1. გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.03.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 09.03.2011 კანონი №4323
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(58)
- საქმე №ბს-658(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…გამო: საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.…
- საქმე №ას-662-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2025
…№ას-55-2020, 27 იანვარი, 2020წ.), რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველია. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. კ.კ–ნის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე…
- საქმე №ა-897-ა-2-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2025
…გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც იძლევიან საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 16. სასამართლოს…
- საქმე №ბს-1325(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
…არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11…
- საქმე №ა-2856-ა-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
…გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც იძლევიან საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 18. სასამართლოს…
- საქმე №ა-300-ა-3-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №ა-5411-ა-31-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №ა-6058-ა-34-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2024
- საქმე №ას-79-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
- საქმე №ა-573-ა-5-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ა-5433-ა-30-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2024
- საქმე №ა-6581-ა-4-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2024
- საქმე №ა-6512-ა-37-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №ას-1121-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2023
- საქმე №ა-1854-ა-8-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ას-507-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
- საქმე №ას-507-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
- საქმე №ა-6779-ა-3-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
- საქმე №ას-74-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2023
- საქმე №ბს-862(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2022
- საქმე №ას-1261-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2022
- საქმე №ას-1335-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-1003-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2022
- საქმე №ას-208-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
- საქმე №ას-694-22 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ა-4490-21-ა-17-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ა-6389-ა-16-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-1726-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ას-742-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2021
- საქმე №ბს-1031(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2021
- საქმე №ბს-177(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2021
- საქმე №ბს-568(2კ-კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ბს-568(2კ-კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ას-263-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2021
- საქმე №ას-743-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2021
- საქმე №ა-2073-შ-51-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2019
- საქმე №ას-547-547-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-1265-1185-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2017
- საქმე №ას-483-457-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2015
- საქმე №ას-753-713-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 58-დან.