1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(49)
საქმე №ას-1252-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2025
…3 536.8546 ლარს. ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებული თანხა კი სრულად ფარავს კრედიტის თანხის წინსწრებით დაფარვისათვის მსესხებლების ვალდებულებას ბანკის წინაშე. 25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 427-ე და 434-ე მუხლებით, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 97-ე…
საქმე №ას-544-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2024
…კონკრეტული სახეობის შტრიხ-კოდის არარსებობის გამო. მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი საზღაური კი, ემსახურება მედიკამენტის დასამზადებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. აღნიშნული არგუმენტის გასაქარწყლებლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 434.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი…
საქმე №ას-106-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
…შეფასება მხოლოდ ახალი სარჩელის პირობებში შეიძლებოდა. 13.5. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რის გამოც საქმე პირველ ინსტანციაში დააბრუნა. არ გამოიკვლია სსკ-ის 373-ე და 434-ე მუხლის წინაპირობები, რა დროსაც არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებით. სააპელაციო სასამართლოს, მაღალი გულმოდგინების და ბავშვის საუკეთესო ინტერესის…
საქმე №ას-1145-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
…დაკავშირებულ მოპასუხის შედავებას, პალატამ აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები (რომ მოსარჩელე არ მივიდა ნოტარიუსთან თანხის მისაღებად) არ დასტურდება, სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია, შესრულების…
…წლის 31 ივლისს, კ.ჯ–ძემ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ა.ო–ნის სასარგებლოდ განათავსა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საკომპენსაციო თანხა - 5 854.03 ა.შ.შ. დოლარი (ტომი 2, ს.ფ. 200). 10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. 11. საქართველოს სამოქალაქო…
საქმე №ას-1131-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
საქმე №ას-1127-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2021
მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება— ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ