1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.
3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდა (გარდა მომსახურების საფასურისა და განვადების საფასურისა) ხორციელდება ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თანხების მიღების უფლებამოსილება ენიჭება აუქციონატორს, რომელიც გონივრულ ან/და დადგენილ ვადებში მის ანგარიშებზე ქონების განკარგვიდან მიღებულ თანხებს მიმართავს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით.
5. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ აუქციონში გამარჯვებული ინფორმაციას, როგორც წესი, ადასტურებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შესწავლა სცილდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაძლებლობების ფარგლებს, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა.
7. ფინანსური ვალდებულებების გარდა, სხვა სააუქციონო პირობები და ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ მათი შესრულების მიღების/დადასტურების მომენტიდან.
8. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეშვეობით განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონში გამარჯვებული საუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ.
9. ერედვის მუნიციპალიტეტი გამგეობა უფლებამოსილია, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეშვეობით განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონში გამარჯვებულის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან (გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებებისა) გათავისუფლების ან/და სხვა შესრულების მიღების შესახე