1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს „ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), რომელშიც მიეთითება ქონების გატანის დამატებითი ვადა, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.

3. პირგასამტეხლო განისაზღვრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი (ლოტის ღირებულებასა და ფაქტობრივად გადახდილ ღირებულებას შორის სხვაობა) სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

4. თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

5. აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხ