1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, რეალიზაციის, განაწილების, განადგურების წესსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (შემდგომში – ქონება) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
„აგროსერვის ცენტრის“ სანერგე მეურნეობებში წარმოებული სარგავი/სათესლე მასალის (შემდგომში –
სარგავი/სათესლე მასალა), სადემონსტრაციო ბაღებში მოწეული ნაყოფისა (შემდგომში –
ნაყოფი) და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი;
ბ) ქონების განკარგვა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
,,აგროსერვის ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრის) მიერ ქონების რეალიზაცია, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ქონების რეალიზაცია – ცენტრის მიერ ქონების რეალიზაცია აუქციონის (ინტერნეტაუქციონი, საჯარო აუქციონი) მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სავაჭრო ობიექტისა ან/და ინტერნეტმაღაზიის ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;
დ) ქონების განაწილება – ცენტრის მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა წინამდებარე წესის შესაბამისად;
ე) ქონების განადგურება – ცენტრის მიერ ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას და განკარგვას ახორციელებს ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისა