განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017001817695
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1318-2017 04 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე(მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ----------------------- - ი-----–------–--- - ი-----–- ჯ----–--ე - ი-----–- ჯ--------ე
დავის საგანი - ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სრული და სამართლიანი ანაზღაურება -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ი-----–- ჯ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- მოპასუხეს ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ------ დ-------------ს, მოსარჩელის ი-----–- ჯ----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 47 857 ლარის გადახდა, საიდანაც 36 907 ლარი არის სახლის ღირებულების სხვაობა, 8 000 ლარი - სამეწარმეო საქმიანობის 8 თვის ვადით განუხორციელებლობით მიუღებელი შემოსავალი, 2400 ლარი - 8 თვის ბინის ქირის თანხა, 550 ლარი - თანხის დეპონირების საკომისიო.
- ი-----–- ჯ----–--ეს 29 294 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–--ას - საქართველოს ს-------------–-- გ------ დ-------------ს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ი-----–- ჯ----–--ის საკუთრებაში არსებული ქონების - 745 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობის (შენობა-ნაგებობა N-- - 353,87 კვ.მ.) ნაწილზე, - 293 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული 353,87 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლზე, რომელიც პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოექცა (უძრავი ქონების მისამართი: ქობულეთი, დ--- ჩ---ი, გ------–---–ის ქუჩის №---ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №2-----------, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი - 745 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N-- - 353,87 კვ.მ.);
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ს-------------–-- გ------ დ-------------ს მიენიჭა რა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციის უფლება, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყონებლივ აღსრულებას და აღნიშნული ქონება აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში;
2.3. დღეის მდგომარეობით, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, გადაეცა რა საკუთრებაში მოპასუხეს და აღირიცხა მის საკუთრებაში - ფაქტობრივადაც გადაცემული იქნა მოპასუხეზე, ქონება გამონთავისუფლებულია მოსარჩელის მფლობელობისაგან;
2.4. განხორციელებული ექსპროპრიაციის შედეგად მოსარჩელეს 745 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართიდან, ჩამოერთვა რა ნაწილი
- 293 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაურჩა 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
2.5. მოპასუხის მიერ ჩატარებული ა-------ის შეფასებით ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების ღირებულება სხვა თანამდევ ხარჯებთან ერთად შეფასებულ იქნა 72 683 ლარად, ანუ მოპასუხის მიერ ამ თანხად იქნა ცალმხრივად განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა და მოსარჩელეს 2016 წლის ივლისის თვეში ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დაერიცხა;
2.6. განსაზღვრა რა მოპასუხემ ცალმხრივად ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების ღირებულება სხვა თანამდევ ხარჯებთან ერთად 72 683 ლარად, 72 683 ლარიდან გადაიხადა 72 583 ლარი (100 ლარი გადაიხადა ადრე, ქონების რეგისტრაციის დროს). აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ მოახდინა მოსარჩელის საბანკო ვალის - 18 749 ლარის გადახდა და ქონების იპოთეკისაგან განთავისუფლება, ხოლო 53 834,07 ლარის დეპონირება მოახდინა 2016 წლის 28 ივლისს. თანხის დეპონირების გამო საკომისიოს სახით კი მოსარჩელეს დაექვითა 550 ლარი;
2.7. ამჟამინდელი მდგომარეობით, განხორციელებული ექსპროპრიაციის შედეგად მოსარჩელეს 745 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართიდან, ჩამოერთვა რა ნაწილი - 293 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საკუთრებაში დაურჩა 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, - აღნიშნულ ნაკვეთზე დაწყებული აქვს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა მასში უკვე გადაიტანა მეტალო- პლასტმასის საამქროც;
2.8. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ღირებულებას, სადავოდ ხდის მასზე განლაგებული შენობის - საცხოვრებელი სახლის მოპასუხის მიერ განსაზღვრულ ღირებულებას, მოსარჩელის მიერ კი წარმოდგენილი ა-------ორიული დასკვნის თანახმად, ქონება შეფასებულია 125 300 ლარად დღგ-ს ჩათვლით;
2.9. სარჩელითა და შესაგებლით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლომ მხარეთა შორის სადავოდ მიიჩნია შემდეგი:
- სწორად იქნა თუ არა განსაზღვრული მოპასუხის მიერ საცხოვრებელი სახლის ღირებულება.
- მოსარჩელეს (მის მეუღლეს ნ-----–-- ქ---------ეს) ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ საცხოვრებელ სახლში გააჩნდა თუ არა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საამქრო, და ყოველთვიურად ღებულობდა თუ არა შემოსავალს 1 000 ლარს. ასევე ცნობილი იყო თუ არა ამის თაობაზე მოპასუხისათვის ქონების ინვენტარიზაციისა და შეფასების ანგარიშის შედგენისას, მოსარჩელემ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება - იურიდიული დოკუმენტი 2011 და 2014 წელს წარუდგინა თუ არა მოპასუხეს.
- საცხოვრებელი სახლის აშენებასთან საამქროს ფუნქციონირება არის თუ არა კავშირში, შეეძლო თუ არა სახლის აშენებამდე მოსარჩელეს განეხორციელებინა საამქროს ფუნქციონირება დროებით საცხოვრებელ სახლში.
- ახალი ანალოგიური სახისა და ფართის სახლის აშენებამდე მოსარჩელეს რა დრო დასჭირდებოდა და მანამდე ყოველთვიური ბინის დაქირავების აუცილებლობა თუ არსებობდა, ასევე ქირის სახით 300 ლარის ოდენობა თუ იქნებოდა საჭირო;
- აუცილებელი იყო თუ არა მოპასუხის მხრიდან საკომპენსაციო თანხის დეპონირება, რით იყო ეს გამოწვეული და თანხის დეპონირების გამო საკომისიოს სახით მოსარჩელეზე დაქვითული 550 ლარის გამო ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა მოპასუხეს მისი ანაზღაურების სახით;
- რამდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს მხარეების მიერ წარმოდგენილი ა-------ორული დასკვნები და რომელი დასკვნა არის უფრო სწორი და ობიექტური.
- ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული აქვს თუ არა მოსარჩელეს ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სრული და სამართლიანი ანაზღაურება;
2.10. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს (მის მეუღლეს ნ-----–-- ქ---------ეს) ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ საცხოვრებელ სახლში გააჩნდა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საამქრო, საიდანაც ყოველთვიურად ღებულობდა შემოსავალს 1 000 ლარს;
2.11. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ განახორციელა რა ადგილზე ქონების ,,სრული“ (როგორც თვითონ განმარტავს) ინვენტარიზაცია და აღწერა (რასაც თვითონ არ უარყოფს), მისთვის ცნობილი იყო და უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გააჩნდა მეტალო- პლასტმასის კარ-ფანჯრების საამქრო და მოსარჩელეს ჰქონდა ამ მიმართულებით მცირე ბიზნესი. შესაბამისად იცოდა რა მან ამის თაობაზე, არ წარუდგინა ეს ინფორმაცია მის მიერ ხელშეკრულებით მოწვეულ ,,ა-------ორულ კომპანია ა-----ი“-ს შესაბამისი შეფასებისათვის;
2.12. მხარეები არ დავობდნენ იმაზე, რომ მათ ა-------ებს ქონების შესაფასებლად წარუდგინეს სპეციალისტების მიერ აღწერილი ქონების შედეგად შედგენილი აღწერის, ინვენტარიზაციის აქტები, ფორმები და წარდგენილი ამ ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს მისი შეფასება. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ საცხოვრებელ სახლში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საამქრო არ იყო მოხსენიებული და შეფასებული ,,ა--------------–--------------------“ შეფასების ანგარიშში, რასაც ასევე დაადასტურა ამ ა-------ის ჩამტარებელმა ექსპერტმა ა-–---------- ო-----------–-–---–მაც;
2.13. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს ,,დ--------------“ ა-------ორულ დასკვნასა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ა--------------–--------------------“ შეფასების ანგარიშს - დასკვნას შორის ქონებათა შეფასების თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობის სხვაობა არ იყო. არსებული სხვაობები დასაშვები იყო ექსპერტიზის მიერ შეფასების მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელო სტანდარტების გათვალისწინებით. აღნიშნული დადასტურდა ორივე ექსპერტის დაკითხვით და წარმოდგენილი დასკვნების ურთიერთშედარებით;
2.14. შპს ,,დ--------------“ ა-------ორულ დასკვნასა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ა--------------–--------------------“ შეფასების ანგარიშს - დასკვნას შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვაობას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შპს ,,ა--------------–--------------------“ შეფასების ანგარიშში - დასკვნაში დაანგარიშება-შეფასება განხორციელებული იყო ხარჯებზე დღგ-ს დარიცხვის გარეშე, ხოლო შპს ,,დ---- ა-------ის“ ა-------ორული დასკვნით შეფასება გაანგარიშებულია დღგ-ს დარიცხვით, რომლის თანახმადაც არსებულ ადგილზე (მიწის ნაკვეთის ჰორიზონტალური მდგომარეობა) საცხოვრებელი სახლის ხელახლა აშენებისას დღგ-ს დარიცხვით ხარჯი შეადგენდა 109 588,90 ლარს, საიდანაც დღგ-ს თანხა შეადგენდა 16 716,95 ლარს. ხოლო ამჟამად ი-----–- ჯ----–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (დარჩენილი 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) დამატებითი სამუშაოების (ნაკვეთის ფერდობის გამო საყრდენი კედელი აუცილებელია) აუცილებლობიდან გამომდინარე საცხოვრებელი სახლის ხელახლა აშენებისას დღგ-ს დარიცხვით ხარჯი შეადგენდა 125 316,35 ლარს, საიდანაც დღგ-ს თანხა შეადგენდა 19 116,35 ლარს;
2.15. დადგენილია, რომ მოპასუხემ შპს ,,ა-------ორული კომპანია ა-----ი“-ს, გარდა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საამქროს, ასევე არ წარუდგინა ინფორმაცია სახლის ეზოს ჭიშკრის შესახებაც;
2.16. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საკომპენსაციო თანხას, ხოლო თავის მხრივ მოპასუხე მისგან რომ ითხოვდა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტს, რათა ჩაერიცხა საკომპენსაციო თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას განათავსებდა დეპოზიტზე, - მოპასუხემ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მოპასუხე მხოლოდ ზეპირად მიუთითა ამის თაობაზე, ხოლო მოსარჩელე არ ეთანხმებოდა მას;
2.17. ამდენად, მხარეებს შორის სადავო იყო შემდეგი: უნდა დაკისრებოდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაში (დარჩენილ) არსებულ მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებისათვის მის მიერ წარმოდგენილი ა-------ორული დასკვნით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვაში მითითებული დღგ-ს თანხა, ასევე დამატებითი სამუშაოების (საყრდენი კედელის) გათვალისწინებით თუ მის გარეშე, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საამქროს გამო უნდა დაკისრებოდა თუ არა მიუღებელი შემოსავალი და რა ვადაზე გაანგარიშებით, დროებით საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო თანხა და რა ვადაზე გაანგარიშებით, დეპოზიტზე საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის გამო გამოქვითული საკომისიო თანხა და საერთო ჯამში უნდა მისცემოდა შეფასება, თუ რამდენად იქნა განხორციელებული ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სრული და სამართლიანი ანაზღაურება;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.18. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით;
2.19. მითითებული კონსტიტუციური ნორმის საფუძველზე საკუთრების ჩამორთმევის წინაპირობები და წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.20. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი განმარტავს კომპენსაციის ცნებას და ადგენს, რომ კომპენსაცია არის მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება საკომპენსაციო თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით;
2.21. სასამართლომ განმარტა, რომ ექსპროპრიაციის პროცესს უნდა ახასიათებდეს შემდეგი ელემენტები: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლოს გადაწყვეტილება ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა და წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება. ამ ელემენტების არსებობის გარეშე საკუთრების უფლებაში ჩარევა არ იქნება გამართლებული და თანაზომიერი და გამოიწვევს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევას;
2.22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მეტალო-პლასტმასის საამქროს არსებობის ფაქტი. მართალია, მისი ჩამორთმევა არ განხორციელებულა, მაგრამ მოსარჩელე საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის გამო იძულებული იყო მოეხდინა მისი დემონტაჟი და გადატანა. შესაბამისად, ვიდრე ის დაწყებულ სხვა ადგილზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობისა და იქ განთავსებამდე, შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობაც შეჩერებული ჰქონდა. შესაბამისად ამ ხნის ვადაში იგი ვერც შემოსავალს მიიღებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ვადა 8 თვე გონივრული იყო, ეს ვადა მას დასჭირდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლის აშენების დაწყებისა და პირველი სართულის დასრულებისათვის (მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს), რათა იქ დაემონტაჟებინა საამქრო და განეახლებინა წარმოება. მართალია, მოპასუხე არ ეთანხმებოდა ამ ვადას, მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს შეეძლო საამქრო გადაეტანა დროებით საცხოვრებელ სახლში, მაგრამ მხოლოდ ზეპირად მიუთითებდა ამაზე, მისი არგუმენტაცია არ იყო გასაზიარებელი, არ არსებობდა დროებითი საცხოვრებელი სახლი ან ნაგებობა;
2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ (მისმა ოჯახმა) 8 თვის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების გამო, ვერ მიიღო რა საშუალოდ თვეში 1000 ლარის შემოსავალი, რაც უნდა ჩაითვლილიყო მიუღებელ შემოსავლად და მოთხოვნა 8 000 ლარის ანაზღაურებაზე, როგორც ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო
2.24. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს ასეთ ანაზღაურებას, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ განსახლების გეგმა ითვალისწინებდა ,,ბიზნესის კომპენსაციასაც“;
2.25. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მოთხოვნა - 8 თვის ბინის ქირის თანხის დაკისრებაზე 2 400 ლარის ოდენობით, თვეში 300 ლარის ქირის საფასური. მოსარჩელე არ მოითხოვდა 8 თვეზე მეტი ვადის ქირას და არც 300 ლარზე მეტად განსაზღვრავდა ქირის ოდენობას. მართალია, მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, მაგრამ ასევე ზეპირი განმარტებით არ ეთანხმებოდა მას მოპასუხეც, არც მას წარმოუდგენია ამის გამაბათილებელი სხვა მტკიცებულება. სასამართლო ორივე მხარის ზეპირი განმარტება, როგორც მტკიცებულება, შეაფასა თანაბარი ძალის მტკიცებულებად, მაგრამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ფაქტია, მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა, მას არ გააჩნდა საკუთრებაში სხვა ფართი, რათა დროებით ოჯახთან ერთად ეცხოვრა. მითითებული 8 თვე გონივრული ვადა იყო, რათა მოსარჩელეს აეშენებინა საცხოვრებელი სახლი, ასევე გონივრული ოდენობა იყო თვეში 300 ლარით ბინის ქირის განსაზღვრაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ბინის ქირის თანხების დაკისრება არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანს, როგორც მიუღებელ შემოსავალს, რათა აუცილებელი იყოს, რომ მას სავალდებულოდ მოეთხოვოს სხვა მყარი მტკიცებულების წარმოდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ არც მოპასუხეს წარმოუდგენია ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა იმისა, რომ არ ეთანხმებოდა მას და ამის საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთისგან არ თავისუფლდება. დამატებით განიმარტა, რომ ეს სხვა შემთხვევაა, რომელიც შეეხება მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების ყოველდღიურ ფუნდამენტურ სოციალურ უფლებებს არსებობაზე, რათა ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. მოსარჩელე ამ თანხას არ ითხოვდა, როგორც დახმარებას, მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და არ იმყოფებოდა ღია ცის ქვეშ. ჩამოერთვა რა საცხოვრებელი სახლი, ვიდრე გონივრულ ვადაში შეიძენდა ან აიშენებდა ახალ საცხოვრებელ სახლს, მას ეკუთვნოდა შესაბამისი კომპენსაცია ქირის სახით, რათა აირიდოს ღია ცის ქვეშ ყოფნა. ამდენად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მოსარჩელის ამ უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებული და საფუძვლიანი იყო;;
2.26. დადგენილი იქნა, რომ შპს ,,ა--------------–--------------------“ შეფასების ანგარიშში - დასკვნაში დაანგარიშება-შეფასება განხორციელებულია ხარჯებზე დღგ-ს დარიცხვის გარეშე, ხოლო შპს ,,დ--------------“ ა-------ორული დასკვნით შეფასება გაანგარიშებული იქნა დღგ-ს დარიცხვით, რომლის თანახმადაც არსებულ ადგილზე (მიწის ნაკვეთის ჰორიზონტალური მდგომარეობა) საცხოვრებელი სახლის ხელახლა აშენებისას დღგ-ს დარიცხვით ხარჯი შეადგენდა 109 588,90 ლარს, საიდანაც დღგ-ს თანხა შეადგენდა 16 716,95 ლარს. ხოლო ამჟამად ი-----–- ჯ----–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (დარჩენილი 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) დამატებითი სამუშაოების (ნაკვეთის ფერდობის გამო საყრდენი კედელი აუცილებელია) აუცილებლობიდან გამომდინარე საცხოვრებელი სახლის ხელახლა აშენებისას დღგ-ს დარიცხვით ხარჯი შეადგენდა 125 316,35 ლარს, საიდანაც დღგ-ს თანხა შეადგენდა 19 116,35 ლარს;
2.27. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. მან სახლის იმ მდგომარეობით და მიწის ნაკვეთის იმ მოცემულობით რომ ააშენოს საცხოვრებელი სახლი, იგი არ არის ვალდებული, რომ მშენებლობა განახორციელოს თავად ან სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირთა მეშვეობით, მათი დახმარებით უსასყიდლოდ ან სასყიდლიანი ნარდობის ხელშეკრულებით, რაც მენარდისათვის არ გამოიწვევს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობას. პირიქით, ექსპროპრიაციას ახორციელებს სახელმწიფო და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონის დაცვა. მოსარჩელის მიერ მეწარმე სუბიექტზე სახლის აშენების შესახებ, მენარდეს ნებისმიერ შემთხვევაში წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები, რაც რა თქმა უნდა გაზრდის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვას და ამ ნაწილში შპს ,,დ--------------“ ა-------ორული დასკვნა სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და მისი გათვალისწინებით მოსარჩელეზე გასაცემი საკომპენსაციო თანხაც 16 716,95 ლარის დამატებით, შეესაბამება სრულ და სამართლიან ანაზღაურებას;
2.28. ცალკე აღინიშნა დამატებითი სამუშაოების (ნაკვეთის ფერდობის გამო საყრდენი კედელი აუცილებელია) აუცილებლობიდან გამომდინარე საცხოვრებელი სახლის ხელახლა აშენებისას დღგ-ს დარიცხვით ხარჯზე, რომელიც შეადგენდა 125 316,35 ლარს, საიდანაც დღგ-ს თანხა შეადგენდა 19 116,35 ლარს. მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა, რომელიც განთავსებული იყო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაც ხდება იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც არის ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონება. ის გარემოება, რომ მოსარჩელე სახლს აშენებდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის დამრეცი, ფარდობი, რაც უკვე იწვევდა დამატებით სამუშაოებს ხარჯთაღრიცხვის გაზრდით, დღგ-ს ჩათვლით, და აქედან გამომდინარე გაზარდა საკომპენსაციო თანხის ოდენობა, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ახორციელებდა მოსარჩელე მშენებლობას, არ იყო იმ მიწის ნაკვეთის შესაბამისი მისი განლაგების, მდგომარეობის თვალსაზრისით (ჰორიზონტალური, დამრეცი ან სხვა განსხვავებული მდგომარეობა). მოსარჩელეს კომპენსაცია ერგება ჩამორთმეული ქონების - მიწის ნაკვეთის მდგომარეობის გათვალისწინებით და საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენდა სხვა, განსხვავებულ მდგომარეობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის დამატებითი ხარჯები, რაც გამოწვეულია ამ ნაკვეთის განსხვავებული მდგომარეობით. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნა დამატებითი სამუშაოების ღირებულებისა და მასზე დარიცხული დღგ-ს 19 116,05 ლარის დაკისრებაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო;
2.29. დეპოზიტზე საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის გამო გამოქვითული საკომისიო თანხის - 550 ლარის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საკომპენსაციო თანხას, ხოლო თავის მხრივ მოპასუხე მისგან რომ ითხოვდა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტს, რათა ჩაერიცხა საკომპენსაციო თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას განათავსებდა დეპოზიტზე, მოპასუხემ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მოპასუხემ მხოლოდ ზეპირად მიუთითა ამის თაობაზე, ხოლო მოსარჩელე არ ეთანხმებოდა მას. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე მას ხელს უშლიდა საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვაში, მოითხოვა მისგან საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და მოსარჩელემ უარი უთხრა, არ იყო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი. ამის მტკიცება კი მოპასუხეს ევალებოდა, მოსარჩელეს ვერ მოეთხოვება არარსებულის დამტკიცება. ფაქტია, რომ მოპასუხემ დეპოზიტში ჩარიცხული თანხა მიიღო და ამ თანხით დაწყებული ჰქონდა სახლის მშენებლობა, ხოლო დავას აგრძელებდა საკომპენსაციო თანხის იმ ნაწილის დაკისრებაზე, რომელიც, მისი აზრით, ეკუთვნოდა და მოპასუხემ უარი უთხრა, არ დაეთანხმა. აღნიშნული კი დამატებით მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დეპოზიტზე თანხის განთავსებიდან გამომდინარე საკომისიოს დაქვითვა არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალეულობით. ანუ, ის საკომპენსაციო თანხა, რომელიც თვით მოპასუხემ განსაზღვრა, სრული ოდენობით ვერ მიიღო მოსარჩელემ, დააკლდა 550 ლარი და ეს გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეულობით. ამდენად, მოპასუხის მიერ თავად აღიარებული ვალდებულებაც 550 ლარის ნაწილში დღემდე შეუსრულებელია და ამ ვალდებულებისგან მოპასუხე ვერ გათავისუფლდება, თუნდაც დეპოზიტზე თანხის განთავსების გამო საკომისიოს დაქვითვის გამო. შესაბამისად, 550 ლარი იყო საკომპენსაციო თანხის ნაწილი და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. გამომდინარე აქედან, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო;
2.30. ამდენად, ექსპროპრიაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურება სრული და სამართლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე კომპენსაციის სახით მიიღებდა იმ ქონების საფასურს, რომელიც მას ჩამოერთვა ექსპროპრიაციის შედეგად.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ მოპასუხეს შპს "ა-------ორული კომპანია ა-----ი"-სთვის არ წარუდგენია ინფორმაცია სახლის ეზოს ჭიშკრის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ა-------ორული კომპანია ა-----ი"-ს მიერ 2016 წლის 23 მაისის N1--------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციისა და პროცესზე ექსპერტის - ა-–---------- ო-----------–-–---–ის დაკითხვის შესაბამისად ირკვევა, რომ ი-----–- ჯ----–--ის ჭიშკარი არც 2011 წელს და არც 2014 წელს არ ექცეოდა პროექტის ზემოქმედების ზონაში. აღნიშნული დასტურდება, ასევე, ინვენტარიზაციის მასალებით;
3.2. სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ მოსარჩელის მიერ სახლის აშენებისთვის საჭირო 8 თვიან პერიოდში გადახდილი იყო საცხოვრებელი სახლის ქირა 2400 ლარის ოდენობით;
3.3. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მხარეები დაობდნენ იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო კანონიერი დ-------------ის მიერ ვალდებულების შესრულება თანხის ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირების საშუალებით. მხარეებს არც სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებსა და არც სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას არ გაუხდიათ საეჭვოდ დეპონირების მართლზომიერება. მხარეებს შორის დავის საგანს ამ ნაწილში წარმოადგენდა ის, თუ რამდენად მოიცავდა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დეპონირების თანხასაც;
3.4. მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, საამქროსთან დაკავშირებული მსჯელობისას სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ დ-------------ისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ცნობილი უნდა ყოფილიყო ექსპროპრირებულ ქონებაში არსებული საამქროს შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული ლოგიკის შესაბამისად, ქონების ექსპროპრიაციის განხორციელებისას დ-------------ი ვალდებულია მესაკუთრის მითითების არ არსებობის პირობებში აღწეროს და შეაფასოს მათი ქონება და დ-------------ის წარმომადგენლები აღწერა-ინვენტარიზაციის განხორციელებისას თავად უნდა მიმხვდარიყვნენ საწარმოს არსებობის ფაქტის შესახებ და რომ იგი ვალდებული არ იყო დ-------------ში წარმოედგინა საგადასახადო დეკლარაციები და მისი ერთადერთი ვალდებულება გამოიხატებოდა იმაში, რომ მან დ-------------ის წარმომადგენლები საკუთრებაში შეეშვა. ამ საკითხთან მიმართებით, აღვნიშნავთ, რომ საქმეში არის დ-------------ის წერილი შემფასებელი კომპანმიის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი-----–- ჯ----–--ის სახლში არსებული საწარმოს არსებობის დოკუმენტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია ისიც, რომ შეუძლებელია დ-------------ის წარმომადგენლები იყვნენ ვალდებული მესაკუთრეზე უკეთესად იცოდნენ აღსაწერი ქონება. მათ ინვენტარიზაციის დაწყებისას განუცხადეს, რომ ქონება უნდა შეეფასებინათ, შესაბამისად, ამ მომენტიდან ი-----–- ჯ----–--ე იყო ვალდებული მიეთითებინა თუ რა ქონება გააჩნდა მას საკუთრებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ დ-------------ის მიერ ექსპროპრიაციის განხორციელებისას ხშირად ხდება, რომ კონკრეტული ქონება არ არის დარეგისტრირებული, თუმცა არსებობს კანონიერი მოსარგებლე, მფლობელი, რომელთაც მიუხედავად რეგისტრაციის ფაქტის იმ მომენტისთვის არ არსებობს, აუნაზღაურდებათ რეგისტრაციის ხარჯები და შემდგომ ხდება მისი შესყიდვა თუ ექსპროპრიაცია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ი-----–- ჯ----–--ე მიუთითებდა რაიმე საწარმოს არსებობას, დ-------------ი განიხილავდა მისი კომპენსაციის საკითხსაც. თუმცა, წარმოდგენილი მასალებს საწარმოს და საქმიანობის თანხვედრის არ არსებობის გამო, იგი არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
3.5. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელეს, რომელსაც მისი განმარტებით ჰქონდა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საწარმო, მეწარმეთა რეესტრში საქმიანობის ადგილად მითითებული აქვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წინსვლა, ხოლო დეკლარაციების წარდგენის ადგილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაშინ როდესაც ი-----–- ჯ----–--ის საკუთრება ტერიტორიულად მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დ--- ჩ---ში, გ------–---–ის ქუჩა №-- მიმდებარედ. შესაბამისად, დოკუმენტალურად არ დგინდება სამართლებრივი კავშირი საწარმოსა და ექსპროპრირებულ ქონებას შორის, რაც გამორიცხავს კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას და, მით უმეტეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას დ-------------ის მიერ. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავალი. იმისთვის, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხი დადგეს, სახეზე უნდა იყოს იმის მყარი მტკიცებულებები, რომ აუცილებლად მიიღებდა მოსარჩელე აღნიშნულს;
3.6. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმაც განაცხადა, რომ თანხის განსაზღვრისას გამოითვალა საშუალო არითმეტიკული იმ თანხებისა, რასაც საწარმო ყოველთვიურად იღებდა წინა წლების განმავლობაში შესაძლო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თანხის გამოთვლისას არ იყო გათვალისწინებული ის ეკონომიკური ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდათ აღნიშნულ ბიზნესზე - 2013-2015 წლებში ხსენებული საქმიანობა შესაძლოა საკმაო შემოსავლის მომტანიც იყო მოსარჩელის მეუღლისთვის, თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც საკმაოდ დიდია ბაზარზე კონკურეცია და უფრო და უფრო მატულობს აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირთა რაოდენობა, ნაკლები შანსი რჩება იმავე რაოდენობის შემოსავალი მიიღოს საწარმომ, რასაც ამ წლებში იღებდა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებადი, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაძლეული მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთი მიუღებელი შემოსავლის რაოდენობასთან დაკავშირებითაც;
3.7. ბინის ქირის ნაწილში განსაკუთრებით საყურადღებოა სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება მტკიცების ტვირთის ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ი-----–- ჯ----–--ე ბინის ქირას არ იხდიდა დაეკისრა დ-------------ს. ი-----–- ჯ----–--ე, აპელირებდა მის მიერ ბინის ქირის გადახდაზე, ვალდებული იყო წარმოედგინა აღნიშნულის მტკიცებულება. მის მიერ აღნიშნულზე ზეპირიი მითითება არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გასაზიარებელ მტკიცებულებას იმ პირობებში, როდესაც დ-------------მა აღნიშნული სადავო გახადა;
3.8. რაც შეეხება დღგ-ს ნაწილს, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, დღგ წარმოადგენს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ერთ-ერთ გადასახადს, რომელიც ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი გადასახადია და დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. არ არსებობს რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც დ-------------ს დაავალდებულებდა გაეთვალისწინებინა იგი. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში არც ერთ სხვა მესაკუთრესთან გადახდილ თანხაში გათვალისწინებული არ ყოფილა დღგ;
3.9 ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ჩატარებულია 2016 წლის 29 აგვისტოს, მაშინ, როდესაც დ-------------ის მიერ ინვენტარიზაცია ჩატარდა 2014 წელს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან არ ერთვის არანაირი ფოტომასალა, რომლითაც მოსარჩელე შეძლებდა სასამართლოს დარწმუნებას, რომ 2014 წლის შემდეგ მას არ განუხორციელებია რაიმე სახის დამატება. მნიშვნელოვანია, რომ ექსპროპრიაციის განხორციელებისას საერთაშორისოდ აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს ე.წ. „მოკვეთის თარიღის“ არსებობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს აღარ მიეცემა არანაირი ანაზღაურება იმ გაუმჯობესებისთვის, რასაც იგი ქონებას შემატებს კონკრეტული თარიღის შემდგომ. შესაბამისად, დ-------------ი არ არის ვალდებული აანაზღაუროს ამ თარიღის შემდეგ არსებული გაუმჯობესებები. საქმის ზეპირი განხილვისასაც კი მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ შეფასებისას ხელმძღვანელობდნენ 2016 წელს არსებული მონაცემებით და მათ მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა ის ეკონომიკური გარემოებები, რაც უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს შეფასებაზე. იმ პერიოდის შემდეგ, რაც დ-------------ის მიერ მოხდა ქონების აღწერა-შეფასება 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, სხვადასხვა წლებში ერთიდაიმავე ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები ერთიდაიგივე ქონებაზეც კი განსხვავებული იქნებოდა და მით უმეტეს ამ მოცემულობით, შედეგების შედარება არ იქნება გამართლებული. ამასთან, დ-------------ი, როგორც ექსპროპრიატორი, ვერ იქნება იმ ეკონომიკური რისკების მატარებელი, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ქონების საბაზრო ღირებულება;
3.10. ნოტარიუსის ანგარიშზე თანხის დეპონირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ დ-------------მა, როგორც მოვალემ, ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების მიზნით მიმართა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მექანიზმს (სსკ-ის 434-ე მუხლი). შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით დ-------------ს ი-----–- ჯ----–--ის, როგორც კრედიტორის წინაშე არ აქვს არანაირი ვალდებულება. დ-------------ი, ვერ იქნება ყველა იმ რისკის მატარებელი, რომელიც შესაძლოა წარმოშვას მესაკუთრის ქმედებამ. შესაბამისად, ვინაიდან, დ-------------ი წარმოადგენს მოვალეს, რომელმაც დამატებითი რესურსი გამოიყენა თანხის დეპონირების გამო და მისი ვალდებულება შესრულებულად ითვლება, ნოტარიუსის მომსახურების თანხის გადახდა ეკისრება კრედიტორს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენდა არა კრედიტორის მიერ შესრულების მიღების დაყოვნების ფაქტი, არამედ ის, თუ რამდენად იყო შესაძლებელი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დეპონირების თანხასაც. კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე, საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც ზემოთ აღინიშნა, დ-------------მა ი-----–- ჯ----–--ის წინაშე არსებული, კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა - გადაიხადა შეფასების (მოსარჩელემ ისარგებლა კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებით, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეეფასებინა მისი ქონება) და ყველა სხვა ხარჯი ექსპროპრიაციის პროცესში. დ-------------ი არ არის ვალდებული აანაზღაუროს მესაკუთრის რისკის ქვეშ არსებული თანხა - ნოტარიუსის მომსახურების საკომისიო, ვინაიდან მისი ვალდებულება ამოიწურა დეპონირების განხორციელებით. აღსანიშნავია, რომ საკომისიოს გადახდა ხდება არა დეპონირების პროცესში, არამედ თანხის გამოტანისას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.17. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:
4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინებით:
1. საქმეზე საქართველოს რ--------–--------------------ა და ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ-----------------------ს სააპელაციო საჩივრისა გამო, ი-----–- ჯ----–--ის წინააღმდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (№2/ბ-364-2017) დაინიშნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა;
2. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დ-------------ს (მისამართი: ქ. ქუთაისი, ი-–-----------ის გამზირი №--);
3. ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვა:
3.1. რას შეადგენდა 2016 წლის 24 მაისისათვის ი-----–- ჯ----–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქობულეთში, დ--- ჩ---ში მდებარე №2----------- საკადასტრო კოდის მქონე საექსპროპრიაციო უძრავი ქონების (293 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის - 353,87 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლის) საბაზრო ღირებულება საქმეში ტომი I, საქმის ფურცელ 76-88 გვერდებზე განთავსებული საინვენტარიზაციო ფორმებში და თანდართულ დოკუმენტებში აღწერილი ქონების გათვალისწიმნებით (დღგ-ს გათვალისწინებით და მის გარეშე)?
3.2. რას შეადგენდა 2016 წლის 24 მაისისათვის ი-----–- ჯ----–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქობულეთში, დ--- ჩ---ში მდებარე №2----------- საკადასტრო კოდის მქონე საექსპროპრიაციო უძრავი ქონების (293 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის - 353,87 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლის) საბაზრო ღირებულება საქმეში ტომი I, საქმის ფურცელ 16-26 გვერდებზე განთავსებული შპს ,,დ--- ა-------ი’’-ს დასკვნაში აღწერილი ქონების გათვალისწიმნებით (დღგ-ს გათვალისწინებით და მის გარეშე)?
(იხ. განჩინება, ტომი 2, ს/ფ 277-283).
4.3. სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის №0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
1) ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საქმეში, ტომი 1, საქმის ფურცელ 76-88 გვერდებზე განთავსებულ საინვენტარიზაციო ფორმებში და თანდართულ დოკუმენტებში აღწერილი მახასიათებლის გათვალისწინებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დ--- ჩ---ში, გ------–---–ის ქუჩა №---ის მიმდებარედ მდებარე, №2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში:
ა) 293,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 24 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 7325,00 ლარს. შეფასების ობიექტსა და შესადარისი ობიექტების მონაცემები და შედარების პროცესი იხილეთ დაკვნაზე თანდართულ დანართ №1-ში;
ბ) 353,87 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 2016 წლის 24 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 91 563,00 ლარს. შესაბამისად, ღირებულება დღგ-ს გარეშე საორიენტაციოდ შეადგენდა 91 563,00/1,18=77 596,00 ლარს;
2) ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საქმეში, ტომი 1, საქმის ფურცელ 16-26 გვერდებზე განთავსებული შპს ,,დ--- ა-------ის“ დასკვნაში აღწერილი მახასიათებლების გათვალისწინებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დ--- ჩ---ში, გ------–---–ის ქუჩა №---ის მიმდებარედ მდებარე, №2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში:
ა) 293,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 24 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 7325,00 ლარს. შეფასების ობიექტსა და შესადარისი ობიექტების მონაცემები და შედარების პროცესი იხილეთ დაკვნაზე თანდართულ დანართ №1-ში;
ბ) 353,87 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 2016 წლის 24 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 93 394,00 ლარს. შესაბამისად, ღირებულება დღგ-ს გარეშე საორიენტაციოდ შეადგენდა 93 394,00/1,18=79 147,00 ლარს.
(იხ. ექსპერტიზის დასკვნა).
4.4. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა მოპასუხისათვის 47 857 ლარის დაკისრების მართლზომიერება, საიდანაც 36 907 ლარი არის საცხოვრებელი სახლის ღირებულების სხვაობა, 8 000 ლარი - სამეწარმეო საქმიანობის 8 თვის ვადით განუხორციელებლობით მიუღებელი შემოსავალი, 2 400 ლარი - 8 თვის ბინის ქირის თანხა, 550 ლარი - თანხის დეპონირების საკომისიო;
4.5. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–--ას - საქართველოს ს-------------–-- გ------ დ-------------ს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ი-----–- ჯ----–--ის საკუთრებაში არსებული ქონების - 745 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობის (შენობა-ნაგებობა N-- - 353,87 კვ.მ.) ნაწილზე, - 293 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული 353,87 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლზე, რომელიც პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოექცა (უძრავი ქონების მისამართი: ქობულეთი, დ--- ჩ---ი, გ------–---–ის ქუჩის №---ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №2-----------, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი - 745 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N-- - 353,87 კვ.მ.);
4.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან;
4.7. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”;
4.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ წარმოდგენილი ორი სხვადასხვაგვარი დასკვნა უძრავი ნივთის ღირებულების თაობაზე. მოპასუხის მიერ ჩატარებული ა-------ის შეფასებით ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების ღირებულება სხვა თანამდევ ხარჯებთან ერთად შეფასებულ იქნა 72 683 ლარად, ანუ მოპასუხის მიერ ამ თანხად იქნა ცალმხრივად განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა, რაც მოსარჩელეს 2016 წლის ივლისის თვეში ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დაერიცხა. მეორე მხრივ, მოსარჩელე ი-----–- ჯ----–--ის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,დ--- ა-------ის“ დასკვნა, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება შეფასდა 125 300 ლარად, დღგ-ს ჩათვლით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საკითხის გამოკვლევის მიზნით, სასამართლოს მიერ დ---შნული იქნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა;
4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
4.11. სააპელაციო პალატა სარწმუნოობის თვალსაზრისით იზიარებს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ტომი 1, საქმის ფურცელ 76-88 გვერდებზე განთავსებულ საინვენტარიზაციო ფორმებში და თანდართულ დოკუმენტებში აღწერილ უძრავი ქონების მახასიათებლებს, ვინაიდან იგი ასახავს იმ მონაცემებს, რაც რეალურად იყო შემოწმების მომენტისათვის. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული, სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის №0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ - 353,87 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 2016 წლის 24 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 91 563,00 ლარს, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ აქვს ს-------------–-- გ------ დ-------------ს;
4.12. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა ი-----–- ჯ----–--ისათვის გადასაცემი უძრავი ქონების საკომპენსაციო თანხა - 72 683 ლარის ოდენობით, რაც მან მიიღო კიდეც. ამდენად, მას კიდევ გადასახდელი დარჩა 18 880 (91563-72683=18880) ლარი, რაც დამატებით უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს. შესაბამისად, ამ ნაწილში პირველმა ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ასანაზღაურებელი თანხა 36907 ლარის ოდენობით;
4.13. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
4.14. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა მეტალო-პლასტმასის საამქრო. მართალია, მისი ჩამორთმევა არ განხორციელებულა, მაგრამ მოსარჩელე საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის გამო იძულებული იყო მოეხდინა მისი დემონტაჟი და გადატანა იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი იშენებდა მისთვის ახალ საცხოვრებელ სახლს. შესაბამისად, ვიდრე ის დაწყებულ სხვა ადგილზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობისა და იქ განთავსებამდე, რასაც დაახლოებით 8 თვე დასჭირდებოდა, შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობაც შეჩერებული ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ვეღარ იღებდა შემოსავალს. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ 8 თვის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების გამო, ვერ მიიღო რა საშუალოდ თვეში 1000 ლარის შემოსავალი, რაც უნდა ჩაითვალოს მიუღებელ შემოსავლად და მოთხოვნა 8 000 ლარის ანაზღაურებაზე, როგორც ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, არის საფუძვლიანი, რის გამოც იგი სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ;
4.15. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება;
4.16. სასამართლოს ასევე საფუძვლიანად და გონივრულად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა - 8 თვის ბინის ქირის თანხის დაკისრებაზე 2 400 ლარის, თვეში 300 ლარის ოდენობით, ვინაიდან მოსარჩელე საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის გამო ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებამდე დარჩა უსახლკაროდ და ცხადია საჭიროებდა დროებითი თავშესაფარი. ასევე საფუძლიანია სასარჩელო მოთხოვნაც 550 ლარის ოდენობით თანხის დეპონირების საკომისიოს ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე არ აწვდიდა მას მის ანგარიშს, რის გამოც იგი იძულებული გახდა თანხა განეთავსებინა დეპოზიტზე;
4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.19. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.20. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ-----------------------სათვის ი-----–- ჯ----–--ის სასარგებლოდ 47 857 ლარიდან 36 907 ლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ------ დ-------------ს ი-----–- ჯ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საცხოვრებელი სახლის ღირებულების სხვაობა, 18 880 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ-----------------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ-----------------------სათვის ი-----–- ჯ----–--ის სასარგებლოდ 47 857 ლარიდან 36 907 ლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ს----------–---------------–--------------------- ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ------ დ-------------ს ი-----–- ჯ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საცხოვრებელი სახლის ღირებულების სხვაობა, 18 880 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;
6. საპროცესო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს რ--------–--------------------ა და ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ-----------------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქართველოს რ--------–--------------------ა და ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ-----------------------სათვის ი-----–- ჯ----–--ის სასარგებლოდ 47 857 ლარიდან 36907 ლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს რ--------–--------------------ა და ი---------------------------------------------–----- დ-–-------–---------------–------------------–-- გ------ დ-------------ს ი-----–- ჯ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 18 880 (თვრამეტი ათას რვაასოთხმოცი) ლარი (საცხოვრებელი სახლის ღირებულების სხვაობა);
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
5. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
ირმა პერანიძე
ინდირა მაშანეიშვილი