1. ქონების შეფასებას აწარმოებს ცენტრის ქონების შეფასების კომისია (შემდეგში –
ქონების შეფასების კომისია),  გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე ცენტრის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ქონების შეფასების კომისიის, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცენტრის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შეფასების/დასკვნის გათვალისწინებით, ცენტრი ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო საფასურს.

4. ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას ცენტრმა უნდა გაითვალისწინოს ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.

5. ცენტრი უფლებამოსილია, ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების  საბალანსო მონაცემებს.

6. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის დადგენა შესაძლებელია ცენტრის მიერ გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინები