სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(111)
საქმე №ბს-155(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ზოგადი 5-წლიანი ვადის დაწესება არ ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს, შესაბამისად,…
საქმე №ბს-658(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმა, რომელიც ადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადას.
საქმე №ბს-1325(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გამამართლებელი განაჩენის მიღებამდე გასული იყო სსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ხუთწლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე მ. ვაჩაძემ 2019 წლის ივლისში საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დასაშვებად მიიჩნია, შესაბამისად მან მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ჯერ განცხადების დასაშვებად ცნობის, შემდეგ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმე №ას-420-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2023
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა, რომ სადავო შემთხვევაში, დაცულია სსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. კერძოდ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან…
საქმე №ას-1262-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2023
განჩინებით, რაც გამორიცხავდა აღნიშნული გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების პროცესუალურ შესაძლებლობას, ხოლო, თუ განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაში გულისხმობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნული ასევე დაუშვებელია სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რომლის შესაბამისადაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
საქმე №ბს-179(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
საქმე №ბს-376(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2022
საქმე №ას-972-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 426, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-426/