განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
150210018002260127
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150210018002260127

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5530-18 6 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი – ა------------------ი

წარმომადგენელი – დ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები – მ--------------ე, ნ--------------ე

წარმომადგენელი - ე--------------–--ე

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხეების - ა------------------ისა და მ--------------------ათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ, სოლიდარულად, 15,960 (თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ--------------ისა (---------------) და ნ--------------ის (---------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ა------------------ს (პ--------------- მოსარჩელეების მ--------------ისა (---------------) და ნ--------------ის (---------------- სასარგებლოდ დაეკისრა 15.960 (თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის გადახდა; მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე მ-------------------- მიმართ თანხის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 59-ე, 68-69-ე, 323-ე, 506-ე და 976-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ------- და ნ--------------ეებმა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის შესახებ შეთანხმების არსებობა, მაშინ როდესაც მხარეები რეალურად ქირავნობის სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ.

 

5.2. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო სამართალურთიერთობაში ს--------------------ს მონაწილეობის ფაქტი. ქირავნობის შესახებ შეთანხმება უშუალოდ მხარეებს შორის შედგა და ს---–---------–--------–------------- მოსარჩელეებს სწორედ, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაეცათ სარგებლობაში, რაც ს--------------------სათვის ვერ იქნებოდა ცნობილი. (მტკიცებულება: მოპასუხის ახსნა-განმარტება).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

9.1. მოპასუხეების მ--------------------ა და ა-----------------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ნ----–------, ს------–---------–----ა, ნა-------------–----–-------------–--------------------------------------------–------------------------------- საკადასტრო კოდით: #6------------------–-–---------------- ცხოვრობდნენ მ--------------ე და ნ--------------ე.

 

9.2. 2----–-–--------------------------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხე მ-------------------- არის 2----–-–------------------ გარდაცვლილი მ-----–---------------- მეუღლე და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე და მან ფაქტიური დაუფლების გზით მემკვიდრეობით სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება.

 

9.3. 2----–-–---------------ს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საცხოვრებელი სახლი მდებარე ნ----–------, ს------–---------–----ა, ნ--------------–----–-------------–------------------------------------------–---------------------------. საკადასტრო კოდით: #------------ საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია მ-------------------- (პ/ნ 3----------- სახელზე.

 

9.4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის #-------7 გადაწყვეტილებით მ-------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ--------------ე და მ--------------ე მათ ოჯახის წევრებთან და ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ ნ----–----------------ს ს------–--------–-----–- მდებარე, საკადასტრო კოდით #------------ ბინიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ--------------------

 

9.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2----–-–------------–------------- განჩინებით, მ--------------ისა და ნ--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2--------- გადაწყვეტილება მ--------------ის და ნ--------------ის ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი. უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2--------- გადაწყვეტილება მ--------------ის და ნ--------------ის (ნივთებთან ერთად) უძრავი ქონებიდან გამოსახლების ნაწილში.

 

9.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2----–-–------------–------------- განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების თანახმად: „მოპასუხეების (მ--------------ისა და ნ--------------ის) მტკიცების ტვირთი იყო წერილობითი ხელშეკრულების წარდგენა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ან მომავალში ასეთი ხელშეკრულების დადების ვალდებულების წარმოშობის შესახებ. საქმეში ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება. შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს შესაგებელში მითითებული გარემოების დამტკიცება და ვერ დაადასტურეს სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერება. რაც შეეხება საკითხს, მოპასუხეებს გადახდილი აქვთ თუ არა თანხა მოსარჩელის ვაჟისათვის (ა------------------ისათვის) და თუ აქვთ გადახდილი რა ოდენობით, აღნიშნული არ წარმოადგენს წინამდებარე დავაში მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი 16,000 ლარის დაბრუნებაზე განუხილველად იქნა დატოვებული სარჩელის გახმობის გამო“.

 

10. 2----–-–-------------- მ------- და ნ--------------ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოპასუხეებისათვის - ა-----------------------------------თვის სოლიდარულად, 1----- ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის შესახებ ზეპირი შეთანხმების არსებობა და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის 1----- ლარის გადაცემის ფაქტი, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი. აღნიშნულ დასაბუთებას არ ეთანხმება აპელანტი და მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ მხარეები ერთმანეთთან არა ნასყიდობის, არამედ ქირავნობის სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ, რაც მოთხოვნის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.

 

11. სააპელაციო პალატა არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

11.1. სააპელაციო პალატა უწინარესად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელეთა კუთვნილი ხელფასიდან ჯამში 1----- ლარის მიღების ფაქტი, რომელიც მათივე განმარტებით, წარმოადგენს ქირის თანხას, რომელსაც მოსარჩელეები იხდიდნენ ყოველთვიურად, 4----–– დოლარის ოდენობით.

 

11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტი მხარე აღიარებს სადავო თანხის მიღების ფაქტს, მას აკისრია იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მითითებული თანხა სამართლებრივი საფუძლით, სწორედ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იქნა გადახდილი.

 

11.3. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

11.4. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დასადგენად, თუ რა სახის გარიგება არსებობდა მხარეთა შორის, საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ ოთხი მოწმის ჩვენება, საიდანაც ორი მოწმე (ბ-------------- და ს--------------------) განმარტავს, რომ ყოველთვიურად 4----–– დოლარის გადახდა ხდებოდა უძრავი ქონების შესყიდვის მიზნით, ხოლო ორი მოწმე (ს---------------------------------------ი) მიუთითებს, რომ მხარეები ერთმანეთთან ქირავნობის სამართალებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ.

 

11.5. პალატა განმარტავს, რომ წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით წარმოადგენენ მტკიცებულებას და ამ მხრივ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევა, მოწმის ჩვენება უფრო კრიტიკულად უნდა იქნეს შეფასებული. თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით (მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით) და ინტერესებით. გასათვალისწინებელია ასევე გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. მართალია, მოწმე, როგორც წესი, არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაინტერესებული პირი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს საქმის გადაწყვეტის შედეგით სხვაგვარი დაინტერესება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული, ნათესაური ურთიერთობებით, სიმპათიითა და ანტიპათიით, სამსახურებრივი ურთიერთკავშირებით. ყოველივე აღნიშნული, ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა ითვალისწინებს, მოწმის მიერ მითითებული ინფორმაცია თუ რამდენად შესაბამისობაშია სხვა მტკიცებულებებთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ორი მოწმიდან, რომლებიც ქირავნობის ხელშეკრულების არსებობაზე მიუთითებენ, ერთი (ს-----------------ი) მოპასუხეთა სიძეა, ხოლო მეორე (ა----------------- მოპასუხეთა ქალიშვილი, ანუ წარმოადგენენ მოპასუხეთა ახლო ნათესავებს, რაც თავისთავად არ განაპირობებს მათი ჩვენებების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ წარმოადგენს მათი კრიტიკული შეფასების საფუძველს. მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოწმეთა ჩვენებები გამყარებული იყოს დამატებითი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებებით. საგულისხმოა გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოპასუხე მხარის მტკიცება ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ ნ----–----------------ს ს------–--------–-----–- მდებარე საცხოვრებელი სახლისათვის ყოველთვიურად 4----–– დოლარის ოდენობით ქირის თანხა სრულიად შეუსაბამო ფასი იყო, რადგან სახლი არ იყო კეთილმოწყობილი, არ ჰქონდა სველი წერტილები და არ იყო გაზიფიცირებული. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს საქმეში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება (მაგ: აუდიტორული დასკვნა), რაც გააქარწყლებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და სააპელაციო პალატას დაარწმუნებდა მასში, რომ მითითებული ქირის ფასი სადავო უძრავი ქონებისათვის თანაზომიერი იყო. ასეთ ვითარებაში კი ორი - მოპასუხეთა ახლო ნათესავი მოწმის ჩვენება, რომელსაც უპირისპირდება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, პალატის მოსაზრებით, არასაკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულად მიიჩნიოს.

 

11.6. ამდენად, სააპელაციო პალატამ ერთობლიობაში შეაფასა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ აპელანტმა მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მხარეთა შორის ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობების არსებობას დაადასტურებდა.

 

12. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს.

 

12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლადრაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლების გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

12.2. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

12.3. განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღეს მოსარჩელეებისაგან 1----- ლარის ოდენობით თანხა. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

14. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე