1. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე წყვეტს აუქციონის ფორმით განკარგულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება. იმ სამუშაოთა წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხზე, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, გადაწყვეტილება მიიღება ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.
2. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე, წყვეტს აუქციონში გამარჯვებულის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილი ქონების მესამე პირზე იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით ან აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის საკითხს, თუკი აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს ერედვის მუნიციპალიტეტის თანხმობას.
3. აუქციონატორი (ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა) უფლებამოსილია, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნული საკითხი განსაზღვრულია ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ან/და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულები