1. ქონების ინტერნეტ-აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-12 და მე-17 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციის დროს ცენტრის დირექტორი ადგენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების განსხვავებულ სარეალიზაციო ღირებულებას და ვადას, თუ რა დრომდეა შესაძლებელი მისი აღნიშნული ფორმით შეძენა.
3. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების რეალიზაციის საშუალება ავტომატურად იზღუდება.
4. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი არ აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, აუქციონი წყდება.
5. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ვაჭრობის პროცესის მიმდინარეობა ჩანს შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზ