გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
150210018002260127
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210018002260127

საქმე # 2/5-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე

მოსარჩელეები _ მა-----ა გო---ე, ნო---რ გო---ე

წარმომადგენელი - ეკ--------ა აბ-–--ე

მოპასუხეები _ მა----მ ჰო--------ი, არ---მ ჰო--------ი

წარმომადგენელი _ ნო---რი გვ-------ე, სმ---- ხო-------ი

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

დავის საგანი _ თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს არ---მ ჰო--------სა და მა----მ ჰო--------ს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15,960 (თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის გადახდა.

სარჩელის თანახმად 2016 წლის მაისის თვეში მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის მოხდა ზეპირი შეთანხმება მასზედ, რომ მოპასუხეები მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს, მდებარეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში, გაასხვისებდნენ მოსარჩელეებზე 15,000 აშშ დოლარად. მოპასუხეთა განმარ---ბით სახლი ირიცხებო--- მა----მ ჰო--------ის მეუღლისა და არ---მ ჰო--------ის აწ გარდაცვლილი მამის მე--–-ნ ჰო--------ის სახელზე. მოპასუხეები შეჰპირდნენ, რომ მოაგვარებდნენ მემკვიდრეობის მიღების საკითხს და გარდაცვლილი მე--–-ნ ჰო--------ის სამკვიდრო ქონებას დაირეგისტრირებდა მა----მ ჰო--------ი, ხოლო უძრავი ქონების ღირებულების თანხის სრულად დაფარვის შემდეგ მოსარჩელეებს გადაუფორმებდნენ საკუთრების უფლებით უძრავ ქონებას - საკარმიდამო ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. მხარეები ასეე შეთანხმდნენ რომ მოსარჩელეები თანხას გადაიხდიდნენ ნაწილ-ნაწილ და თანხას მათი ხელფასიდან გადაუხდიდა მათი დამსაქმებელი სე----ნ კი----------ი, რომელსაც მოპასუხეები კარგად იცნობდნენ. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელეები გადავიდენ საცხოვრებლად ჰო--------ების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 2016 წლის 23 ივნისს. მოსარჩელეთა განმარ---ბით ისინი მუშაობენ სე----ნ კი----------ის კუთვნილ ფერმაში. მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეთა კუთვნილი ხელფასიდან მოპასუხეებისათვის მათ გადახდილი აქვთ 15,960 ლარი, რაზეც შედგენილია გრაფიკი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას აპირებდნენ უახლოეს ვადაში. აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების მოთხოვნით. ჰო--------ებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდეს ის გარემოება, რომ თითქოსდა მათ გო---ეებს მიაქირავეს მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი თვეში 460 აშშ დოლარად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც საცხოვრებელი სახლი არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვს სველი წერტილები და არც გაზიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული თანხა კი სრულიად შეუსაბამოა. სარჩელის ჩაბარებისა და მასალების გაცნობის შემდეგ მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ მა----მ ჰო--------ს 2017 წლის 16 აგვისტოს მიუღია სამკვიდრო მოწმობა მეუღლის დანაშთ ქონებაზე, მათ შორის გო---ეებისათვის უკვე მიყიდულ სახლზე. მა-----ა გო---ესა და ნო---რ გო---ეს სურვილი აღარ აქვთ შეიძინონ მა----მ ჰო--------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და ისინი ითხოვნენ მათ მიერ გადახდილი თანხის - 15,960 (თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის უკან დაბრუნებას.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელეების წარმომადგენელმა ეკ--------ა აბ-–--ემ განმარტა, რომ მა-----ა გო---ე და ნო---რ გო---ე ა----ნ ეკომიგრანტები, ისინი ა----ნ უბინაოები. მათმა მეზობელმა ბა----ი ბე----ემ დააკავშირა ერთმანეთს გო---ეები და ჰო--------ები ბინის ყიდვის მიზნით. მოსარჩელეები 2016 წლის მაისის თვეში ჩავიდნენ ქ.თბილისში და მოლაპარაკების მიზნით შეხვდნენ არ---მ ჰო--------ს, ხოლო მა----მ ჰო--------ი მათ არ უნახავთ და არც იცნობენ. შეთანხმდნენ 15,000 აშშ დოლარზე, ერთ თვეში უნდა მიეცათ 10,000 აშშ დოლარი, ხოლო წლის ბოლოსთვის - 2016 წლის დეკემბრისთვის დარჩენილი 5,000 აშშ დოლარი. მოსარჩელეები 2016 წლის 23 ივნისს შევიდნენ სახლში. 2016 წლის მაისის თვეში პრობლემა შეექმნათ და ბა----ი ბე----ის მეშვეობით შეატყობინეს არ---მ ჰო--------ს, რომ ბინას ვეღარ იყიდიდნენ. ამ დროისათვის გო---ეებს გადახდილი არაფერი არ ჰქონდათ. ამის შემდეგ სე----ნ კი----------ს სთხოვეს და მან აწარმოა მოლაპარაკება არ---მთან. შეთანხების თანახმად მოსარჩელეებს თვეში უნდა გადაეხადათ 460 აშშ დოლარი, ხოლო სულ 15,000 აშშ დოლარი. უნდა ეყიდათ ერთი საცხოვრებელი სახლი, მისი მიმდებარე ნაკვეთითა და 3 ჰა-მდე სათიბით. ჰო--------ებმა სახლი დაცალეს და 2016 წლის 23 ივნისს შეასახლეს გო---ეები. მოსარჩელეები თანხას უხდიდნენ გრაფიკით უშუალოდ არ---მ ჰო--------ს. თანხას იხდიდნენ 2017 წლის აგვისტოს თვემდე. ხოლო შემდეგ არ---მ ჰო--------ის ცოლმა მა----ნა ჩახოიანმა გამოსახლებაზე შეიტანა პოლიციაში განცხადება და გო---ეებმა ამის გამო შეწყვიტეს თანხის გადახდა. მოსარჩელეების წარმომადგენელი ითხოვს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასა და გადახდილი თანხის - 15,960 ლარის უკან დაბრუნებას, შესაბამისად გო---ეები მოპასუხეებს 2 კვირის განმავლობაში უკან დაუბრუნებენ უძრავ ქონებას, რადგანაც მხარეთა შორის გარიგება ვერ შედგა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები და მათი წარმომადგენლები არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და თავიანთ შესაგებელში განმარტავენ, რომ ერთის მხრივ არც მა----მ ჰო--------სა და არც მის შვილს არ---მ ჰო--------სა და მეორეს მხრივ მა-----ა გო---ესა და ნო---რ გო---ეს შორის, არასოდეს არ შემდგარა არც წერილობითი და არც ზეპირი შეთანხმება მა----მ ჰო--------ის საკუთრებაში არსებული ბინის, დამხმარე ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე. 2016 წლის ივნისის თვეში მა----მ ჰო--------სა და გო---ეებს შორის შედგა შეთანხმება ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში მდებარე, მა----მ ჰო--------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთების, დამხმარე ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების მოსარჩელეებისათვის ქირავნობით გადაცემის შესახებ. ქირის გადასახადი შეადგენდა თვეში 460 აშშ დოლარს. გო---ეები თავდაპირველად კეთილსინდისიერად იხდიდნენ ქირას, მაგრამ 2017 წლის აგვისტოს თვიდან უარი თქვეს მის გადახდაზე, რის გამოც მა----მ ჰო--------მა სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მა----მ ჰო--------ის სარჩელი და მა-----ა და ნო---რ გო---ეები გამოსახლებულნი იქნენ მა----მ ჰო--------ის საცხოვრებელი ბინიდან. ამასთან, წარმომადგენლების განმარ---ბით მოსარჩელეები მართლაც მუშაობდნენ სე----ნ კი----------თან და მათი თანხმობით ეს უკანასკნელი ქირის თანხას და არა როგორც უძრავი ქონების ღირებულების ნაწილს, მოსარჩელეთა ხელფასიდან ყოველთვიურად გადასცემდა არ---მ ჰო--------ს, ვინაიდან მა----მ ჰო--------ი იმყოფებო--- თბილისში და თანხის მისაღებად ვერ ჩადიო--- ნინოწმინდაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოპასუხეების მა----მ ჰო--------ისა და ატემ ჰო--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი: 9300.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით: #65.13.32.112; 2016 წლის 23 ივნისიდან, თავიანთ ნივთებთან ერთად ცხოვრობდნენ მა-----ა გო---ე და ნო---რ გო---ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარ---ბა (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115).

 

3.1.2. 2017 წლის 16 აგვისტოს #170934166 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხე მა----მ ჰო--------ი არის 2011 წლის 30 სექტემბერს გარდაცვლილი მერუჟან ჰო--------ის მეუღლე და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე და მან ფაქტიური დაუფლების გზით მემკვიდრეობით სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 აგვისტოს #170934166 სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 19-20);

- მხარეთა ახსნა-განმარ---ბა (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115).

 

3.1.3. 2017 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საცხოვრებელი სახლი მდებარე ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი: 9300.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით: #65.13.32.112 საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია მა----მ ჰო--------ის (პ/ნ 32001022906) სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 22 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53);

- მხარეთა ახსნა-განმარ---ბა (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115).

 

3.1.4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის #2/200-17 გადაწყვეტილებით მა----მ ჰო--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნო---რ გო---ე და მა-----ა გო---ე მათ ოჯახის წევრებთან და ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში მდებარე, საკადასტრო კოდით #65.13.32.112 ბინიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მა----მ ჰო--------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის #2/200-17 გადაწყვეტილება (ს.ფ. 42-49);

- მხარეთა ახსნა-განმარ---ბა (სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115).

 

3.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 27 აპრილის #2ბ/909-18 განჩინებით, მა-----ა გო---ისა და ნო---რ გო---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 25.12.2017 გადაწყვეტილება მა-----ა გო---ის და ნო---რ გო---ის ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი. უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 25.12.2017 გადაწყვეტილება მა-----ა გო---ის და ნო---რ გო---ის (ნივთებთან ერთად) უძრავი ქონებიდან გამოსახლების ნაწილში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 27 აპრილის #2ბ/909-18 განჩინება (ს.ფ. 138-149);

- მხარეთა ახსნა-განმარ---ბები (სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115);

 

3.1.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 27 აპრილის #2ბ/909-18 განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების თანახმად: „მოპასუხეების (მა-----ა გო---ისა და ნო---რ გო---ის) მტკიცების ტვირთი იყო წერილობითი ხელშეკრულების წარდგენა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ან მომავალში ასეთი ხელშეკრულების დადების ვალდებულების წარმოშობის შესახებ. საქმეში ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება. შესაბამისად მოპასუხეებმა ვერ შეძლეს შესაგებელში მითითებული გარემოების დამტკიცება და ვერ დაადასტურეს სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერება. რაც შეეხება საკითხს, მოპასუხეებს გადახდილი აქვთ თუ არა თანხა მოსარჩელის ვაჟისათვის (არ---მ ჰო--------ისათვის) და თუ აქვთ გადახდილი რა ოდენობით, აღნიშნული არ წარმოადგენს წინამდებარე დავაში მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი 16,000 ლარის დაბრუნებაზე განუხილველად იქნა დატოვებული სარჩელის გახმობის გამო“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 27 აპრილის #2ბ/909-18 განჩინება (ს.ფ. 138-149);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის მაისის თვეში მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის მოხდა ზეპირი შეთანხმება მასზედ, რომ მოპასუხეები მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს, მდებარეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში, გაასხვისებდნენ მოსარჩელეებზე 15,000 აშშ დოლარად. მოპასუხეთა განმარ---ბით სახლი ირიცხებო--- მა----მ ჰო--------ის მეუღლისა და არ---მ ჰო--------ის აწ გარდაცვლილი მამის მე--–-ნ ჰო--------ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარ---ბა (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115).

 

3.2.2. შეთანხმების თანახმად, ჰო--------ებს უნდა მოეგვარებინათ მემკვიდრეობის მიღების საკითხი და გარდაცვლილი მე--–-ნ ჰო--------ის სამკვიდრო ქონება უნდა დაერეგისტრირებინა მა----მ ჰო--------ს, ხოლო უძრავი ქონების ღირებულების თანხის სრულად დაფარვის შემდეგ მოსარჩელეებს გადაუფორმებდნენ საკუთრების უფლებით უძრავ ქონებას - საკარმიდამო ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. მხარეები ასეე შეთანხმდნენ რომ მოსარჩელეები თანხას გადაიხდიდნენ ნაწილ-ნაწილ და თანხას მათი ხელფასიდან გადაუხდიდა მათი დამსაქმებელი სე----ნ კი----------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე ახსნა-განმარ---ბა (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115).

 

3.2.3. მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეთა კუთვნილი ხელფასიდან მოპასუხეებისათვის მათ გადახდილი აქვთ 15,960 ლარი, რაზეც შედგენილია გრაფიკი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას აპირებდნენ უახლოეს ვადაში. აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე ახსნა-განმარ---ბა (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115).

 

3.2.4. მოსარჩელეებს - მა-----ა გო---ესა და ნო---რ გო---ეს სურვილი აღარ აქვთ შეიძინონ მა----მ ჰო--------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და ისინი ითხოვენ მათ მიერ გადახდილი თანხის - 15,960 (თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის უკან დაბრუნებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე ახსნა-განმარ---ბა (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 80-81, 100-101, 109-115);

- გრაფიკი (ნაღდით ლარის გაცემა ნო---რ გო---ის მხრიდან არტიომიკ ოვსეპიანზე, 1/6-2016 წლიდან 1/08-2017 წლამდე) (ს.ფ. 21-22).

 

3.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბა----ი ბე----ემ აჩვენა, რომ იგი არის გო---ეებისა და ჰო--------ების მეზობელი. მისთვის ცნობილი იყო რომ არ---მ ჰო--------ი ვალების გამო სახლს ყიდდა, ხოლო გო---ეებს კი ყიდვა უნდო--- და ისინი ერთმანეთს დააკავშირა. იგი გო---ეებთან ერთად ჩავიდა ქ.თბილისში, სადაც სამგორში შეხვდნენ არ---მ ჰო--------ს. სახლი 15,000 აშშ დოლარი დააფასა. შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველად გო---ეებს 10,000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ, ხოლო დარჩენილი 5,000 აშშ დოლარს კი მერე მისცემდნენ. უძრავი ქონება შედგებო--- საცხოვრებელ სახლს, 2,5 ჰა სათიბსა და სახლის მიმდებარე ნაკვეთს. ხოლო მეორე სახლს, სადაც ქარხანაა მოწყობილი, ჰო--------ი არ ყიდდა. აღნიშნული შეხვედრა შედგა 2016 წლის ივნისის თვეში. ამის შემდეგ ბა----ი ბე----ეს გო---ეები დაუკავშირდნენ რომ ფულს ვერ შოულობდენ და ვეღარ იყიდდნენ სახლს. თუმცა ბა----ი ბე----ისათვის მოგვიანებით ნო---რ გო---ისაგან გახდა ცნობილი, რომ მას სე----ნ კი----------ი დახმარებია და ნაწილ-ნაწილ თვეში 460 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. მოგვიანებით არ---მ ჰო--------ისაგან გაიგო რომ გო---ეებს სამი თვის თანხა მისაცემი ჰქონდათ. ბა----ი ბე----ე არ---მ ჰო--------თან ერთად მივიდა ნო---რ გო---ესთან საქმის გასარკვევად. ნო---რმა არ---მ უთხრა რომ მას ფული არ ჰქონდა და სე----ნ კიურერიანს უნდა გადაეხადა მისთვის. არ---მმა უთხრა სე----ნთან გაერკვიათ. მეორე დღეს არ---მი და სე----ნი მივიდნენ ნო---რ გო---ესთან, ისაუბრეს, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ. ნო---რი ფულს ვეღარ აძლევდა. აღმოჩნდა, რომ არ---მ ჰო--------ს სე----ნ კი----------ის ვალი ჰქონია და ამ გზით კი----------მა ვალი ამოიღო თავისი შუამავლობით. მოწმის გამარ---ბით ზემოაღნიშნულ არცერთ შეხვედრას მა----მ ჰო--------ი არ დასწრებია. ამის შემდეგ ნო---რ გო---ის თხოვნით ბა----ი ბე----ეს თავისი რძლის სახელით ბანკიდან სესხი უნდა გამოეტანა და არ---მ ჰო--------ის თანხმობით სახლი უნდა ჩაედოთ, თუმცა გაირკვა რომ არტიომ ჰო--------ი მეტ თანხას ითხოვდა 15,000 აშშ დოლარს კი არა 22,000 აშშ დოლარს და ამის გამო მათ შორის ეს შეთანხმებაც ჩაიშალა. რაც შეეხება ქირავნობას, საერთოდ ქირავნობაზე საუბარიც კი არ ყოფილა. ქირით რომ ნდომო--- ნო---რ გო---ე დეიდაშვილისაგან იქირავებდა, სადაც უფასო---ც იცხოვრებდა. არც არ---მ ჰო--------ს უთქვამს არასდროს რომ გო---ეებისაგან ქირას იღებდა. მოწმის განმარ---ბით არ---მ ჰო--------ს სე----ნ კურეღიანის ვალი 16,000 აშშ დოლარზე მეტი ჰქონია. რეალურად გო---ეების ფულიდან არ---მ არაფერი არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ბა----ი ბე----ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 151-171).

 

3.2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სე----ნ კი----------მა აჩვენა, რომ იგი არის გო---ეებისა და ჰო--------ების თანასოფლელი. ის თავად იყო შუამავალი გო---ეებსა და ჰო--------ებს შორის საცხოვრებელი სახლის ყიდვასთან დაკავშირებით. გო---ეებს სახლი ნაწილ-ნაწილ გადახდის გზით უნდა ეყიდათ. გო---ეები მის ფერმაში მუშაობდნენ და მოსარჩელეთა კუთვნილი ხელფასიდან გო---ეები ყოველთვიურად არ---მ ჰო--------ს უხდიდნენ 460 აშშ დოლარს, გამომუშავებისას თუ რამე აკლდებო--- სე----ნი დანარჩენს თავად უმატებდა. აღნიშნულ თანხას სერიან კი----------ი არ---მ ჰო--------ს ხელზე აძლევდა. აღნიშნულის თაობაზე მის მიერ გადახდის გრაფიკიცაა შედგენილი, გრაფიკის თანახმად მან არ---მ ჰო--------ს სულ გადასცა 15,960 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე სე----ნ კი----------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 151-171).

 

3.2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სა----ნ აღ-------მა აჩვენა, რომ იგი არის არ---მ და მა----მ ჰო--------ების სიძე. არ---მ და მა----მ ჰო--------ები თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო სოფელ გორელოვკაში არსებული საცხოვრებელი ბინის გასაღები მას დაუტოვეს. სა----ნ აღ-------ი პატრონობდა სახლს და მიწასაც ამუშავებდა. არ---მს არასოდეს უთქვამს რომ სახლის გაყიდვას აპირებდა. ამის შემდეგ გასაღები მისგან წაიღეს და უთხრეს რომ სახლი უნდა გაექირავებინათ საკარტოფილესთან და სათიბთან ერთად და მას აღარ დაემუშავებინა. თუ რა ფასად გააქირავა მისთვის ცნობილი არაა. არ---მ ჰო--------ს სე----ნ კი----------ის ვალი ჰქონდა თუ არა არც ეს იცის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე სა----ნ აღ-------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 151-171).

 

3.2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ან-ა ჰო--------მა აჩვენა, რომ იგი არის არ---მ ჰო--------ების და და მა----მ ჰო--------ის ქალიშვილი. არ---მ და მა----მ ჰო--------ები თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო სოფელ გორელოვკაში არსებული საცხოვრებელი ბინის გასაღები მის მეუღლეს - სა----ნ აღ-------ს დაუტოვეს. ისინი პატრონობდნენ სახლს და მიწასაც ამუშავებდნენ. არ---მს არასოდეს უთქვამს რომ სახლის გაყიდვას აპირებდა. ამის შემდეგ გასაღები მათგან წაიღეს და უთხრეს რომ სახლი უნდა გაექირავებინათ საკარტოფილესთან და სათიბთან ერთად და მას აღარ დაემუშავებინა. კონკრეტულად ვინ გააქირავა სახლი ძმამ თუ დედამ მას არ ახსოვს. სახლის გასაღები კი მათგან დედამ - მა----მ ჰო--------მა წაიღო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ან-ა ჰო--------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 151-171).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარ---ბით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე მა-----ა გო---ისა და ნო---რ გო---ის სასარჩელო მოთხოვნა მა----მ ჰო--------ისა და არ---მ ჰო--------ის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 59-ე, 68-69-ე, 323-ე, 506-ე და 976-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი განსაზღვრავს გარიგების ცნებას, რომლის თანახმადაც გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად 1. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლი აწესებს ფორმის მნიშვნელობას გარიგების ნამდვილობისათვის, რომლის მიხედვითაც გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი ადგენს უძრავი ნივთის გასხვისების წესს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.

ამავე კოდექსის 506-ე მუხლის თანახმად 1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა, რომ მოპასუხეების მა----მ ჰო--------ისა და ატემ ჰო--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი: 9300.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით: #65.13.32.112; 2016 წლის 23 ივნისიდან, თავიანთ ნივთებთან ერთად ცხოვრობდნენ მა-----ა გო---ე და ნო---რ გო---ე. 2017 წლის 16 აგვისტოს #170934166 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ვინაიდან მოპასუხე მა----მ ჰო--------ი არის 2011 წლის 30 სექტემბერს გარდაცვლილი მერუჟან ჰო--------ის მეუღლე და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე მან ფაქტიური დაუფლების გზით მემკვიდრეობით სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება. 2017 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საცხოვრებელი სახლი მდებარე ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი: 9300.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით: #65.13.32.112 საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია მა----მ ჰო--------ის (პ/ნ 32001022906) სახელზე. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის #2/200-17 გადაწყვეტილებით მა----მ ჰო--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნო---რ გო---ე და მა-----ა გო---ე მათ ოჯახის წევრებთან და ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში მდებარე, საკადასტრო კოდით #65.13.32.112 ბინიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მა----მ ჰო--------ს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 27 აპრილის #2ბ/909-18 განჩინებით, მა-----ა გო---ისა და ნო---რ გო---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 25.12.2017 გადაწყვეტილება მა-----ა გო---ის და ნო---რ გო---ის ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი. უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 25.12.2017 გადაწყვეტილება მა-----ა გო---ის და ნო---რ გო---ის (ნივთებთან ერთად) უძრავი ქონებიდან გამოსახლების ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 27 აპრილის #2ბ/909-18 განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების თანახმად: „მოპასუხეების (მა-----ა გო---ისა და ნო---რ გო---ის) მტკიცების ტვირთი იყო წერილობითი ხელშეკრულების წარდგენა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ან მომავალში ასეთი ხელშეკრულების დადების ვალდებულების წარმოშობის შესახებ. საქმეში ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება. შესაბამისად მოპასუხეებმა ვერ შეძლეს შესაგებელში მითითებული გარემოების დამტკიცება და ვერ დაადასტურეს სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერება. რაც შეეხება საკითხს, მოპასუხეებს გადახდილი აქვთ თუ არა თანხა მოსარჩელის ვაჟისათვის (არ---მ ჰო--------ისათვის) და თუ აქვთ გადახდილი რა ოდენობით, აღნიშნული არ წარმოადგენს წინამდებარე დავაში მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი 16,000 ლარის დაბრუნებაზე განუხილველად იქნა დატოვებული სარჩელის გახმობის გამო“. სასამართლო განმარტავს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებაა ის რომ გო---ეებმა ვერ დაადასტურეს უძრავი ქონების ნასყიდობის ფაქტი. მართალია წინა დავაში მოსარჩელე მა----მ ჰო--------ი უთითებდა, რომ მან ბინა გააქირავა, მაგრამ არც ერთი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის სადავო ქონების გაქირავების ფაქტი და მოპასუხე გო---ეები სადავო ქონებიდან გამოსახლებულნი ა----ნ არა ქირის გადაუხდელობის გამო, არამედ იმის გამო, რომ მათ აღნიშნული ბინის ფლობის უფლება არ ჰქონდათ. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას, კერძოდ მოსარჩელე მა-----ა გო---ემ და ნო---რ გო---ემ მოპასუხე არ---მ ჰო--------თან დადეს ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ფაქტი დასტურდება მოწმეთა ბა----ი ბე----ისა და სე----ნ კი----------ის ჩვენებებიდანაც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მხარეთა შორის შეთანხმების დადებაში. ზეპირი შეთანხმება გო---ეებსა და არ---მ ჰო--------ს შორის შედგა 2016 წლის მაისის თვეში, რომლის თანახმადაც არ---მ ჰო--------ი არსებულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს, მდებარეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში, გაასხვისებდა მოსარჩელეებზე 15,000 აშშ დოლარად. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ აღნიშნულ შეთანხმებას არ ესწრებო--- მოპასუხე მა----მ ჰო--------ი, მოსარჩელეები მას არც კი იცნობენ. მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეთა კუთვნილი ხელფასიდან მოპასუხეებისათვის მათ გადახდილი აქვთ 15,960 ლარი, რაზეც შედგენილია გრაფიკი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას აპირებდნენ უახლოეს ვადაში. აღნიშნული თანხის მიღების ფაქტს არ უარყოფენ თავად მოპასუხეებიც, თუმცა მათი განმარ---ბით აღნიშნული თანხა ქირის გადასახადი იყო და მათ სადავო ქონება გაქირავებული ჰქონდათ გო---ეებზე, რომლებსაც ქირის თანხა უნდა გადაეხადათ ყოველთვიურად 460 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც აღნიშნული თანხა სრულიად შეუსაბამოა სადავო ქონებასთან (სახლი არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვს სველი წერტილები და არც გაზიფიცირებულია), რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. ამდენად, სახეზე გვაქვს ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, კერძოდ განვადებით ნასყიდობა, რომელიც უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმით დადებული, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის არც ქირავნობისა და არც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან იგი ფორმის დაუცველადაა დადებული და ასევე უდავოა და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ არ---მ ჰო--------მა მოსარჩელეებისაგან მიიღო 15,960 ლარი, მიუთითებს მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად მოპასუხე არ---მ ჰო--------ი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც მათ შორის არსებული შეთანხმებით მიიღეს. ამდენად, მა-----ა გო---ისა და ნო---რ გო---ის სასარჩელო მოთხოვნა მა----მ ჰო--------ისა და არ---მ ჰო--------ის მიმართ თანხის დაბრუნების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე არ---მ ჰო--------ს მოსარჩელეების მა-----ა გო---ისა და ნო---რ გო---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15.960 (თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის გადახდა. მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე მა----მ ჰო--------ის მიმართ თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც მა----მ ჰო--------ს არც გარიგებაში მიუღია მონაწილეობა და არც უშუალოდ თანხა არ მიუღია. რაც შეეხება სადავო ბინის გამოთავისუფლებას (გამოსახლებას) აღნიშნულ ნაწილში უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და განსახილველ შემთხვევაში აღნიშნულ დავაში სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში - მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლო---ც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მხოლოდ ერთი მოპასუხის მიმართ, მაგრამ მოთხოვნილი თანხა სრულად დაეკისრა მხოლოდ მოპასუხე არ---მ ჰო--------ს, შესაბამისად მოპასუხე - არ---მ ჰო--------ს უნდა დაეკისროს 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეების მა-----ა გო---ისა (პ/ნ 6----------) და ნო---რ გო---ის (პ/ნ 6----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. მოპასუხე არ---მ ჰო--------ს (პ/ნ 3----------) მოსარჩელეების მა-----ა გო---ისა (პ/ნ 6----------) და ნო---რ გო---ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს 15.960 (თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის გადახდა;

3. მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე მა----მ ჰო--------ის მიმართ თანხის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხე - არ---მ ჰო--------ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის გადახდა მოსარჩელეთა - მა-----ა გო---ისა (პ/ნ 6----------) და ნო---რ გო---ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უა----ეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე