მუხლი 433. უარი შესრულებაზე კრედიტორის მიერ თავის მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო
თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.
თავი მეორე
ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ას-1504-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
…იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების…
საქმე №ას-1241-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
…სახით, კანონმდებელი მოვალეს სთავაზობს ყველაზე მოქნილ და მარტივ საშუალებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად - მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ, კრედიტორმა უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსკ-ის 433-ე მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი უარს განაცხადებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე, მაშინ მოვალეს უფლება აქვს, იმოქმედოს, ან მიმართოს…
საქმე №ას-1229-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
…მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს განუცხადებს მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, დადგება სსკ-ის 433-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი. 58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და…
საქმე №ას-774-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2022
…მუხლის (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე შესრულების მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. აქვე საგულისხმო იყო სსკ-ის 433-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე,…
საქმე №ას-553-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2022
…განსაზღვრულ ვადაში. 16. სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების…
საქმე №ას-722-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019