1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, ცენტრი უფლებამოსილია სარეალიზაციო  ქონების საწყისი საფასური შეამციროს არაუმეტეს  25%-ით და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით  რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი სარეალიზაციო ფასით ან/და პირობებით რეალიზაცია განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით რეალიზაცია – როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონ