1. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ცენტრი უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას (საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად), აუქციონის ფორმით ქონების (ინტერნეტაუქციონის) ფორმით რეალიზაციის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge.
2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.
3. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.
4. აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა, ცენტრი აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
ბ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო (აუქციონის ხანგრძლივობა, მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე, არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 45კალენდარულ დღეს);
გ) სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;
დ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას (მათი არსებობის შემთხვევაში);
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს.
5. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;
დ) იურიდიული პირის დარეგისტრირდება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.
6. აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).
7. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
8. ინტერნეტაუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს “ონლაინ“ რეჟიმში.
9. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
10. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ.
11. აუქციონში გამარჯვებულს ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები.
12. თუ არ მოხდება ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით განკარგვა, ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
13. თუ პირველი ინტერნეტაუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, ცენტრი უფლებამოსილია სარეალიზაციო ქონების საწყისი საფასური შეამციროს არა უმეტეს 25%-ით და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.
14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
15. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი სარეალიზაციო საფასურით ან/და პირობებით რეალიზაცია განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით რეალიზაცია - როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონი.
16. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას ცენტრსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტ