მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება
1. მოვალეს ეკისრება შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემის ხარჯები, თუ მასა და კრედიტორს შორის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ კრედიტორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან გარდაიცვლება და დატოვებს მემკვიდრეებს სხვა საცხოვრებელ ადგილას, მაშინ შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯები ეკისრებათ კრედიტორს ან მის მემკვიდრეებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ას-389-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2021
…510, §40). 16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე №ა-3811-ბ-9-2018 (31.01.2019წ), „საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას პირის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 432-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით…
საქმე №ბს-789(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2020
…"..."-ის განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით შპს "..."-ის მიერ. შპს "..."-მა 02.07.2020წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სსკ-ის 432-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.02.2020წ. N3/023-20 ბრძანებისა და 12.02.2020წ.…
…წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველყოფის თაობაზე, პალატა მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს რამდენიმე გარემოების გამო: 5.1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას პირის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 432-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით…
…მოპასუხის განცხადება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სააღსრულებო წარმოების დროებით შეჩერების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 9. სსსკ-ის 372-ე მუხლის, 375-ე მუხლის მეორე ნაწილის, 418-ე მუხლის მეორე ნაწილის, 432-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებული არ არის კონკრეტული შემთხვევები,…
საქმე №ას-21-19-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
…შეჩერების შესახებ და მიიჩნია, რომ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების შეჩერების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 35612, 35613, 424.1, 432-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები. 6. სსსკ-ის 432-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს…