1. პრივატიზაციის გეგმის მიხედვით, სხვა პირობებთან ერთად, აუქციონის პირობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს:
ა) ლოტის ფაქტობრივი მდებარეობა;
ბ) ლოტის ფაქტობრივი მდგომარეობა;
გ) ლოტის განვადებით პრივატიზაცია, არაუმეტეს 2 წლის ვადით;
დ) უძრავი ქონების შემთხვევაში ლოტზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება;
ე) ქალაქგეგმარებითი და ქალაქმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები;
ვ) სხვა პირობები, რაც მიზანშეწონილია სააუქციონო ლოტის საპრივატიზაციოდ.
2. ერთ ლოტზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე პირობა.
3. თუ პირობებით გამოცხადებული აუქციონზე გატანილი ქონება ექვემდებარება მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციას. აუქციონის პირობით განსაზღვრული შეზღუდვა ან/და ვალდებულება ექვემდებარება შესაბამის რეგისტრაციასაც.
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შეცვლა დასაშვებია ერედვის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.
5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, განიხილება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხიდან დარიცხული პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის ან მთლიანი თანხის ჩამოჭრის საკითხი.
7. აუქციონში გამარჯვებულ ივალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა, აუქციონატორის მიერ სრულად ირიცხება ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში