1. აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა.
2. ცენტრი უზრუნველყოფს ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერებას, აუქციონის ჩასატარებლად აუქციონის დარბაზის მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში იწვევს სათანადო სპეციალისტს.
3. აუქციონის თითოეული მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის აუქციონის დარბაზში და იღებს სპეციალურ ნომრიან დაფას, რომელიც აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს.
4. აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი საქონლის ძირითად ნიშან-თვისებებს, ლოტის რეალიზაციის საწყის საფასურს და ფასის მატების ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რეალიზაციის საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას ან წარუდგენს დამსწრეებს ქონების ამსახველ ვიდეო ან ფოტომასალას.
6. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ნომრიან დაფას, ასახელებს ფასს რეალიზაციის საწყისი საფასურის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდა მომდევნო გაზრდილი ფასი, აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, ვიდრე რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.
7. ვაჭრობის დროს აუქციონის მონაწილეებს უფლება აქვთ გაზარდონ ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად.
8. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.
9. სააუქციონო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მას ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აუქციონის წამყვანი, კომისიის მდივანი და აუქციონში გამარჯვებული. ოქმის ასლი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
10. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი;
გ) სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არცერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ.
12. თუ არ მოხდება ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა, ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახე