1. თუ, განვადებით გამოცხადებული აუქციონის პირობით შეძენილი ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად აუქციონში გამარჯვებულს დასჭირდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია ისარგებლოს განვადებით, გრაფიკით ან მის გარეშე, არაუმეტეს 2 წლის ვადით.

2. განვადების საფასური შეადგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ. პირველი 30 კალენდარული დღისთვის აუქციონში გამარჯვებული არ იხდის განვადების საფასურ