1. ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ცენტრის ქონების შეფასების კომისია შესაბამისი ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების (ექსპერტი) ან სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას ამ ქონების განადგურების შესახებ, რაც წარედგინება ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილების მიღებისათვის.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.

3. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრი.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებ