განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/981-19
N330310118002377774
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ვ----–-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი
მესამე პირი - შპს „ი------------–ი“
წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი
მესამე პირი - ო-----------–-------–ი
წარმომადგენელი - ვ-------------–-----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტების გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სს „თ----------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2018 წლის 12 მარტის NA---------------- და 26 მარტის NA---------------- წერილები იმ ნაწილებში, რომლითაც ი------–--------------–------------–-------------------------------------------–---------–--–----------------------–--------–---------ს (ნივთის ნომერი აქტში - 14) ყადაღის გათავისუფლებაზე სს ,,თ----------ის’’ მოთხოვნას ეთქვა უარი და ამ ნაწილში დაევალა მოპასუხეს - კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- (სააღსრულებო წარმოება A--------, კრედიტორი - ო-----------–-------–ი, მოვალე - შპს ,,ი------------–ი’’), რომლის თანახმად, მოვალე შპს ,,ი------------–ს’’ დაეკისრა თანხის გადახდა აღნიშნული კრედიტრის სასარგებლოდ.
16.11.2017წ. კერძო აღმასრულებელმა ზ---–------–---–-–---–მა სს ,,თ----------ს’’ წერილობით აცნობა, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში დაყადაღებული იქნა მოვალე შპს ,,ი------------–ის’’ მოძრავი ქონება, განთავსებული ქ. რ------–----–--–---------–------------ის ტერიტორიაზე. ვინაიდან A-------- სააღსრულებო წარმოებაზე იგეგმებოდა მოვალის ქონების რეალიზაცია, შპს ,,ი------------–ის’’ ქონებრივი ნუსხის და აღწერა-დაყადაგების აქტის, კერძო აღმასრულებელმა სს ,,თ----------ისგან’’ მოითხოვა, ინფორმაცია წარდგენა იმის შესახებ, თუ რომელი ნივთები წარმოადგენდა სს ,,თ----------ის’’ გირავნობის საგანს, შესაბამისი გირავნობის ხელშეკრულებებით (ტ.1, ს.ფ. 16).
1.2.2. შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორმა თ------------–---–--ემ კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 15.06.2017წ. NA---------0------ მიმართვის პასუხად წარადგინა ქონებრივი ნუსხა (ტ.1, ს.ფ. 17-19).
1.2.3. 02.02.2018წ. კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი გამოცხადდა ქ. რ-------ში, ე.წ. „ც---------–------------ის“ ტერიტორიაზე და იქ განთავსებულ შპს ,,ი------------–ის’’ საწარმო ნივთების ზუსტი იდენტიფიცირების გირავნობის საგნებთან შედარების შემდგომ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 40-48-ე მუხლების შესაბამისად, აღწერა და დააყადაღა შპს ,,ი------------–ის’’ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება. ყადაღა დაადო შემდეგ ნივთებს: 1--–--–-----------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------–------------------------------–--------------------------------–-----–------------------------------–--–---------------------------–----–--–-------------–--------------–----------–-------------------------------------------–---------–--–--------------------–------------–----------------–---------------------------------------------–--------–----------------------------------–---------–---------------------------------–--–-------------–------------------–--------------------------------–----------------------------------–--------–------–---ა (ტ.1; ს.ფ. 64-66).
1.2.4. 16.11.2017წ. NA---------0------ წერილის პასუხად, სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენელმა ვ----–-----------ემ კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–ს აცნობა, რომ ვინაიდან შპს ,,ი------------–ის’’ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია გირავნობა და სს ,,თ----------ი’’ წარმოადგენს მოგირავნეს, სს ,,თ----------ი’’ იყენებს მოგირავნის უფლებას და მოითხოვს გირავნობის საგნების ყადაღისაგან გათავისუფლებას. მას ასევე ეცნობა, რომ სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ, გარდა შპს ,,ი------------–ის’’ საკუთრებაში არსებული ნივთებისა, გირავნობით დაიტვირთა სხვა კომპანიის ნივთები, რომლებიც შპს ,,ი------------–ს’’ გადაეცა საკუთრებაში. შესაბამისად, წარმომადგენელმა მოითხოვა მოვალისაგან ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელი ნივთები გადაეცა საკუთრებაში და რომელია დატვირთული გირავნობით. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა დაყადაღების აქტში მითითებული ნივთებისა და გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული ნივთების დასახელებები, ზოგ შემთხვევაში ემთხვევა, ზოგ შემთხვევაში არ ემთხვევა (თუმცა შესაძლოა ერთი და იგივე ნივთებზეა საუბარი) ერთმანეთს, რის გამოც, საჭირო იყო გირავნობის საგნების ზუსტი იდენტიფიცირება (ტ.1, ს.ფ. 21).
1.2.5. კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 12.03.2018წ. NA---------------- წერილით, 02.02.2018წ. დაყადაღებული ნივთები არ იქნა მიჩნეული გირავნობის საგნად, წარდგენილი დოკუმენტაციიდან და სააღსრულებო წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე.
სააღსრულებო წარმოების პროცესში, ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მიზნით, სს ,,თ----------მა’’ წარადგინა ორი გირავნობის ხელშეკრულება (ხელშეკრულება N1----------- და N1-----------), რომელთა მიხედვით, 02.02.2018წ. ყადაღის აქტში მითითებული ნივთები არ წარმოადგენს გირავნობის საგანს, ერთ შემთხვევაში, ნივთების დამოუკიდებელი ფუნქციის არსებობის გამო, რაც გამორიცხავს პირდაპირ იმის მტკიცების საშუალებას, რომ იგი წარმოადგენს ამა თუ იმ დანადგარის ნაწილს და მეორე შეთხვევაში დაყადაღებული ნივთების იდენტური ნივთების საწარმოს ტერიტორიაზე არსებობის გამო. ასევ აღინიშნა, რომ 1) ე-–------------–--------------------------------------–-----------–----------------------------–------------–----ს (რომელიც წარმოადგენს სს ,,თ----------ის’’ გირავნობის საგანს), იგი წარმოადგენს მცირე ზომის (სავალდებულო 10 ტონიან) ე-–------------–------------–-----–------------–---------–--------–----------------------–--------–------------------------------------------–-----------------–-–------------------–-----------–----------–---------------------------------–--------------------------------–-------------------–-----------------------–-------------------–-------------–------------------–-----------–-------------–-----------------------------------------–----------–---------–----–---------------------------------------–---------------–------------–-------------------------------------------------------------------------------––-------–--------------–--------------–---------------------------–------–--–--------–---------------------------------------–-----–-------–------–-----------------–---------–--------------–--------–------–--–----------–-–------–----–-------------------–--------------–-------------------–--–-------–------–ს (შესაბამისად ვერ ხდება მისი გირავნობის საგანთან იდენტიფიცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომინარე, განმცხადებლის მოთხოვნა 02.02.2018 წლის აღწერა-დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 24).
1.2.6. სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენელმა ვ----–-----------ემ კვლავ მიმართა კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–ს და დამატებით წარუდგინა N1----------- და N1----------- გირავნობის ხელშეკრულებები. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების განხილვა და დაგირავებული ნივთების დაყადაღებული ქონების ნუსხიდან ამორიცხვა.
კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2018 წლის 26 მარტის NA---------------- წერილის თანახმად, აღნიშნული სააღსრულებო წარმოების პროცესში, ვინაიდან მოძრავი ქონების დიდი ნაწილი წარმოადგენს სს ,,თ----------ის’’ გირავნობის საგანს, მოგირავნის მიერ წარდგენილი განცხადებისა და გირავნობის ხელშეკრულების გათვალისწინებით, განხორციელდა შპს ,,ი------------–ის’’ 19 მოძრავი ნივთის დაყადაღება. N1----------- და N1----------- გირავნობის ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ შპს ,,ი------------–ის’’ მიერ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს სს ,,თ----------ის’’ მიერ გირავნობის საგანს, ვინაიდან ვერ ხდება ნივთების ზუსტი იდენტიფიცირება და ასევე წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ შპს ,,ი--------–--------------------------მა’’ მისი დაგირავებული ქონება გადასცა საკუთრებაში შპს ,,ი------------–ს’’.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა 02.02.2018 აღწერა-დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 67-68).
1.2.7. სს ,,თ----------ის’’ მიერ საქმეში წარმოდგენილი შემდეგი გირავნობის ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 27 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და შპს ,,ი------------–ს’’ შორის გაფორმდა N1----------- გირავნობის ხელშეკრულება; 2015 წლის 28 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და შპს ,,გ-–-----–ას’’ შორის გაფორმდა N1----------- გირავნობის ხელშეკრულება, 2015 წლის 28 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და შპს ,,ი--------–---------------------ს’’ შორის გაფორმდა N1----------- გირავნობის ხელშეკრულება; 2018 წლის 28 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და შპს ,,ი--------–---------------------ს’’ შორის გაფორმდა N1------------ გირავნობის ხელშეკრულება.
1.2.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს ,,ი------------–ის’’ ამონაწერით დადგენილია, რომ გირავნობის რეესტრის: R--------, 2017 წლის 3 მაისი, კრედიტორი: თ----------ი, მესაკუთრე შპს ,,ი------------–ი’’, იჯარის საგანი: არაიდენტიფიცირებული მოძრავი ნივთი: ი------–--------------–----------–----------------------------–------–--–-------------------------–----------------------–-------------–-------------------––-------–---------------------------------------------–---–----------------------------------------------------–-–-----------------------–-----–ი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ N1----------- გირავნობის ხელშეკრულებით 2015 წლის 28 იანვარს, ერთის მხრივ, სს ,,თ----------სა’’ და მეორეს მხრივ, შპს ,,გ-–-----–ას’’ შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0--------------- ან/და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების, შემდგომში ,,ძირითადი ხელშეკრულების’’ საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ი------–--------------–----------–----------------------------–------–--–--------------------------------------------------------–--------------–---------------------–-------------------------------- (ტ.1, ს.ფ. 33-39; 71-73).
1.2.9. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B--------, 21/09/2018, რეგისტრირებულია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება შემდეგ საგნებზე: ე-–------------–-----------------------–--------–----------–--------–-------------------------ი 1/7.7----–----------------------------–--–--------------------–---------–----------------------------–--–--------–----------------------------------------------–--–------–------------–---------–------–-------–--------–--------------–------------------------------–---------–--–-------------------------–-------------–------------------------–-----–--------–----------–--–--------–---------–------–----------------–--------–----–--–-------–--–-----–----------–-–------–--–ი. საფუძველი -გირავნობის ხელშეკრულება N1-----------.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B---------, 13.11.2018) დადგენილია, რომ რგისტრირებულია სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ მოძრავი ნივთები, საფუძველი 2015 წლის 28 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 28 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გირავნობის საგანს წარმოადგენს რ---–----------------–-------------------–--------–----------------------------------------------–------------------------------------–---------–-------------------------–--–-------------–------------------–-----------------------–------------------------–------------------------------------------–--–-----–---------------------------–------------------------------------------------------–-------–---------–----------------–-------------–------–----------------–------------------–-------------------------–----------–------------–----–--–--------–---------------------------------------------–---–--------------ა.
ამდენად, შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხის და საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით, ასევე N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,ი------------–ის’’ საკუთრებაშია ს-------–--------–-------------------–------–--------–------------------–--------–--------–--------ა. პირველი ორი ,,თ----------ს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მ---------–--------–--------ა დაგირავებულია შპს ,,ი--------–------------------------- -თან’’ გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ი------------–ს’’ (ტ.1, ს.ფ. 17-20; 40-45; ტ. 2, ს.ფ. 175-178).
1.2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წ--–-----------------------------------------–---------------------------------------------–--–--------------------------------------------–----------------------------------------------------–--------------------------------–-----------------------------–-----–------------------------------–--------–--–----------–-------------------------------------------------------ე მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’, როგორც მოგირავნის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი არ ყოფილა გირავნობის უფლების დამადასტურებელი ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 17-20; ტ. 2, ს.ფ. 175-178).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ამავე საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი, ხოლო 3.3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მითითებული კანონის მუხლი 147-ე მუხლის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე. ამავე მუხლის მე-12 პუქნტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-40 მუხლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 02.02.2018წ. კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი გამოცხადდა ქ. რ-------ში, ე.წ. ც---------–------------ის ტერიტორიაზე და იქ განთავსებულ შპს ,,ი------------–ის’’ საწარმო ნივთების ზუსტი იდენტიფიცირების გირავნობის საგნებთან შედარების შემდგომ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 40-48-ე მუხლების თანახმად აღწერა და დააყადაღა შპს ,,ი------------–ის’’ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება, კერძოდ, ყადაღა დაედო შემდეგ ნივთებს: 1--–--–-----------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------–------------------------------–--------------------------------–-----–------------------------------–--–---------------------------–----–--–-------------–--------------–----------–-------------------------------------------–---------–--–--------------------–------------–----------------–---------------------------------------------–--------–----------------------------------–---------–---------------------------------–--–-------------–------------------–--------------------------------–----------------------------------–--------–------–---ა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება. კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, განემარტა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კანონის 401.7 მუხლით განსაზღვრული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ამავე ნორმით დადგენილი ყველა წინაპირობა, კერძოდ: 1. იძულებითი აღსრულება უნდა მიმდინარეობდეს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ; 2. მოგირავნეს განცხადება ამ ქონებაზე თავისი უფლების შესახებ წარდგენილი უნდა ჰქონდეს მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე; 3. აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი უნდა იქნეს გირავნობის უფლების დამადასტურებელი ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 255-ე მუხლით განსაზღვრულია გირავნობის 2 სახე: ა) მფლობელობითი გირავნობა; ბ) რეგისტრირებული გირავნობა. ამავე საკანონმდებლო აქტის 258-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).
სასამართლოს განმარტებით, საქმეში დაცული რეესტრის ამონაწერების საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ოთხი ნივთი: 1--–--–-----------------------------------------–----------------------------------------------------–--–------------შპს ი------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ 2015 წლის 7 თებერვალს. აღნიშნული ტუმბოთი შეიცვალა წყლის გაცივების სისტემის დაზიანებული ნაწილები და შესაბამისად ეს ნივთები გახდა ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი. თავის მხრივ, წყლის გაცივების სისტემა წარმოადგენს შს ,,ი--------–-------------------------’’-ის ქონებას N1----------- გირავნობის ხელშერულების საფუძველზე, რომელიც იჯარით აქვს გადაცემული შპს ,,ი------------–ს’’. იქიდან გამომდინარე, რომ მოიჯარე ვალდებულია იჯარის საგანზე განახორციელოს მიმდინარე რემონტი, მოიჯარის მიერ განხორციელებული რომელიმე დანადგარის ან/და აგრეგატის, ანუ მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის შეცვლა არ ცვლის მთლიანი გირავნობის საგნის სამართლებრივი მდგომარეობას. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნივთები ისევ მეიჯარის საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ნივთები არის გირავნობის საგნის არსებითი შემადგენელი ნაწილი. მოსარჩელის მოსაზრებით, KCO-272 ზეთიანი ამომრთველი -შპს ,,ი------------–ის’’ მიერ შეძენილი შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ 2015 წლის 7 თებერვალს დამონტაჟებულია ქვესადგურში ს---------------–--------ის მისაწოდებლად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. თავის მხრივ, ქვესადგური წარმოადგენს შპს ,,ი-------–--------------------------ის’’ ქონებას და N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია სს ,,თ----------ის’’ მიერ, ასევე ჰ---------------------------------შპს ,,ი------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ 2015 წლის 7 თებერვალს. დამონტაჟებულია ი------–--------------–ის ჰაერის მიწოდების სისტემაზე და წარმოადგენს თავად ამ ღ-----–ის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ი------–--------------–ი, (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თ----------ის’’ მიერ, მოსარჩელე ასევე თვლის, რომ თ--------–------------------------ი და ჟანგბადის ამომრთ. კომპ., შპს ,,ი------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,გ-–-----–ასაგან’’ 2015 წლის 7 თებერვალს. იგი წარმოადგენს ი------–--------------–ის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ი------–--------------–ი (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თ----------ის’’ მიერ.
მოსარჩელის მოსაზრებით, შ-----–-------------ი მეორადი-შპს ,,ი------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ 2015 წლის 7 თებერვალს, რომელიც დამონტაჟებულია ი------–-------------–ზე წყლის მიწოდების სისტემაზე და წარმოადგენს თავად ამ ღ-----–ის განუყოფელ ნაწილს. ამასთან, თავად ი------–--------------–ი N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თ----------ის’’ მიერ.
იგივე პოზიციაზე მიუთითებს მოსარჩელე მხარე ხ-----------–-სთან მიმართებაში, კერძოდ, იგი შპს ,,ი------------–ის’’ მიერ შეძენილია შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ 2015 წლის 7 თებერვალს, რამდენადაც იგი წარმოადგენს ი------–--------------–ის განუყოფელ ნაწილს (რომელიც ასევე შპს ,,გ-–-----–ასაგან’’ არის შეძენილი), უზრუნველყოფენ ი------–-------------–ში ჯართის ჩატვირთვას. ამასთან, თავად ი------–--------------–ი N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თ----------ის’’ მიერ. მ-----–--------------------–------------------–-----------–------–---–-------–-----–--------------–-–---------------–-------------–-----–---------------–------------------–--------ის მისაწოდებლად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, თავის მხრივ, ქვესადგური წარმოადგენს შპს ,,ი--------–--------------------------ის’’ ქონებას და N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თ----------ის’’ მიერ. დ--------ი - წარმოადგენს ი------–--------------–ის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ი------–--------------–ი (რომელიც ასევე შპს ,,გ-–----–-საგან’’ არის შეძენილი) N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულია ,,თ----------ის’’ მიერ.
ამდენად, მოსარჩელის პოზიცია ძირითადად დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული საგნები, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, საქმეში დაცული გირავნობის ხელშეკრულებების საფუძველზე ამ ნივთებზეც უნდა გავრცელდეს მოსარჩელის გირავნობის უფლება, ჯერ ერთი, ხელშეკრულებაში ცალსახად გაწერილი იმ დათქმის საფუძველზე, რომ ხელშეკრულებით დადგენილი გირავნობა ვრცელდება: გირავნობის საგანის სხვა ნივთთან გაერთიანების შედეგად მიღებულ ახალ ნივთზე. გირავნობის საგანთან არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებულ ნივთებზე, გირავნობის საგნისათვის დამატებულ ნივთზე გირავნობის საგნის გადაკეთებით მიღებულ ნივთზე. გირავნობის საგნის ყველა სხვა და ნებისმიერ საკუთვნებელზე და გირავნობის საგნის ნაწილზე.
სასამართლომ მოცემული მსჯელობა არ გაიზიარა და ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებთა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონს ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, თუ საკუთრება გადადის 193-195-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ყველა წარმოდგენილი ნივთი, ბუნებრივია, გამიზნულია ლითონის მწარმოებელი ქარხნის ფუნქციონირებისათვის და გირავნობის საგნის ნაწილებად ვერ იქნება მოაზრებული, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ზემოაღნიშნული ნივთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ნივთებთან გაერთიანდა იმგვარად, რომ მიღებულ იქნა ახალი ნივთი. მაგალითისათვის, K-----------------------------–---------–---------–---------–-–---------------–------------–-----–-------------ში ს---------------–--------ის მიწოდება, არ ქმნის იმის პირობას, რომ იგი მიჩნეულ იქნეს ს----------------–თან მიმართებით ერთიან ნივთად, ისინი ბუნებრივია ერთმანეთს არ შერწყმიან, ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნულის გათვალისწინებით კი მისი გარიგების ობიექტად მიჩნევა დაუსაბუთებელია, რამეთუ მისი ფუნქციის მიუხედავად იგი ინარჩუნებს ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის სტატუსს და არ გამხდარა სხვა ნივთის არსებითი თუ არაარსებითი შემადგენელი ნაწილი ან საკუთვნებელი.
1.3.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ,,თ----------ს’’ 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული აქვს მ-–-----ი, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით, N1----------- გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გირავნობის უფლებით რეგისტრირებულია მ-–-----ი, ხოლო შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილ ქონებრივი ნუსხაში მითითებულია 2 მ-–-----ი, შესაბამისად, სწორად განხორციელდა 2018 წლის 2 თებერვალს ერთი მ-–----ის აღწერა და დაყადაღება.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ დისკური ხერხი ,,თ----------ს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლომ ამ ნაწილშიც უსაფუძვლოდ მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B--------, 21/09/2018, რეგისტრირებულია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება შემდეგ საგნებზე: ე-–------------–-----------------------–--------–----------–--------–-------------------------ი 1/7.7----–----------------------------–--–--------------------–---------–----------------------------–--–--------–----------------------------------------------–--–------–------------–---------–------–-------–--------–--------------–------------------------------–---------–--–-------------------------–-------------–------------------------–-----–--------–----------–--–--------–---------–------–----------------–--------–----–--–-------–--–-----–----------–-–------–--–ი. საფუძველი გირავნობის ხელშეკრულება N1-----------. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, დ-------------ზე მოსარჩელის გირავნობის უფლება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს განმარტებით, ყადაღის გამოყენების შემთხვევაშიც, აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, თუკი სახეზეა კანონის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ყველა გარემოება, მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხის და საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით, ასევე N1----------- გირავნობის ხელშეკრულების დადგენილია, რომ ,,ი------------–ის’’ საკუთრებაშია ს-------–--------–-------------------–------–--------–------------------–--------–--------–--------ა. პირველი ორი ,,თ----------ს’’ დაგირავებული აქვს 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მ---------–--------–--------ა დაგირავებულია შპს ,,ი--------–--------------------------თან’’ გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ი------------–ს’’. შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხაში მითითებულია 3 მ--–--------–--------ა, შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მ--–--------–--------ის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.3.3. სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხევაში, მოპასუხეს სადავო აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები ი------–--------------–ის ყადაღის დადების კანონიერებასთან დაკავშირებით, ი------–--------------–ის შეძენა შპს ,,გ-–-----–ას’’ მიერ მოხდა 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულებით შეძენილ იქნა 2004 წლის გამოშვებული ღ-----–ი. მოპასუხის ერთერთი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული ღ-----–ი და დაგირავებული ღ-----–ი არ წარმოადგენს ერთი და იგივე საგანს, მდგომარეობს იმაში, რომ ბანკის მიერ დაგირავებული ღ-----–ი განთავსებულია ქ. თბილისში, ჭ------------------ში და არა ქ. რ-------ში, მ–--------------ში, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 28 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ ი------–--------------–ი დატვირთულია ორი რიგის გირავნობით, კერძოდ, 2014 წლის 06 ნოემბრის N----------------------–-–---------------------------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2014 წლის 30 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ღ-----–ი მდებარეობს ქ. რ-------ში, მ–--------------ში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თბილისში, ჭ------------------ში მდებარეობს კერძო სახლი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რამდენად შესაძლებელია კერძო სახლში ი------–--------------–ის განთავსება, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ჩანაწერი ტექნიკურ უზუსტობას, რომელსაც ემყარება ყადაღისგან გათავისუფლებაზე მოპასუხის უარი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულება /შეკვეთა/ტექნიკური პასპორტი; შპს ,,გ-–-----–ას’’ გაკოტრების მმართველის-აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი, შპს ,,ი------------–ის’’ და შპს ,გ-–-----–ას’’ ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან, შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის განცხადება და სს ,,თ----------ის’’ თანხმობის წერილი გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე, ე.წ. ,,ჩ---------–ის’’ თარგმანი, და საბოლოოდ მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება 2012 წელი არის ,,ჩ---------–ის’’ გამოშვების წელი, თუ ღ-----–ის და წარმოდგენილი მოძრავი ნივთი წარმოადგენს თუ არა გირავნობის საგანს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 2018 წლის 12 მარტის NA---------------- და 26 მარტის NA---------------- წერილები იმ ნაწილებში, რომლითაც მოსარჩელე შპს ი------–--------------–ისა (ღ-----–ის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა) და გამ--–--------–--------ის (ნივთის ნომერი აქტში - 14) ყადაღის გათავისუფლებაზე სს ,,თ----------ის’’ მოთხოვნას ეთქვა უარი და ამ ნაწილში მოპასუხე- კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ანუ, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად მიჩნეულ ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას მოპასუხემ უნდა შეისწავლოს სახეზეა თუ არა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ყველა პირობა, მათ შორის წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლება მ--–--------–--------ასა და ი------–-------------–ზე რეგისტრირებული იყო თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უფლების რეალიზება დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის არსებობის პირობებში.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები გირავნობის უფლების შესახებ. საქმეზე წარმოდგენილი იყო გირავნობის ხელშეკრულებები და ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა სადავო საკითხებზე, რომლებიც სარჩელში იყო მითითებული, ამასთან საქმეში არ ჩართულან მესამე პირები, რომელთა გარეშეც შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები გირავნობის საგანს ან გირავნობის საგნების არსებით შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდნენ, თუმცა ისინი დაყადაღების აქტში ასახულია, როგორც განცალკევებული ნივთები. ყველა გირავნობის ხელშეკრულების 5.2.2 პუნქტი ადგენს, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება გირავნობის საგანზე ამა თუ იმ ნივთის/დეტალის დამატების, შეცვლის, შეერთების ან გადაკეთების შემთხვევაში, კერძოდ, 5.2.2 პუნქტის მეორე წინადადების მიხედვით: „მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით დადგენილი გირავნობა ვრცელდება: გირავნობის საგნის სხვა ნივთთან გაერთიანების შედეგად მიღებულ ახალ ნივთზე, გირავნობის საგანთან არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებულ ნივთზე, გირავნობის საგნისთვის დამატებულ ნივთზე, გირავნობის საგნის გადაკეთებით (მოდიფიკაციით) მიღებულ ნივთზე, გირავნობის საგნის ყველა სხვა და ნებისმიერ საკუთვნებელზე და გირავნობის საგნის ნაყოფზე“. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, ამ ნივთებზეც ვრცელდება გირავნობის უფლება. იგივეა მითითებული სამოქალაქო კოდექსის 265-ე მუხლში, თუმცა სასამართლომ ეს ნორმა არასწორად განმარტა და გამოიყენა 193-196-ე მუხლები, რომლებითაც სხვა სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება. სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რემონტის ვალდებულება ეკისრება დამქირავებელს/მოიჯარეს. ამდენად, შეუძლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება და იგი უნდა გაუქმდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი, ხოლო 147.1 მუხლის შესაბამისად, სანოტარო აქტის აღსრულებაზე უფლებამოსილია კერძო აღმასრულებელი, კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მითითებული კანონის მე-40 მუხლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის მე-401.1 მუხლის თანახმად, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება. 401.7 მუხლის თანახმად კი, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 02.02.2018წ. კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი გამოცხადდა ქ. რ-------ში, ე.წ. „ც---------–------------ის“ ტერიტორიაზე და იქ განთავსებულ შპს ,,ი------------–ის’’ საწარმო ნივთების ზუსტი იდენტიფიცირების გირავნობის საგნებთან შედარების შემდგომ, აღწერა და დააყადაღა შპს ,,ი------------–ის’’ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება. ყადაღა დაედო შემდეგ ნივთებს: 1--–--–-----------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------–------------------------------–--------------------------------–-----–------------------------------–--–----------------------------–----–--–--------------–--------------–----------–-------------------------------------------–---------–--–--------------------–------------–----------------–---------------------------------------------–--------–----------------------------------–---------–---------------------------------–--–-------------–------------------–--------------------------------–----------------------------------–--------–------–---ა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258.1 მუხლის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, თუ საკუთრება გადადის 193-195-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ყველა ზემოაღნიშნული ნივთი გამიზნულია ლითონის მწარმოებელი ქარხნის ფუნქციონირებისათვის და გირავნობის საგნის ნაწილებად ვერ იქნება მოაზრებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ზემოაღნიშნული ნივთების საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ნივთებთან იმგვარად გაერთიანება, რომ მიღებულ იქნა ახალი ნივთი. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება, ,,თ----------ის’’ მიერ 27.01.2016წ. გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულებით მ-–----ის დაგირავების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი N1----------- გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გირავნობის უფლებით რეგისტრირებულია მ-–-----ი, ხოლო შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის თ------------–---–--ის 10.07.2017წ. კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილ ქონებრივი ნუსხაში მითითებულია 2 მ-–-----ი, შესაბამისად, სწორად განხორციელდა 02.02.2018წ. ერთი მ-–----ის აღწერა და დაყადაღება. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის განმარტება, რომ დისკური ხერხი ,,თ----------ს’’ დაგირავებული აქვს 27.01.2016წ. გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, 21.09.2018წ. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება რეგისტრირებულია შემდეგ საგნებზე: ე-–------------–-----------------------–--------–----------–--------–-------------------------ი 1/7.7; ე-–----------------------------–--–--------------------–---------–----------------------------–--–--------–----------------------------------------------–--–------–------------–---------–------–-------–--------–--------------–------------------------------–---------–--–-------------------------–-------------–------------------------–-----–--------–----------–--–--------–---------–------–----------------–--------–----–--–-------–--–-----–----------–-–------–--–ი. ამდენად, არ დასტურდება დ-------------ზე მოსარჩელის გირავნობის უფლება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რის გამოც, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.3. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ყადაღის გამოყენების შემთხვევაშიც, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, თუკი სახეზეა კანონის 401.7 მუხლით დადგენილი ყველა გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის მიერ 10.07.2017წ. კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხით, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით, ასევე N1----------- გირავნობის ხელშეკრულების დადგენილია, რომ ,,ი------------–ის’’ საკუთრებაშია ს-------–--------–-------------------–------–--------–------------------–--------–--------–--------ა. პირველი ორი ,,თ----------ს’’ დაგირავებული აქვს 27.01.2016წ. გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მ---------–--------–--------ა დაგირავებულია შპს ,,ი--------–-------------------------“-თან გაფორმებული N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ი------------–ს’’. შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის 10.07.2017წ. ქონებრივ ნუსხაში მითითებულია 3 მ--–--------–--------ა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მ--–--------–--------ის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხეს სადავო აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები ი------–--------------–ის ყადაღის დადების კანონიერებასთან დაკავშირებით. ი------–--------------–ი შპს ,,გ-–-----–ამ’’ შეიძინა 17.09.2012წ. ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულებით შეძენილ იქნა 2004 წლის გამოშვებული ღ-----–ი. საქმეში წარმოდგენილია 28.01.2015წ. N1----------- გირავნობის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ ი------–--------------–ი დატვირთულია ორი რიგის გირავნობით, 06.11.2014წ. N1----------- და 30.01.2014წ. N1----------- გირავნობის ხელშეკრულებების საფუძველზე. 30.01.2014წ. N1----------- გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ღ-----–ი მდებარეობს ქ. რ-------ში, მ–--------------ში, ხოლო მოსარჩელე მიუთითებს, რომ თბილისში, ჭ------------------ში მდებარეობს კერძო სახლი. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებს საკითხი: რამდენად შესაძლებელია კერძო სახლში ი------–--------------–ის განთავსება, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ჩანაწერი ტექნიკურ უზუსტობას, რომელსაც ემყარება ყადაღისგან გათავისუფლებაზე მოპასუხის უარი. მოპასუხემ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: 17.09.2012წ. ხელშეკრულება/შეკვეთა/ტექნიკური პასპორტი; შპს ,,გ-–-----–ას’’ გაკოტრების მმართველის-აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი; შპს ,,ი------------–ის’’ და შპს ,გ-–-----–ას’’ ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან; შპს ,,ი------------–ის’’ დირექტორის განცხადება; სს ,,თ----------ის’’ თანხმობის წერილი გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე; ე.წ. ,,ჩ---------–ის’’ თარგმანი. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს: 2012 წელი ,,ჩ---------–ის’’ გამოშვების წელია თუ ღ-----–ის, ამასთან, წარმოადგენს თუ არა გირავნობის საგანს წარდგენილი მოძრავი ნივთი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის 12.03.2018წ. NA---------------- და 26.03.2018წ. NA---------------- წერილები იმ ნაწილებში, რომლითაც ი------–--------------–ისა (ღ-----–ის ქვაბი, ტრანსფორმატორი, კვების ბლოკი და წყლის სისტემა) და გამ--–--------–--------ის (ნივთის ნომერი აქტში - 14) ყადაღის გათავისუფლებაზე სს ,,თ----------ის’’ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მოპასუხე კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–ს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს; სადავო აქტების ბათილად ცნობილ ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას მოპასუხემ უნდა შეისწავლოს, სახეზეა თუ არა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 401.7 მუხლით დადგენილი ყველა პირობა, მათ შორის, რეგისტრირებული იყო თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლება, მასწორებელ მანქანასა და ი------–-------------–ზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უფლების რეალიზება დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის არსებობის პირობებში.
3.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2018წ. საოქმო განჩინებას, რომელიც შეეხება შპს "გ-–-----–ას" და შპს "ი-------–--------------------------"-ის მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით ჩაბმის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა დავამ შპს "გ-–-----–ას" "გ-–-----–ასზე" ან შპს "ი-------–--------------------------"-ზე, რატომ უნდა შეეხოს მათ ინტერესებს აღნიშნული საქმე. პალატა თვლის, რომ დასახელებული პირები არ წარმოადგენენ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომლებზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ 27.06.2018წ. საოქმო განჩინებით სწორად დაადგინა, რომ არ არსებობდა შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი