1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის თაობაზე ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, ცენტრი აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

ბ) ქონების სარეალიზაციო ფასს;

გ)  ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით საქონლის შეძენის პირობებს.

2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან  როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება  სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

4. თუ ინტერნეტ-მაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან 15 კალენდარული  დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზ