისის განჩინებით, სსკ-ის 441-ე მუხლის საფუძველზე, შეჩერდა საქმის წარმოება ალ. თ-ის წარმომადგენელ რ. პ-ას სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილში, რომლითაც მოითხოვს რაიონული სასამართლოს…
…დასკვნა სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 438-ე, 439-ე, 440-ე, 441-ე მუხლები საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 7.…