გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/1-67-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.01.201- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე ს------------------’
წარმომადგენელი ვ----–---------იძე
მოპასუხე კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი
მესამე პირი შ------------------–---
წარმომადგენელი ლ-–-----------–---–ი, ი-----------ე
მესამე პირი ო-----------–-------–
წარმომადგენელი ვ-------------–-----–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის მიერ 12.0-.2--- წლის N-----------------2 და 26.0-.2--- წლის N A----------------2 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (წერილები) გირავნობის საგნების 0-.0-.2--- წლის აღწერა-დაყადაღების აქტიდან გირავნობის საგნების ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ;
2. დაევალოს კერძო აღმასრულებელს ზ---–------–---–-–---–ს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 0-.0-.2--- წლის აღწერა-დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების ამავე დაყადაღების აქტიდან ამორიცხვის შესახებ. ეს ნივთებია: 1) ინდუქციური ღუმელი (ღუმელის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა) (ნივთის ნომერი აქტში - 10); 2) დამტკეპნი (ნივთის ნომერი აქტში - 13); 3) გამასწორებელი მანქანა (ნივთის ნომერი აქტში - 14); 4) დისკური ხერხი (ნივთის ნომერი აქტში - 17); 5) მაცივარი (ნივთის ნომერი აქტში - 18); 7) წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით (ნივთის ნომერი აქტში - 1); 8) ელექტროძრავი 22 კვტ (ნივთის ნომერი აქტში - 2); 9) ტუმბო კ90-55 (ნივთის ნომერი აქტში - 3); 10) წყლის ტუმბო (ნივთის ნომერი აქტში - 8); 11) kco-272 ზეთიანი ამომრთველი -2 ცალი (ნივთის ნომერი აქტში - 4); 12) მაღალი ძაბვის კარადა (ნივთის ნომერი აქტში - 12); 13) ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ - 2 ცალი (ნივთის ნომერი აქტში - 5); 14) თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ. (ნივთის ნომერი აქტში - 6); 15) შავი ლითონის ავზი მეორადი - 3 ცალი (ნივთის ნომერი აქტში - 7); 16) ხიდურა ამწე -2 ცალი (ნივთის ნომერი აქტში - 9).
იხ.სხდომის ოქმი (ტ.1; ს.ფ. 40--410)
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ოთხი ნივთი: 1.წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით, 2. ელექტროძრავი 22 კვტ.,3. ტუმბო კ 90-55 და 4. წყლის ტუმბო-შპს ი------------–-ს’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. აღნიშნული ტუმბოთი შეიცვალა წყლის გაცივების სისტემის დაზიანებული ნაწილები და შესაბამისად ეს ნივთები გახდა ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი. თავის მხრივ, წყლის გაცივების სისტემა წარმოადგენს შს ,,ი--------–------ პროდუქტი 200-’’ -ის ქონებას N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იჯარით აქვს გადაცემული შ------------------–ს’’. იქიდან გამომდინარე, რომ მოიჯარე ვალდებულია იჯარის საგანზე განახორციელოს მიმდინარე რემონტი, მოიჯარის მიერ განხორციელებული რომელიმე დანადგარის ან/და აგრეგატის, ანუ მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის შეცვლა არ ცვლის მთლიანი გირავნობის საგნის სამართლებრივი მდგომარეობას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნივთები ისევ მეიჯარის საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ნივთები არის გირავნობის საგნის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
მოსარჩელის მოსაზრებით, KCO-272 ზეთიანი ამომრთველი -შ------------------–ის’’ მიერ შეძენილი შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–- დამონტაჟებულია ქვესადგურში სადნობ ღუმელზე დენის მისაწოდებლად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. თავის მხრივ, ქვესადგური წარმოადგენს შპს ,,ი-------–-------------------- 200--ის’’ ქონებას და N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია სს ,,თი----------ს’’ მიერ.
მოსარჩელის მოსაზრებით, ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ-შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. დამონტაჟებულია ინდუქციური ღუმელის ჰაერის მიწოდების სისტემაზე და წარმოადგენს თავად ამ ღუმელის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ინდუქციური ღუმელი, (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–------’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
მოსარჩელე თვლის, რომ თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ., -შპს ,,ი-----ს ს----–-ს’’ მიერ შეძენილია შპს ,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. იგი წარმოადგენს ინდუქციური ღუმელის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ინდუქციური ღუმელი (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–------’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შავი ლითონის ავზი მეორადი-შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. დამონტაჟებულია ინდუქციურ ღუმელზე წყლის მიწოდების სისტემაზე და წარმოადგენს თავად ამ ღუმელის განუყოფელ ნაწილს. ამასთან, თავად ინდუქციური ღუმელი N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, ხიდურა ამწე 2 ცალი -შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. ისინი წარმოადგენს ინდუქციური ღუმელის განუყოფელ ნაწილს (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–------’’ არის შეძენილი) უზრუნველყოფენ ინდუქციურ ღუმელში ჯართის ჩათვირთვას. ამასთან, თავად ინდუქციური ღუმელი N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
მოსარჩელის მოსაზრებით, მაღალი ძაბვის კარადა -შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-, დამონტაჟებულია ქვესადგურში სადნობ ღუმელზე ტენის მისაწოდებლად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, თავის მხრივ, ქვესადგური წარმოადგენს შ--------------–--------------------------ის’’ ქონებას და N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
დამტკეპნი, მოსარჩელის მოსაზრებით, ასევე წარმოადგენს ინდუქციური ღუმელის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ინდუქციური ღუმელი (რომელიც ასევე შპს ,,გ-–----–---გან’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გამასწორებელი მანქანა -შ------------------–ის’’ საკუთრებაშია სამი მასწორებელი მანქანა: მავთულის მასწორებელი მანქანა და ნაგლინის მასწორებელი მანქანა. პირველი ორი ,,თ----- ბანკს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 ი------- გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მესამე მასწორებელი მანქანა დაგირავებულია შ--------------–------------------------- -თან’’ გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე და დაგირავებული ნივთი საკუთრებაში გადაეცა შ------------------–ს’’. ამას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები ელ-0--------1. შესაბამისად, გირავნობის საგნის მესაკუთრის შეცვლა თავისთავად არ იწვევს ამ ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას და წარმოადგენს გირავნობის საგანს.
დისკური ხერხი ნაწილში მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს შ------------------–ის’’ საკუთრებას. იგი შედის საგლინავი მოწყობილობების მაკომპლექტებელ ნაწილებში (18 ერთეული საგლინავი მოწყობილობების ნაწილი -სამი ცალი; საგლინავი დგანის მიმმართველი -ერთი ცალი; მერხევი მაგიდა ერთი ცალი; მთავარი ამ ძრავის მართვის სისტემა ერთი ცალი; ლითონსაგლინი დგანის ნაწილი (E:400MM TRIBLE GEARBOX (400MM MERKEZ UGLU KUTU) -ერთი ცალი; ლითონსაგლინი დგანის ნაწილები (1/7. 75 GEARBOX (1/7. 75 REDUKTOR); დისკური ხერხი-5 ცალი; როლგანგების სისტემა -ერთი ცალი; მეთოდური ღუმელის ჩამტვირთავი მექანიზმი-1 ცალი; მართვის პოსტები-სამი ცალი; ჩარჩო ამ ძრავის სისტემა ერთი ცალი) და ,,თ----- ბანკს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 ი------- გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მაცივარი, მისი მოსაზრებით, ასევე წარმოადგენს შ------------------–ის’’ საკუთრებას და ,,თ----- ბანკს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 ი------- გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კერძო აღმასრულებელმა ზ---–------–---–-–---–მა უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაყადაღებული ქონებიდან ნივთების ამორიცხვის თაობაზე მნიშვნელოვანწილად არის დაკმაყოფილებული, რამდენადაც 2017 წლის 1- ოქტომბრის აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების რაოდენობა 37 სახეობიდან შემცირდა 1--მდე. მისი განმარტებით, ყველა ის ნივთი, რომელიც მითითებულია მოსარჩელესა და შპს ,,ი-----ას’’ შორის 2016 წლის 27 ი------- დადებულ N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საგანში, ამოირიცხა დაყადაღებული ქონების ნუსხიდან აღწერა-დაყადაღების აქტით. ხოლო სხვა ნივთებთან დაკავშირებით არ დგინდება დაყადაღებული ნივთებისა და წარმოდგენილ გირავნობის ხელშეკრულებებში მითითებული გირავნობის საგნების იდენტურობა.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირის ო-----------–-------–ის წარმომადგენლმა ვ-------------–-----–---–მა უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და განმარტა, რომ რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მოვალეს კუთვნილ საწარმოში არსებული ნივთები წარმოადგენს გირავნობის საგანს, მოსარჩელის მხრიდან აღმასრულებლისათვის წარდგენილი არ ყოფილა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;
4.1.1. კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N17------- სააღსრულებო წარმოება A1-------, სადაც კრედიტორია ოქტაი ათილა აქტაშ, ხოლო მოვალე შ------------------–---, რომლის თანახმად მოვალე შ------------------–ს’’ დაეკისრა თანხის გადახდა აღნიშნული კრედიტრის სასარგებლოდ.
კერძო აღმასრულებელმა ზ---–------–---–-–---–მა 2017 წლის 16 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკს’’ წერილობით აცნობა, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში დაყადაღებული იქნა მოვალე შ------------------–ის’’ მოძრავი ქონება, განთავსებული ქ. რუთავში ე.წ. ც---------–-------------- ტერიტორიაზე. ვინაიდან A1------- სააღსრულებო წარმოებაზე იგეგმებოდა მოვალის ქონების რეალიზაცია, შ------------------–ის’’ ქონებრივი ნუსხის და აღწერა-დაყადაგების აქტის, კერძო აღმასრულებელმა სს ,,თი----------სგან’’ მოითხოვა, ინფორმაცია წარდგენა იმის შესახებ, თუ რომელი ნივთები წარმოადგენდა სს ,,თი----------ს’’ გირავნობის საგანს, შესაბამისი გირავნობის ხელშეკრულებებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2017 წლის 16 ნოემბრის NA1--------010/00- წერილი (ს.ფ. 16)
4.1.2. შ------------------–ის’’ დირექტორმა თ------------–---–--ემ კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2017 წლის 15 ივნისის NA1--------007/00- მიმართვის პასუხად წარადგინა ქონებრივი ნუსხა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შ------------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისის წერილი (ს.ფ. 17), ქონებრივი ნუსხა (.ფ. 17-1-)
4.1.3. დადგენილია, რომ 2--- წლის 2-----------–- კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი გამოცხადდა ქ.რუ-----–-, ე.წ. ც---------–-------------- ტერიტორიაზე, განთავსებულ შ------------------–ის’’ საწარმო ნივთების ზუსტი იდენტიფიცირების გირავნობის საგნებთან შედარების შემდგომ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 40-48-ე მუხლების თანახმად აღწერა და დააყადაღა შ------------------–ის’’ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება, კერძოდ, ყადაღა დაადო შემდეგ ნივთებს: 1) წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით, 2) ელექტროძრავი 22 კვტ., 3) ტუმბო კ90-55, 4) kco-272 ზეთიანი ამომრთველი, 5) ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ, 6) თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ., 7) შავი ლითონის ავზი მეორადი, 8) წყლის ტუმბო, 9)ხიდურა ამწე 2 ცალი, 10)ინდუქციური ღუმელი (ღუმელის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა), 11) ელექტრო სასწორი, 12)მაღალი ძაბვის კარადა, 13) დამტკეპნი, 14) გამასწორებელი მანქანა, 15) მუდმივი დენის ელექტრო შედუღების აპარატი, 16) მაღალი წნევის ვენტილიატორი BB0-90-2ც., 17) დისკური ხერხი, 18) მაცივარი, 1-) დისკური ხერხის სალესი მოწყობილობა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2--- წლის 2---ებერვლის აქტი (ტ.1.;სფ.64-66)
4.1.4. კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2017 წლის 16 ნოემბრის NA1--------010/00- წერილის პასუხად სს ,,თი----------ს’’ წარმომადგენელმა ვ----–---------იძემ აცნობა, რომ ვინაიდან შ------------------–ის’’ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია გირავნობა და ს------------------’ წარმოადგენს მოგირავნეს, ს------------------’ იყენებს მოგირავნის უფლებას და მოითხოვს გირავნობის საგნების ყადაღისაგან გათავისუფლებას. მას ასევე ეცნობა, რომ სს ,,თი----------ს’’ სასარგებლოდ, გარდა შ------------------–ის’’ საკუთრებაში არსებული ნივთებისა, გირავნობით ასევე დაიტვირთა სხვა კომპანიის ნივთები, რომლებიც შ------------------–ს’’ გადაეცა საკუთრებაში. შესაბამისად მოითხოვა მოვალისაგან ზუსტი ინფორმაციის გამოთხოვა, თუ რომელი ნივთები გადაეცა საკუთრებაში და რომელია დატვირთული გირავნობით. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა დაყადაღების აქტში მითითებული ნივთებისა და გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული ნივთების დასახელებები, ზოგ შემთხვევაში ემთხვევა, ზოგ შემთხვევაში არ ემთხვევა (თუმცა შესაძლოა ერთი და იგივე ნივთებზეა საუბარი) ერთმანეთს, რის გამოც საჭირო იყო გირავნობის საგნების ზუსტი იდენტიფიცირება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სს ,,თი----------ს’’ წარმომადგენლის ვ----–---------იძის წერილი (ს.ფ.21)
4.1.5.კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2--- წლის 12--------ს NA1--------0------ წერილით 2--- წლის 2---------ვლის განცხადების პასუხად არ იქნა მიჩნეული 2--- წლის 2-----------–- დაყადაღებული ნივთები გირავნობის საგნად, ვინაიდან მისი განმარტებით წარდგენილი დოკუმენტაციით და სააღსრულებო წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებებით ვერ დადასტურდა და შესაბამისად არ იქნა გაზიარებული.
სააღსრულებო წარმოების პროცესში სს ,,თი----------ს’’ მიერ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მიზნით წარდგენილი იქნა ორი გირავნობის ხელშეკრულება, (ხელშეკრულება N1----------- და N1-----------, რომელთა მიხედვით 2--- წლის 2-----------–- ყადაღის აქტში მითითებული ნივთები არ წარმოადგენს გირავნობის საგანს, ერთ შემთხვევაში ნივთების დამოუკიდებელი ფუნქციის არსებობის გამო, რაც გამორიცხავს პირდაპირ იმის მტკიცების საშუალებას, რომ იგი წარმოადგენს ამა თუ იმ დანადგარის ნაწილს და მეორე შეთხვევაში დაყადაღებული ნივთების იდენტური ნივთების საწარმოს ტერიტორიაზე არსებობის გამო. ასევ აღინიშნა, რომ 1)ელექტრო სასწორი (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში-11), არ წარმოადგენს 60 ტონიან ელექტრო სასწორს (რომელიც წარმოადგენს სს ,,თი----------ს’’ გირავნობის საგანს), იგი წარმოადგენს მცირე ზომის (სავალდებულო 10ტონიან) ელექტრო სასწორს. 2) გ-–----ლას (მავთულის) გამასწორებელი დანადგარი და მასწორებელი მანქანა (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში-14)), როგორც შ------------------–ის’’ მიერ წარდგენილი ქონებრივი ნუსხით ირკვევა, წარმოადგენს ორ განსხვავებულ დანადგარს, ხოლო გირავნობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ერთი. შ------------------–ის’’ მიერ წარმოდგენილი ქონებრივი ნუსხით ირკვევა, რომ საწარმო ფლობს 2 ე.წ. მაცივარს (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში -18), რომელთაგან მხოლოდ ერთის დაყადაღება მოხდა. 4. თანახმად 1----------- გირავნობის ხელშეკრულებისა, ინდუქციური ღუმელი 1500 KW POWER-TRAK, გამოშვების წელი 2004, წარმოადგენს გირავნობის საგანს, ხოლო საწარმო შენობაში დაყადაღებული ინდუქციური ღუმელის გამოშვების წელი, რომელიც აღნიშნულია მასზე არსებულ ტვიფრზე, წარმოადგენს 2012 წელს გამოშვებულს (შესაბამისად ვერ ხდება მისი გირავნობის საგანთან იდენტიფიცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომინარე, განმცხადებლის მოთხოვნა 0-.0-.2--- წლის აღწერა-დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2--- წლის 12--------ს NA1--------0------ წერილი (ს.ფ. 24)
4.1.6. სს ,,თი----------ს’’ წარმომადგენელმა ვ----–---------იძემ კვლავ მიმართა კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–ს და დამატებით წარუდგინა N1----------- და N1----------- გირავნობის ხელშეკრულებები. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების განხილვა და დაგირავებული ნივთების დაყადაღებული ქონების ნუსხიდან ამორიცხვა.
კ------------------–---–--------–------–---––---–-ს 2--- წლის 26 მარტის NA1--------013/00- წერილის თანახმად, აღნიშნული სააღსრულებო წარმოების პროცესში, ვინაიდან მოძრავი ქონების დიდი ნაწილი წარმოადგენს სს ,,თი----------ს’’ გირავნობის საგანს, მოგირავნის მიერ წარდგენილი განცხადებისა და გირავნობის ხელშეკრულების გათვალისწინებით, განხორციელდა შ------------------–ის’’ 1- მოძრავი ნივთის დაყადაღება. N1----------- და N1----------- გირავნობის ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ შ------------------–ის’’ მიერ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს სს ,,თი----------ს’’ მიერ გირავნობის საგანს, ვინაიდან ვერ ხდება ნივთების ზუსტი იდენტიფიცირება და ასევე წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ შ--------------–--------------------------მა’’ მისი დაგირავებული ქონება გადასცა საკუთრებაში შ------------------–ს’’.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა 0-.0-.2--- აღწერა-დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვის შესახებ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-კ------------------–---–--------–------–---––---–-ს 2--- წლის 26 მარტის NA1--------013/00- წერილი (ს.ფ.67-68)
4.1.7. სს ,,თი----------ს’’ მიერ საქმეში წარმოდგენილი შემდეგი გირავნობის ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ი------- სს ,,თ----- ბანკსა’’ და შ------------------–ს’’ შორის გაფორმდა N1----------- გირავნობის ხელშეკრულება; 2015 წლის 2------არს სს ,,თ----- ბანკსა’’ და შპს ,,გ-–----ლას’’ შორის გაფორმდა N1----------- გირავნობის ხელშეკრულება, 2015 წლის 2------არს სს ,,თ----- ბანკსა’’ და შპს ,,ი--------–------ პროდუქტებს’’ შორის გაფორმდა N1----------- გირავნობის ხელშეკრულება; 2--- წლის 2------არს სს ,,თ----- ბანკსა’’ და შპს ,,ი--------–------ პროდუქტებს’’ შორის გაფორმდა N1------------ გირავნობის ხელშეკრულება.
4.1.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შ------------------–ის’’ ამონაწერით დადგენილია, რომ გირავნობის რეესტრის: R--------, 2017 წლის 3 მაისი, კრედიტორი: თი----------, მესაკუთრე შ------------------–---, იჯარის საგანი: არაიდენტიფიცირებული მოძრავი ნივთი: ინდუქციური ღუმელი, მოდელი: 1500 KW POWER-TRAK, გამოშვების წელი 2004 რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, საფუძველი: გირავნობის ხელშეკრულება 1-----------, ნოტარიუსი მ------------–---–ი 1--------, 28.01.2015. სს ,,თი----------ს’’ 2017 წლის 3 მაისის N32/10--0- წერილი.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ N1----------- გირავნობის ხელშეკრულებით 2015 წლის 2------არს, ერთის მხრივ, სს ,,თ----- ბანკსა’’ და მეორეს მხრივ, შპს ,,გ-–----ლას’’ შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N000-.27300-8.001 ან/და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების, შემდგომში ,,ძირითადი ხელშეკრულების’’ საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ინდუქციური ღუმელი, მოდელი: 1500 KW POWER-TRAK, გამოშვების წელი 2004. გირავნობის საგნის მდებარეობად მითითებულ იქნა ქ. თ---–---------------------–--------------------------------.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1; სფ. 71-73)
-2015 წლის 2------რის N1----------- გირავნობის ხელშეკრულება (ტ.1; სფ. 33-39)
4.1.9. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B-------1, 2---------, რეგისტრირებულია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება შემდეგ საგნებზე: ელექტრო სასწორი 60 ტონიანი; მასწორებელი მავთულის; კბილა უჯრა, რედუქტორი 1/7.7, ელექტრომოძრავი 800 კვტ; წყლის ოსმოსური ფილტრი, ელექტრო ძრავი 630 კვტ (2 ცალი), საგლინავი დგანი; მქნევარა, საკისრები 14040 (46 ცალი); მაცივარი (ნაგლინის გასაცივებელი); მასწორებელი მანქანა ნაგლინის; სანთურა გაზის კომპლექტი (6 ცალი); მეთოდური ღუმელი მახურებელი; მეთოდური ღუმელი გამწოვი; გლინები (1- ცალი); საგლინავი მოწყობილობების მაკომპლექტებელი ნაწილები 18 ცალი, გლინების ბალიშები 8 ცალი. საფუძველი -გირავნობის ხელშეკრულება N1-----------.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი:B---------, 13.11.2--- დადგენილია, რომ რგისტრირებულია სს ,,თი----------ს’’ სასარგებლოდ მოძრავი ნივთები, საფუძველი 2015 წლის 28 იანვრის N------------ გირავნობის ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 2------რის N------------ გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გირავნობის საგანს წარმოადგენს როლგანგები დგანის წინა და უკანა, მასწორებელი კუთხოვანებისათვის, რედუქტორი, კბილა უჯრა, მქნევარა, დგანების საგლინავი, მაცივარი, ქვესადგურის ნაწილი და საკაბელე მეურნეობა. გლინები კუთხოვანის, მაცივარი არმატურის, მაცივარი კუთხოვანის. რეკუპირატორი, წყლის გაცივების სისტემა, თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი სისტემით, კარდანები და შპინდელები, საგლინავი დგანი, გლინის დასამუშავებელი ჩარხი, მაღალი ძაბვის კომუტაციის ქვესადგური, მეტალის საჭრელი მაკრატელი 3 ცალი, როლგანგების სისტემა, ქვესადგური, სპექტრული ლაბორატორია.
ამდენად, შ------------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხის და საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით, ასევე N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ,--------------–ის’’ საკუთრებაშია სამი მასწორებელი მანქანა: მავთულის მასწორებელი მანქანა და ნაგლინის მასწორებელი მანქანა. პირველი ორი ,,თ----- ბანკს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 ი------- გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მესამე მასწორებელი მანქანა დაგირავებულია შ--------------–------------------------- -თან’’ გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საკუთრებაში გადაეცა შ------------------–ს’’.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B-------1, 2---------წ. (ტ.2; ს.ფ. 175-176)
-ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი:B---------, 13.11.2---წ. (ტ.2,ს.ფ.177-178)
-შ------------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხა (ტ.1.სფ.17-20)
-2015 წლის 2------რის N------------ გირავნობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.40-45)
4.1.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ წყლის ტუმბოზე 90-55 22 კვტ ძრავით, ელექტროძრავზე 22 კვტ., ტუმბო კ 90-55, წყლის ტუმბზე, KCO-272 ზეთიან ამომრთველზე, ჰაერის კომპრესორზე 5 კუბ/სთ, თხევადი ჟანგბადის რეზერვუარზე და ჟანგბადის ამომრთ. კომპ., შავი ლითონის ავზზე, ხიდურა ამწეზე (2 ცალი), მაღალი ძაბვის კარადაზე, დამტკეპნზე, დისკური ხერხზე მოსარჩელე სს ,,თი----------ს’’, როგორც მოგირავნის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი არ ყოფილა გირავნობის უფლების დამადასტურებელი ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B-------1, 2---------წ. (ტ.2; ს.ფ. 175-176)
-ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი:B---------, 13.11.2---წ. (ტ.2,ს.ფ.177-178)
-შ------------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხა (ტ.1.სფ.17-20)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,თი----------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ამავე საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მოცემული კანონის მე-2 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი; ხოლო მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2---ავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.
კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მოცემულის კანონის მუხლი 147-ე მუხლის მიხედვით კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს;ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე. ამავე მუხლის მე-12 პუქნტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-40 მუხლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 2-----------–- კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი გამოცხადდა ქ.რუ-----–-, ე.წ. ც---------–-------------- ტერიტორიაზე და იქ განთავსებულ შ------------------–ის’’ საწარმო ნივთების ზუსტი იდენტიფიცირების გირავნობის საგნებთან შედარების შემდგომ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 40-48-ე მუხლების თანახმად აღწერა და დააყადაღა შ------------------–ის’’ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება, კერძოდ, ყადაღა დაედო შემდეგ ნივთებს: 1) წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით, 2) ელექტროძრავი 22 კვტ., 3) ტუმბო კ90-55, 4) kco-272 ზეთიანი ამომრთველი, 5) ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ, 6) თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ., 7) შავი ლითონის ავზი მეორადი, 8) წყლის ტუმბო, 9)ხიდურა ამწე 2 ცალი, 10)ინდუქციური ღუმელი (ღუმელის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა), 11) ელექტრო სასწორი, 12)მაღალი ძაბვის კარადა, 13) დამტკეპნი, 14) გამასწორებელი მანქანა, 15) მუდმივი დენის ელექტრო შედუღების აპარატი, 16) მაღალი წნევის ვენტილიატორი BB0-90-2ც., 17) დისკური ხერხი, 18) მაცივარი, 1-) დისკური ხერხის სალესი მოწყობილობა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 401-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება.
მოცემული კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტით არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.
ამდენად, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განმარტოს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ამავე ნორმით დადგენილი ყველა წინაპირობა. კერძოდ: 1. იძულებითი აღსრულება უნდა მიმდინარეობდეს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ; 2. მოგირავნეს განცხადება ამ ქონებაზე თავისი უფლების შესახებ წარდგენილი უნდა ჰქონდეს მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე; 3. აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი უნდა იქნეს გირავნობის უფლების დამადასტურებელი ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 255-ე მუხლით განსაზღვრულია გირავნობის 2 სახე: ა) მფლობელობითი გირავნობა; ბ) რეგისტრირებული გირავნობა. ამავე საკანონმდებლო აქტის 258-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, საქმეში დაცული რეესტრის ამონაწერების საფუძველზე მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ოთხი ნივთი: 1.წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით, 2. ელექტროძრავი 22 კვტ.,3. ტუმბო კ 90-55 და 4. წყლის ტუმბო-შპს ი------------–-ს’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. აღნიშნული ტუმბოთი შეიცვალა წყლის გაცივების სისტემის დაზიანებული ნაწილები და შესაბამისად ეს ნივთები გახდა ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი. თავის მხრივ, წყლის გაცივების სისტემა წარმოადგენს შს ,,ი--------–------ პროდუქტი 200-’’ -ის ქონებას N1----------- გირავნობის ხელშერულების საფუძველზე, რომელიც იჯარით აქვს გადაცემული შ------------------–ს’’. იქიდან გამომდინარე, რომ მოიჯარე ვალდებულია იჯარის საგანზე განახორციელოს მიმდინარე რემონტი, მოიჯარის მიერ განხორციელებული რომელიმე დანადგარის ან/და აგრეგატის, ანუ მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის შეცვლა არ ცვლის მთლიანი გირავნობის საგნის სამართლებრივი მდგომარეობას. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნივთები ისევ მეიჯარის საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ნივთები არის გირავნობის საგნის არსებითი შემადგენელი ნაწილი. მოსარჩელის მოსაზრებით KCO-272 ზეთიანი ამომრთველი -შ------------------–ის’’ მიერ შეძენილი შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–- დამონტაჟებულია ქვესადგურში სადნობ ღუმელზე დენის მისაწოდებლად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. თავის მხრივ, ქვესადგური წარმოადგენს შპს ,,ი-------–-------------------- 200--ის’’ ქონებას და N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია სს ,,თი----------ს’’ მიერ, ასევე ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ-შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. დამონტაჟებულია ინდუქციური ღუმელის ჰაერის მიწოდების სისტემაზე და წარმოადგენს თავად ამ ღუმელის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ინდუქციური ღუმელი, (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–------’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ, მოსარჩელე ასევე თვლის, რომ თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ., -შპს ,,ი-----ს ს----–-ს’’ მიერ შეძენილია შპს ,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-. იგი წარმოადგენს ინდუქციური ღუმელის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ინდუქციური ღუმელი (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–------’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
მოსარჩელის მოსაზრებით, შავი ლითონის ავზი მეორადი-შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-, რომელიც დამონტაჟებულია ინდუქციურ ღუმელზე წყლის მიწოდების სისტემაზე და წარმოადგენს თავად ამ ღუმელის განუყოფელ ნაწილს. ამასთან, თავად ინდუქციური ღუმელი N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
იგივე პოზიციაზე მიუთითებს მოსარჩელე მხარე ხიდურა ამწესთან მიმართებაში, კერძოდ, იგი შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-, რამდენადაც იგი წარმოადგენს ინდუქციური ღუმელის განუყოფელ ნაწილს (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–------’’ არის შეძენილი), უზრუნველყოფენ ინდუქციურ ღუმელში ჯართის ჩატვირთვას. ამასთან, თავად ინდუქციური ღუმელი N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ. მაღალი ძაბვის კარადა -შ------------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–------’’ 2015 წლის 7 თ--------–-, დამონტაჟებულია ქვესადგურში სადნობ ღუმელზე ტენის მისაწოდებლად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, თავის მხრივ, ქვესადგური წარმოადგენს შ--------------–--------------------------ის’’ ქონებას და N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ. დამტკეპნი -წარმოადგენს ინდუქციური ღუმელის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ინდუქციური ღუმელი (რომელიც ასევე შპს ,,გ-–----–---გან’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თი----------ს’’ მიერ.
ამდენად, მოსარჩელის პოზიცია ძირითადად დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული საგნები, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, საქმეში დაცული გირავნობის ხელშეკრულებების საფუძველზე ამ ნივთებზეც უნდა გავრცელდეს მოსარჩელის გირავნობის უფლება, ჯერ ერთი, ხელშეკრულებაში ცალსახად გაწერილი იმ დათქმის საფუძველზე, რომ ხელშეკრულებით დადგენილი გირავნობა ვრცელდება: გირავნობის საგანის სხვა ნივთთან გაერთიანების შედეგად მიღებულ ახალ ნივთზე. გირავნობის საგანთან არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებულ ნივთებზე, გირავნობის საგნისათვის დამატებულ ნივთზე გირავნობის საგნის გადაკეთებით მიღებულ ნივთზე. გირავნობის საგნის ყველა სხვა და ნებისმიერ საკუთვნებელზე და გირავნობის საგნის ნაწილზე.
სასამართლო მოცემულ მსჯელობას არ იზიარებს და ამასთან დაკავშირებით განმარტავს, საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა.
სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებთა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონს ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის 1-6-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 1-6-ე მუხლის თანახმად, თუ საკუთრება გადადის 1-3-1-5-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ ყველა წარმოდგენილი ნივთი ბუნებრივია გამიზნულია ლითონის მწარმოებელი ქარხნის ფუნქციონირებისათვის და გირავნობის საგნის ნაწილებად ვერ იქნება მოაზრებული, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ზემოაღნიშნული ნივთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ნივთებთან გაერთიანდა იმგვარად, რომ მიღებულ იქნა ახალი ნივთი.
მაგალითისათვის, KCO-272 ზეთიანი ამომრთველი, რომლის ფუნქციაა 2015 წლის 7 თ--------–- დამონტაჟებულ ქვესადგურში სადნობ ღუმელზე დენის მიწოდება, არ ქმნის იმი პირობას, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სადნობი ღუმელთან მიმართებით ერთიან ნივთად, ისინი ბუნებრივია ერთმანეთს არ შერწყმიან, ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნულის გათვალისწინებით კი მისი გარიგების ობიექტად მიჩნევა დაუსაბუთებელია, რამეთუ მისი ფუნქციის მიუხედავად იგი ინარჩუნებს ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის სტატუსს და არ გამხდარა სხვა ნივთის არსებითი თუ არაარსებითი შემადგენელი ნაწილი ან საკუთვნებელი.
7.2. მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ რომ ,,თ----- ბანკს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 ი------- გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მაცივარი, აღნიშნულს ვერ გაიზიარებს სასამართლო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით, N1----------- გირავნობის ხელშეკრულების თანახმად გირავნობის უფლებით რეგისტრირებულია მაცივარი, ხოლო შ------------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილ ქონებრივი ნუსხაში მითითებულია 2 მაცივარი, შესაბამისად, სწორად განხორციელდა 2--- წლის 2-----------–- ერთ მაცივრის აღწერა და დაყადაღება.
7.3. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ დისკური ხერხი ,,თ----- ბანკს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 ი------- გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლო მოცემულ ნაწილშიც უსაფუძვლოდ მიიჩნევს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B-------1, 2---------, რეგისტრირებულია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება შემდეგ საგნებზე: ელექტრო სასწორი 60 ტონიანი; მასწორებელი მავთულის; კბილა უჯრა, რედუქტორი 1/7.7, ელექტრომოძრავი 800 კვტ; წყლის ოსმოსური ფილტრი, ელექტრო ძრავი 630 კვტ (2 ცალი), საგლინავი დგანი; მქნევარა, საკისრები 14040 (46 ცალი); მაცივარი (ნაგლინის გასაცივებელი); მასწორებელი მანქანა ნაგლინის; სანთურა გაზის კომპლექტი (6 ცალი); მეთოდური ღუმელი მახურებელი; მეთოდური ღუმელი გამწოვი; გლინები (1- ცალი); საგლინავი მოწყობილობების მაკომპლექტებელი ნაწილები 18 ცალი, გლინების ბალიშები 8 ცალი. საფუძველი გირავნობის ხელშეკრულება N1-----------. ამდენად, დისკური ხერხზე მოსარჩელის გირავნობის უფლება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.4. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, როგორც უკვე აღინიშნა, ყადაღის გამოყენების შემთხვევაშიც აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, თუკი სახეზეა კანონის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ყველა გარემოება, მოცემულ შემთხვევაში შ------------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხის და საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით, ასევე N1----------- გირავნობის ხელშეკრულების დადგენილია, რომ ,--------------–ის’’ საკუთრებაშია სამი მასწორებელი მანქანა: მავთულის მასწორებელი მანქანა და ნაგლინის მასწორებელი მანქანა. პირველი ორი ,,თ----- ბანკს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 ი------- გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მესამე მასწორებელი მანქანა დაგირავებულია შ--------------–------------------------- -თან’’ გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საკუთრებაში გადაეცა შ------------------–ს’’. შ------------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხაში მითითებულია 3 მასწორებელი მანქანა, შესაბამისად, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მასწორებელი მანქანის ყადაღისაგან განთავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში.
7.5. სასამართლო ასევე თვლის, რომ განსახილველ შემთხევაში მოპასუხეს სადავო აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები ინდუქციური ღუმელის ყადაღის დადების კანონიერებასთან დაკავშირებით, ინდუქციური ღუმელის შეძენა შპს ,,გ-–----ლას’’ მიერ მოხდა 2012 წლის 17------------ს ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულებით შეძენილ იქნა 2004 წლის გამოშვებული ღუმელი. მოპასუხის ერთერთი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული ღუმელი და დაგირავებული ღუმელი არ წარმოადგენს ერთი და იგივე საგანს, მდგომარეობს იმაში, რომ ბანკის მიერ დაგირავებული ღუმელი განთავსებულია ქ. თ---–--–----------------------–- და არა ქ.რუ-----–-, მშ--------------ში, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 2------რის N1----------- გირავნობის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ ინდუქციური ღუმელი დატვირთულია ორი რიგის გირავნობით, კერძოდ, 2014 წლის 06 ნოემბრის N------------ და 2014 წლის 30 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2014 წლის 30 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ღუმელი მდებარეობს ქ. რუ-----–-, მშ--------------ში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თ---–--–----------------------–- მდებარეობს კერძო სახლი. სასამართლო თვლის, რომ მოცემული საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რამდენად შესაძლებელია კერძო სახლში ინდუქციური ღუმელის განთავსება, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ჩანაწერი ტექნიკურ უზუსტობას, რომელსაც ემყარება ყადაღისგან განთავისუფლებაზე მოპასუხის უარი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 2012 წლის 17------------ს ხელშეკრულება/შეკვეთა/ტექნიკური პასპორტი; შპს ,,გ-–----ლას’’ გაკოტრების მმართველის-აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი, შ------------------–ის’’ და შპს ,გ-–----ლას’’ ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან, შ------------------–ის’’ დირექტორის განცხადება და სს ,,თ----- ბანკის’’ თანხმობის წერილი გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე, ე.წ. ,,ჩამრთველის’’ თარგმანი, და საბოლოოდ მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება 2012 წელი არის ,,ჩამრთველის’’ გამოშვების წელი, თუ ღუმელის და წარმოდგენილი მოძრავი ნივთი წარმოადგენს თუ არა გირავნობის საგანს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2--- წლის 12--------ს NA1--------0------ და 26 მარტის NA1--------013/00- წერილები იმ ნაწილებში, რომლითაც მოსარჩელე შპს ინდუქციური ღუმელისა (ღუმელის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა) და გამასწორებელი მანქანის (ნივთის ნომერი აქტში - 14) ყადაღის გათავისუფლებაზე სს ,,თი----------ს’’ მოთხოვნას ეთქვა უარი და ამ ნაწილში მოპასუხე- კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ანუ, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად მიჩნეულ ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას მოპასუხემ უნდა შეისწავლოს სახეზეა თუ არა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ყველა პირობა, მათ შორის წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლება მასწორებელი მანქანასა და ინდუქციურ ღუმელზე რეგისტრირებული იყო თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უფლების რეალიზება დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის არსებობის პირობებში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, მოპასუხე კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2 აპრილის განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე შეჩერდა სააღსრულებო წარმოება 0-.0-.2--- წლის აღწერა დაყადაღების აქტში მითითებულ შემდეგ ნივთებზე: 1) ინდუქციური ღუმელი (ღუმელის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა) (ნივთის ნომერი აქტში - 10); 2) დამტკეპნი (ნივთის ნომერი აქტში - 13); 3) ელექტრო სასწორი (ნივთის ნომერი აქტში - 11); 4) გამასწორებელი მანქანა (ნივთის ნომერი აქტში - 14); 5) დისკური ხერხი (ნივთის ნომერი აქტში - 17); 6) მაცივარი (ნივთის ნომერი აქტში - 18); 7) დისკური ხერხის სალესი მოწყობილობა (ნივთის ნომერი აქტში - 1-); 8) წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით (ნივთის ნომერი აქტში - 1); 9) ელექტროძრავი 22 კვტ (ნივთის ნომერი აქტში - 2); 10) ტუმბო კ90-55 (ნივთის ნომერი აქტში - 3); 11) წყლის ტუმბო (ნივთის ნომერი აქტში - 8); 12) kco-272 ზეთიანი ამომრთველი (ნივთის ნომერი აქტში - 4); 13) მაღალი ძაბვის კარადა (ნივთის ნომერი აქტში - 12); 14) ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ (ნივთის ნომერი აქტში - 5); 15) თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ. (ნივთის ნომერი აქტში - 6); 16) შავი ლითონის ავზი მეორადი (ნივთის ნომერი აქტში - 7); 17) ხიდურა ამწე 2 ცალი (ნივთის ნომერი აქტში - 9).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება 0-.0-.2--- წლის აღწერა დაყადაღების აქტში მითითებულ შემდეგ ნივთებზე: 2) დამტკეპნი (ნივთის ნომერი აქტში - 13); 3) ელექტრო სასწორი (ნივთის ნომერი აქტში - 11); 5).დისკური ხერხი (ნივთის ნომერი აქტში - 17); 6) მაცივარი (ნივთის ნომერი აქტში - 18); 7) დისკური ხერხის სალესი მოწყობილობა (ნივთის ნომერი აქტში - 1-); 8) წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით (ნივთის ნომერი აქტში - 1); 9) ელექტროძრავი 22 კვტ (ნივთის ნომერი აქტში - 2); 10) ტუმბო კ90-55 (ნივთის ნომერი აქტში - 3); 11) წყლის ტუმბო (ნივთის ნომერი აქტში - 8); 12) kco-272 ზეთიანი ამომრთველი (ნივთის ნომერი აქტში - 4); 13) მაღალი ძაბვის კარადა (ნივთის ნომერი აქტში - 12); 14) ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ (ნივთის ნომერი აქტში - 5); 15) თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ. (ნივთის ნომერი აქტში - 6); 16) შავი ლითონის ავზი მეორადი (ნივთის ნომერი აქტში - 7); 17) ხიდურა ამწე 2 ცალი (ნივთის ნომერი აქტში - 9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2 აპრილის განჩინება ძალაში უნდა დარჩეს იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება 0-.0-.2--- წლის აღწერა -დაყადაღების აქტში მითითებულ შემდეგ ნივთებზე: ინდუქციური ღუმელი (ღუმელის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა) (ნივთის ნომერი აქტში - 10) და გამასწორებელი მანქანა (ნივთის ნომერი აქტში - 14).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1-91-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2--- წლის 12--------ს NA1--------0------ და 26 მარტის NA1--------013/00- წერილები იმ ნაწილებში, რომლითაც ინდუქციური ღუმელისა (ღუმელის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა) და გამასწორებელი მანქანის (ნივთის ნომერი აქტში - 14) ყადაღის გათავისუფლებაზე სს ,,თი----------ს’’ მოთხოვნას ეთქვა უარი და ამ ნაწილში დაევალოს მოპასუხეს - კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება 0-.0-.2--- წლის აღწერა დაყადაღების აქტში მითითებულ შემდეგ ნივთებზე:
2) დამტკეპნი (ნივთის ნომერი აქტში - 13); 3) ელექტრო სასწორი (ნივთის ნომერი აქტში - 11); 5).დისკური ხერხი (ნივთის ნომერი აქტში - 17); 6) მაცივარი (ნივთის ნომერი აქტში - 18); 7) დისკური ხერხის სალესი მოწყობილობა (ნივთის ნომერი აქტში - 1-); 8) წყლის ტუმბო 90-55 22 კვტ ძრავით (ნივთის ნომერი აქტში - 1); 9) ელექტროძრავი 22 კვტ (ნივთის ნომერი აქტში - 2); 10) ტუმბო კ90-55 (ნივთის ნომერი აქტში - 3); 11) წყლის ტუმბო (ნივთის ნომერი აქტში - 8); 12) kco-272 ზეთიანი ამომრთველი (ნივთის ნომერი აქტში - 4); 13) მაღალი ძაბვის კარადა (ნივთის ნომერი აქტში - 12); 14) ჰაერის კომპრესორი 5 კუბ/სთ (ნივთის ნომერი აქტში - 5); 15) თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ. (ნივთის ნომერი აქტში - 6); 16) შავი ლითონის ავზი მეორადი (ნივთის ნომერი აქტში - 7);17) ხიდურა ამწე 2 ცალი (ნივთის ნომერი აქტში - 9);
5. მოპასუხე - მოსარჩელე სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი