გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.07.2018
საქმის ნომერი
180310115723418
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/24-15

გ ა და წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06. 07. 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივნები - ბელა ოჩიაური, დიანა რთველიაშვილი, ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - ლ---------–---–-

 

წარმომადგენელი - ქ---------------

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

წარმომადგენელი - ს------------–--------–-------ვა

 

მოპასუხე - სს „ქართული ლუდის კომპანია“

 

წარმომადგენელი - თ---------------

 

მესამე პირი - შპს „----------------------------–-------------------

 

წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა და დავის შინაარსი;

 

2015 წლის 11 თებერვალს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ლ---------–---–-- მოპასუხეების ს-------------–---–----------------ს’’ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე მესამე პირის - შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ მიმართ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგ გარემოებები:

 

2006 წლის 30 ივნისს შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალურმა მეურნეობამ’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 1------ა ოდენობით, რაზეც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაფორმდა შესაბამისი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №---- რის შემდეგაც მცხეთის რაიონის, სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე არსებული 1------ა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ სახელზე.

 

2006 წლის 20 სექტემბერს შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ პარტნიორს - ცეკავშირსა და ფიზიკურ პირს ლ---------–---–- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ---------–---–- 2007 წლის 22 მაისს გორის საგადასახადო ინსპექციამ დაარეგისტრირა შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ 1---- -იანი წილის მესაკუთრედ.

 

როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, 2007 წლის 11 მაისს შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ დირექტორმა სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებით სახელმწიფოსგან 30.06.2006 წელს შესყიდული ეს მიწის ნაკვეთი (ფართი 1------ა) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ამასთან ქონების გაჩუქებასთან დაკავშირებით არ არსებობდა საზოგადოების პარტნიორის თანხმობა, რის გამო სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა უნდა ჩაითვალოს ბათილად და სადაო ქონება დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, რაც წარმოადგენს პარტნიორის ინტერესს.

 

სადაო ქონების ძირითადი ნაწილი ფართით 1------- 2011 წლის 4 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ს------------–---–--------------------011 წლის 19 აგვისტოს აღნიშნულ ნაკვეთი სს ;ქართული ლუდის კომპანიამ; მიუერთა სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთებს და საბოლოო ჯამში აღრიცხა კოდით 72.06.02.2-- ფარგლებში. ამ ნაკვეთის ფართია 2--------ვ.მ., საიდანაც 1------- წარმოადგენს შპს ”საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობის” კუთვნილ უძრავ ქონებას. მოსარჩელის განმარტებებით, აღნიშნული გარიგებები დადებულია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად, ისინი ამორალურ გარიგებებად უნდა იქნას მიჩნეული, რომელთა დადებით შეილახა შპს ”საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობის საკუთრების უფლება ამ ქონებაზე.

 

მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა;

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი 11.05.2007 წლის განცხადება შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე 1------ა მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ შორის გაფორმებული 2011 წლის 04 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოში მდებარე 1---------- მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი: 72.06.12.----

 

3. გაუქმდეს მოპასუხე სს ,,ქართული ლუდი კომპანიის’’ საკუთრების უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 72.06.02.2--, ფართი 245879 კვ.მ) ნაწილზე 1----- კვ/მ ოდენობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღრიცხული იქნას დამოუკიდებელ საკადასატრო ერთეულად და მასზე აღიარებული იქნას შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ საკუთრების უფლება;

 

4. მოპასუხემ - სს ,,ქართული ლუდი კომპანიამ’’ გამოათავისუფლოს და მოსარჩელეს ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს სასარჩელო მოთხოვნის მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება - მიწი ნაკვეთი ფართით 159 91- კვ/მ იმ საკაადასატრო საზღვრებში, როგორც ეს აღრიცხული იყო საკადასატრო კოდზე 72.06.12.----

 

სარჩელში მოსარჩელე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე სს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ აეკრძალოს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 72.06.02.2--) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. იმ მიზნით, რომ დაიბრუნოს სადაო ქონება და სრულყოფილად განახორციელოს მასზე საკუთრების უფლება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის დასრულებამდე შენარჩუნებილი იქნება სადავო ქონების დღეს არსებული სტატუსი და არ მოხდება მისი შემდგომი გასხვისება (მესაკუთრის ცვლილება) და მისი უფლებრივად დატვირთვა (უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება).

 

2015 წლის 12 თებერვალს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, ლ---------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ შორის 2011 წლის 04 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოში მდებარე 1---------- მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი: 72.06.12.---- მოპასუხე სს ;ქართული ლუდის კომპანიის; საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ მოპასუხის საკუთრებაში არსებულის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი (72.06.12.2-- ფართი 245879 კვ.მ) ნაწილზე 1-----კვ/მ ოდენობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის დამოუკიდებლად საკადასტრო ერთეულად აღრიცხვის და მასზე აღიარებული იქნას შპს ;საგურამოს ესპერიმენტალური მეურნეობის; საკუთრების უფლების აღიარების და ამ ნაკვეთის სს ;ქართული ლუდის კომპანიის; მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. განსჯადობის განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; ასევე ლ---------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ---------–---–-ს წარმომადგენლის დ--------–-------–---–-- შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და აეკრძალა მოპასუხე სს ;ქართული ლუდის კომპანიას; მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 72.06.02.2--.) გასხვისება და უფლებრივად დატირთვა. ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გასაჩივრებული იქნა სს ;ქართულის ლუდის კომპანიის; მიერ იმავე სასამართლოში, 2015 წლის 06 მარტის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2015 წლის 24 მარტის განჩინებით სს. ;ქართული ლუდის კომპანიის წარმომადგენლის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმე საჩივართან ერთად გაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. 2015 წლის 23 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განჩინებით მომჩივნის სს. ;ქართული ლუდის კომპანიის; საჩივარი მცხეთის რაონული სასამართლოს ადინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მცხეთის რაიონული სასამართლოს #2/68-15 სამოქალაქო სამართლის წესით განხილული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

2016 წლის 18 თებერვალს სს ;ქართული ლუდის კომპანიის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვეს დაკმაყოფილდეს განცხადება და მოსარჩელე ლ---------–---–- მოეთხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის ანაზღურების უზრუნველყოფა და გადახდეს დღეს საქართველოს ეროვნულის ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 5-------------------------–--------------------------------–--------------–------------------- ევროს ეკვივალენტის ლარის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნული მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი გარემოებით, კერძოდ, 2015 წლის 19 ივნისის კომპანია KHS GmbH-სა სს. ;ქართულის ლუდის კომპანიას; შორის გაფორმდა მოწყობილობის მიწოდების და მონტაჟის #190615 ხელშეკრულება, რომლითაც კომპანია KHS GmbH--მა როგორც გამყიდველმა იკისრა შესაბამისი მოწყობილობების წვენების ჩამოსასხმელი ხაზის მიწოდების და მონტაჟის ვალდებულება, ხოლო სს. ;ქართულ ლუდის კომპანიამ; როგორც მყიდველმა ხელშეკრულების ფასის 5----------------–------------------–----------- ევროს გადახდის ვალდებულება. თუმცა KHS GmbH - მა ეჭვის ნიშნის ქვეშ დააყენა სს. ;ქართული ლუდის კომპანიის; მიმართ მისი სამომავლო მოთხოვნების უფლების პრაქტიკული და სრულყოფილი რეალიზაციის შესაძლებლობა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ სს. ;ქართული ლუდის კომპანიას; საკუთრებაში არსებულ ქონებაზე რომელზეც უნდა მოხდეს შესაბამისი მოწყობილობის მიწოდება, მონტაჟი სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე KHS GmbH-ს მიაჩნია, რომ არსებობს აღნიშნული ქონების მესაკუთრის შეცვლის რისკი, რაც თავის მხრივ უარყოფითად იმოქმედებს სს. ;ქართული ლუდის კომპანიის; აქციების ფასზე, რომლებიც KHS GmbH-ს სასარგებლოდ გირავნობით უნდა დაიტვირთოს. გარდა ამისა გაურკვეველი იქნება, როგორც შესაბამის ტერიტორიაზე გათავსებული მოწყობილობების შენახვის და ექსპლოატაციის პირობების დაცვის საკითხი, ასევე სს. ,,ქართულის ლუდის კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტური შესაძელებლობებიც. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით კომპანიას ადგენა პირდაპირ და უშუალო ზიანი, რაც ერთ შემთხვევაში გამოიხატება საბანკო გარანტიის გაცემის მომსახურების საკომისიო თანხასა და საბანკო გარანტიის საპროცენტო სარგებელში, ხოლო მეორე შემთხვევაში ავანსის სახით გადახდილი თანხაში, რომელიც საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში კომპანიას არ დაუბრუნდება.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით ს-------------–---–----------------ს” წარმომადგენლის თ---------------- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

2018 წლის 07 მარტს ს-------------–---–----------------ს” წარმომადგენელმა განცხადებით მომართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა დაკმაყოფილდეს განცხადება და ლ---------–---–- დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის დაკისრება და 9-----------–არის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსებული ღონისძიება, რომელიც ერთადერთი საწარმოო ფართზე იპოთეკით დატვირთვის აკრძალვას გულისხმობს კომპანიას პრაქტიკულად ართმევს როგორც შესაბამისი პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობას ასევე ყოველდღიურ რეჟიმში გამოუსწორებელი ფინანსურ ზიანს აყენებს. კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკტან სს ,,ქართული ლუდის კომპანია” ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას შეღავათიანი პირობებით გრძელვადიანი დაფინანსების მიღების თაობაზე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებისა და კომერციული ბანკებიდან აღებული სესხის რეფინანსირების მიზნით, რომლის წარმატებით დასრულებისა და მოსალოდნელი დაფინასების მიღების შემთხვევაში მხოლოდ კომერციული ბანკებიდან აღებული სესხების ჩანაცვლების შემთხვევში კომპანია მიიღებდა მნიშვნელოვან შეღავათს საპროცენტო ხარჯების დაზოგვის გზით 2016 წლის 18 ივლისიდან 2017 წლის 05 ნოემბრამდე პერიოდში - 247 346.7- ლარის ოდენობით. ამდენად განმცხადებელი უთითებს, რომ იმის გამო რომ განსახილველი საქმის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად არსებულმა საჯარო სამართლებრივმა შეზღყდვამ არ მისცა კომპანიას საწარმო უძრავი ქონების EBRD სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა, რის გამოც ვერ მიიღო დაფინანსება და ვერ მოახდინა კომერციულ ბაკებში არსებული კერედიტების რეფინანსირება, კომპანიისათვის მიყენებულმა ზიანმა მხოლოდ ზემოაღნიშნულ დროის მონაკვეთში შეადგინა 247 346.7- ლარი. EBRD - სა და სს ქართული ლუდის კომპანიას შორის წარმართული ხანრგძლივი მოლაპარაკების შედეგად 2016 წლის 15 იანვარს მხარეთა ხელმოწერით შედგა დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა ბაზისი შეთავაზებული დაფინანსების მოსამზადებლად. მითითებული დოკუმენტის შესაბამისად, EBRD - სა გამოთქვამს ინტერესს დააფინანსოს სს ,,ქართული ლუდის კომაპანიის” პროექტი - პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და სესხების რეფინანსირების გზით, მისთვის 10 მილიონამდე ევროს ოდენობის სესხის გამოყოფით 07 წლამდე პერიოდით. ამავე დოკუმენტით განისაზღვრა დაფინანსების ინდიკატიური პირობები, რას სხვა ვალდებულებებთან ერთად მოიცავდა კომპანიის კუთვნილი მიწისა და შენობების იპოთეკით დატვირთვას. შესაბამისად, კომპანიის უძრავ ქონებაზე ლ---------–---–-ს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ, რომელიც კრძალავას კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებასა და იპოთეკით დატვირთვას შეუძლებელი გახადა EBRD - ისგან ხელსაყრელი, 2016 წლის 15 იანვარს შემდგარი დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებით დაფინანსების მიღება. ამავე, დოკუმენტის შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრა, რომ კომპანიის დაეკისრება ვალდებულება, აუნაზღაუროს EBRD - ს ყველა ხარჯი, რასაც ის გასწევს და რომლის ინვოისსაც ის წარუდგენს კომპანიას დაფინანსების გამოყოფისა და ფინანსური და სხვა დაკავაშირებული დოკუმენტაციის მომზადების, შედგენის, მოლაპარაკებებისა და განხილვის პროცესში, რაც მოიცავს პერსონალის სამგზავრო, ტექნიკურ საკონსულტაციო და გარე იურიდიულ მომსახურებებთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში, რადგან არ მოხდა დაფინანსების მიღება, წარდგენილი ინვოისის შესაბამისად სს ,,ქართული ლუდის კომპანიამ” აუნაზღაურა EBRD - ს 47 850 ევროს ოდენობის ხარჯი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 124 8669.3- ლარს შეადგენდა. ამდენად, აღნიშნული თანხა მიეკუთვნება ს-------------–---–----------------სათვის” ლ---------–---–-ს სარჩელის საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებულ პირდაპირ ზიანს. ამასთან, EBRD - ის უფლებამოსილმა პირმა კომპანიას აცნობა, რომ სამომავლოდ დაფინანსების ხელმისაწვდომობა დამკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებ კომპანია EBRD - ის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულების უზრუნვეყოფას, მათ შორის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ძირითადი ლუდსახარაშისა და სასაწყობე სათავსოების იპოთეკით დატვირთვის გზით, რომელიც არ უნდა იყოს დატვირთული ვალდებულებით და უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ტიტული. ამდენად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ ლ---------–---–- უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხისათვის EBRD - ისგან დაფინანსების მიუღებლობით მიყენებული ზიანის უზრუნველყოფა ჯამში 372 216.1- ლარის ოდენობით. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,ქართული ლუდის კომპანიამ” მიიღო 2-----–----- ლარის ობლიგაციების განთავსებისა და სარეიტინგო კომპანიასათან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ს-------------–---–----------------ს” მიერ ობლიგაციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო ობლიგაციის გამოშვების არაერთი უპირატესობით, მათ შორის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებისა და დაფინანსების ინსტრუმენტის მოქნილობის საჭიროებებით. ამასთან ობლიგაციების საპროცენტო სარგებლის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის შიდა და გარე პარამეტრზე, მათ შორის საკრედიტო რეიტინგზე, ფინანსურ შედეგზე, ასევე სექტორში არსებულ საკრედიტო რეიტინგზე, ფინანსურ შედეგებზე , ასევე სექტორში არსებულ გარემოებებზე. კომპანია, რომელსაც კარგი საკრედიტო რეიტინგი აქვს ნაკლები საკრედიტო რისკის მატარებლად ითვლება და შესაბამისად, მისთვის ობლიგაციების გამოშვება ნაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული. თუ კომპანიის საკრედიტო რეიტინგი B ან უკეთესია მაშინ ობლიგაციის ფასიანი ქაღალდი სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის რესურსის შეღავათით. B ან უკეთესი საკრედიტო რეიტინგის არარსებობის შემთხვევაში ობლიგაციის გამოშვების რესურსი არ სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული შეღავათით, რაც ფულადი რესურსის გაძვირებაში აისახება, ხოლო აღნიშნული გაძვირება ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთს ზრდის დაახლოებით 3%-ით. შესაბამისად, განმცხადებლის განმარტებით ს-------------–---–----------------ს” მიერ 2-----–----- ლარის ობლიგაციის გამოშვების პირობებში ობლიგაციის წლიური საპროცენტო განაკვეთი B საკრედიტო რეიტინგზე უარესი საკრედიტო რეიტინგის მიღწევის შემთხვევაში 600 000 ლარით გაიზრდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს-------------–---–----------------სათვის” 2-----–----- ლარის ოდენობის ობლიგაციების განთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, არსებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზიანი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 6--------–----, რაც სარეიტინგო კომპანიის მხრიდან მისთვის დაბალი სარეიტინგო ქულის მინიჭების პირობებში ობლიგაციის გაზრდილ საპროცენტო ხარჯში გამოვლინდება. ამდენად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ ლ---------–---–- ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიებით მოპასუხისათვის ობლიგაციის გაზრდილი საპროცენტო ხარჯით მიყენებული ზიანის უზრუნველყოფა 600 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადბელი ითხოვს ლ---------–---–- დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის დაკისრება და 972 216,1- ლარის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განჩინებით ს-------------–---–----------------ს” შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

2018 წლის 27 მარტს მცხეთის რაიონულ სასამართლოს საქმის წარმოების განხლების შესახებ განხადებით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

 

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წლის 22 ივლისის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გამოტანილ განჩინებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ლ---------–---–-ს სამოქალაქო სარჩელზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისად, მოპასუხე ითხოვს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,გ” პუნქტის და 283-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებას. განცხადებას, თან ერთვის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. (იხ. 2018 წლის 26 მარტის #04/2--9 წერილი თანდართული მასალებით)

2018 წლის 28 მარტს მცხეთის რაიონულ სასამართლოს განჩინებით საქმეზე (#3/24-15) განახლდა საქმის წარმოება.

 

2018 წლის 26 აპრილს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის ლ---------–---–-ს წარმომადგენელმა ქ---------------მ და ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედოს ს-------------–---–----------------ს” (ს------------) საბანკო ანგარიშებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში. განმცხადებლის განმარტებით, მხოლოდ უძრავ ნივთთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დავის მაშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით მოსარჩელე ლ---------–---–-ს წარმომადგენლის ქ---------------ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

2018 წლის 02 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჩივრით მომართა მოსარჩელე ლ---------–---–-ს წარმომადგენელმა ქ---------------მ და ითხოვა: გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება (საქმე №3/24-15), რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განჩინებით ლ---------–---–-ს წარმომადგენლის ქ---------------ს საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განჩინებით ლ---------–---–-ს წარმომადგენლის ქ---------------ს საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილისა საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. (ახალი რედაქციის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით. (7.03.2018 N2035)

 

2018 წლის 06 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის ლ---------–---–-ს წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, შემდეგი;

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ შორის გაფორმებული 2011 წლის 04 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოში მდებარე 1---------- მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი: 72.06.12.----

 

2. გაუქმდეს მოპასუხე სს ,,ქართული ლუდი კომპანიის’’ საკუთრების უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 72.06.02.2--, ფართი 245879 კვ.მ) ნაწილზე 1----- კვ/მ ოდენობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღრიცხული იქნას დამოუკიდებელ საკადასატრო ერთეულად. (იხ. 2018 წლის 06 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

ხოლო თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში რითაც ითხოვდა რომ მოპასუხემ - სს ,,ქართული ლუდი კომპანიამ’’ გამოათავისუფლოს და მოსარჩელეს ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს სასარჩელო მოთხოვნის მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება - მიწი ნაკვეთი ფართით 159 91- კვ/მ იმ საკაადასატრო საზღვრებში, როგორც ეს აღრიცხული იყო საკადასატრო კოდზე 72.06.12.---- მოსარჩელის წარმომადგენელმა ქ---------------მ თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად მოთხოვნის ან ნაწილში სარჩელი გაიხმოს და საოქმო განჩინებით სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში დატოვებული იქნა განუხილველი (იხ. საოქმო განჩინება)

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეში წარმოდგენილ შესაგებელს და მიჩნია, რომ მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)

 

2.2.2 მოპასუხე - სს „ქართული ლუდის კომპანიის “ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეში წარმოდგენილ შესაგებელს და მიჩნია, რომ მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ შესაგებელი)

 

2.2. მესამე პირის პოზიცია;

 

მესამე პირი შპს „----------------------------–------------------- რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ.(იხ. 2018 წლის 06 ივნისის და 29 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობა’’ დაფუძნებულია 1998 წლის 04 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს №------- დადგენილებით, რომლის თანახმად საზოგადოების ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორია საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი - ეროვნული ალიანსი (ცეკავშირი). საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ცეკავშირის გამგეობის წილი შეადგენდა 1-----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ წესდება (ს.ფ. 20-27. ტომი 1)

 

3.1.2. 2000 წლის 4 მაისის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების თანახმად მცხეთის რაიონის გამგეობას და შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობას’’ შორის 49 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, 2------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, (მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო. შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობამ’’ 2006 წლის 30 ივნისს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო’’ დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 1------ა ოდენობით, (მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო), რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ სახელზე და მიენიჭა კოდი: 72.06.02.0--. (გამოსასყიდი თანხა 6------ გადახდილი თანხა 3------ რამაც შეადგინა გამოსასყიდი თანხის 50% .)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. სარჩელი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2006 წლის 30 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №183 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 29-30. ტომი 1)

 

3.1.3. ცეკავშირის გამგეობის 2006 წლის 15 ივნისის №14 სხდომის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერტაივის ცენტრალური კავშირის გამგეობის მიერ თანამშრომელთა ხელფასების, სატელეფონო მომსახურების და ბიუჯეტთან ანგარიშწორების დაფარვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობაში’’ცეკავშირის 1---–--–-- გასხვისების შესახებ, წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაევალა ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარეს მ----------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ცეკავშირის გამგეობის 2006 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმის №14 (ტომი 1. ს.ფ. 33 )

 

3.1.4. 2006 წლის 20 სექტემბერს შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ პარტნიორს ,,ცეკავშირსა’’ და ფიზიკურ პირს ლ---------–---–- შორის დაიდო წილის განვადებით გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №-------- აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ საწესდებო კაპიტალის ,,საქართველოს სამომხმარებლოს კოოპერატივების ცენტრალური კავშირის - ცეკავშირის’’ კუთვნილი წილი - 1---- ფასი 2-------–არი. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ძალაში შესვლის დროდ განისაზღვრა სანოტარო წესით დამოწმებისა და სამეწარმეო რეესტრში სათანადო ცვლილების შეტანის დღიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ წილის განვადების ხელშეკრულება ( ტომი 1. ს.ფ. 38-41)

 

3.1.5. 2006 წლის 08 დეკემბერს ,,ცეკავშირის’’ გამგეობის თავმჯდომარემ მ---------- მიმართა გორის საგადასახადო ინსპექციას შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობას’’ დაუდგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ 2006 წლის 20 სექტემბრის წილის განვადებით გაყიდვის ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 506-ე, 507-ე და 508-ე მუხლის მოთხოვნებს და მხარეს მიეცა 15 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის - ცეკავშირის’’ წარმომადგენლის მ-------------ის 2006 წლის 08 დეკემბრის მიმართვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება №---------------. ( ტომი 1. ს.ფ.42-43; 44)

 

3.1.6. გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 მაისის №140 ბრძანების თანახმად განხორციელდა ცვლილება შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ სამეწარმეო რეესტრში და გაიცა ახალი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ ერთადერთ დამფუძნებელი პარტნიორს წარმოადგენს ლ---------–---–-, მისი წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 1---- საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენს 2-------–არს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. სარჩელი. გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 მაისის ბრძანება №140 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ( ტომი 1.ს.ფ. 45-46.)

 

3.1.7. 2007 წლის 11 მაისს შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის’’ დირექტორმა გ------------- სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებით, ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ( შპს ,,საგურამოს სასათბურე მეურნეობის’’ დირექტორის მ---------- 2007 წლის 10 მაისის თანხმობის წერილი) , შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური სასათბურე მეურნეობის’’ კუთვნილი ქონება 1------ა მიწის ნაკვეთი (ს/კ 72.06.02.0--; მდებარე : მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,საგურამოს სასათბურე მეურნეობის’’ დირექტორის გ. ბაქრაძის 2007 წლის 10 მაისის წერილი №1 ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მ---------- 2007 წლის 11 მაისის წერილი №04-1/18 შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური სასათბურე მეურნეობის’’ დირექტორის გივი ბაქარაძის 2007 წლის 11 მაისის განცხადება (რეესტრში რეგისტრაციის №1-11-2) (ს.ფ. 47- 49. ტომი 1)

 

3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 ივლისის №882009223558 გადაწყვეტილებით განხორციელდა №72.06.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების დაყოფა 2 ნაკვეთად: 1) ს/კ 72.06.12.2--- ფართი 4672 კვმ და 2) ს/კ 72.06.12.---- ფართი 1----- კვმ. ორივე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვა №------ 17.08.2007წ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვა №----- 22.08.2007წ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვა №2/267 დამოწმების თარიღი: 31/05/2007წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ 51-56. ტომი 1)

 

3.1.9. სს ,,ქართული ლუდი კომპანიამ’’ 2011 წლის 04 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან შეიძინა 1----- კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: მცხეთის რაიონის სოფელი საგურამო (ს/კ 72.06.12.2---- აღნიშნული უძრავი ქონება სს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ გააერთიანა სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთებთან და საბოლოოდ საჯარო რეესტრში ს-------------–---–----------------ს’’ სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 72.06.02.2--. რომელიც მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

04.07.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 57, ტომი 1)

საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 64-69, ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები იმ გარემოებას, რომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---------–---–-ს დაზუსტებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქრთველოს სამოქალაქო კოდექსი, საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად 1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. 3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

6.2. დადგენილია, რომ 2006 წლის 20 სექტემბერს შპს ;საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის; (ს/ნ.23-031922) პარტნიორ ;ცეკავშირსა; და ლ---------–---–- შორის გაფორმდა შპს ;საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის; 100% წილის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებმა მისი რეგისტრაციის მიზნით მიმართეს გორის საგადასახადო ინსპექციას. საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის #1-1 ბრძანებით ;შპს საგურამოს ექსპერიმენტალურ მეურნეობას; უარი ეთქვა სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანაზე. ხოლო მოგვიანებით 2007 წლის 22 მაისის საგადასახადო ინსპექციის #--- ბრძანებით განხორციელდა ხელშეკრულების რეგისტრაცია და სამეწარმეო რეესტრში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება.

 

2007 წლის 11 მაისს შპს ;საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის; დირექტორმა ასევე პარტნიორის ;ცეკავშირის გამგეობის თანხმობით სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა შპს ;საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის; კუთვნილი ქონება (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1------ა მდებარე მცხეთის რაიონის სოფ. საგურამოში და მასზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება სარეგისტრაციო განცხადება #7206020--) მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 23 ივნისის #23.0------ანკარგულებით (რაც სარჩელით დავის საგანს არ წარმოადგენს) და მის საფუძველზე 2011 წლის 04 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სს ;ქართული ლუდის კომპანიას; შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს (სს ;ქართული ლუდის კომპანიას;) პორობადადებულ საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 6---- კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა #1 განაშენიანების ფართით 250 კვ.მ. შენობა #2 განაშენიანების ფართით 1------ კვ.მ (ს/ნ. 72.06.02.2--) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 1---- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა #1, #2 (ს/კ 72.06.02.2--) და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 15 991- კვ.მ. არასასოფლ-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 72.06.12.----) 2012 წლის 31 დეკემბრამდე მითითებულ მიწის ნაკვეთებზე ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ქარხნის შენების პირობით. მიმდინარე ეტაპზე მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული და სამინისტროს მიერ დადასტურებულია.

 

დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით საქმე (#2/68-15) არ დაკმაყოფილდა შპს ;საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის; სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მიმართ 2007 წლის 11 მაისის განცხადების (გარიგების), შპს ,,საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის” კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე 1------ა მიწის ნაკვეთის (ს/კ 72.06.02.0--) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის №1-11-2) ბათილად ცნობის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის (კანონიერ ძალაში) შესული განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ;ბ და ;ზ; ქვეპუნქტების თანახმად დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა და შეწყდა ლ---------–---–-ს სამოქალაქო სარჩელზე საქმის წარმოება 2007 წლის 11 მაისის განცხადების შპს ;საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის; კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე 1------ა. მიწის ნაკვეთის (ს/კ 72.06.02.0--.) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის #1-11-2) მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. (იხ.მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება საქმე (#2/68-15) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 მარტის განჩინება საქმე #2ბ-4011-2016. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის საქმე #ას-1053-973-2017 განჩინება) რაც სრულიად შესაბამისობაში მოდის საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

შესაბამისად 2007 წლის 11 მაისის გარიგება, რომლის მიხედვითაც სადაო მიწის ნაკვეთი აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასევე იურიდიული ძალის მქონეა დასახელებული გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხოციელებული ტრანზაქცია მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე. შესაბამისად აშკარაა და ცალსახაა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად ქონება აღირიცხება ისევ სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. ამდენად სარჩელის დაკმაყოფილებით სახეზე არ არის მხარის იურიდიული ინტერესი ვინაიდან ლ---------–---–-სათვის არ იქნება რაიმე იურიდიული შედეგის და სამართლებრივი სიკეთის მომტანი.

 

6.3. დაუსაბუთებლი და უსაფუძვლოა მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის 2011 წლის 04 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც სს „ქართული ლუდის კომპანიას“ პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 1----- კვ.მ მიწის ნაკვეთი მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდით: 72.06.12.---- აღნიშნული ხელშეკრულება მხარებს შორის გაფორმებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოსარჩელე ვერ უთითებს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ. ხელშეკრულების გაფორმების მომენტში საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და იმაზე სავარაუდო აპელირება, რომ შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული არ დასტურდება, იმთავითვე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი) 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

შესაბამისად, სს „ქართული ლუდის კომპანია“ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რომელმაც სადავო უძრავი ქონების შესყიდვის სანაცვლოდ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური - 1 ჰექტარზე 1000 ლარის ოდენობით, ჯამურად სადავო უძრავ ქონებაზე - 15991.3 ლარი და იკისრა საპრივატიზებო ქონების ტერიტორიაზე 2012 წლის 31 დეკემბრამდე ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის, ასევე ამ მიზნით 2-----–----- ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებები, რაც სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული მის მიერ. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულებას იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა და მისთვის ცნობილი იყო ან შეიძლება ცნობილი ყოფილიყო საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ, სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი.

 

ზემოაღნიშნული მოთხოვნა ასევე ხანდაზმულია, რაც დამატებით გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის გაფორმებულია 04.07.2011 წელს, ხოლო სარჩელი შეტანილია 11.02.2015 წელს. ამასთან, მოსარჩელე შპს „საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობის“ პარტნიორია 22.05.2007 წლიდან და შესაბამისად ამ დროიდან მას უნდა სცოდნოდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარედგინა თავისი პრეტენზია თუ მოთხოვნა, რაც არ გაუკეთებია.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული მოთხოვნა სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: 72.06.02.2--, ფართობი 245879 კვ.მ) ნაწილზე 1----- კვ.მ ოდენობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად აღრიცხვის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად 1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის ნაწილის ;ე; ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ; ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ;ა; ;ა.ა; ქვეპუნქტების თანახმად 3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; ამავე კოდექსის მე-40 მუხლი შესაბამისად 1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 3 სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილოის ;ი; ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით; მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია სარჩელის ფასი, რაც შეადგენს 2----–-------–– დოლარის ექვივალენტი ლარს, ხოლო სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სარჩელის ფასიდან გამომდინარე 3----------------- ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან მოსარჩელს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად და დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივუთითებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 თებერვლის Nბს-1-30-1-15(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. (იხ. სს ;ქართული ლუდის კომპანიის; მიერ წარმოდგენილი განცხადება 25.06.2018 წლის ხარჯების დაკისრების თაობაზე რაც შეადგენს 4----- ლარის ოდენობას) ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ მის მიერ წარმომადგენილის მომსახურებისთვის გონივრულ ფარგლებში გადახდილი ხარჯის 3----------------- ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე სს ;ქართული ლუდის კომპანიას; მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 72.06.02.2--.) გასხვისება და უფლებრივად დატირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3, მე-4, მე-1-, 251-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991 -ე, 2---ე, 2---ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-7-ე და 3-9-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ლ---------–---–-ს დაზუსტებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე. 3. მოსარჩელე ლ---------–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. 4. მოსარჩელეს ლ---------–---–- დაეკისროს მოპასუხის სს „ქართული ლუდის კომპანიის -ს “ სასარგებლოდ მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გონივრულ ფარგლებში გადახდილი ხარჯის 3----------------- ლარის ანაზღაურება. 5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.მცხეთა სამხედროს ქ.#17) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

მოსამართლე კობა გოცირიძე