1. სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების რეალიზაციისას, საქონელი განთავსდება ცენტრის სავაჭრო ობიექტებში.
2. სავაჭრო ობიექტებში ქონების რეალიზაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისა