1. ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა (მესამე პირმა/პირებმა), რომელთანაც ცენტრი დადებს შესაბამის ხელშეკრულებას.
2. მესამე პირსა და ცენტრს შორის ხელშეკრულება იდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც დეტალურად უნდა დადგინდეს მომსახურების პირობები.
3. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ცენტრის მიერ დადგენილი ქონების სარეალიზაციო ღირებულების 5%-ს.
4. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, ცენტრი ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.
5. მესამე პირის მეშვეობით ქონების რეალიზაციისას მომსახურების თანხა ემატება ცენტრის მიერ დადგენილ ქონების სარეალიზაციო ღირებულება