გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 24.09.2003
საქმის ნომერი
ას-135-833-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-135-833-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლა და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს “ე.” სარჩელი დაკმაყოფილდა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ენერგოკომპანიას გადასახდელად დაეკისრა 961747 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 414463 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაუქმდა და საქმე დაბრუნდა ხელახალი განხილვისათვის.

ელექტროკომპანიების შერწყმისა და გაერთიანების შედეგად სს “ე.” შეიცვალა შპს “ს. ს. ე.”, ხოლო სს “ს.-ზ. ს. ე.” – სს “ს. გ. ს. ე.”.

2002წ. 15 ნოემბერს სს “ე.” განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ სს “ს.-ზ. ს.” ენერგოკომპანიაზე დაკისრებული 414463 ლარის გადახდა დაკისრებოდა მის უფლებამონაცვლე სს “ს. გ. ს. ე. კ.” და გაცემულიყო შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. ამავე თხოვნით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს 2003წ. 13 თებერვალს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებული კასატორის სს “ე.” მისი უფლებამონაცვლე შპს “ს. ს. ე.” შეცვლა და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 21 აპრილის განჩინებით სს “ე.” უფლებმონაცვლის განცხადება დაკმაყოფილდა.

შეიცვალა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაში სს “ე.” მისი უფლებამონაცვლე შპს “ს. ს. ე.”, ხოლო მოპასუხე სს “ს. ს. ე.” _ მისი უფლებამონაცვლე სს “ს. გ. ს. ე.”.

2003წ. 27 მაისს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ზემოთმითითებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების განუხილველად დატოვება.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა მოხდა კანონის დარღვევით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 2 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ საკითხი სსკ-ს 2671-ე მუხლის საფუძველზე სწორად იყო გადაწყვეტილი და საქმე კერძო საჩივართან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და განცხადებები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ მისი გამოცხადებისთანავე.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს “ე.” სარჩელი და “ს. – ზ. ს. ე.” დაეკისრა 961747 ლარის გადახდა, 414463 ლარის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინების მიღებისთანავე, რომლითაც საოლქო სასამართლოს ზემოთმითითებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა 44463 ლარის დაკისრების ფარგლებში.

სსკ-ს 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაში არ იგულისხმება არც გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, არც აღსრულების განაწილვადება და არც აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაში და შეცვლაში ასევე არ იგულისხმება გადაწყვეტილების განმარტება.

პალატა მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლა არ შეიძლება გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესის (სსკ-ს 2671-ე მუხლის). შესაბამისად.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და შეცვლის შესაძლებლობას საპროცესო კოდექსი უშვებს მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შემთხვევაში. ამ მოტივით საქმის განხილვა კი დასაშვებია კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევაში (სსკ-ს 421-ე, 432-ე მუხლები).

მოცემულ შემთხვევაში სს “ე.”, შემდეგ კი შპს “ს. ს. ე.” მიერ შეტანილი განცხადებები არ შეიცავენ მოთხოვნას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არც ბათილად ცნობისა და არც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ. სხვა წესით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლა კი დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთმითითებული განცხადებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დაეტოვებინა საოლქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაში მითითებული კრედიტორის და მოვალის უფლებამონაცვლე პირთა მიმართ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ, თუკი უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა, ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის).

ამგვარი სარჩელის შეტანა არ იწვევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლას და არც გაუქმებას.

საკასაციო სასამართლოს სსკ-ს 49-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებლად მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი ხარჯების ოდენობის შემცირება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე, 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. გ. ს. ე. კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 21 აპრილის განჩინება.

სს “ე.”, მისი უფლებამონაცვლე შპს “ს. ს. ე.” განცხადებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

შპს “ს. ს. ე. სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 500 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 კოდი ¹59 ანგარიშზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.