მუხლი 440. შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ
1. მოვალეს უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკანვე მოითხოვოს, თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე. თუ მოვალე უკან ითხოვს საგანს, მაშინ ითვლება, რომ შენახვა არ შემდგარა.
2. მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.
3. თუ მოვალე საგანს უკან იბრუნებს, მაშინ შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(26)
საქმე №ას-850-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
…სუბიექტებს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო უწყება, მხარის ნაცვლად, ჩაჰბარდეს მის წარმომადგენელს, რასაც თავად მხარისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების იურიდიული ძალა გააჩნია, თუმცა ამავე კოდექსის 440-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში,…
საქმე №ას-953-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
…სუბიექტებს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო უწყება, მხარის ნაცვლად, ჩაჰბარდეს მის წარმომადგენელს, რასაც თავად მხარისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების იურიდიული ძალა გააჩნია, თუმცა ამავე კოდექსის 440-ე მუხლი ადგენს, რომ პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება…
საქმე №ას-1370-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
…წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. 11.4. ამავე კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება…
…ფორმით არ ჩაჰბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება). 12. აქვე პალატა დამატებით განმარტავს, რომ შუამდგომლობის განსახილველად დანიშნულს სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის სახელით გამოცხადდა არაუფლებამოსილი წარმომადგენელი (სსკ-ის 98-ე, 440-ე მუხლები), რის გამოც სასამართლომ გადადო სასამართლო სხდომა მინდობილობაში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზი არ გამოსწორებულა. 17.01.2023 წელს ჩანიშნულ…
საქმე №ას-128-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2022
…წინააღმდეგობა და დეპონირებული თანხის მარტოოდენ იმ შემთხვევაში მიღების სურვილი, თუ იგი კანონით გათვალისწინებული ხარჯისგან გათავისუფლდება, სასამართლოებმა მართლზომიერად დააკვალიფიცირეს უარად დეპონირებული თანხების მიღებაზე. 15.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა…
საქმე №ას-572-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
საქმე №ას-1154-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2020
მუხლი 45. მოვალის საწინააღდეგო მოსაზრება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ