1. აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ცენტრთან შეთანხმებით, წინასწარ გაეცნოს სარეალიზაციო ქონებას.
2. აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის კონსულტანტს წარუდგენს:
ა) ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის (მათი არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული სახით);
ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფიზიკური პირის შემთხვევაში;
გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში;
დ) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.
3. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი ამოწმებს დოკუმენტაციის წარმოდგენის სისწორეს. თუ დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში.
4. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი აუქციონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აღრიცხავს და გადასცემს მონაწილის საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის საფუძველზეც იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს აუქციონის დარბაზში და მიიღოს სპეციალური ნომრიანი დაფა.
5. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს (მათი არსებობის შემთხვევაში) იხდის/წარმოადგენს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
6. სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა სრულდება აუქციონის დაწყებისთანავ