1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება აუქციონატორის ვებგვერდზე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს (მომხმარებელს) ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში, აუქციონის მიმდინარეობისას აუქციონის მონაწილეს საშუალება აქვს სრულად იხილოს ფასების შეთავაზების ისტორია, როგორც ვაჭრობის გვერდზე, ასევე ვებგვერდზე არსებულ საკუთარ ანგარიშში.

4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის ან მისთვის სასურველი, ბიჯზე მეტი თანხის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალფასს. ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინ რეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

5. აუქციონში მონაწილეს არ შეუძლია დადგენილი ბიჯის ოდენობაზე დაბალი ბიჯის დაფიქსირება, ამასთან, შუალედში აუქციონის სხვა მონაწილის მიერ ფასის შეთავაზების დაფიქსირების გარეშე, არ შეუძლია ორჯერ ზედიზედ ფასის შეთავაზება.

6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 5 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 5 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.

7. აუქციონის დასრულების ვადის ან/და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე ლოტზე წყდება ვაჭრობა.

8. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს წინა სამუშო დღის 18 საათისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია გადაიხადოს ბე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ან წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 წუთისა, ბეს გადახდა აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია   ბილინგის ან სხვა შესაბამისი სისტემით.

10. თუ აუქციონის დასრულების დღე ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, აუქციონი დასრულდება და გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

11. აუქციონის ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა პრივატიზებული ლოტის, სრული საპრივატიზებო საფასურის და აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია იხილონ ვებგვერდის საშუალებით.

12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის თარიღი და მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულს შესაძლებლობა აქვს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით გაეცნოს და ჩამოტვირთოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.

13. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ბე აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო საბანკო გარანტია დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზ