საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4323-Iს
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.016241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110322013, 22/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,№31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე.“.

2. 256-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ ნაყოფი მი ი ღება ამ კოდექსის281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ, ან თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.“.

3.258-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

4. 264-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს, თუ კი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

5. 265-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი შედეგები

1. გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთან აა დაკავშირებული,არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.“.

მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 9 მარტი.

№4323–Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4323-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.016241.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №4323-Iს, 09.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016241 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1246714/